<p>საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.</p><p>"1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, მერე რაღა უნდა შეაფასო. ძალიან მწყდება გული, განსაკუთრებით გულშემატკივრების გამო, რომლებსაც ასე გავუცრუეთ იმედები. ალბათ, არავინ არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, არც ერთი ფეხბურთელი. ძალიან მაინტერესებს შემდეგ შეხვედრაში როგორ ვითამაშებთ. თითოეულმა ჩვენგანმა ხასიათი უნდა გამოავლინოს. რასაკვირველია, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ამ შედეგზე ყველა ფეხბურთელია პასუხისმგებელი. პრობლემა ყველამ საკუთარ თავში უნდა მონახოს," - თქვა კაშიამ.</p><p>საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 12 სექტემბერს ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.<br></p>
suxumchanin
სოსო ბევრ რამეში გეთანხმები და სწორი ხარ მაგრამ სპორტია და ხან მოიგებ-წააგებ არა, ავსტრალიასთან წააგო რაგბი გუნდმა ლელოებით2-4-ზე და გულშემატკივარი უკვე მეტს ითხოვს იცი რატომ? 20 წლის წინ ჩვენ ვაგებდით 200+:0 და ჯარიმის თემაც არ გვქონდა. რაგბში მიუხედავად ქართველი მენეჯერ-მწვრთნელუსა შედეგი იქნება იმიტომ რომ ფეხბურთისგან განსხვავებით არაა კორუფცია, ნეპოტიზმი, კალაძე კობიაშვილ-ხიზანიშვილის ძმაკაცობა და ვაი კაიბიჭობა, დემეტრაძის სამსახურები მოიკითხეთ 3 აქვს და ერთი მაინც თუ იცის სადაა? ოჯახის წევრებზე არაფერია, ამ დროს მოქალაქე უმუშევარი გარბის საზღვარგარეთ, რომელსაც ვერ ვადაქმებთ იმიტომ რომ მავანის ცოლ-საყვარლები გაფორმებული არიან 3-4 ან მეტ სამსახურებში სადაც არ უვლიათ და იღებენ ხელფასებს. რა უნდა კობის პარლამენტში? თავიც გაიბანძა და სამეგობროც. მკვდარ აბურჯანიას სანიოლი რომ არ დაპატიჟებდა ცხადია, მამიკო კალას მეგობარია, ხოჭოლავა მტრად ყავს ხიზანიშვილს გამოცხადებული იმიტომ რადგან ამხილა მის ბავშვთა ფეხბურთის კორუფციაში.
გულშემატკივარი
ჯიგარი ხარ, ჩაეთვალა!
არტ
ფეხბურთელების ლანძღვას თავი დაანებეთ. თავი არავის დაუზოგავს მაგრამ როდესაც სამწვრთნელო შტაბი ამდენ შეცდომას უშვებს ერთ კონკრეტულ თამაშში , ისეთ შედეგს ვღებულობთ რაც მივიღეთ. შემადგენლობა არასწორად დაყენებული, ტაქტიკა არასწორად შერჩეული, აბსოლუტურად გაუგებარი იმიტირება პრესინგის დაცვით ფაზაში,რომელიც არც პრესინგის იყო და არაფერს გავდა საერთოდ. ასე აღარავინ თამაშობს. თანამედროვე ფეხბურთთან იმას, რასაც სანიოლი ამათ ათამაშებს, საერთო არაფერი აქვს.
კახა
კაშია წადი შენ თემში...
სოსო
გაიხსენეთ,ორი წლის წინ,იგივე ბიჭებს,გენაცვალეთ ჯიგარშიო,რომ ეფერებოდით!რა,ჯიგარი აღარ აქვთ?ისევ იგივე ადამიანები არიან,იგივე ჯიგრით და თუ მაშინ უყვარდათ სამშობლო,ახლაც ისევე უყვართ.უბრალოდ,ხან გამოსდით რაიმე,ხან კიდევ არა.განსაკუთრებული დაწოლა,საბა კვირკველიაზეა,არადა,მანაც,რამდენჯერმე,აშკარა გოლისაგან გვიხსნა.გასულ საუკუნეში,უდაბნოში რომ გაიყვანეს ყარაყუმის არხი და წყალი გაუშვეს,ვარანმა როგორც კი დაინახა წყლის ნაკადი,პირდაპირ გადახტა.წყალი არასოდეს ენახა და სულიერი არსება ეგონა.საბა,არაბეთში თამაშობს და წვიმაში თამაშს,რა თქმა უნდა შეჩვეული აღარ არის.ასეთი წვიმისათვის კი,არც არავინ აღმოჩნდა მზად.სათამაშო პოზიციასთან ერთად,ამიტომაც საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა,მისთვის იყო,ყველაზე მაღალი და დაუშვა კიდეც,ეს შეცდომა.ეგეცაა,მას რომ გაეტარებინა,ესპანელი მზად იყო და გოლს აუცილებლად გაგვიტანდა.ჩვენზე გაცილებით ტექნიკურები და ყოველმხრივ ძლიერები აღმოჩნდნენ და ჩვენთან ადრე ჩატარებული მძიმე თამაშების შემდეგ,სრული სერიოზულობით მოგვეკიდნენ,შესაბამისი შედეგით.აზრი არ აქვს,ბიჭების ლანძღვა გინებას,მათზე უკეთესს,ვერავინ მოგვიყვანს და არც არის სწორი.რაც ვართ,ესა ვართ და ამათ უნდა დავუდგეთ გვერდით,ხოლო ვისაც არ სურს,წავიდეს და სხვაგან გაერთოს.იგივე შეიძლება ითქვას,სპორტის სხვა სახეობებზეც.სპორტის არც ერთ მესვეურს არ სურს,მისი ნაკრები წარუმატებელი იყოს და ეს შეთქმულების თეორიები,ჩემი აზრით,სისულელეა.ეს არ გამორიცხავს,შეცდომებს,მაგრამ შეცდომა და განზრახ საქმის გაფუჭება,სრულიად სხვადასხვა რამეებია!იმისი თქმა მინდა,რომ ადამიანის დამცირება და ლანძღვა,არასოდესაა სიკეთის მომტანი,შენ გულს იფხან,იმან კი,ამის გამო,შესაძლოა სიცოცხლის სურვილიც კი დაკარგოს,არათუ სპორტული ჟინი.აგერ,აქვე,ესპანეთის პრესა თანაუგრძნობს მამარდას და მის სულიერ ტრავმაზე საუბრობს.არადა ის გუნდში,ჩემი აზრით მაინც საუკეთესო იყო.ამას თვითონ გიორგიც ხვდება და ესპანური პრესაც,მაგრამ ვინც მასზე უარესად ითამაშა,ისინი ხომ უარეს დღეში იქნებიან?!ჩვენ კი,რას ვუკეთებთ?იესო ქრისტემ მიმართა ბრბოს,იმან ისროლოს ქვა,ვისაც თვითონ არ შეუცოდიაო და ყველა შეჩერდა.ალბათ ჩვენც უნდა ჩავიხდოთ,საკუთარ გულებში და დავფიქრდეთ. სპორტი ასეა,ხან მოიგებ,ხან წააგებ და არ შეიძლება მას გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭოთ.არაერთხელ მომხდარა,როცა ქართველ ფეხბურთელებს,სურვილი არ ჰქონიათ ნაკრებში თამაშის და მიზეზი,მაყურებლის შიში ყოფილა.ისევ ეს გვინდა?არადა,ვიღაცამ ხომ უნდა ითამაშოს.
SOS!!!
რა პრობლემაა, წავა პოლიტიკაში! არ დაიმსახურა თუ რა!
გიო
ვიცით რომ არვიმსახურებდით ამ ანგარიშით წაგებას გული კიმწყდება რომწავააგეთ მაგრამ ამით ჩემი ქვეყნის გულშიმატკივრობას არვწყვეტ არაუშავს ბიჭებო მერე რაა თუ ესპანეთთან წავაგეთ ეს არაფერია მაგრამ ცოდვაა მამარდაშვილია ამ ბიჭს ამდენი გოლი არ მახსოვს რომ გასცლოდა ეს ყველას ბრალია თუ ამდენი გაუვიდა მიდით მიაწექიით თქვენ წერთ საქართველოს ისტორიას რომელსაც ბევრი ელოდა მიუხედავად წაგებისა მე თქვენი მჯერა და ვიცი რომ ასახწლწბთ ჩვენს ქვეყანას პატარა და ვაჟკაცი ბიჭები ეროვნული ნაკრების და ქვეყნის სიამააყებიიი თქვენ გამო ისევ ვუყურებ ქართულ ფეხბურთს მერე რაა თუწავაგეთ წინ მომავალი გვიღიმის ერთად ქვეყნის სახელით
თამაზი
ყველამ თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ ასეც არ შეიძლება კონკრეტულ ფეხბურთელებზე ჯოხს ვტეხდეთ... თამაში ყველამ თანაბრად ჩააგდო, მამარდაშვილის გარდა... არ დაგვავიწყდეს, ეს მალტის ნაკრები არ იყო, რომლის ფორვარდმა მიფსუდიმ მსოფლიო დონის მცველი ერთი მოძრაობით გაგვიცუცურაკა და ისტორიულ შედეგს მიაღწიეს (მაშინ კალაძე არავის ულანძღია... არც კაპიტნის სამკლაურით შეგდებულ ორ გოლზე გვილანძღია ამდენი). რომ მიადექით კვირკველიას ლანძღავთ, ასე არ შეიძლება... პირიქით, როცა შენი ქვეყნის ნაკრებსა და მის ფეხბურთელებს ეხება, მათ გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ... გაგახსენოთ ბრაზილია-გერმანიის შედეგი? არავის საკუთარი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები არ უგინებია... ჩვენ ხომ ჩვენი რანგის გუნდთან არ წაგვიგია...
ზურა
კვირკველია წადიიიი.
ირაკლი ქუთაისელი
ოცნებაც და ამნაირი?
აბა რააა
ნორვეგიასთან ახალ რეკორდს დადებენ და თუ იქ 7:0 ან 8:0 წააგებენ მაგარი იქნება !!! ჩვენ მეზობლებს 9:0 აქვს წაგებული და ტეხავს გადასწრება …))))
ჰეჰე
სადაა შენი ჯადოსნური სამკლაური? :)))
Ვაი ვაიი
ბავშვი კითხულობდა 10 დეა თამაშიო??
ზაზა
ნეტა რუსეთი დროზე დამარცხდეს და ჩვენ ნატოში მიგვიღონ და არა გავარტყი სპორტში ვისთან წავაგებთ..!
123
პირსქხოცის გადაგდებით მაინც წყდებოდეს თამაში
ზ.გ.
არა უშავს ,ქვეყანა ამით არ დაიქცევა, უარესები ხდება და არ გიღალატებთ!
გ.შ.
ცოტა ადამიანური "საბოტაჟი " მაინც მოაწყვეთ, ან ბოლო ბოლო პირდაპირ გამოდით და თქვით რაც არ მოგწონთ თუ არ გინდათ , ხალხის წინაშე არ ხართ მართლები
სოსო
მეორე გოლის შემდეგ,ნაკრები უკვე მთლიანად დაშლილი იყო.მეორე ტაიმში,თითქოს გაიბრძოლეს,შეცვლაზე შემოსულებმა,მაგრამ კიდევ ერთმა დაშვებულმა გოლმა,ისინიც ისევე გააცურა,როგორც პირველ ტაიმში,დანარჩენები.
ეეეჰ???
აბა თქვენ იცით, "არ დაგვაღალატოთ", დიდი ანგარიშით უნდა მოიგოთ!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა