The Mirror-ის ინფორმაციით, "ნიუკასლის" 25 წლის ვინგერი ჰარვი ბარნსი მოქალაქეობის შეცვლასა და შოტლანდიის ნაკრებში თამაშს გეგმავს.

ფეხბურთელი იმედგაცრუებულია იმით, რომ ის 2022 წლის მუნდიალისთვის გარეთ საუთგეიტის გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა და ასევე უკმაყოფილოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ნდობას არ უცხადებს.

ბარნსის ბებია და ბაბუა შოტლანდიელები არიან და მას მოქალაქეობის შეცვლა უპრობლემოდ შეეძლება. მან ინგლისის ნაკრებში 2020 წელს ითამაშა, თუმცა მატჩი ამხანაგური იყო და ამიტომ სხვა ნაკრების მაისურის მორგების უფლებასაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა და 16 ნოემბერს თბილისს უნდა ეწვიოს.

₾ადო
ჩვენები რატომ არ კადრულობენ კარგი (უცხოელი) საყრდენ/გამანაწილებელი ნახევარმცველის მოძიებას, ძაან საინტერესოა.
ლევანი
განაღდებულზე კი ბატონო!
გენა
ეჭვი მაქვს ნოემბერში შოტლანდიას თბილისში მოვუგებთ
მურთო
შეეშვით რაა ამ ჯგუფურ ეტაპს, მორჩენილია ყველაფერი, აქედანცმაინც ვერ გავალთ. შოტლანდიას ესპანეთიც კი ვერ დაეწევა დაა ესპანეთი კიდე მეორე ადგილს არ დათმობს!! ასე რომ გინდ გაძლიერდეს შოტლანდია გინდ არაა, ჯობია ისევ ერთა ლიგას მივაწვეთ და იქედან გავიდეთ ევროპაზე! რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, პირადად მე ჰალანდის გამჩერებელი არავინ მეგულება ამ ფორმაციის ნაკრებში. ასე რომ თუ გადაგვირბინაა არ გამიკვირდება!
Levani
თვალებიდან არ ამომდის თბილისში იტალიის მიერ გატანილი ერთ-ერთი გოლი.დამიანო ტომასი(ერთი საშუალო ფეხბურთელი) გაქანებული გამორბოდა კონტრშეტევაზე,ჩვენებმა მოჩეხეს ტიპი გადაკოტრიალდა სისწრაფეში,წამოხტა ისევ ბურთთან გაჩნდა და საგოლე პასი გააკეთა,ისე რომ მაშინდელი ჩვენი უბადლო ტექნიკის გალაქტიკო ბიჭები ერთმანეთს შეატოვა-აი ესაა ძმაო ჟილკა,აბა კაი სადღეგრძელოებს დაძაბული სიფათით 150 კილოიანი კაცებიც ამბობენ
თენდი
რაგვბისტებმა რაგბის გრანდთან ლელოებით თუ დავთვლით 5:1 წააგო, საფეხბურთო ნაკრებმა 7:1. დიდ განსხვავებას ხედავთ? :) რას აიჩემეთ ეს რაგბი, დაბალი კლასის ლიგაში ვიგებთ თამაშებს, მასეთ ლიგაში ფეხბურთშიც ყოველ ჯერზე ჯგუფში პირველ ადგილზე გავდივართ, ერთა ლიგაზე ვამბობ. :)
SOSO
კი ბატონო გავიგეთ და მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ყველაფერში მაგრები ვართ ქართველები,ოღონდ ყოველთვის რაღაც და ვიღაც გვიშლის ხელს, თორემ....ისე დოღის ცხენებს რას ერჩი ვერ გავიგე, ე.ი. ცხენებივით თუ დარბიან ფიზიკურად მხეცები ყოფილან,თავითაც თუ მაგრები არიან, გამოდის ყოველთვის გადაგირბენენ, რაღაც ტექნიკა აქვს ჩვენებს ქე გამოჩნდა ამ ორი დღის წინ. ან ჩვენს რაგბისტებს ჟილკა რაში შველის,როცა ბრიტანეთის გუნდებს ვეთამაშებით, აგერ მსოფლიო თასზე შოტლანდიელი კატორღელების შთამომავლებმა უშანსოთ მოგვიგეს, თუ საპატიო წაგება საამაყო და საკმარისია ჩვენთვის კი ბატონოო. ისე მაგარი უსამართლობაა ჩვენში საფეხბურთო ნაკრების მიმართ, ესპანეთან,გერმანიასთან,ინგლისთან და ა.შ. წაგებას ჩვენში ტრაგედიად აღითქვამენ ფეხბურთელებს ყველა ბრუნვაში აგინებენ და ლანძღავენ, რეგბის ნაკრები კი აპრიორი ყოველთვის აგებს ბრიტანეთის,საფრაგეთის,სამხრეთ აფრიკის,ავსტრალიის, ზელანდიის ნაკრებებთან და მაინც ლომებად მოვიხსენიებთ...ლომები არაა!! ეგენი მაგრები არიან მაჩანჩალებს შორის ისე როგორც ფეხბურთელთა ნაკრებმა მოიგო ერთა ლიგის ბოლოსწინა- სუსტების ჯგუფი.
რონი
თავმოყვარე გუნდმა შოტლანდიასთან როგორ უნდა წააგო ფეხბურთში რომლის ერთი პლიუსი თავით თამაშია და დოღის ცხენებივით დარბიან და ჩეხაობაზე არიან გადასული... თუ კვერცხები გაბიათ და საფეხბურთო ტექნიკა გაქვს ამნაირ ხე გუნდებს თავზე ბურთი უნდა ახიოთ მაგრამ დაინახავთ იშტაზე მოსულ ფეხბურთელებს ერთი ორჯერ მოგჩეხავენ და შეშინებული ბავშვებივით ფეხებს უწევთ..... რაგბისტების ჟილკა მოგცათ მეტი არაფერი მინდა და ნორმალური მწვრთნელი....
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა