ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

• ჯჯ

ქეცბა როცა სიმართლეს იძახდა გიჟად ჩათვალეს ეს კაცი თურმე მართალი ყოფილა და მეც ვეთანხმები იმათ ვინც თვლის რო ქეცბაია უნდა იყოს ფედერაციის სათავეში ეს კაცი მთელი თავისი ცხოვრება გულს დებდა თავისი ქვეყნისთვის

• odala

გეთანხმები. ქეცბაიასნაირი ხალხი აკლია ამ ქვეყანას, ვისაც სიმართლის თქმა შეუძლია. უმეტესობა თავის ერთ ადგილს უფრთხილდება, რაც საქმეს აზიანებს.

• სვანსკის

გეთანხმები ძმაო ფული წავა ფეხბურთის განვითარებისკენ და არა ჯიბეში და სხვაგან

• ლაშა

გველესიანი, გადრანი დავივიწყეთ. ყველაზე ძლიერი და პერსპექტიული საზონოვი ძირითადში არ ვათამაშეთ და 77-ე წუთზე გამოვუშვით მაშინ, როდესაც უკვე 1:7-ს ვაგებდით. ნორვეგიასთან საერთოდ არ ვათამაშეთ!

• სვანსკი

ქეციბაია არა როგორც მწვრთნელი ის ფედერაციის ხელმძღვანელად უნდა მოვიდეს

• Gel-100

Aba meti riti jobia qartulis codniit? Chven axalbeda da axalgazrda gamoucdeli mwvrtneli kiara piriqit gvchirdeba iseti mwvrtneli romelsac sanakrebo gamocdilebac aqvs sakluboc da avtoritetitac sargeblobs safexburto wreebshi ro veravin veraferi miutitos,,garda magisa unda sheedzlos 2-3 taktikuri wyobis swavleba nakrebistvis da am wyobebs unda iyenebdes aqtiurad tamashidan tamashamde kiara tviton tamashis dros unda sheedzlos wyobebis shecvla sachiroebis shemtxvevashi,,garda magisa dges vinc ar icis presingit tamashi moednis nebismier monakvetze da mag presingisgan tavis dagweva roca mowinaagmdege getamasheba presingit ravici ganwiruli mgonia egeti nakrebic da klubic.ase rom gvchirdeba mwvrtneli romelsac aqvs msgavsi unarebi da sheudzlia nakrebs gadasces

• სვანსკი

და კომენტატორები რას ამბობე? ესპანელებთან ვივიწყებთ 1-7 და ვფიქრობთ ნორვეგიაზე, ამათ შ...ა აქვთ

• გიგო

სვანიძე ნაკრების მწვრთნელი? ეს რა უბედურებაა? კაცი ერთ-ორ თამაშს მოიგებს და მაშინვე ნაკრების მწვრთნელად? ნაკრების მწვრთნელი ბრძოლებში გამობრძმედილი უნდა იყოს და არა ახალგაზრდების ყოფილი დამრიგებელი.

• სვანსკი

დინამო ბათუმის მწვრთნელი,რომელმაც ორი თუ სამი მკვდარი ანგარიში (მატჩი)შემოატრიალა,ვინ ელოდა ამას? არავინ, ის უფრო პროფესიონალია ვიდრე სანიოლი.სად იპოვეთ ეს კაცი ან რა დამსახურებით დანიშნეთ, ფედერაციას ააქვს პასუხი? გამობრძანდით და გვიპასუხეთ რას იმალებით თორემ მოვალთ მანდა და სანამ დროა კიდევ პაიკი (სანიოლი) შესწირეთ თორემ მერე გვიან იქნება

• გიორგი

არანაირი გამართლება არ აქვს სანიოლის დატოვებას. ახალი მწვრთნელით ყველა თამაში რომც წავაგოთ, მომავალში შეიძლება რაღაც გამოგვივიდეს. ფედერაციიდან ყველა გასაყრელია და ქეცბაიას უნდა ჩააბარონ ეს ორგანიზაცია.

• ციციკორე

მე რა მაინტერესებს: ხიზანიშვილი და დვალიშვილი ჩვენ ჩავსვით სამწვრთნელო შტაბში, თუ სანიოლმა მოითხოვა? მესმის, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც :) არ მოგწყინდათ ერთ კაცზე,ყველაფრის შეტენვა? ქართული კლუბების 80 პროცენტს საკუთარი ვებ-საიტი არ აქვს, კერძო კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს ბიუჯეტიდან, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს შსს ატარებს, უკმაყოფილო გულშემატკივარს, ფედერაციის მაღალჩინოსნები ხელით ეხებიან და დედას აგინებენ. ჰოდა, ასეთი მიდგომებით, მერე გიკვირთ, რომ მწვრთვნელები არ გვივარგა, ფეხბურთელები არ გვყოფნის, მალტის და ალბანეთის გუნდები გვიგდებენ წიხლქვეშ.

• ლაშა

მწვრთნელების სასაკლაო გახდა ეს ნაკრები რა... ტოპ კლასზე რომ ლაპარაკობთ, ეგერ იყო ტოპმიოლერი და კუპერი და იმათაც ვერაფერი მოახერხეს. ქეცბაიას ცხოვრება გაუმწარეთ და 10-11 წლის მერეც აქტუალურია, რასაც ამბობდა. ესაა ჩვენი დონე. კვარაცხელია რომ გვყავს, 3-4 ჰყავდათ კვარასნაირი მარტო მოედანზე. დანარჩენი ფეხბურთელებიც რომ შეადარო, აშკარად სხვა დონეა და შეეგუეთ ამას რა. არ ვართ ჩვენ ნორვეგიის დონე და საბოლოო კი არა, გვარდიოლა და ანჩელოტი რომ მოიყვანო, ისინიც ვერ უშველიან ამას. ან სანიოლს რომ უშვებთ ციკლის შუაში, ვინ მოგყავთ? ჰანსი ფლიკია ეგერ თავისუფალი და ჰკითხეთ, ხომ არ უნდა ჩვენთან. მოიყვანთ და მერე მილიონებს რომ ითხოვენ, იმაზეც წუწუნებთ.

• მწარე სიმართლე

ჯერჯერობით სანიოლს და ფეხბურთის ლგბტ პედერაციას გაღმა მივყავართ გაღმა მარილზე ...არც იქინე მიგვიღონ არც აქანე ..დდშ..ი

• არტ

საქართველოს ნაკრებს ჭირდება ნორმალური პრაქტიკის მქონე პროფესიონალი მწვრთნელი, იმათი რიცხვიდან ვისაც ეხერხება გუნდს თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს, ნორმალური პრესინგით და დამუშავებული კომბინაციებით მოწინააღმდეგის მაღალი პრესინგის დაძლევით. ასეთი მწვრთნლები არის იგივე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, სხვაგანაც მოძებნა შეიძლება. მაგრამ სანამ ეს ფედერაცია გვყავს - არაკომპეტენტური, უინტელექტო, ქართული ჯიგრული პონტებით მოაზროვნე, არაფერი გამოვა სანიოლს არავინ გაუშვებს ან თუ მაინც გაუშვეს, ვიღაც ისევ მაგ დონისას მოიყვანენ.

• Martali-ს

ცოტა უკეთესად რომ წავიკითხოთ, არა? ტექსტში წერია, ფრე რომ გვეთამაშა, სანიოლი ნაცარს შეგვაყრიდაო და თქვენ უკუღმა კითხულობთ? ღმერთო

წარმოიდგინეთ კობიაშვილს და მისი “სასტავს” სურვილი, ცოდნა, ხედვა და უნარი რომ ჰქონოდათ და 10 წლის წინ ფუნდამენტალური გეგმა წარმოედგინათ ეროვნული ლიგის ასაღორძინებლად ახლა რა დონოზე ვიქნებოდით. მაგრამ არა, ვტრიალებთ ერთ წრეზე და ჩვენ ქომაგებიც ვიკვებებით ამათი ერთიდაიგივე ტყუილებით. მოკლედ როგორც ჩანს რასაც ვიმსახურებთ იმას ვღებულობთ! წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში!

• Martali

სანიოლი ნიჩბითაც აღარ უკვე ვედროებით გვაყრის ეს ნაცარს და ჟურნალისტებიც სამწუხაროდ და რას გიხდიან ამ ტყუილების წერაში?? იმის მაგივრად დღეს გუშინდელი სვარკა სამარცხვინო უსუსური თამაშის მერე პასუხები მოეთხოვათ ფრეს შანსი გვქონდაო და ისევ 7:1 ის შანსი რომ იყო მეტი ვიდრე ფრესი?

• გაგა

ათჯერ დაკარგვა დღეს კაი თამაშად ითვლება ძმა...

• გაგა

მერამდენედ უნდა ჩაფიქრდეთ ... იმაზე დაფიქრდით მწვრთნელი და ფედერაცია ხო არ არის შესაცვლელი... უნამუსო და უთავმოყვარეო ხალხო, როდამდე უნდა გვაყაროთ თვალებში ნაცარი ...

• დევდარიანი

უკვე სანიოლზე ვლაპარაკობთ? ე.ი. გამოილია ქართუ.....

• ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი

რა პრეტენზიებია ხოლმე ვერ გაიგებ. აზაროვი რეალურად იყო კარგი, საერთაშორისო შეფასებებიც ყველაზე მაღალი აქვს. რაც შეეხება ხვიჩაზე ნათქვამის ობიექტურობას, ეს ფრე შემთხვევითი რომ იქნებოდა და სანიოლი დაგვამადლიდა, ესაა არაობიექტური?

• მირო

ორად ორი ნაკრები ალბათ მსოფლიოში,რომლებსაც მოედანზე გამოსვლისთანავე აქვთ წაგებული თამაში მენტალურად,ფსიქოლოგიურად და ამას ვერ უშველის ვერააფერი.ესაა საქაართველო და რუსეთი.ყველამ ისწავლა თამაში,სომხეთმა,ალბანეთმა,ყაზახეთმა,ლუქსემბურგი ნახეთ რა დღეშია,ანდორაც კი იკბინება.ჩვენ კი რუსეთივით არაფერი გვშველის,ნაკრებში თამაშის შიში ვერ დაძლიეს ფეხბურთელებმა და ეს სენი პირველი დღიდან თან სდევთ ყველა თაობებს.თაობები იცვლება ეს ფსიქოლოგიური შებოჭილობა კი ყველა თაობას ერთნაირად სჭირს.თამაშის დაწყებამდე იწყებენ ნერვიულობას,თამაშის დროს რაღაც აჭრილები არიან,ვერ ამშვიდებენ თამაშს,მყარად ვერ დგანან ფეხზე......არ ვიცი ამას თუ ეშველება რამე.

• დევდარიანი

ხალხნო,მოდით ერთ რამეზე გავიზიაროთ აზრები. "კლაუს ტოპმიოლერი ცუფი იყო? ( და თუ ცუდი იყო"ლევერკუზენის ბაიერის?თავკაცი მწვრთნელი საიდან და რატომ იყო? "ექტორ რაულ კუპერი" რაღა იყო მთვარიდან მოსული ავატარი? ვა ვაისი ვინ იყო,იფიოტი? დებილი თუ კრეტინი,? კარგით,ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი მაჩაიძე ვინ იყვნენ ? უბრალოდ ხომ შეიძლება ამდენ წერას და ჯითხვას მნიშვნელობა აქვს თქვენი აზრით?

• ამატაკი

სანიოლი უდაოდ დიდი ფეხბურთელი იყო,სამწუხაროდ მწვრთნელობა არ ყოფილა მისი საქმე. ამ 30 წლის მანძილზე გვყავდა 1-2 კარგი მწვრთნელი, არ გვყავდა კარგი თაობა, ეხლა პირიქითაა. მოკლედ ერთმანეთს ვერადავერ დავამთხვიეთ. გვყავდა მცველები, არ გვყავდა მეკარე,ვიპოვეთ და შემტევები აღარ ვარგოდნენ, ეხლა ისევ მცველები დაგვიბერდნენ. საერთო ჯამში ალბათ ფეხბურთის მესვეურები გვყავდა უხეირო. სხვა ვინ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრობა, საქმის კვალში ჩადგომა, თაობებს შორის ურთიერთგაგება, რომ ერთ კონკრეტულ დროს რაღაც შედეგი დავდოთ.ვაღიაროთ რომ ჩვენ არ ვთამაშობთ თანამედროვე ფეხბურთს. როცა თითქოს მივაგენით სქემას სამ ცენტრალურ მცველზე, ფლანგებზე გამოჩნდნენ ბიჭები, გაგვეზარდა კვარა, ახალგაზრდები წამოვიდნენ... დაიწყო ისევ, ვიღაცეების ჩასმა სასტავში, ეს მეგობრის ვიღაცაა, ეს კარგად გაიყიდება...და მივედით ოსევ იქ. უცებ აღმოჩნდა რომ აღარც დაცვა გვყავს, თამაშის ორგანიზება, სინქრონი, ბალანსი მოშლილი.. ანუ ჩვენ დავბრუნდით! მივაწექით ისევ ნაცნობ ავტობუსს, სიტყვების ბრახაბრუხი, მომავალი გვაჩვენებს...მოკლედ, არა ხალხო, კი გვინდა, მაგრამ თავისით რომ დაწყვეს შანსი არაა.

• ქომაგი

საწრაფოდ სანიოლი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოსაშორებელია ნაკრებიდან ესენი სანიოლის ხელში ვერც ყაზახეთს გაივლიან.ნაკრებს ქართველი მწვრთნელებიდან შოთა არველაძე ცხადაძე სვანაძე ამ სამიდან ერთერთი უნდა წვრთნიდეს ან სამხრეთ ამერიკიდან არგენტინელი ან ბრაზილიელი მწვრთნელები. არის არგენტინელი ედუარდო რეია მაგარი მწვრთნელია თან ნაკრებების გამოცდილება აქვს კარგი იქნებოდა ის ჩვენ ნაკრებში რადგან პრესინგს და შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა და ნერგავდა ყველა ნაკრებში სადაც უმუშავია.

• Xalxi.

ფედერაციის საფიქრალი ის არის რისი ღირსები არიან და რა ელოდებათ.

• nedved

აზაროვს კაი თამაში ჰქონდა? ამ სტატიის ავტორი რომელიმე ძველ თამაშს ხო არ უყრებდა. ერთი 10ჯერ მარტო პირველ ნახევარ საათში დაკარგა ბურთი.

• გლახუნა

ქართული ფეხბურთის 10-წლეულეის კრიზისის 3 მიზეზები; 1-ლი,როცა მწვრთნელები ბავშვობს-ბავავობიდან შეშინებულის მენტალიტეტი-ფსიქიკით ზრდიან,ინდივიდუალს უკლავენ; ,,პასი მოეცი,,- ,,პასით მოიშორე-თავი დაიზღვევე,,',,პასებით თამაში ააწყვე,, მით ფიზიკურადაც თრგუნავს,მით ფიზიკურად არასწორად აყალიბებენ,...შედეგად ძლიერ-კონკუტებტულ ჩემპიონატებში წასულები ტრამვებებს სწრაფად იღებენ,ხშირად ნიჭი იკარგება(!),როცა ევროპაში ბავშვს ჯერ ინდივიდუალიზმს უვითარებენ, ბურთის ტარება- შენარჩუნება- წაღებას... თუნდაც მთელ მოედანზე-გოლის გატანამდე,და როცა შეხედავენ მენტალურად,ფიზიკურად მყარად ჩამოყალიბდა,მერე გადადიან გუნდურ თამაშის შესწავლა,მოედნის კარგად ხედვა,პასის საჭირო დროს... 2-ვერ ვითარდება შიდა ჩემპიონატი,ვერ ხდება სტიმულირებადი,კონკურნტული, პასუხისმგელობითი,მისი მიზეზი- არა-ადეკვატური ფედერაცია,რეალურად სახელისუფლო ფინანსური კლანი- ხელისუფლების ნაწილი,რომელსაც უარყოფითი შედეგების მიუხედავად-ვერ გადაირჩევ, ცვლილებებს,ძალიან ხშირად საჭირო სრულფასოვანს-ვერ ახორციელებ, მით ვერ მოგყავს გაცილებით განათლებული, პროფესიონალი,პასუხისმგებლობის მქონე- მენეჯერები,მისი მიზეზიც-არსებული ავტორიტარული,თუ ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობა-რეჟიმი,რომელიც უარეს- კასტურ- კლანურში გადადის,სადავ- პასუხუსმგებლობა-0-ლი მტკიცდება! 3-მიუხედავად ყოველივეს-გამონათებები იყო და არის,რაც ნიჭიერებაზე მეტყველებს,მით პოტენციაზე,მაგრამ ნიჭიერი ბიჭები თამაშობენ სხვადსხვა სახელმწიფოების ჩემპიონატებში, აბსოლუტურად სხვადასვა სტილის მქონეთ ...და შედეგად ნაკრებში სტაბილური,მყარი და განგრძობითი შედეგი არ აქვთ და არც ექნებათ (ძალიან მცირე ერმა შეძლო ამდაგვარად- შედეგიც დადება,მაგრამ არ იყო მყარი, განგრძობითი, მყარია იმ ერების შედეგები,ვისაც შიდა ჩემპიონატები მაღალ დონეზე აქვს) ე.ი. გვჭირდება შიდა ჩემპიონატებში ბავშვობიდან მებრძოლი და გარჯვების ფსოქოლოგია- მენტალიტეტით აღზრდა, ინდივიდუალიზმის,მით ფიზიკურად განმტკუცებით...+ ფედერაციების ჯანსაღი არჩევნებით მუდმივი ცვლილებებით შიდა ჩემპიონატის განვითარება,კონკურენცია, სტიმულირება,პასუხისმგებლობის დამკვიდრება და შედეგები აუცილებლად დადგება!

• ასეა ეს

აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით... აი ამას რო წერთ სტატიაში მანდ დამთავრდა თქვენი ჟურნალისტობა და ობიექტურობა.

• არტ

სვანძე სანიოლს კი ჯობია მაგრამ საშუალო ევეოპულ დონეს ეგეც ვერ ქაჩავს. კვალიფიციური გამოცდილი ევროპელი მწვრთნელი გვინდა თუნდაც საშუალო დონის.

• Las

დარწმუნიბელი ვარ როგორც გუნდი ყაზახეთი უკვე გვჯობია. რომც გავიდეთ ამათ რა ესაქმებათ ევრო და მსოფლიო ტურნირზე გურამა კაშია. კვირკველია. აბურჯანია მე ვერ წარმომიდგენია ევროპის ჩემპიონატზე :)

• ლექხო

ასეთი თამაშით ყაზახეთთანაც წავაგებთ სანიოლი სასწრაფოდ უნდა გაუშვათ

• Ვახტანგ კაპანაძე

არის კი ჩვენი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე?

• გიორგი 11

დიდი ხანია ვაკვირდები, რომ სსფ- ის სკამზე ჩალიჩობს ვიღაც, მაგრამ მასაც ხომ იგივე დღე ელის?!

• Charley

მწვრთნელი კრიტიკას ვერ უძლებს ატყობს რო საყრდენი ზონა კატასტროფა გვყავს და იქ მაინც არაფერს ცვლის ასევე ეს ეხება მობერებულ ცენტრალურ დაცვის ხაზზსაც. მწვრთნელი რომ უფრო მაღალი კლასის გვყავდეს ის სქემას აუცილებლად შეცვლიდა და 3-4-2-1 ფორმაციით გავიდოდა მოედანზე. მეკარე; მამარდაშვილი- ცენტრ: მცვ: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- ამ მცველების წინ 2 მუშა საყრდ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი; ამათ წინ 2 პლეიმეიქერი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გარემარბებად, კვარაცხელია, დავითაშვილი, და ფორვარდათ მიქაუტაძე ან ზივზივაძე. გოჩოლეიშვილი და აზაროვი გადავლენ როტაციაში. ისენი დაცვაში აიკლეს ამ ორივე თამაშში და წინაც არაფერი ღირებული უქნიათ და ამიტომ მათი შეკვეცით კრიტიკული წერტილი საყრდენი ზონა გაძლიერდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, ისენი კი უფრო შემტევი ტიპის მცველები არიან და შეცვლიან გარემარბებს დავითაშვილს გოჩოლეიშვილი ხოლო მეორე ტაიმში კვარა შეიწევა ცენტრში ჩაკვეტაძის/კიტეიშვილის მაგივრად და მის ადგილს აზაროვი დაიკავებს. მე ამ ყველა პრობლემების გათვალისწინებით ეს სქემა მგონია ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო მოდელად როცა შენ ცენტრს ასე იოლად ვერ გაივლიან 2 საყრდენის პირობებში და ის 2 პლეიმეიქერი უფრო მეტ ფანტაზიას შეძენს შეტევებს და უფრო მეტად მივა ბურთი ასეთ შემთხვევაში კვარა, ზურიკო, მიქაუტაძის ტრიომდე ვიდრე ეს ამ ზარალ ტაქტიკაში 3 ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში ხერხდებოდა.

• Levani

ასეთი შეკითხვა მიჩნდება-რას მოგვცემს ამ ფინალურზე გასვლა? ეგრევე ვიქცევით თუნდაც პოლონეთის ან დანიის დონის გუნდად? ევროპაზე გასული მაკედონია არ იყო სტუმრად 3-0 რო დაადუღა საქართველომ? არაფერი,ევროპაზე როცა გავიდეთ ერთი კვირა 3თამაში გავერთობით გულშემატკივრობით,სხვა არაფერი არ შეიცვლება. მე წინააღმდეგი კი არა ვარ,მაგის ოცნებებში ვარ უკვე 1994 წლიდან თამაში არ გამომიტოვებია, მაგრამ რა შეგვიძლია ვაჩვენოთ იმ ევროპაზე?არც არაფერი. წარმოდგენაც არ მინდა რა ელის ამ გუნდს ფინალურზე-იქ გასვლა მე ჩემი ქვეყნის საამაყოდ მინდა და არა ჩემი ქვეყნის სახალხოდ შესარცხვენად.

• ან

თამაშის ხარისხზე, ამ ხარისხის გაუმჯობესებაზე, და პროგრესის და პერსპექტივის დანახვაზე გვქონდა პრეტენზია. ეს გუნდი ვაისის გუნდზე უარეს ფეხბურთს თამაშობს, იმას მინიმალური სამწვრთნელო კვალიფიკაცია მაინც ქონდა. სანიოლი საერთოდ არაა მწვრთნელი!

• თემო

ვუყურე მატჩის წინ ტელე და იუთუბ მიმოხილვებს და მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა რომ სვანაძის ამოწევა უნდათ

• ფეხბურთი

ხასიათის ხალხი ვართ, რაც სტადიონზეც აისახება. როცა ხასიათზე არიან თამაშობენ. სამწუხაროდ ესეთი მიდგომა არ არის საკმარისი ოლიმპზე ასასვლელად, სადაც პერმანენტული სტაბილურობაა საჭირო მთელი ციკლის განმავლობაში.

• გოჩა

რჩევა ნაკრებს: გაიტანეთ სანიოლი, გაიტანეთ კობიაშვილი და მათ ნაცვლად გ ო ლ ე ბ ი გაიტანეთ!

• Master

ახლა ნამდვილად რთულია მწვრთნელის შეცვლა და რთული გადასაწყვეტი....რეალურად ის ჩანს რომ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი მაკედონიასთან მოგებაზე გადის.მეტი უბრალოდ არ შეგვიძლია.უშანსოდ წავაგეთ,ესპანეთთანაც,ნორვეგიასთანაც და შოტლანდიასთანაც.საშინაო ქულა ნორვეგიასთან კი მხოლოდ გამართლებით მოვიპოვეთ,თორემ ნორვეგიამ პირველ ტაიმში გადაგვიარა მაშინაც.და რომც გავიდეთ იმ ევროზე,იქ რა იქნება ასეთი გუნდით და ასეთი მწვრთნელით?გუნდი რომელიც უშანსოდ,უსუსურად,უბრძოლველად აგებს შოტლანდიის და ნორვეგიის დონის გუნდებთან ესაქმება რამე ევროპის ჩემპუონატზე?

• მამუკა

ერთი რამე მართლა მაინტერესებს ეს ხალხი მწვრთნელის შეცვლას რომ ითხოვს მუდმივად, ახალ მწვრთნელს ჯადოსნური ჯოხი ექნება და ერთი დაქნევით ამ მკვდრებს გააცოცხლებს თუ რისი იმედი გაქვთ?მამარდაშვილმა ფეხით ბურთის ამოტანა ვერ ისწავლა, კაშია და კვირკველია პოზიციებს ვერ არჩევენ მაღალი ჩაწოდების დროს, მარცხენა ფლანგი იყო და ჯერ ნიკო უილიამსმა აიკლო და ეხლა კიდე ნუსამ, ორი კაცი ტყუილად დასდევდა, ნახევარდაცვა საერთოდ თუ გვყვავს გუნდში საკითხავია, ბურთს ვერ იჭერენ და ორ პასს ვერ აკეთებენ ზუსტად, კვარას იმედი გვაქვს და მგონი ეგეც უკვე წარსულს ჩაბარდა, ბოლოს გოლი მგონი 6 თვის წინ გაიტანა, რა აზრი აქვს მითხარით მწვრთნელების ცვლას, მწვრთნელს ნაკრებში ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს მომზადებული და არა შეკრებების დროს ასწავლოს როგორ მისცეს პასი და სად უნდა გაეხსნას

• ქ. გ.

*უნდა გადადგეს P.S. ამ შეცდომის მერე გავთიშე Autocorrector-ი

• ნიკა

დაიცადეთ, ვინმეს მართლა სჯეროდა რომ ამ ჯგუფიდან გავიდოდით მე-2 ადგილიდან თუ საერთოდ პირველზე გვქონდა პრეტენზია ???

• gpi

ირაკლი-ს სვანაძე რით გგონია კარგი კანდიდატურა ? კაცი მეორე ნომრად ათამაშებს თავის ნაკრებს( გიბრალტარს და მოლდოვას არ ვგულისხმობ , ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებებს ვგულისხმობ ) ყოველთვის , რაც ისრაელთან მარცხის მიზეზი იყო . ახალგაზრდული ასაკიდან ,,მშიშარა" ფეხბურთელებად აყალიბებს ბიჭებს - ეს ესპანეთია , ის გერმანიაა, ბელგიაა და ა.შ. ანუ ამბიციას უკლავს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშისას . სპორცმენი ამბიციური და მეომარი უნდა გაზარდო , მებძოლი და არაფრის დამთმობი სპორტულად . ესენი კიდევ , ჩასვრილი მენტალიოტეტით ათამაშებენ ახალგაზრდობიდანვე და რაც გამოდის ვხედავთ. ცხადაძე მარტო იმით მირჩევნია ამათ , რომ ამბიციურია და ნაკლებად თმობს რაიმესწ . შეტევას ათამაქშებს . ქართული ფეხბურთი შეტევის გარეშე არ არსებობდა და არც იარსებებს . ამაში ვინც უნდა მედავოს . მითამაშია , მიფიქრია , ვფიქრობ ( ნეტავ შემეძლოს არ ვიფიქრო -გასკდა გული ) და ასეთ აზრზე ვარ .

• 912

გაათავისუფლეთ... გაუშვით რამდენი ანტირეკორდი უნდა მოხსნას კიდე რომ მოხვდეს ვინმე

• ზვიადი

ზოგიერთი რას აკომენტარებსო ვერ ვხვდები, უკვე არაერთხელ გარკვევით დაიწერა, რომ სანიოლის წასვლის დროა. ისე კი, ფედერაცია და თავად ვილი ამ აზრზე არაა და ნაკრებს აღარ ვუგულშემატკივროთ?რა გადადგომა და პეტიცია ხალხო, სისულელეა მაგაზე ფიქრი

• სხვა რამე

მეკარე და მცველები სანამ პირველ პასს ( ზუსტს) არ გააკეთებენ და არა ორთაბრძოლაში ან მოშორებაზე , იქამდე დიდი შედეგი ვერ მოვა

• მწვრთნელი

მეტი არა ჩემი მტერი ჩვენ ამათ ხელში სადმე გავიდეთ! მოაშორეთ ყველა მუქთახორა ნაკრებს და მერე ვნახოთ რა მოხდება! სსფ ვერ მუშაობს სათანადოდ უკვე სახეზეა აშკარად! ვეტერანი ფეხბურთელებიც ხმას არ იღებენ ამათ უნამუსობაზე და ასე გადის წლები!

• Axali mwvrtneli

სერიოზული მწვრთნელია მოსაყვანი ეხლავე და ხიზანიშვილიდან დაწყებული შოთი არველაძე მამუკა კობახიძე ფიფიათი დამთავრებული აღარავინ არ უნდა მიაკარო ქართულ ფეხბურთს! სვანაძე არა კვახი! ისევე როგორც პარლამენტარები, რომ ამოიჩემეს ხვიჩა და ვინც კი წარმატებას აღწევს ეგრევე თავისი შვილების და ახლობლების ძმაკაცად რომ აქცევენ. დაანებეთ თავი უბრალო ბიჭებს და სერიოზული სელექციაა საჭირი მთელ საქართველოში, დიდი ეჭვია რომ კორუფციის გამოა, ნაკრებს გამთამაშებელი რომ არ ჰყავს კარგი! როგორ დავიჯერო ამხელა ქვეყანაში 1 მენტალურად გამართული კაცი ვერ ვიპოვნოთ. ხვიჩა არაფერ შუაშია, გააგიჟეს ეს ბიჭი, აკიდეს ყველაფერი. კიდევ ერთი ლორია სანამ თამაშობს გაუფრთხილდით! გამოჩნდა გადამწყვეტ მატჩებში რაცაა თქვენი მამარდაშვილი. მომავალში იმედია დაიხვეწება და ჯერ ჯერობით მეორე ლიგის დონეა. დაცვას ვერ ალაგებს და უაზროდ ისვრის ამ ბურთებს სადღაც ჯანდაბაში. ეს არაა მეკარეობა , უკან რომ სიწყნარე არაა და ბურთს სულ არასწორად იგერიებს, დაცვა ირევა

• მოკლედ რა

რამაზ სვანაძეს მოიყვანენ და იჯექით დს უყურეთ მერე თქვენ. ამდენი წელი გვაყურებინებთ ამ მარაზმს, უტიფრები ხართ.

• მამუკა

როგორი კარგი მშენებელუც არ უნდა იყო თუ უხარისხო ცემენტი მოგიტანეს მყარ სახლს ვერ ააშენებ

• Walter White

გაგვიყვანს და არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ პირველ საგალაქტიკო ტურნირზე. ისე სტატიის ავტორს მინდა ვკითხო. მართლაც გჯერა რომ ამ ფეხბურთელებს შესწევთ უნარი თანამედროვე ფეხბურთის თამაში? ერთმა გასულ სეზონში სრლად ათიოდე მატჩი ჩაატარა და "გადაიღალა".მეორემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში სირბილი კი ისწავლა მაგრამ რად გინდა? დანარჩენი კი ჩემი აზრით მოედანზე გადიან იმიტომ რომ სხვა არაფერი იციან ( თუმცა არც ამ მოედანზე უქნია ღმერთს). საერთოდ თუ სპორტის ამ სახეობაში რამის კეთება გვინდა, უნდა ავიღოთ ისლანდიის მაგალითი.

• ირაკლი

სვანაძე მგონია რომ კარგი კანდიდატურაა, ცხადაძეზე რა აზრის ხართ, ძალიან ცოტა ხნით იყო ნაკრების მწვრთვნელი ალბათ ხასოვთ, კობიაშვილმა გაუშვა ნაკრებიდან, იმ კობიაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტობას და პარლამენტარობას ორივეს ერთად რომ ითავსებს, პარლამენტში პულტის ფუნქცია აქვს და ფედერაციაში საკუთარი საძმაკაცო

• H

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ისეთი ხალხი აკრიტიკებს და თან თავიანთ ნეაპოლში გულაობას ამადლის ვინც ხვიჩამდე ფეხბურთი საერთოდ რა იყოს არ იცოდა და პირველად სტადიონზე ნაპოლი-სამპდორიას თამაშზე იყო. ზუსტად მაგ ხალხს გონია, რომ ხვიჩამ 11 კაცს მარტომ უნდა სდიოს, ბურთი წაართვას და შემდეგ ეს 11 კაცი მარტომ მოატყუოს და ცარიელ კარში გაიტანოს გოლი. ან ეს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გამაერთიანებლის და აღმშენებელის ტვირთი რატომ აჰკიდეთ 22 წლის ფეხბურთელს ??? რუბინში თამაშის დრო მოღალატე იყო და ეხლა გახდა მთავარსარდალიი ????? იქნებ იმის ძახილით, რომ "შენ ხარ ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენს ცხოვრებაში" და "მთელი ერი შენ შემოგყურებს თვალებში" ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ამ ბიჭს და ხელს უშლის თამაშში. არ დაფიქრებულხართ მის ხასითზე, ის ხომ რონალდუს ან იბრაჰიმოვიჩის ფსიქოტიპი არ არის და იქნებ ვერ უძლებს ამ ყველაფერს?! ან იმაზე, რომ აკრიტიკებთ ხელფასის მომატებას რატომ ითხოვსო და ფულზე დახამდა და მაგიტო ვერ თამაშობსო და მაგალითებად ძველი თბილისის დინამოს ფეხბურთელები მოგყავთ. თუ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არაბეთში გარბიან სწორედ ფულის გამო, თუ გუნდში თითქმის ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, თუ დიეგო დემე რომელსაც აღარც ახსოვს ბოლოს როდის ითამაშა მასზე 3 ჯერ მეტი ხელფასი აქვს, კვარამ მეტი რატომ არ უნდა მოითხოვოს??? სხვის ფულს რატომ ითვლით???

• შავი კაცი

მამარდამ გრძელი პასების სიზუსტეზე და საერთოდ ფეხით თამაშზე უნდა იმუშაოს.. მამუჩა საზანოვი ლოჩოშვილი აზაროვი ქოჩორაშვილი კიტე ჩაკვე მიქაუტაძე კვარა ბუდუ... ასევე აუცილებელია ალთუნაშვილი,გელაშვილი,არაბიძე დავითაშვილი გაგნიძე და სხვებიც გამოვიყენოთ ცვლილებებზე.. 5 მცველით შეუძლებელია პრესინგით მოედნის მეორე ნახევარზე თამაში და ამიტომ ჩავფლავდით პლუს დაცვის ხაზის კატასტროფული სტატისტიკა ნაკრების თამაშებში, რაღაც კაპიტანი და მწვრთნელი ვერ სძენს განწყობას გუნდს და ეს აშკარად ეტყობა თამაშის ხარისხს, თითქოსდა რგოლებს შორის კავშირი უნდა იყოს მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ... აიაქსი,ბორდო,ვალენსია,ლევანტე,ნაპოლი,შახტარი,შტურმი,უტფორდი,ტორინო და ასე შემდეგ ალბად ვერ გაუგია ბევრს რა პრეტენზია უნდა ქონდეს ჩვენს ნაკრებს და რა გვაქვს მოცემულ რეალობაში.. პრეტენზია მხოლოდ მწვრთნელზე და ფედერაციაზე თუ გვექნება...

როდესმე ფედერაციის საქმეებით დაინტერესდება ვინც საჭიროა ის ???

• ზურა

უმწვრთნელოდ უკეთ ითამაშებენ თუ ფედერაცია არ ჩაერევა თან

• beqa

არაა კარგი მწვრთნელი!!!

• ქ. გ.

გულშემატკივრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კობიაშვილი უნდა გადაგდების. სანიოლმაც უნდა მოჰკიდოს ხელი თავის არატრადიციულ ფრანგ პარტნიორს და წავიდეს. ჟურნალისტებს შეუძლიათ ფედერაციის გადადგომის პეტიციის ორგანიზება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოაწერს ხელს პეტიციას.

• ნოდო

და რატო უნდა შეიცვალოს? ადამიანი თამაშებს აგებს ხო არ იგებს აი პირიქით რო იყოს კი ბატონო გასაშვებია :)

• რუსთავი

არაფერიც არ იქნება დამაზიანებელი, ახალ მწვრთნელს უფრო მეტი ამბიცია და ენთუზიაზმი აქვს ბევრჯერ გამოჩნდა ეს. ისეთი მწვრთნელი გვინდა რომელიც ევროპულ ფეხბურთს თამაშობს და უმუშავია ისეთ გუნდებში სადაც ხშირად შეხვდებოდა ძლიერ ნაკრებებს თუ კლუბებს და გადამწყვეტი თამაშისას არ აფაფხურდება სტრესისგან როგორც ვაისი იყო ფინალში. სანიოლი საერთოდ მოყვარული მწვრთნელია ვერსად ვერ გაამართლა. ფედერაციას კოდევ ვკიდივართ საერთოდ პრეზიდენტი თუ არსებობს არც ვიცო ვინაა გამოჩენილა სადმე ან კომენტარი გაუკეთებია? ,,იმენნო საძმოს ბუნაგია ტო,, მოაშორეთ პარლამენტიდან მართული ფედერაცია!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

არც ჰოლანი და არც მბაპე - ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა

ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

[PHOTO] "ალბათ, შენი მშობლები ამით ამაყობენ" - ჰოლანმა გულშემატკივრის წერილი გაასაჯაროვა

ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ჰოლანმა რითი უნდა გამაკვირვოს?" - პეპ გვარდიოლა

"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ