საქართველოს ნაკრები რთული მისიის წინაშეა, უნდა გამოვიდეს იმ შოკიდან, რაც ესპანეთის ნაკრებთან მიიღო, ამავდროულად კი მოემზადოს 12 სექტემბერს ნორვეგიელებთან სათამაშოდ, რომელთაც ჯგუფიდან გასასვლელად 3 ქულა აუცილებლად სჭირდებათ. ვილი სანიოლს სერიოზული ფსიქოლოგიური მუშაობა მოუწევს.

"ჯვაროსნებში" ამოუწურავი რესურსი არაა, შესაბამისად, როგორი შეხვედრაც არ უნდა გვქონოდა, სასტარტო შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არ შეიცვლება. ჩვენ გუნდიდან შორს ვართ, შესაბამისად არ ვიცით, ვის როგორი ფსიქოლოგიური განწყობა აქვს, ვინ ვერ მოახერხა შოკიდან სათანადოდ გამოსვლა და ვინ აღიდგინა ძალები, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად იყოს.

სავარაუდოა, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი შეცდომას აღარ გაიმეორებს და 3-მცველიან ტაქტიკას დაეყრდნობა. ნორვეგიასთან ბათუმურ შეხედრაში ორ ფორვარდზე გადასვლამ გაამართლა და ანგარიში სწორედ მაშინ გავათანაბრეთ, მაგრამ რამდენად გარისკავს ამას ახლა სანიოლი, რთული სათქმელია. რისკი ვახსენეთ და ჩვენ ეროვნულ გუნდს დასაკარგი ბევრი აღარაფერი აქვს, ახლა მთავარი ფიქრი "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფზე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სასტარტო თერთმეტეულის გადახალისების შესაძლებლობაც არსებობს.

სტუმართა შორის ძალიან სახიფათო ერლინ ჰოლანის გარდა, მარტინ ოდეგორიც თამაშობს. უნდა ვეცადოთ, ბურთი ჩვენ საჯარიმოში ნაკლებად იყოს. ვნახეთ, გაუთავებელი ჩაწოდებების შემდეგ, ალვარო მორატამ როგორ "გაილაღა" და ამას ახლა უნდა ვუფრთხილდეთ.

ყველაზე რეალური მაინც ისაა, საქართველოს ნაკრებმა 3-5-2 ტატქიკური სქემით ითამაშოს. ვეცდებით, არსებული სიტუაციასა და შესაძლო სასტარტო შემადგენლობაზე მაქსიმალურად ობიექტურად ვიმსჯელოთ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილმა ბევრჯერ გადაგვარჩინა, მაგრამ მეკარისთვის ძალიან დამთრგუნველია, როცა მისი კარის ბადეს ამდენჯერ შეარხევენ. თუკი კიპერის როტაცია იქნება, მხოლოდ ამ მიზეზით. ამავდროულად, "მამარდას" მოტივირებაც გაზრდილი იქნება და მას ისევ სასტარტოში ველით.

მცველები

ცენტრალურ მცველებს კვლავ სერიოზული ჯაფა დაადგებათ. კაპიტან კაშიას სუსტი თამაშის მიუხედავად, მას ისევ ძირითადში ველით. საბა კვირკველიას ადგილი საბა საზონოვმა უალტერნატივოდ უნდა დაიკავოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება, ისინი როგორ გადანაწილდებიან. კაშიასა და საზონოვს როგორც მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ასევე სამმცველიან ტაქტიკაში შუაში თამაში შეუძლიათ. ერლინ ჰოლანთან დაპირისპირება ორივეს აქტიურად მოუწევს, ნორვეგიელთა ლიდერი მოძრავია, თუმცა შესაძლოა, სანიოლმა საზონოვს პერსონალური მეურვეობაც კი დააკისროს. ეს საბასთვის დიდი გამოცდა იქნება.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე სულ ორი ალტერნატივაა - გამოცდილი დვალი და ახალწვეული კალანდაძე. მოსალოდნელია, რომ ვილი არჩევანს გამოცდილების სასარგებლოდ შეაჩერებს.

ფლანგები

მართალია გიორგი გოჩოლეიშვილმა 4-მცველიან ტაქტიკურ სქემაში ითამაშა, თუმცა მისი სუსტი გამოსვლიდან გამომდინარე, ახლა სასტარტოში არ მოვიაზრებთ. მეორე ალტერნატივა საბა ლობჟანიძეა, რომელმაც თავის მხვრივ, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. ნაკლებად გვგონია, მწვრთნელმა მთელი ფლანგის კონტროლი ზურიკო დავითაშვილს დაავალოს. თუკი საქმე ერთგვარ ექსპერიმენტთან გვექნება, მაშინ ვლადიმერ მამუჩაშვილის განხილვაც შეგვიძლია. პროცენტული გადანაწილებით, მარჯვნივ მეტი შანსი მაინც ლობჟანიძეს აქვს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აზაროვმა ესპანელებთან დაპირისპირება ტრავმის გამო დატოვა და ახლა მის პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილს ველით. ის აქ მხოლოდ ნაკრებში თამაშობს.

ნახევარდაცვა

შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ გაგნიძესა და აბურჯანიას სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ. მაშინ, ვინ უნდა ჩაანაცვლონ ისინი? თუკი აქცენტი მკვეთრად ჩამშლელ ნახევარმცველზე იქნება, ასეთი გუნდში ანზორ მექვაბიშვილია. გიორგი ქოჩორაშვილს ამ მატჩში დრო უნდა მიეცეს, თუმცა რამდენი წუთი იქნება ეს, რთული სათქმელია.

დიდი შანსია, გიორგი ჩაკვეტაძე ახლა პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. მისთვის პოზიციის შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან სანიოლი საყრდენ ნახევარცველად არ განიხილავს, მარჯვნივ მოლოდინები ვერ გაამართლა, მარცხენივ კი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. ზურიკო დავითაშვილის მარჯვნიდან თამაში სავსებით მოსალოდნელია. რამდენად მოხერხდება კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის ერთად ნახვა, ესეც საინტერესოა.

თუკი საქართველოს ნაკრები 3-1-4-2 ტაქტიკურ სქემას აირჩევს, მაშინ შესაძლებელია, შემადგენლობა ასე დალაგდეს - მექვაბიშვილი დაცვასთან უფრო ახლოს ითამაშებს, ჩაკვეტაძე კი შეტევასთან. ოდეგორის წინააღნმდეგ ორი გამოკვეთილად საყრდენი ნახევარმცველის მინდორზე ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება, უპირატესობას კი ოთარ კიტეიშვილს მივანიჭებთ. მან ესპანელებთან ბურთი საკმაოდ ხშირად დაკარგა და იმედია, ეს კომპონენტი გამოსწორდება.

საბოლოოდ, ნახევრადაცვის ყველაზე რეალური სამეული ასეთია: მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი.

შეტევა

კვარაცხელიას თამაში მეორე ფორვარდად შეუძლია. იქედან გამომდინარე, რომ ბუდუ ზივზივაძეს წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, იქნებ მას მეტი შანსი ჰქონდეს, ნორვეგიას თავიდანვე შეუტიოს, მიქაუტაძე კი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთოს და მრავალფეროვნების საშუალება იყოს.

იმედია, საქართველოს ნაკრები ამ კრიზისს ღირსეულად გაუმკლავდება!..

კომბლე
შენ გირჩევნია შენი ადგილი ისწავლო აბა ეხლავე დროზე ჩაძვერი სოროში.
ლევან მაღლაკელიძე
ანუ მიქაუტაძე სკამზე? და ზიფო მის მაგივრად? ვაი თქვენს პატრონს, რას მიედ მოედებით.ბოლობოლო ჩასვით კვერკველია ჩამშლელად, დაცვაში არ ვარგა და იქნებ გამოიყენოს რამეში ის გრძელი ფეხები. გოჩოლეიშვილის უთამაშებლობა გაგონილა? ყველაზე პროდუქტიული იგი კვარას ფლანგზეა. ბოლო-ბოლო საყრდენზე დააყენეთ კიტე და ქოჩორა, ან მექვაბიშვილი, ან წიტაიშვილი მოსინჯეთ. ჩაკვე შეტევის ცენტრში სეუწყვილეთ კიტეს, მარჯვნივ ზურიკო დ ეგაა. დაცვა დვალი საზონოვი და კაშია, მეტი არ გამოიძახა ამ იდიოტმა და. ეგაა სულ
ტივანა
.. ისე ერთი შეელოცათ ამ ბიჭებისთვის ტაძარში კარგი იქნებოდა, თვალი ეცათ მე მგონი, ბევრს გული შესტკივა მაგრამ ბევრი ცინიკოსი-ნაგავიცაა, პირველ რიგში ჩვენს " Kvaras" სჭირდება სასწრაფოდ შელოცვა- დალოცვა ტაძარში ან ვინმე მოხუცისგან და ისევ ძველებურად გაიტანს გოლებს
ქუთაისელი
5 - 3 - 2 მამარდაშვილი ლობჟანიძე - საზონოვი - კაშია - დვალი - წიტაიშვილი მექვაბიშვილი - კიტეიშვილი - კვარაცხელია ზიბზიბაძე - მიქაუტაძე
ლუზერებს
საკუთარ გვერდი რომ გააკეთოთ ხვიჩას ჰეითერებმა და იქ იბუყბუყოთ ჭაობში არა? სცადეთ აბა. თქვეს უბადრუკ ცხოვრებას იქნებ რამე ეშველოს
მითხუნ ჩაკრობორტი
დღეს საუკეთესო ფეხბურთელი ვინც გვყავს, ის დასვი, ხომ?
Ვთპ
ჰოლანი ვინარის ხომარ იცით?
ვახსიმონტო
ეეხ, ადრე გამიგია ქართველი ფეხბურთელები სმა და ქეიფს არ იკლებდნენ, დილას ნაბახუსევზე ხაშს ლავაშს დაატეხავდნენ ცოფიან ორაყს ჩასცხებდნენ და საღამოს კი ფინტების კორიანტელს ატრიალებდნენ სტადიონზე ! ხოო, იყო ესეთი დრო , იყო და ამან კარგიც არაფერი გვიყო, არც მაშინ და არც მითუმეტეს ახლა , კოჭებში ეტყობოდათ ჩვენ ფეხბურთელებს ყოველი დალეული თუ მოწეული, გასაგებია ეს ჩვენთვის ქართველებისთვის, დიდი ხნის უნახავი ნათესავები, ცოლები, მეგობრები, ქალები ,რესტობარები,ხინკლები და ქაბაბები,.... ნაბახუსევზე თამაშით მოგება ჩაბარდა წარსულს, ასეა ასე... .ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი და მიკიტანი თავისი ყოჩით.
ვახსიმონტო
ეეეხ, ადრე გამიგია ქართველი ფეხბურთელები სმა და ქეიფს არ იკლებდნენ, დილას ნაბახუსევზე ხაშს ლავაშს დაატეხავდნენ ცოფიან ორაყს ჩასცხებდნენ და საღამოს კი ფინტების კორიანტელს ატრიალებდნენ სტადიონზე ! ხოო, იყო ესეთი დრო , იყო და ამან კარგიც არაფერი გვიყო, არც მაშინ და არც მითუმეტეს ახლა , კოჭებში ეტყობოდათ ჩვენ ფეხბურთელებს ყოველი დალეული თუ მოწეული, გასაგებია ეს ჩვენთვის ქართველებისთვის, დიდი ხნის უნახავი ნათესავები, ცოლები, მეგობრები, ქალები ,რესტობარები,ხინკლები და ქაბაბები,.... ნაბახუსევზე თამაშით მოგება ჩაბარდა წარსულს, ასეა ასე... .ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი და მიკიტანი თავისი ყოჩით.
დავიდუსი
დანიელი რომ გვარდიოლა არა , ყველა ვხდებით, მაგრამ მარტო მაგაში არა საქმე, გვყავდა ტოპ ტრენერები ტოპმიულერი, კუპერი, თაობაც კარგი იყო! შედეგი ნული, ერთიანი გუნდი ვერ ჩამოყალიბდა, რა უშლის ხელს? არ ვარ მაგის ექსპერტი რომ ვთქვა, მაგრამ მოტივატორი ჭირდება უფრო, ვიდრე ტაქტიკოსი, ნაკრებში ფეხბურთელი უკვე ჩამოყალიბებული მოდის,ტაკტიკა მეორე პლანზე გადადის. ქეცბაია მაგარი მოტივატორია,ჟილკიანია მაგრამ ძალიან ხისტია, რაც ძალინ უშლის ფეხბურთელებთან ურთიერთობის დამყარებას, უამისოდ შედეგი არ იქნება,სულ დაძაბულობა იქნება.ჩვენ ენრიკეს მაგვარი მწვრთნელი დაგვხატავდა. და კიდევ სამწვრთნელო შტაბში, ქართველები არ უნდა იყოს, ამას ნუ მიწყენთ,ყველა ვხდებით რატომ?!
თემო
100%
შულაია
მართლაც როომმ!! არ არის ეს ის კაცი,რომელმაც ნაკრების ინტერესები თავის, პირად კარიერაზე წინ დააყენოს. ასე იყო ამ წლების განმავლობაში. რაც ის გამოჩნდა და ჩვენც, სრულიათ დაუმსახურებლად ლამის ქართული ფეხბურთის დასაწყისად, აწყმოთა და მომავლად შევრაცხეთ, ნაკრები მან მხოლოდ საკუთარი კარიერური წინსვლისთვის გამოიყენა- რუსეთში თამაშისას,რუბინის ინტერესები ყოველთვის უმთავრესი იყო-ერთა ლიგის ფინალი, ისე როგორც ნაპოლის ინტერესები და ხელფასი და კონტრაქტია მთავარი დღეისათვის,ახალგაზრდული ნაკრების ისტორია გაიხსენეთ. ესპანეთთან,შვედეთთან და სხვა ნაკრებში გატანილი გოლები მას საკუთარი პიარისთვის უფრო გამოადგა ვიმრე ჩვენს ნაკრებს შედეგობრივად, ისევ ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი და 78-ე ფიფას რეიტინგით, ასევე საკლუბო ჭაობი.კვარა ვერ გახდა ქართული და ფეხბურთის ამომქოქი-ლოკომოტივი..ის რომ ცალკეული საშუალოზე ნაკლები დონის ქართველი და დაპორტირებული ფეხბურთელები დასაქმდნენ ევროპის კლუბებში კარგია მათვის, მაგრამ ჩვენ ქართველებს რა? შედეგობრივად თუ ისევ იქ ვართ,სადაც ვიყავით....დავრჩით ამ სამარცხვინო წაგებით პირდაღებულები ის ეხლა წავა ნაპლონში და სისხლს დაღვრის ოსიმენას გოლი რომ გაატანინოს, თუ არა ძაღლივით გააგდებენ-გაყიდიან.....აქ კი.. მერე რააა.... ნაკრები,რომლის ლიდერი, ჯოკერი და მთავარი ვასკვლავია 7-1 განადგურდა-კვარა მაინც მაგარია,სერია-ა საუკვეთესო ფეხბურთელია,ოქროს ბუცის ნომინაციაში 30-ეა და ოსიმენას მაგარ პასებს აძლევს......მე თუ მკითხვთ საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში აი მაშინ მართლა გუნდი იქნება ჩვენი ნაკრები და არა კვარას გუნდი,როდესაც უპირველესად მისი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ თანაგუნდელებმა,ისე როგორც სამწრთვნელო შტაბმა. აი მხითარიანი, რომელიც არა ნაკლები ფეხბურთელია ხვიჩაზე უარი თქვა სომხეთის ნაკრებში თამაშზე და როგორც გუნდი შეადარეთ სომხეთის ნაკრები ჩვენსას,რომელსაც გაცილებით ნაკლები საფეხბურთო რესურსი აქვს ვიდრე ჩვენ...
კახა
მინდა კობიაშვილს მივმართო, ლევან ალალათ თქვი მოგწონს სანიოლის მწვრთნელობა ან მისი კლასი და გამოცდილება,ეგ კაცი ვერ გაგვიყვანს ევროპაზე.. მაგას რო კლასი და ნიჭი ქონოდა ბაიერნი დაიტოვებდა და არც ბორდო გამოაგდებდა... გაიგეეეეეთ საქართველო მარტო თქვენი არაა და დაეკითხეთ ვეტერან ფეხბურთელებს და მართლა ლეგენდებს და ისე გადაწყვიტეთ. საქართველოს ისევ ქართველი თუ გაიყვანს დიდ ფორუმზე, როგორც ნოდარ ახალკავმა შეძლო ლეგენდებით,და დღესაც გამოჩნდნენ ბიჭები ვინც ამას შეძლებენ. დიდება უფალს ღმერთი ჩვენსკენ.
გიორგი IV
ქეცბა დააბრუნონ ნაკრებში ის ურჩევნიათ ფედერაციის მაფიოზებს!ხიზანას მოკითხვა გულითადი!კაი კუში მოხსნა ალბათ!)))
ზეზვა
რო არ ჩაფრინდნენ ნორვეგიაში და 2:0 ჩაეთვალოთ წაგება არა? სირცხვილს გვაჭმევენ იქაც და მგონი ესე სჯობს!!!
დავით 67
??-ს! როგორ ფიქრობ იტალიას საფრანგეთს იგივე ესპანეთს პორტუგალიას რომ წაეგოთ ასეთი ანგარიშით არ დასცინებდნენ? აგერ გერმანიის მწვრთნელი მოხსნეს უკვე. გინებით არც ჩვენ ვაგინებთ ბატონო, მაგრამ ნურც საქებარ სიტყვებს მოგვთხოვთ და ნურც გამხნევებას. ამხნევებენ იმათ ვინც ამ სპორტის აზრზეა. და კორუფციაში არ იხრჩობა. ამ შემთხვევაში ფედერაციას ვგულისხმობ.
ვეფხვია
მიქაუტაძე თავიდანვე უნდა ჩაერთოს თამაშში
გიო
არ მოგწყინდათ ეს უაზრო მარჩიელობა? გულშემატკივარი ითხოვს შედეგს და გამოსავალს, და არა მიზეზს და მუდმივ ფუჭ დაპირებებს, ვინ შეაჩერებს ჰოლანს? ვინ და დანიელ ჭონკაძე
K
კვარცხელია სკამზე! ფეხზე კიდია მაგას ქვეყანაც და ნაკრებიც. ფულზეა გაგიჟებული მთელი ოჯახი აგენტიანად!

საზღვარგარეთაც ვარ ნამყოფი და დღესაც კი ზოგს რომ ეუბნები საქართველოდან ხარ ამბობენ: Russia, is it? და მიწევს ახსნა რომ ჩვენ სულ სხვა ერი ვართ, ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში, რომ ჩვენი ენა სრულიად განსხვავდება რუსულისგან და რუსეთმა მე-19 საუქუნეში საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ასე რომ დღესაჩ, ბევრ უცხოელს საქართველო რუსეთის ნაწილი ჰგონია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო და უფრო მეტმა უცხოელმა გაიგო რომ საქართველო რუსეთი არაა. და რა გასაკვირია რომ 80-იან წლებში ჩვენ რუსები ვეგონეთ? ჩვენი თეატრი თუ მოცეკვავეები რომ ჩადიოდნენ მათ რუსებად წარმოადგენდა ადგილობრივი პრესა. რომც დაეწერათ ქართველები უცხოელების შეგნებაში ეს მაინც აღიქმეოდა როგორც რუსები
კ ო მ ბ ლ ე
რა შოკი? ვინმეს ეტყობა რომ დაიშოკა? ეს ჩვენ ვართ დაშოკილები და რომ მომხდარიყო სასწაული და მოგვეგო, შოკი მერე გენახათ, შოკი ტვინში სისხლის ჩაქცევით..
ვალერი
იმ დავითაშვილს , სხვათა შორის , ზურიკო ჰქვია თუ ზურაბი? კაიხელაა უკვე ზური - კო - სთვის. გადასარევი კარგი , ზრდილობიანი ადამიანია, ისე თამაშითაა საშუალოზე დაბალი
კახა
წინა მატჩის კომენტარებიდან ყველაზე ხშირად ეს ფრაზები მესმოდა - "' გადავრჩით და " კინაღამ მოვპარეთ". ასეთია თამაშის პარადიგმაც.
გლახუნა
ვინ შეაჩერებს და ...აგრესიული თამაში- პრესინგით მთელ მოედანზე... დადიხართ მოედამზე შეშინებული თხებივით, მეტოქეს სივრცეებს უტოვებთ და ელოდებით როდის დაკარგავენ ბურთს(?!), რომ ისევ შეშინებულებმა შეეხოთ და თან ეგრევე პასი გასცეთ, თან უკან(?!) ფრთხალები და მშიშრები როდის იყო იმარჯვებდნენ...სადმე,ოდესმე (?!)
თენგო
ჰოლანს მხოლოდ საზონოვი !!!
რობი
მერუსუთუმეებო ნუ ყვებით ზღაპრებს ნუ აბოლებთ ახალგაზრედებს რუსული ზრაპრებით! 58 წლის კაცი ვარ და ვიცი რა იყო საბჭოთა კავშირი! თითქმის მთელი რუსეთი მაქ შემოვლილი! მაგრამ ერთიც მაგატი! ჩვენ ქართველებს ჩვენი გზა გვაქ! მე მშიერი და თავისუფალი ვიყო მირჩევნია ვიდრე რუსულ დილეგში ვიჯდე გამძღარი
სვანსკი
ფედერაციამ უნდა აგოს პასუხი ამ უმსგავსო საქციელზე რაც ესპანეთთან მოხდა, კომენტატორმა თქვა ეს თამაში დავივიწყოთო და ნორვეგიაზე ვიფიქროთო, ისე ნორვეგიის დავიწყებაც მოგიწევთ,წაგება მესმის,მაგრამ ასე???ფეხბურთელები გამონაკლისების გარდა,დაგორავენ მსაჯი უფრო ბევრს დარბის,მწვრთნელებიან ფედერაციან დავაი ნა....ი
Გი
მადლობა დემე
Skeleton
დამოუკიდებელი არ უნდა ვიყოთ და ისევ რუსეთი უნდა ვიყოთ თუ რას ამბობთ? თეატრს რაც შეეხება, რუსებმა გაგვაკვირვა სპეკტაკლითო ასე დაწერეს ევროპაში და ქართველებს მაგრად ეწყინათ, რუსები არ ვართო მაგრამ თვითონ გახდნენ რუსების მონები და ევროპისგან რატომ სწყინდათ რუსები რომ უწოდეს უცნაურია :)) საძოვრებს რომ ჰგავს მინდვრები იმის ბრალია, რომ დამოუკიდებლები გავხდით? თუ იმის ბრალია რომ ვერ მოვუარეთ და სამარცხვინო მთავრობები გვყავდა, ხალხიანად? რუსების მონობა მინდვრებს აგვიშენებდა და თქვენ გენდომებოდათ ხომ რუსეთის სახელით გამოსული ჩვენი ფეხბურთელები? რაც არუნდა უჭირდეს ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის საპიწრონე მაინც არაფერია. ძალიან გული მტკივა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც დამოუკიდებლიბას აყენებს ეჭვქვეშ. ჩემი ბაბუები და ჩემს ოჯახში მყოფი უფროსი თაობა იმ ლეგენდებსაც აფასებენ და ყველა ნიჭიერსაც მაგრამ დამოუკიდებელი რომ არ უნდა ვიყოთ, ეგ არასდროს დასცდენიათ, ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი. ძროხების საძოვრებს რომ ჰგავს მინდვრები მაგას ეშველება მაგრამ დამოუკიდებლობას თუ დავკარგავთ იმას არაფერი. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და ყველას პატივს ვცემ, უბრალოდ ასეთი დიალოგი აუტანელია. წარმატებები! ამ გვერდზე ალბათ ჩემნაირების ადგილი არაა...
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ლაშა ტალახაძე როდის გამოდის? ჩვენი მოჭიდავეები? აბა, აწი ქართულ ფეხბურთს კარგა ხანს იუმორით თუ შევხედავთ. სამწუხაროდ!
არგუტი
სკელეტონ!ბაბუები ლეგენდებს რომ გიყვებოდნენ არაფრად გენიშნა?მე იმ დროსაც ვარ მოსწრებული და ამ დროსაც .საიდან მოიტანე რომ ქართველებს საზღვარგარეთ რუსებს გვეძახდნენ?80-იან წლებში ინგლისური პრესა წერდა:ქართველებმა ინგლისელებს ფეხბურთის თამაში და შექსპირის დადგმა გვასწავლესო.მიხეილ მესხს მტკვრისპირელი გარინჩა შეარქვეს.ამერიკაში სუხიშვილების ხანჯლურის შემდეგ წერდნენ:ქართველებმა სცენაზე კინაღამ ერთმანეთი დახოცესო.და ა.შ უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია,რომ მეტნაკლებად განათლებულმა საზღვარგარეთულმა საზოგადოებამ მშვენივრად იცოდა რომ საქართველო იყო ერთერთი განვითარებული და წამყვანი ქვეყანა კავშირში შემავალ 15 რესპუბლიკას შორის.დღეს კი დამოუკიდებლობის პერიოდში თუკი ვინმე გვიცნობს მხოლოდ ცუდი მხრიდან[განსხვავებით მაშინდელისაგან]და ამით იწონებ თავს?აგინებ ლეგენდების დროს და თან წერ სტადიონები ძროხების საძოვრებს ჰგავსო.მაშინ საქართველოში 40 000 მოქმედი ფეხბურთელი იყო,დღეს კი 10 000 -ია.მაშინ სპორტსკოლები უფასო იყო ,ახლა კი ფასიანია.მაშინ ვიყავით 5500 000 ახლა 3500-000 ვართ .კიდევ რა გითხრა რომ აზრზე მოგიყვანო ,რათა უფრო დალაგებულად იაზროვნო და უფრო ობიექტური თვალით შეხედო რეალობას?
Გიო
ჰალანდს კორონა თუ შეაჩერებს .ესენი იმ ასაკში არიან დაცვის ხაზი კუილს ვეღარ აჩერებენ..
Skeleton
მაკედონელებს ვიცნობ და ლამის ღმერთად ჰყავთ ელმასი. ხვიჩა რომ ვინმეს "ზამენა" ყოფილიყო გუნდში უკვე ვიცი საქართველოში რეებს დაწერდნენ და მთელი ერი იღლიცინებდა. გერმანელებს ვიცნობ და არ იციან არავის გაღმერთება მაგრამ ისე უყვართ ფეხბურთი, ერთ ცუდს ვერ ეტყვი ვერავისზე. ეგრევე არგუმენტებით გაგაჩუმებენ. იტალიელებს ძალიან ცუდი პერიოდი უდგათ მაგრამ აბა მიდი და დასცინე რას გეტყვიან. მარტო ჩვენებს აქვთ თავმოყვარეობა დაკარგული, მარტო აქ ჰგონიათ, რომ მათ არ ეხებათ და მარტო მოედანზე ვინც გამოვიდა იმათი საქმეა, ჩვენ უნდა ვაგინოთ თუ "შეგვარცხვენენ", აბა კრიტიკას მიკრძალააავ? გეტყვიან მერე. ოდესმე გაგჩენიათ შეკითხვა, რატომ ვერ შევდივართ კონკურენციაში განვითარებულ ქვეყნებთან ვერცერთ სფეროში? თანადგომა არ ვიცით და იმიტომ. ისეთი ლიტერატურული შედევრები გვაქვს რიგი უნდა იდგეს მთარგმნელების და მსოფლიო უნდა იცნობდეს მაგრამ როგორ აბა? რომელს ედგა გვერდით ქვეყანა, რომელი არ გაანადგურეს, რომელი დააფასეს. სიკვდილის მერე კი ბატონო მაგრამ ისინიც დამახინჯებულად გვასწავლეს სკოლებში. არავის უფიქრია ჩვენი გენიოსები მსოფლიოს გაეცნოთ და სკოლებშიც ბავშვებს ისე აძულებდნენ, რომ აღარ გაეხედათ სკოლის მერე მათკენ. მხატვარი რომელი დაფასდა ან მუსიკოსი ან მსახიობი. იცით როგორ უჭირთ ჩვენს მსახიობებს? საკუთარი შვილების მჭამელი ქვეყანა ვიყავით ყოველთვის. არ მიყვარს ეს თვითგვემა მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამე ვიცი და უფრო მეტს ვიგებ კიდე.
ზიზუ
ტაქტიკას და სტრატეგიას აზრი აქვს მაშინ როცა გუნდი ტამაშობს. რომელიმე რგოლი თავის საქმეს აკეთებს? არანაირი კავშირი არც ერთ რგოლს შორის. ამათტვის რა აზრი აქვს??? 10 კაცი დგას საჯარიმოში ესაა ტაქტიკააა??? ახლა ვუყარაულოთ ჰალანდს 9 კაცმა. ვაი ვაიი მეკარე მეცოდება ყველაზე მეტად, ყველა მის კარში რომ ურტყამს ვისაც არ ეზარება. სამწუხაროდ ესაა რეალობა და არ დაბლოკოთ მესიჯი.
??_s
ეგ სხვა ადამიანში გეშლები ვისაც თავისი ნაკრების წაგება გაუხარდება. მასეთი არასოდეს ვიქნები და არც ვყოფილვარ. მე უბრალოდ ჩემს აზრს ვამბობ რომ ჩვენი ნაკრები ჰალანდს ვერ გააჩერებს და თუ ჰალანდი მოინდომებს რამდენსაც უნდა გაგვიტანს მეთქი. ეგ არ ნიშნავს რომ მეზიზღება ჩვენი გუნდი. სხვათაშორის იმ გულშემატკივრებშიც გეშლები საქართველო-ესპანეთი რომ იყო ადრე ვინც ესპანეთს ქომაგობდა ისედაც წავაგებთ და ესპანეთს მაინც ვუგულშემატკივრებთო.
საბურთალო
არა გვყავს მაგარი ფეხბურთელები გაიგეთ ხალხო. ყველა თავდადებულს კოჭებში ეტყობა რაც შეუძლია, ბარებში კი არ დადის

ნახევარი საქართველო ფეხბურთზე დადის და ტყუილად თუ დადის ეს ხალხი, არ ჯობია წიგნი დაიჭირონ ხელში? გასართობად ვარჯიში უაზრობაა, თუ რამეს გინდათ მიაღწიოთ , დღეში რვა საათი უნდა ივარჯიშოთ, ესე შვებოდა პელე.........
nk
0-1'ს მოვიგებთ ნორვეგიასთან. ესპანეთი ფრეს ითამაშებს.
ჟორა გაბრიჭიძე
ჩვენი ბიჭები ჩიტებივით თავისუფლები არიან. ამის შემდეგ ძალიან თავისუფლედ უნდა ითამაშონ, რადგან გასვლის შანსი დაიკარგა, ამან თავისუფლად და ლაღად თამაშის საშუალება უნდა მოგვცეს. მე ამ თამაშიდან გამარჯვებასაც კი ველოდები.
გოჩა
გაიგეთ რომ ფეხბურთი ჩვენი თამაში არ არის

რა მაგრად გაგიხარდება ხო ჰალანდმა 10 გოლი რომ გაგვიტანოს❤️ ნაკრების გულშემატკივარი ვინც ვართ ალბათ რა ხასიათზე ვიქნებით და აქ ბედნიერი შემოხვალ, იიი ხო ვამბობდიოოო. ამაყად გაივლი-გამოივლი სახლში. დივანზეც ამაყად წამოწვები და კლავიატურაზეც ამაყად დაწერ. თქვენ არ გეხებათ ხო ნაკრები, მარტო იქ მოთამაშე 11 კაცს ეხება. სანამ ასე უთავმოყვარეო იქნებით, არც ღირსი იქნებით ნორმალური ნაკრების. წარმატებები თვითშეფასების ამაღლებაში.
Skeleton
უკაცრავად რა საფეხბურთო ქვეყანა? საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა ახლა? სსრკ ს დროს რომ მაგარი ფეხბურელები გვყავდა და ყველას რუსები რომ ვეგონეთ, იქედან გამომდინარე გგონიათ საქართველო საფეხბურთო ქვეყანა? მოსაყოლად ძალიან ლამაზია, 1981 წლის 13 მაისზე როცა მიყვებიან ლეგენდებს ბაბუები, მომწონს და სიამოვნებით ვუსმენ მაგრამ ეგ არ ნიშნავს საფეხბურთო ქვეყანას სამწუხაროდ. ჯერ მაშინ ქვეყანა არც გვქონდა და თუ ვინმე სადმე ქართველი გამოჩნდებოდა, ყველა რუსებად იხსიენიებდა, იმდენად ვყავდით გადაყლაპული დამპყრობელს. ხვიჩამდე იყო კალაძე , არველაძე, ქინქლაძე მაგრამ საფეხბურთო ქვეყნად მაინც არავის ჩავუთვლივართ. გადახედეთ აბა ჩვენს შიდა ჩემპიონატს, ძროხების საძოვრებს რომ ჰგავს მინდვრები და ორი სტადიონის გარდა წესიერად თამაში არსად რომ არ შეიძლება. მსოფლიომ ჩვენს ჩემპიონატს მხოლოდ სამი თვე ადევნა თვალი, მაშინ, როცა ხვიჩა თამაშობდა ე ლიგაში. ბოლნისის სიონითან თამაშებსაც კი უყურებდნენ. ძალიან დიდი წარმოდგენა რაც შევიქმენით ხვიჩამ მოგვიტანა და დაგვაჯერა, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაც მსოფლიო დონეზე. ყველაზე მეტი კი მას ხვდება, ვინც მეტი გააკეთა. სირცხვილია ეგ!
ლექსო ყველას გაჩერება შეიძლება მათშორის ხოლანდისაც იბრალოთ სწორი ტაკტიკის შერჩევა უნდა და ჰოლანდს თუვერმოამარაგებენ ვერც გაგიტსნსს ნორვეგია სიტი არაა
ჰოლანდი გაჩერებაც შეიძლება ნორვეგია სიტიარაა
გენა
ისევ ილუზიებში ხართ. ერთი უდონო მოთამაშის მეორე უდონოთი შეცვლა არაფერს არ მოიტანს
Charley
კი წინა თამაშში ესპანეთმა გოლების ნადიმი მოგვიწყო მაგრამ რომ იტყვიან ცხოვრება გრძელდება და ნაკრებიც აგრძელებს მოღვაწეობას, მოკლედ ვიტყვი ცენტრალური დაცვის ზონა და ცენტრალური ნახევარდაცვის ზოლი მკვეთრად გადასასახალისებელია. დამატებით კვეკვესკირი, აბურჯანია, კაშია, კვერკველია, აღარასოდეს უნდა გამოიძახონ ნაკრებში მათი პიკი უკვე სამწუხაროდ ჩავლილია და ნაკრები მათგან მხოლოდ ზარალს იღებს მოედანზე ვიდრე დახმარებას. ასევე აგერ ნორვეგიის მატჩის დასრულების შემდეგ მისიე სანიოლიმ ქუდი უნდა დაიხუროს და დაემშვიდობოს საქართველოს ნაკრებს, მან გუნდი უკეთესი ვერცერთ სათამაშო კომპონენტში ვერ გახადა და კრიტიკულ სიტუაციებში სადაც ყოველთვის იგრძნობა მწვრთნელის კლასი მუდამ "აიჭრა" და გარდატეხა ვერასოდეს შეიტანა გუნდის სასიკეთოთ ერთი ნორვეგიასთან გადაწყობის შემდეგ მიქაუტაძის გოლს თუ არ ჩავთლვით მაგრამ საერთო სურათს ეს ვერანაირად ვერ შეცვლის, მის მაგივრად კი ეროვნული ნაკრები უკვე 21 წლამდელებში მომწიფებულმა რამაზ სვანაძემ უნდა დამოძღვროს. თან ის ახალგაზრდა ბიჭები ვინც უკვე ეროვნული უნდა შეავსონ მის ხელში აქვს თითქმის ყველას გავლილი და ეს სვანაძის დამატებითი უპირატესობაა საერთო ენის თუ იდეების უფრო მალე გასაგებ ასათვისებლად ვიდრე ამას სხვა ნებისმიერი კანდიდატი მოახერხებს. ცვლილებები კი ძალიან მალე უკვე მისაღებია, დრო არ ითმენს მომავალი წლის მარტში გუნდს უპრინციპულესი მატჩი უწევს ევროპაზე გასასვლელ პლეიოფში ყაზახებთან და იქ გუნდის ესეთი მორალურ/ფსიქოლოგიურად არეული გუნდის გასვლა კარგს არაფერს მოასწავებს.
რეზო
სანიოლია თუ ფეოლა, თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ ვარიანტები და საერთოდ არ გვყავს ფეხბურთელები. ააისგან როგორ უნდა გამოწერწო აპოლონი?
Skeleton
https://fb.watch/mZzBD1csZB/?mibextid=Nif5oz დოკუმენტური ფილმი ამ კაცმა გადაიღო, რომელიც ამ ვიდეოში ხვიჩას საშინელებებს აბრალებს. აქვე ვდებ დოკუმენტური ფილმის ლინკს. რათქმაუნდა არანაირ ჰეითს არ მივესალმები ამ კაცის მიმართ, მაგრამ გულწრფელი შეკითხვები მაქვს. თუ 2022 წელს ასეთი ცუდი იყო ხვიჩა, ახლა რატომ იღებთ მასზე დოკუმენტურ ფილმებს? მკვლელად და მოღალატედ თუ მიგაჩნდათ ნაპოლიში გადასვლის მერე აღარ მიგაჩნდათ თუ როგორ? გულწრფელად გული მტკივა ამ ბიჭის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რომ არის. არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთი საქართველოსკენ მოახედა. ყველაზე მეტად მე ვეწინააღმდეგებოდი მის რუსეთში ყოფნას მაგრამ ცილისწამებასაც ხომ საზღვარი აქვს? უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში მონაწილეობას რატომ აბრალებდა? ბოლომდე გაიარეს მის ნერვებზე და ფეხებით გადათელეს. როცა ადამიანს სიტყვით მოკლავ რა მნიშვნელობა აქვს მერე ტაშს დაუკრავ თუ არა. დოკუმენტური ფილმი მართლაც კარგი გამოვიდა. https://youtu.be/x2huMKK5CYk
123
ამ ესპანეთზე ძლიერ გუნდებს ტოლ სწორად ვართ ნათამაშები და ამ ესპანეთთან ესპანეთში მოგებულიც გვაქვს. საქართველომ 1-7 ამ ესპანეთთან კი არა საუკეთესო ფორმაში მყოფ ბრაზილიასთანაც არ უნდა წააგოს. როცა საფეხბურთო ქვეყანა.
Skeleton
კრიტიკა ძალიან კარგია მაგრამ რასაც საქართველოში აკეთებენ ეგ კრიტიკა არ არის. გავლილიც არაა ახლოს კრიტიკასთან. გერმანელებს ძალიან ახლოს ვიცნობ და მათ ზუსტად იციან კრიტიკა რას ნიშნავს. არცერთი გერმანელი ლანძღვას არ დაიწყებს, არც ვინმეს პირადს განიხილავს, არც მოედანს მიატოვებს წაგების დროს და ყოველთვის ადეკვატურად მოძებნის მიზეზს. აქ რასაც ვხედავ ძალიან შორსაა კრიტიკისგან. იმედია ოდესმე გულშემატკივარის დონემდე მივალთ და რაღაც მასა არ ვიქნებით, ვინც მარტო გოლი გოლის ყვირის და ყველაფერს აგინებს. ფეხბურთი მარტო აგრესიული მასის სპორტი არაა. მე საერთოდ არ შემიძლია ყვირილი და ყიჟინა მოედანზე მაგრამ ნეტა ჩემნაირად ვინ განიცდის ყველა თამაშს :(
სიმართლე
ქართულ ფეხბურთელს არავის შეუძლია ჰალანდის გაჩერება. ლოგიკურად ტოპ გუნდებს გუნდებს რასაც უკეთებს რაც ლიგაზე ვნახეთ ჩვენ რაღას გაგვიკეთებს ძალიან რო მოინდომოს?
სიმართლე
ჰოლანდი ხასიათზე რო იყოს და ძალიან მოინდომოს 10 გოლს გაგვიტანს და ჩვენი დაცვა ვერ გააჩერებს. ჰონდურასსაც 10 გოლი გაუტანა ჰალანდმა ფაქტია გაკეთებული აქვს ერთხელ ეს ტერმინატორია.
123
ჰოლანდი სპობს და აცამტვერებს მსოფლიოს ყველა დიდ კლუბს და ჩვენ რო ვერ გავაჩერებთ ფაქტი იქნება.
ჩელენჯერი
მერაბ კაშია რომ ვათამაშოთ გურამ კაშიას ნაცვლათ?
გიორგი
სანიოლი-ხიზანიშვილის ხელში მხოლოდ წაგებების სერია გვექნება. ამათ ფედერაცია არ გაუშვებს, რადგან ფედერაციის დავალებებს პირნათლად ასრულებენ. ფედერაციას ხელს არავინ მოკიდებს, რადგან კალაძის მაფიაა. კალაძეს ხელს არავინ მოკიდებს, ყველამ ვიცით რატომაც.
Skeleton-ს
თუ შეიძლება დაასახელე ვინ იყო ის კაცი და იქნებ გადაცემის ლინკი ც დაიდოს, აგრეთვე ის ტელევიზიებიც და წამყვანებიც, რა არის ეს მინიშნებებით საუბარი
beqa
მწვრთნელი შეცვალეს! ფეხბურთელებიც გალანძღეს. განსაკუთრებით ლიდერები! მაგ წაგების მერე ბევრი მოკვეთეს ნაკრებიდან. ასევე პრესა 24/7 აკრიტიკებდა ფედერაციას.
რობი
გეთანხმები მეგობარო!
იმერელს
სავარაუდო შემადგებლობაში იმას ხომ არ დაწერენ,ვინც განაცხადში არაა?
Master
აი რატომ არ შეიძლება კიტეს და ჩაკვეს ერთად დაყენება საყრდენ ზონაში ვერ ვხვდები,ორივე ტექნიკური და სწრაფია,გვეყოლება მოძრავი და სწრაფი ნახევარდაცვა,მართალია ნაკლებად ხისტი და ართმევაზე ჩაკვე არაა ძლიერი მაგრამ შეიძლება ჩამშლელობა კიტეს გარდა,ვთქვათ ქოჩორას,ან გაგნიძეს მიანდო,მამუჩიშვილიც შეიძლება.სამაგიეროდ ჩაკვეტაძეს შეუძლია ბურთის დაჭერა,მასზე ტექნიკური ამ ნაკრებში მგონი არავინ არაა.მამარდაც უნდა დაასვენოს წესით,7 გაშვებულ ბურთს გადახარშვა სჭირდება,თან ჰოლანდია ამჯერად მოწინააღმდეგე.მისცენ გუგეშას შანსი,იმსახურებს ეს ბიჭი ხანდახან მაინც ნაკრებში თამაშს.აგერ ყარაბახი ევროპალიგაზეა და იქ სულ ძირითადშია ევროთასებზე,შარშანაც და წელსაც,რატომ არ უნდა ათამაშო ერთი ოფიციალური თამაში მაინც,როცა ორი დღის წინ 7 ბურთი გაუშვი და შენი უნიათობით ძირითადი მეკარე დასტრესე?
იმერელს
ფედერაციის მაფიოზი სასტავის ჭკუაზე არდადის და იმას ჩამშლელად გადრანი უდა გამოიძახონ მაგრამ იქაც ხიზანა იაშკას თემაა არაბიძე ლიჩნად კობიაშვილს და ხიზანას არ ევასება და ასე..ვკარგავთ ამ თაობასაც ამ დელეცების გადამკიდე
გეგი
საზონოვი არ სჯობია?
იმერელი
დაცვაში კარგი იქნებოდა საზონოვი. ლოჩოშვილი. გველესიანი ამ ბიჭს რას ერჩიან ვერ გავიგე ირანში რომ თამაშობს?
Skeleton
ესპანეთმა გერმანიასაც მოუგო 6:0 და რა? გამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები ტელევიზიებით და ფეხბურთის გაუქმებაზე უსაუბრეს? ან თავიანთი გამორჩეული ფეხბურთელები დაამცირეს? რაც ახლა ერთმა ტელევიზიამ იკადრა ის ვისაც კარგი გგონიათ, ასე გააგრძელეთ გულშემატკივარობა და უფრო მეტს მიაღწევთ. სახიდან ბედნიერი გამომეტყველება არ შორდებოდათ წამყვანს და სტუმარს, როგორც იქნა ისევ მიეცათ საბაბი ხვიჩას დამცირების. თან ეკრანზეც ვითომ შემთხვევით ხვიჩას დამამცირებელი კომენტარები "გაეპარათ". ყველაზე სასაცილოდ მაინც ხვიჩას ჰეითერები გამოიყურებიან. რამდენჯერ დაამცირეს ეთერებიდან და საქმეზე რომ მიდგება თურმე მხარს უჭერენ. არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ, ერთი ცნობილი კაცი შარშან, ომი რომ დაიწყო, პირდაპირ ეთერში ძველბიჭური ტონით მიმართავდა ხვიჩას და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას აბრალებდა. რუსი რომ შენს თამაშში ფულს გადაიხდის, იმ ფულით ტყვიებს ყიდულობენ და ბავშვებს ხოცავენო, შენც მიგიძღვის წვილი ამაშიო, ხვიჩას ეუბნებოდა... შეიძლება თვითმკვლელობამდე მივიდეს ადამიანი მსგავსი ცილისწამებით თუ ძლიერი არაა. დღეს ამ კაცმა ხვიჩაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. არ მახსოვდეს მაინ ის ზიზღი რაც ხვიჩას მიმართ გადმოაფრქვია. არ მეყურებინა მაინც. ფილმი გადასარევია და ადამიანიც ნიჭიერი და პატივს ვცემ მაგრამ ვინმე მკვლელად ან სამშობლოს მოღალატედ თუ მიმაჩნია იმას როგორ გავეკარები ან რა ფილმს გადავიღებ მასზე... ან თუ შევცდი ვინმეს მიმართ, ბოდიშს მაინც მოვიხდი და ისე გავაგრძელებ საქმიანობას. ყველას გვეშლება და არავინ ვართ უნაკლო. არვიცი, ნუთუ მართლა ასე გადავგვარდით.
ზვიადი
რამდენი ზღაპარი კომენტარია. კაშია რომ წასასვლია ვიცით, მაგრამ სანიოლი ხომ არ დაგდება, სხვა არ ყავს ახლა
საქართველო
არასოდეს ცხოვრებაში არ წავსულვარ სტადიონიდან 1 წამით ადრეც კი, სანამ მოედანს არ დატოვებენ ფეხბურთელები არ გავდივარ ხოლმე,მაგრამ რაც გუშინწინ მოხდა ეს უბრალოდ შეურაცხყოფა იყო გულშემატკივრების,ესე აგდებულად ესპანეთის ნაკრებს კი არა ანდორას არ უნდა ეთამაშო, პირველი 20 წუთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში პრესინგის თამაშს ვცდილობდით,როგორ შეიძლება ესპანეთის ნაკრებს,რომლებიც ბავშვობიდან ტიკი-ტაკათი იზრდებიან,ამხელა სივრცეები მისცე.ცალკე საკითხია შემადგენლობა,კატასტროფული დაცვის ცენტრი და საყრდენი ზონა, როგორც კი შემადგენლობა წავიკითხე,ეგრევე დავწერე რომ ძალიან ცუდად იყო საქმე,მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყო და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიქაუტაძე,კიტე და ლობჟანიძე პრესინგზე ასული იყვნენ,დამემოწმებიან ვინც მახლდნენ სტადიონზე რომ ვთქვი რა საშინელებასთან გვქონდა საქმე.ყოვლად არაორგანიზებული და მოუმზადებელი შევხვდით ესპანეთს და 99% პროცენტი პასუხისმგებლობა სამწვრთნელო შტაბს
თბილისელი სტუდენტი. თეონა.
ზურა! ნეტავ ყველა შენნაირად ფიქრობდეს, კარგი იქნებოდა!

მხარში როგორ უნდა დაუდგეთ და მინიმუმ სტადიონიდან არ უნდა წამოხვიდე როცა აგებ და მაქსიმუმ თუ გამამხნევებელი კომენტარის დაწერა არ შეგიძლია უნდა გაჩუმდე. ბავშვობიდან მესმის ნაკრების გინება და გინებას რომ რამე შეეძლოს აქამდე გამოსწორებული იქნებოდა ყველა :)) ხვიჩას მოძულეები ორმაგად სასაცილოები ხართ
David
ლოჩოშვილს რას ერჩით ნაცია?
რატი
მართალი ხარ. მაგრამ აქვე დავამატებ: გულშემატკივრებმა მთელი ჩვენი სამართლიანი უკმაყოფილება ფედერაციის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ, რადგან მთავარი დამნაშავე სწორედ ეს ჩამყაყებული ორგანიზაციაა.
Eh
ნეტა ყველა თქვენნაირად აზროვნებდეს… წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას და ეროვნულ ნაკრებს❤️
ზურა
გ უ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ი ს მოვალეობა რა არის, ეტყობა ბევრმა არ იცის. კი ძალიან დაგვწყდა გული ჩვენი ნაკრების მარცხის გამო , მაგრამ ეს არ ნიშნავს ზურგი ვაქციოთ და გადავუაროთ, პირიქით ეხლა სჭირდებათ მხარში ამოდგომა და გამხნევება! ყოვლად გაუმართლებელია ზოგიერთი "ვაი ადამიანების" (მათ ქომაგებსაც ვერ ვუწოდებ) კომენტარები, რომელიც გაჟღენთილია სიძულვილით და ღვარძლით. ეხლა ყველაზე ძალიან ფსიქოლოგიურად ბიჭებს უჭირთ და ამიტომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი როგორც გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ი ს მოვალეობა: ჭირშიც და ლხინში გვერდით დგომა!
თაზო
კაშია გაუშვით არ იმსახურებს ნაკრების კაპიტნობას
ჰეჰე
კაშია ისევ ძირითადშიო, ჰაჰა... კაი ოკ ოკ... :DDD
დავით
მხარში როგორ უნდა დავუდგეთ? აბა გვითხარი. სიტყვების რახარუხს და საქმის კეთებაში დიდი სხვაობაა

იტალია ჯგუფში რჩება. ვუყურე წუხელ და ვერაფერი ქნეს. ნაქებმა ფეხბურთელებმა ერთი ერთზე აფუჭეს შანსები. გერმანიამ 4:1 წააგო იაპონიასთან. ჩვენ ხვიჩათი გვინდა მარტო რომ მოვუგოთ ესპანეთის ნაკრებს ხო? ერთ კაცს უნდა შეაჯდეს და გადაუაროს ერმა. მხარში დაუდექით მაგ ბიჭს რთულ დროს, მეტი არაფერი ევალება გულშემატკივარს. ლანძღვა თუ გინდათ მოწინააღმდეგეს შეუტიეთ, ყველა ქვეყანა ეგრე შვება ,მარტო საქართველოში უვლიან ზედ საკუთარს. ბევრ რამეზე მეტყველებს ეგ. ესპანელებმა კომენტარებში რომ დასცინეს მთელს ერს, თქვენ ეთანხმებოდით ხო კი ეგრეაო. ვაი მართლა ჩვენს თავს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია