დღევანდელი ბოლო ტურიც და დასრულდება მოჭადრაკეთა სომხეთის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი "სევანის ტბა-2011"
დღევანდელი ბოლო ტურიც და დასრულდება მოჭადრაკეთა სომხეთის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი "სევანის ტბა-2011", რომელშიც 5 ქვეყნის უმაღლესი რეიტინგის მქონე 10 დიდოსტატი მონაწილეობს.

ფავორიტად თავიდანვე გალელ ბაადურ ჯობავას (2713) მიიჩნევდნენ და ჯერჯერობით თავის სტატუსს ამართლებს. გუშინ იგი შავი ფიგურებით ზავენ ანდრიასიანს დაუზავდა და 5 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა რამდენად იქნება საკმარისი გასამარჯვებლად ქულათა ეს მარაგი, დღეს გამოჩნდება, რადგან მე-8 ტურის შემდეგ მას ნახევარ-ნახევარი ქულით სამი დიდოსტატი ჩამორჩება. ესენი არიან სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი), ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი) და ჩჟაო ძიანჩაო (ჩინეთი).

ბელარუსმა მასპინძელი ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა, მელქუმიანი კი თანამემამულე ავეტიკ გრიგორიანს დაუზავდა. დანარჩენი ორი პარტიაც (არმან პაშიკიანი-ჩჟაო ძიანჩაო, ილდარ ხაირულინი-სამველ ტერ-სააკიანი) ყაიმით დამთავრდა.

ბოლო ტურის წინ: ჯობავა-5, მელქუმიანი, ძიანჩაო, ჟიგალკო-4,5-4,5, პაშიკიანი-ხაირულინი-4-4, გრიგორიანი-3,5 ანდრიასიანი, ტერ-საკიანი-3-3 ქულა.

დღეს ითამაშებენ: ძიანჩაო-ანდრიასიანი, ტერ-სააკიანი-პაშიკიანი, პეტროსიანი-ხაირულინი, მელქუმიანი-ჟიგალკო, ჯობავა-გრიგორიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა