სერია A-ს მეოთხე ტურში „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

„ნაპოლი“ პირველ ტაიმში ტაიმში მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში კვარაცხელიამ, ორჯერ მოწინააღმდეგეებს ყვითელი ბარათი მიაღებინა, შემდეგ კი ტრავმას გადაურჩა, ხოლო მე-40 წუთზე მასპინძლები კონტრიერიშისას ბანიმ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლელთა დაცვა ისევ ჩავარდა და რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა. "ნაპოლი" ბევრს უტევდა, შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ასევე შეცვლაზე შესული კაიუსტეს პასით გაიტანა, მერე კი პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, რომელიც აგრეთვე შეცვლაზე შევიდა. ხვიჩა რუდი გარსიამ 89-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 7 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა, 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო 24 სექტემბერს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ბოლონიას“.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“

ჯენოა - ნაპოლი 2:2

გოლები: 1:0 ბანი (40), რეტეგი (56), 2:1 რასპადორი (76), 2:2 პოლიტანო (84)

Teknik Komputer
Can you elaborate on the goals scored by the substitute players Raspadori and Politano, and how their contributions impacted the outcome of the match? Tel U
Teknik Informatika
Could this incident affect Khvicha Kvaratskhelia's playing time and involvement in future matches, and how might the team dynamics be influenced by his gesture of protest? Tel U

მართლაც მაგარად ითამაშა კვარამ და დამსახურებულადაც მიიღო მაღალი შეფასებები სხვა და სხვა გამოცემებისგან,თუმცა მეტიც შეიძლებოდააა, პატარა საქმე ხომ არ არის-ორი მცველი გააყვითლა,მერე ერთ-ერთმა საგოლეც კი გააკეთა,მაგრამ...... პასებიც არიგა-უკან, ერთი ჯარიმაც დაარტყა არნახულად.....ბურთსაც ითხოვდააა-მცველებს ამოფარებული და ემოციურიც იყოოო ....მეტი რა უნდა ექნა?? კი აქვს პაწა მინუსები-არა ეფექტური და არა ეფექტიანია იყო მისი "მაგარი" თამაში, რადგანაც შემტევია და გოლი არ გაუტანია, არც საგოლე ქმედებებში მიუღია მონაწილეობა , ვერც დაცვას ეხმარება და საერთოდ უკვე რამდენი ხანია მისი მოედანზე ყოფნის სარგებელი შედეგობრივად,როგრც ნაკრებში ისე კლუბში თითქმის ნულიაა. იძახეთ ეხლა სერიას საუკვეთესო,ჩლ-ის საუკვეთესო, ოქროს ბურთის ნომინანტი და ათასი სადღეგრძელოები ქება- დიდებით.....მაგრამ ყველაფერი ეს იყო გასულ წელს, სეზონის სტარტზე და ჩაიქროლააა.......კიდევ..რატომ გიკვირთ და ლანძღავთ მათ ვინც ნიშნის მოგებით წერს კვარას დღემანდელ მდგომარეობაზე?, რაც მაგან და მისმა გარემოცვამ გააკეთა ამ ზაფხულს, ახალგაზრდულ ევროზე არ მონაწილეობით და მერე ამ ქმედების გამართლებით-ნაპოლის თამაშებისათვის კარგად მომზადების საბამით, საინტერესოა სხვას რას ელოდნენ....ღირსია რომ ნაპოლის მაფიოზი პატრონი როგორც ექცევა და სეზონის სტარტიც რომ ჩაუვარდა მასაც და ნაპოლი-საც......არა უშავს ჯერ კიდევ 22 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს და ...იმედია დღეს თვითონაც დარდობს რომ რამდენიმე დღიან დასვენებას და ინტაგრამზე პოზირებას ანაცვლა საქართველოსთვის სავარაუდოთ ისტორიული ოლიმპიადის საგზური ფეხბურთში...
ivan
კაი ერთი
Lasha
Predlajenie unda
გიორგი
ჩემი აზრით ყველაზე მოგებული ლაურენტისია.ალიბს იქმნის ასეთი ნაპოლის შემხედვარე ხელფასების მომატებაზე.რასაც თამაშობთ ისეთი ანაზღაურება გაქვთ.მოკლე ხანში ეს გუნდი დაიშლება,გაიაფდება და გაიყიდება.
პლეხანოველი
მორიელს "მაგ საქმის" მაგივრად კარგად შეამოწმე კლავიატურაზე ხელის დადებამდე ბალანი არ გქონდეს ხელის გულზე ამოსული, თორემ კლავიატურა დაგიზიანდება!
სოსო
თამაშს უყურე?თუ უყურე და არ დაინახე,მაშინ რას ერჩი კვარაცხელიას?!
Ika
აბა ომი გინდათ?
Ika
ზუსტად, ამიტომ არის სოფლის გუნდი, ზუსტად ეგ არის ფეხბურთში სოფლის საფეხბურთო ინტელექტი
NAPOLI!
კვარას ვინც პასს აძლევს ეს არის მისი მაგარი ძმაკაცი ოსტიგენი და დი ლორენცო! მარიო და ზიელინსკ თავისი ანგისათი არიან ერთი დიდი "არაკაცები", რაც შეეხება ოსომენს, მას თავის გარდა საერთოდ არავინ ახსოვს!!!! ეს გუნდი აღარ არის!!!
მორიელი
ცოტა ადრე მოუვიდა ცოლის მოყვანა. მაგ საქმემ ამოაგდო ფორმიდან.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
აბა, ამ გაგანია რთველის დროს ცოლის მოყვანის დრო იყო, კაცო?
საჩინო
1.ხვიჩას ეთამაშებიან ზედმეტად ხისტად და გაათმაგებული ყურადღებით.2.ნერვიულობს ,დაძაბულია,ჩქარობს რიგ მომენტებში[ამხელა უგოლო პერიოდი ნებისმიერს ამოაგდებდა კალაპოტიდან.3.ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი---ზოგადად გუნდი თამაშობს ძალიან ცუდად,რაც მის თამაშზეც აისახება,კონკრეტულად კი მის მიმართ დანაშაულს ჩადის,როცა არ ეხმარება არც სივრცეების შექმნაში,არც დროულ და ზუსტი პასის მიცემაში,არც მანევრირების საშუალებას აძლევს და არც ჯგუფური ორთაბრძოლების დროს ეხმარება.ბარსელონას თამაშს ვუყურე და წარმოვიდგინე ხვიჩას იქ რამდენი პასი ექნებოდა ხელსაყრელ ვითარებაში და როგორ გაიხსნებოდა და გაილაღებდა.
aburjga
ჩემი აზრით სანამ ნაპოლი არ გადახედავს კვარაცხელია და ოსიმენის კონტრაქტებს, არ გაუზრდის ხელფასს, მანამ ასე იქნება იტალიის ჩემპიონატის თამაშებში, ნახევარი ძალითაც არ ითამაშებენ! ახლა ჩემპიონთა თასზე ორივე ფეხბურთელი ძალიან მონდომებული გამოვა და აჩვენებენ რეალურ ძალას!
beqa
ვინ დაგლოცა ასე უბედურმა!! :))
თენგო
ოსიმენი არ თამაშობს( ფულს ელის), არ ეხსნება კვარას. კვარაც ადრესატს ვერ ნახულობს. მაჩაიძე ბოლო წლებში შეტევებს რომ ანელებდა და ვაკრიტიკებდით, ანგისაც სწორედ ისე დაგულაობს აუჩქარებლად. ჩემის აზრით ანგისას ბრალიცაა მეტ წილად ნაპოლის შემტევუნარიანობის ასეთი დაქვეითება ერთი ადგილი უნდა გაანძრიოს
ილია
კვარას ვუსურვებ ნუ დაიძაბება და მეტი ხალისით ითამაშოს.ვარჯიშს, რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.დაძაბულობა ყოველთვის ცუდია.განსაკუთრებით კარში დარტყმის დროს.
ბადრი
მთელი თამაში ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია. ის ჯარიმა კი კულმინაცია იყო, კილომეტრზე რომ ააცილა საჯარიმო მოედანს. ამას დამწყები ფეხბურთელიც კი ვერ მოახერხებდა. რეალურად შევხედოთ სიტუაციას, პრობლემები სერიოზული აქვს ხვიჩას.
ვისტი
ნაპოლის ჰყავს სერია ა-ს დონისთვის საშუალო დონის დაცვა და საშუალო დონის მწვრთნელი. შედეგი არის ლოგიკური. მეგონა იყიდეს მცველი (ნატანი) და გამოდის რომ არა. ჟეზუსის ნაცვლად კიმს რომ ეთამაშა ეს თამაში მოგებული იქნებოდა. დაცვის ცენტრში სუსტია ნაპოლი. გააკეთა აქცენტი ჯენოამ ამაზე და იმუშავა. ასე მოთამაშე ნაპოლის დაცვასთან ანჩელოტი და რეალი ბონუს ქულას აიღებენ. 4-2 რეალი-ნაპოლი, კვარას გოლი+ასისტზე გადავკოცნოთ ერთმანეთი. სხვა გზა აღარ დარჩება ლაურენტესს, მწვრთნელსაც შეცვლის და დაცვასაც გააძლიერებს, ჯერ მთელი სეზონი წინ არის.
mamia
არავის არ გვაქვს უფლება სხვის ცხოვრებაში ან არჩევანში ჩავერიოთ. მაგრამ კვარაცხელიას შარშან ვერავინ იცნობდა, არ იცოდნენ მისი თღამაშის სტილი და კარგა ხანს ალღო ვერ აუღეს. წელს ვერ მომაზადა სეზონისათვის, მოუმზადებელი სერია ა-ში ვერ ითამაშებ. მე მის ადგილას ცოლს ასე ნაადრევად არ მოვიყვანდი, ეხლა ფაქტიურად ღმერთს უნდა ვთხოვოთ რომ კაი გოგო გამოდგება და კვარას დაეხმარება ფეხბურთზე კონცენტრაციაში. თორემ ქართული სპორტის ისტორიას ბევრი სპორტსმენის ცოლი ახსოვს რომლებმაც თავიანთი ხუშტურებით დაუნგრიეს ქმრებს კარიერა. ენერგია/ ჟინი და ფეხბურთზე კონცენტრაცია არის განულებული კვარას შემთხვევაში
H
პირველ რიგში ის მაინტერესებს ზოგიერთები ჩასაფრებულები რატომ ხართ და ამ ბიჭის წარუმატებლობა რატომ გიხარიათ?! ბევრი გყავთ ამ დონის ფეხბურთელი?! ან იმ ხალხს ვინც მთელი გულით გულშემატკივრობს ხვიჩას სექტას რატომ ეძახით, როდესაც თქვენ თვითონ მესის და რონალდოს თავგადაკლული ფანები ხართ?! თუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ნორვეგიაში ჰოლანდს აღმერთებენ და სიმღერებს უწერენ, ქართველებს რატომ არ გვაქვს უფლება ამ ბიჭის წარმატებით გავიხაროთ თან იმ დროს როცა ბევრი გასახარი არაფერი ხდება ამ ქვეყანაში?! რაც შეეხება სპორტულ მხარეს ის, რომ სეზონის საწყის ეტაპზე იდეალურ ფორმაში არ არის საერთოდ არაა საგანგაშო. ყველა მაღალი დონის სპორტსმენის ფიზიკური მომზადების პროგრამა ისე არის შედგენილი, რომ სეზონის გადამწყვეტ მომენტს შეხვდეს ფორმის პიკში. შარშან ისე მოხდა, რომ რუბინიდან არც ისე კარგ ფორმაში წამოვიდა და პირდაპირ ბათუმში დაიწყო თამაში. სადაც ფორმის აღდგენა დაიწყო და შემდეგ პირდაპირ ნაპოლიში ამოყო თავი. ისე გამოვიდა, რომ უკვე შემოდგომაზევე დაიწყო ფორმის პიკში შესვლა და საოცარი თამაშები ჩაატარა. შემდეგ იყო ტრავმა და შემდეგ ისევ რამოდენიმე თამაშიანი აღზევება. უკვე გაზაფხულიდან რეგრესი დაეწყო რაც მხოლოდ გადაღლილობის ბრალი არ იყო რადგან წარმოუდგენელია ფეხბურთელი მთელი სეზონი ფორმის პიკში იყო. მას კი რუბინის და ბათუმის ჩათვლით სეზონნახევარი გამოუვიდა შეუსვენებლად თამაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი და ნაპოლის თამაშიც კარგად შეისწავლეს გუნდებმა და სულ უფრო რთული ხდება რაიმე ახალის შეთავაზება თან იმ დროს როდესაც რეალურად გუნდი დასუსტდა წინა სეზონთან შედარებით და აღარც ის მუხტი ჩანს ფეხბურთელებში. თავიდანვე ნათელი იყო, რომ არც ხვიჩას და არც ნაპოლის ისეთი ბრწყინვალე სეზონი აღარ ექნებოდა წელს როგორიც წინა იყო. მიუხედავამ იმისა, რომ მგონია ნაპოლი წელს ტიტულს ვერ მოიგებს დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა სეზონის შუა ნაწილში ფორმის პიკში შევა და ისევ გაგვახარებს თავისი თამაშით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მარტის სანაკრებო თამაშებში თავის სიტყვას იტყვის და კიდევ ერთხელ გაგვახარებს ქართველებს. პ.ს. ძალიან მეცოდება ის ხალხი ვისაც სხვისი წარმატების და ბედნიერების გაზიარება არ შეუძლია. ის დამოკიდებულა "ეგ თუ რამეს მოიგებს მერე მე რა" ჩემთვის გაუგებარია. თუ არ გულშემატკივრობ საერთოდ არ უყურო მის თამაშებს და იქნები მშვიდად.
ბადრი
ეს სულაც არ არის სახუმარო. სერიოზული პრობლემაა რაც დაკავშირებულია საერთოდ ქალთან. ლეგენდარული ბითლზები ერთმა ქალმა, იოკო ონომ დაშალა!
ასეა ეს!
კვარას წარმეტებები. ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება.
fani
შემომაქვს წინადადება სფფ-ს საყურადღებოდ: აეკრძალოთ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში წასვლა თუკი ცოლის მოყვანას აპირებენ :)
ასეა
სად არის ჯუღელის ხელის ბიჭი (!!)..შეყვარებჯლი და ფეხბურთი ეტთად არ გამოვა..
ქორ-პარიკმახერი
მარტში რომ იყო საქართველოში მაშინ ,,დალოცა" ვიღაცამ მწარედ
არტ
რას ერჩით ხვიჩას? არაფერი მოკლებული არ აქვს,გუშინ თუ ვინმემ რამე აჩვენა, ისევ ხვიჩა იყო. უბრალოდ გუნდი თამაშობს ცუდად- უფანტაზიოდ, ნელა, შეცდომებით. ვერცერთხელ ვერ მიიღეს ბურთი კარგ პოზიციაში ვერც ხვიჩამ და ვერც ოსიმენმა. იმედია გარსია გუნდს დაალაგებს. და ძველ ნაპოლის ვიხილავთ.
gzp
აშკარად დაბნეულია და ვერ პოულობს ადგილს. არ იხსნება მცველების ზურგში (რა შეაგდო პოლიტანომ). თავით საერთოდ არ ცდილობს. დაცვას არ/ვერ ეხმარება. ადრე აკეთებდა ართმევას მაგრამ ახლა აღარ. დასართყმელ პოზიციაზე ვერ გადის სერიოზულ გინდებთან. ერთადერთი რაც ისწავლა იტალიური ჟესტიკულაციაა :)
suxumchanin
რას უშვება ეს გოგო ხვიჩუნიას, პეტიცია ხომ არ შევიმუშავოთ გულშემატკივრებმა აეკრძალოს ნიტას ხვიჩასთან მიკარება? ხუმრობით რა თქმა უნდა. ხვიჩა მოუმატე -ყველა, ქართველიც და ნეაპოლელიც შენს ცეცხლოვან თამაშს ელოდება, გუნდიც შენს გარეშე ჩამქვრალია
ჯუჯი
ნაპოლი შარშანდელი გუნდის ლანდია. იმ დროს როცა საჭიროა ხვიჩას პასს არ ან ვერ აძლევენ.თამაშობენ ნელა ბურთის აქაეთიქით უაზრო გადაცემებით .
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
რეგრესი გაგრძელება!და გაგრძელება სანამ ქართველ გულშემატკივარს არ ეტყვის რეალურ მიზეზს რატო არ ითამაშა და არ მოუხდის ბოდიშს-ოღონდ წერილობით არა
charley-Ს
ლექსის დაწერის სურვილი ხო არა გაქ კვარადონაზე?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
ჰა აბა სექტა გამოვარდით და დაიწყეთ წყევლა
პპპ123
ცოლის მოყვანამ აწყინა თუ რამოუვიდა ამ კაცს
charley
რა მოუვიდა არ იცი?თავის თავი თვითონ დაითარსა.უდარი კი არადოდეს არაჰქონია და არც ექნება ისე დაასრულებს კარიერას.თუ სექტას იმედი გაქვთ რო რონალდოს მსგავსი უდარი როდისმე ექნება სცდებით. ასე რო ჩამო ბათუმში კვარა!
აბუ
მთელი საქართველო რომ კვარას მიშტერებია თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს. კვარა ს რაც გაუმართლა წინა სეზნზე ეგ იყო და ეგ. ვერ განვირთადება მეტს. გარსიას ბრალია სკამზე რომ არ სვამს
G.LA
ნუ პანიკიორობთ არაფერია საპანიკო. შარშან ამ მომენტისათვის 2 მ 2 ფ 8 ქულა ქონდა, ახლა 7 ქულა აქვს ნაპოლის. ხვიჩამ ეფექტურად დაიწყო და ისე რაა დაამთავარა სეზონი. ახლა ისე რა დაიწყებს და ეფექურად დაამთავრებს სეზონს. რაც უკეთესი იქნება. სეზონი გრძელია და ბერი თამაშები იქნება ლიგაზეც და სერია ა-შიც. ერთ ამოსუთქვაზე ყველას გაუჭირდება ერთ დონეზე თამაში. დაცვაა სუსტი შარშანდელთან შედარებით.
Charley
არ მინდა ცუდად გამომივიდეს მარა კვარა არ გავს მის ნახევარსაც კი ვინც წინა სეზონში სრულიად სერია ა მოაჯადოვა და დაიპყრო. ფორმაში არ არის უკვე მსუბუქი ნათქვამია, სისხარტე დაკარგული აქვს, მიიღო გაიჩერა, მიიხედ მოიხედა... ნერვები მომეშალა რა. როცა არ გამოგდის ხო უნდა მიხვდე რო სწრაფად ერთი ორი შეხებით მაინც ითამაშო. გახსნითაც ცუდად იხსნება, ისევე როგორც ვერა და ვერ აუმჯობესებს ისევ იმ დარტყმის სქილს, აგერ ორივე გოლის დროს მცველს გაექცნენ რასპადორი/პოლიტანო და ერთი შეხებით გაუყარეს გოლები. მარტივად რა მიიღე გაიქნიე დაარტყი მაგრამ საქმეც იმაშია რომ ვერ იღებს იმ დასარტყმელ პოზიციაში ხშირად თვითონ ვერ იხსნება იმიტო რო სისრაფე საგრძნობლად მოკლებული აქ ხან კი თანაგუნდელებიც ახანებენ პასებს და ეგაა, ასე ძუნძულით გახსნა სამი მცველის წინ რავიცი რა უბედურება დაემართა ამ ბიჭს, ანუ დრიბლინგის და მოტყუების მეტზე არც ფიქრობს სხვა რამის გაკეთებაზე. თან ასეთი უპირატესობა აქ მწვრთნელი თავისუფლებას აძლევს ამიტომ ცენრტშიც მოუხშირა შესვლას მაგრამ რეზულტატი? გოლის გრაფაში ისევ 0. რასპადორი კარგი მაგალითია კი გამოჩნდა რო ამ ეტაპზე სამწუხაროდ კვარაზე უფრო კარგი დარტყმა აქვს მაგრამ ფაქტია ყოველგვარი უაზრო ბურთის თრევის გარეშე, წამებში იღებს გადაწყვეტილებას და დასარტყამს ეგრევე ურტყამს, ხვიჩა კი თვითონვე ირთულებს საქმეს. ფეხბურთი მარტივი თამაშია არაა ხშირად საჭირო ზედმეტი "პროფესორობები" თან როცა ამ ეტაპზე ფორმაში არ ხარ. გაიხსენი, მიიღე გაეცი სწრაფად პასი ან დაარტყი ეგრევე კარში. გამოსალოცია ჩვენი ბიჭი ყველას სალაპარაკო მიეცა სერია ას საუკეთესო ფეხბურთელს რო 7 თვეა გოლი არ გაუტანია არგუმენტები სამწუხაროდ კრიტიკოსების ხელშია და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. პირველ რიგში სისხარტეა გამოსასწორებელი, წონაში ნეტა ასეთი რა უნდა მოემატებია თუ არ ჩავთვლით უკვე ფიზიოლოგიურად დაღვინდა და კუნთების მასა ამ წონას ესე მაინც ვერ მოუმატებდა რო ტიპი გეგონება უცებ გავეტერანდაო ისეთი ნელი მოძრაობები აქ რაც ყოველთვის მისი უპირატესობა იყო და მიტო ავიდა წინა სეზონში ოლიმპოს მწვერვალზე. ხალხს ლამისაა ნერვოზში გადაგვივიდა ეს დაუსრულებელი უგოლო "გვალვა" და ზოგადად მისი მოკლებული თამაშის ხარისხი. ხვიჩა გამოფხიზლდი ბიჭო შენ ისევ ის ბიჭი ხარ ვინც წინა სეზონში სერია ას მწვანე მინდვრებზე ცეცხლს ანთებდა და ტელე ეკრანებზე ხალხს ატყვევებდა შენი "საფეხბურთო პოეზიის" გამო. ფსიქოლოგიურად გადალახე სიძნელე ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ ფიზიკურად, უბრალოდ ეხლა შეუძახე შენ თავს გაზარდე ვარჯიშებზე ინტენსივობა, დაუბრუნე შენ თავს რწმენა რომ ყველაზე გამანადგურებელი თანამედროვე ფეხბურთელი ხარ და ყველაფერი გამოვა, ის კლასი არსად წასულა ის ისევ შენშია უბრალოდ მიეცი მას საშუალება ისევ ამოაფრქვიოს ეს მწვანე მინდორზე ის რასაც შენგან ყველა ელის და ის რაც ყველაზე მეტად შენ შეგიძლია.

მარტო სიაბანდზე კოტრიალი ნახევარი საათი, ეგაა თამაში კვარაჯან ??/
ზურა
მდაააააააააააა, სრული სიცარიელეაააააააააა. ბოლომდე ჩამოიწერება ვიღაცააააააააააააა. მგონი ვეღარც ინძრევაააააააააააა. წუხანდელი ღამე-ნათევიააააააააააა

რა მანჩესტერი და ლივერპული, მალე ბოლომდე სკამს გახეხავს სამწუხაროდ. ძოძუაშვილი ტყუილად კი არ უკრძალავდა ფეხბურთელებს, ნაადრევ ოჯახის შექმნას. წადი ბიძია ოჯახს მიხედე, ფული გეყოფა
Zulli Montero
ხვიჩუნიიიი
Geo
მე საერთოდ ვერ გავიგე რა ფეხბურთს თამაშობს ნაპოლი!! რუდი წადი რა ეგვიპტეში!
მამუკა
ძალიან მორიდებული ბიჭია ხვიჩა, ფეხბურთში ასე არ ივარგებს, ნაგლი უნდა იყო სპორტული გაგებით, როგორიც არის მაგალითად მბაპე,ვინისიუსი, გავი. ხვიჩა კიდევ დგას თავისთვის ამ ფლანგზე და არის გაყუჩებული
გიო
გახდა ისევ ნაპოლი სოფლის გუნდი, ხვიჩამ კი ოჯახს მიხედოს ესე ჯობია
Nick
თამაშს ვერ ვუყურე და უგოლოდ და უასისტოდ ყველაზე მაღალ შეფასებას რომ მიიღებ ორიბე გუნდიდან სასწაულები უკეთებია
dato
პრინციპში, რასაც ხვიჩა ხელფასს აიღებს აწი და რაც აიღო აქამდე, ახალი ცხოვრებისთვის და ოჯახისთვის ეყოფა. აწი ოჯახური ცხოვრებით იცხოვრე, ღმერთმა კარგი შვილები მოგცეს. რა გეჩქარებოდა შე კაცო, გაგექცეოდა ვინმე????????????????????????/
ფეხბურთის
შენ გინდა რომ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდეს?
სიმართლე
წუწურაქმა ლოურენტესმა გუნდი მოკლა. წინა წელს გაუმართლა და ეგონა სულ ესე იქნებოდა. ოთხეულში კი არა, ათეულში მოხვდეს კარგი იქნება. უფასო მწვრთნელი მოიყვანა და სპალეტი გამარჯვებულს, ფულს იქით ედავება. კვარა კი ხელფასის შესაბამისად თამაშობს და ალბათ ცოლს აქცევს კიდევ დიდ ყურადღებას........
giorgi 3
ჩემი აზრით კვარამ ცუდათ არ ითამაშა. (ამ მძიმე და უხეშ მატჩში) სამი წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის 2 ფეხბურთელს ყვითელი მიაღებინა, მეტოქის მცველები სულ დაძაბულობაში ჰყავდა. რა თქმა უნდა ჯერ არ არის ჩვეულ ფორმაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის
გურიიდან
კაი დაწყნარდი. პაწე რაცხაიზა ნუ გედეირევი!
გუსანი
ლაციომდე სიფრთხილით, ლაციოს მერე მომემატა არგუმენტები, ამ თამაშის მერე განმიმტკიცდა აზრი, რომ ნაპოლის ოთხეულში მოხვედრაც სასწაული იქნება, მე ჩვენი ბიჭის, იმედის მდგომარეობა მაფიქრებს, ადრე ვწერდი: სპალეტი მიხვდა- რესურსი ამოვწურეო და წავიდა, ხვიჩას? .... ფიზიკაზე და მოძრაობებეზე, გახსნებზე, ართმევებზე ბევრი სამუშაო აქვს, ამ დონით ძირითადშიც შეიძლება დაკარგოს ადგილი...
ფეხბურთი
მეორე სართულზე ვერ თამაშობს ხვიჩა, დასწრებაზე არ შეუძლია თამაში, ჯარიმას ვერ ურტყავს, პენალტს ვერ ასრულებს, მისი დრიბლინგი ყველამ ისწავლა და მთლიანად გათიშულია თამაშიდან. ვფიქრობ რომ ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ამ კომპონენტებს დახვეწავს და მისი თამაში გამოცანა იქნება მოწინააღმდეგისთვის და არა ორჯერ ორი.
ძუკუ
კვარა მხეცია! ბრწყინავდა კალოჩე კვარივით!
კეთილისმსურველი
დღრვანდელ მატჩამდე სულ ვიცავდი ხვიჩას. მაგრამ დღევანდელ თამაშზე კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ის რაც ბოლო პერიოდში აღარ მომწონდა მასში: გამუდმებული წუწუნი მოედანზე, ხელების შლა, კამათი მსაჯებთან და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან… მგონი ვარსკვლავური სენი ემართება ამ ბიჭს. მეშინია ის არ დაემართოს რაც ძალიან ბევრ ახალგაზრდა ვარსკვლავს დაემართა ევროპაში. რამდენიც გინდათ იმდენია ევროპაში ფეხბურთელი, სუპერტალანტებად რომ მოიხსენიებოდნენ 20-21 წლის ასაკში და მერე ვეღარ გაამართლეს ის იმედები. ხო კიდევ ოდნავ შეზებაზე მოედანზე რომ გაწვება და იკლაკნება, თითქოს ფეხი მოაჭრეს, ეგეც ნერვებს მიშლის. არა და მისი ხათრით დავიწყე ფეხბურთის ყურება 40 წლის ასაკში. ბოლო 15-20 წელი ფეხბურთს ასე სტაბილურად აღარ ვუყურებდი
Ika
მეც ვფიქრობ რომ ხვიჩა უნდა წავიდეს ნაპოლიდან, რაღაცნაირი გუნდია, ბარდაგია რა. ათას სისულელეს აკეთებენ ნაპოლის ფეხბურთელები და ნაპოლის დარტყმა რომ არ ქონდა კარში და ხვიჩამ დაარტყა, ლამის საბოდიშოდ გაუხდა საქმე. რომ არა ხვიჩა, რა მაყუტებინებდა ნაპოლის თამაშს
გია
სათაური შეასწორეთ
GenoA
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
გოგლიჩიძე შეცვალეს - "ემპოლიმ" ზედიზედ მესამედ წააგო [VIDEO]
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
ერთი ფოტოთი მოპოვებული პოპულარობა - "რომას" ულამაზესი ფანი გუნდის საგულშემატკივროდ ლიფის გარეშე მივიდა [PHOTO]
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სერია A-ს გუნდში გადასვლა რეალურია" - იტალიური მედია
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია