ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა "ნაპოლიმ" გამარჯვებით ("ბრაგასთან" სტუმრად 2:1) დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უფრო მაღალი დონის გუნდმა, შესაბამისი შემსრულებლებითა და ცოტა იღბალით, გაიმარჯვა. ნეაპოლელები ჯგუფის ყველაზე სუსტ მეტოქეს ხვდებოდნენ და მომავალ მატჩებში კიდევ უფრო მეტი დასჭირდებათ. სუბიექტურობისგან მაქსიმალურად დაცლილს იმის დაწერა შეგვიძლია, რომ რუდი გარსიას გარკვეული მიზნები ამოუცნობი რჩება, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში. ამის მიუხედავად, ქართველ ლეგიონერს ჩვენ სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, რაც ახლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

თუკი სპალეტის იმის გამო ვაკრიტიკებდით, წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთი ტაქტიკური სქემით შეეძლო და მრავალფეროვნება აკლდა, ახლა დომინანტური ფორმაციის გამოკვეთაც გვიჭირს. თავდაპირველად ისე ჩანდა, გარსია გუნდს როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე თამაშს ავალებდა, ახლა კი გამოჩნდა, ეს უბრალოდ ცოტა ქაოტურად ხდებოდა. ფრანგი მთავარი მწვრთნელი მოწადინებულია, ნახევარდაცვა მხოლოდ ლობოტკაზე დამოკიდებული აღარ იყოს. სლოვაკი საკუთარი შარშანდელი კონდინციებიდან შორსაა, პორტუგალიურმა შეხვედრამ კი ის გამოაჩინა, რამდენად სარისკოა, მისი საქმე ანგისას დაავალო.

გასაგებია მწირი რესურსი, თუმცა გარსიას იშვიათად შეაქვს ის სიახლეები, რისი შესაძლებლობაც აქვს. ტრავმირებულთა სიაში არ ყოფილა, მაგრამ განაცხადს მიღმა იყო კაიუსტე, რომელსაც ცოტა დაძაბული დებიუტი ჰქონდა, იმის შემდეგ კი არსებულ შუა ხაზში საკმაოდ განსხვავებულ უნარებს ავლენს. საერთოდ არ ეძლევა დრო ლინდსტრომს, არადა, ლოსანოს წასვლის შემდეგ, პოლიტანოს ალტერნატივა სწორედ ის უნდა იყოს და არა ამპლუაშეცვლილი რასპადორი ან ელმასი.

რაც შეეხება კვარაცხელიას - ხვიჩას მიმდინარე სეზონის ცალსახად საუკეთესო მატჩი ჰქონდა, შეტევაში მისი ყველა ჩართვა ფაქტობრივად, სახიფათო მომენტით მთავრდებოდა. "კვარა" დრიბლინგზე თამამად მიდიოდა, თუმცა პორტუგალიელებს დაზღვევის მექანიზმები კარგად ჰქონდათ განვითარებული. "ბრაგამ" მარჯვნიდან რამდენიმე შეტევა განახორციელა, ქართველი გარემარბის გააქტიურების შემდეგ კი მასზე უარის თქმა დასჭირდათ. აშკარაა, რომ 77-ე ნომერი სულ უფრო უკეთეს ფორმაში შედის, ტრავმიდანაც საკმაოდ დიდი დრო გავიდა და დაღლილობა ისე ნამდვილად არ ემჩნევა, მოედნიდან ნაადრევად გაიყვანონ. ისე ჩანს, გარსია საკუთარი საზღვრების მონიშვნას და იმის ხაზგასმას აპირებს, ავტორიტეტები რომ არ არსებობენ. ვხედავთ, კვარაცხელია უკმაყოფილოა და როგორც წესი, მსგავსი გამოცდილებები ბოლოს მწვრთნელებისთვის პრობლემების შემქნით სრულდება, ეს თავად რუდისაც მშვენივრად მოეხსენება. სხვა საქმეა დე ლაურენტისი - კლუბის პრეზიდენტი. ფრანგი თავკაცი ალბათ იმითაც კმაყოფილია, მისი შენიშვნის შემდეგ დაცვით ფაზაში გაცილებით აქტიური ოსიმენი რომ ვნახეთ. ნიგერიელი ბრაგაში ცივსისხლიანი არ ყოფილა, გასული სეზონის ვიქტორი ასეთი შეხვედრიდან უგოლოდ არ გავიდოდა. კარგი იქნებოდა, თუკი ის ქართველის პასს გოლად აქცევდა და მძლავრი დუეტი კვლავ შედეგიანად ამოქმედდებოდა.

რა შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ უახლოეს მომავალში? მცირე დრო ცენტრალურ მცველ ნათანსაც მიეცა და იქნებ სამომავლოდ მასშიც კია დაცვის დალაგების მექანიზმები. ამ ეტაპზე ნორვეგიელი ოსტიგორის პროგრესს აღვნიშნავთ, რაც კიმის დონის პარტნიორთან უფრო საგრძნობი იქნებოდა. თუკი გარსიას მიაჩნია, რომ რასპადორის ან ელმასს მეტი დრო უნდა მიეცეს, მაშინ ტატქიკურ ცვლილებებზეც მოუწევს დაფიქრდება, თანაც სუსტი საყრდენი ზონის ფონზე.

წინ მადრიდის "რეალთან" თამაშია, მანამდე კი საკუთარ კედლებში "ნაპოლი" უფრო ძლიერი და წინა სეზონის მსგავსი დომინანტი უნდა გახდეს - ლიდერების კარგ ხასიათზე ყოფნით!..

გურამი
მე მგონი რაღაც ბინძური თამაში მიდის კულისებში - Money makes the world go round.
გიორგი IV
რატო?მაგრა თამაშობდა და არ უნდა შეეცვალა?გარსიას ადგილას პირველივე ტაიმში შევცვლიდი!ბურთებს კარგავდა.კაცს არ მოყვებოდა.ზონა სულ ღია ჰქონდა!ევროპაში არავინ გაპატიებს ჩავარდნას!როგორც შეიყვარეს ისე შეიძულებენ!მწვრთნელმა შედეგი უნდა დადოს და სულ არ ენაღვლება ამას კვარა გააკეთებს თუ სხვა!ობიექტურები რო ვიყოთ ძაან აქვს მოკლებული!ეთამაშა ევროპაზე და იქნებოდა ტრნუსში!21წლის კაცი არ უნდა იღლებოდეს და 2თვე არ უნდა ისვენებდეს კურორტებზე!!!
გუბერნიას
“ხ” ვერ გაგირჩევია “ღ” სგან და კომენტარებს რატომ წერ??? და საიდან ამდენი ღვარძლი??? აა მოიცა, უკაცრავად,თქვენთვის “ხვარძლი”:)))
ქუთაისი
შეცვლა მწვრთნელმა შეიძლება რომ გააკეთოს ოთხი მიზეზით. პირველი- როცა თამაში ფაქტობრივად მოგებულია და გინდა რომ გამოსცადო სათადარიგო. მეორე- როცა ძირითადის ფეხბურთელს არ მისდის თამაში და მას ანაცვლებ სათადარიგოთი. მესამე- როცა გინდა ტაქტიკური ცვლილება და გადაადგილება განახორციელო თამაშში და შემოსულ ფეხბურთელს აყენებ არა იმ ადგილას სადაც თამაშობდა ძირითადი. და მეოთხე- როცა სათადარიგო გყავს მესი. თუ არც პირველი ვარიანტია, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე და აკეთებ ცვლილებას... მაშინ ხარ დებილი.
Ras merchodi Jonjolia?
რატომ წამებ ცილს შე უჯიშო? დაგიდგება პასუხისგების დრო
თენგო
ერთი რამ მაინტერესებს დამეთანხმებით, კვარას სტანდარტულების სერია, სამი თუ არ ვცდები, სამივე წარმატებული იყო, ცოტა დააკლდა გოლს. რატომ ჩააწოდა მომდევნო სტანდარტი ჟელინსკიმ? კვარას რატომ არ გააგრძელებინეს? აქ რაღაც ვერაგობაა, ან სიბეცე!
ჯუჯი
მე მეგონა ხვიჩა იმიტომ შეცვალეს,რომ დაიღალა.თურმე ასე არ ყოფილა.
ჟორა გაბრიჭიძე
მწვრთნელი პასუხს აგებს გუნდზე, ფეხბურთელი კი თავის თავზე. მწვრთნელს გუნდის გამარჯვებას თხოვს გუნდის მეპატრონე, ხოლო ფეხბურთელს კარგ თამაშს თხოვს მწვრთნელი. ხვიჩას გაბრაზება შეცვლის დროს უადგილოა, რადგან თავდამსხმელი ხარ 70-80 წუთში ბურთი ვერ გაიტანე და საგოლე პასი ვერ გააკეთე, იმის მაგიერ, რომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე შენ თვითონ მოითხოვო შეცვლა, გცვლიან და ბრაზდები. რატომ? რა დამსახურებისთვის უნდა დაგტოვონ 90 წუთი მოედანზე, ამას არ უნდა შეეკითხო შენ თავს? ეს მარტო ხვიჩას არ ეხება, ასე უნდა იმსჯელოს ყველა ფეხბურთელმა ვისაც გუნდის წარმატება რამედ უღირს.
NAPOLI!
მაგარი ბიჭია, პოზიტიური და რაც მთავარია კვარას საუკეთესო მეგობარი!!!
ასეა ეს
კვარადონაც შეიფერა, არა არ ვარო არ უთქვამს, არადა კვარადონა მარადონამდე ისეა დაცილებული როგორც მთვარე მარსიდან. ამზეა ნათქვამი თავბრუდახვევა წარმატებისგან. ივარჯიშე, კონცენტრირდი, მოინდომე და თუ შეგიძლია გამოგივა კიდეც. აბა შენ იცი.
ვაჟა მასწ.
ეს ნორვეგიელი ოსტიგორი მართალია "ციმბირელ ვასიას" გავს მაგრამ მგონია, რომ კორეელი კიმის მსგავსად ათამაშდება და პროგრესი ექნება. ისე ჯიგარი ტიპი ჩანს ხვიჩას მიმართ - გაიხსენეთ როგორი "უმტკივნეულო" და სუფთა "პოდკატები" გაუკეთა ხვიჩას ამას წინანდელ მატჩში.
ციციკორე
გამოლოცვა ჭირდებათქო. არ გჯერათ თქვენ :) აბრალეთ ხან გრუზინობას, ხან ცოლს.
გიორგი
ხვიჩას გადაწყვეტილება ახალგაზრდულში თანაშზე უარის თქმაზე 1000% გამართლებული იყო. მორჩით ამ უაზრო წუწუნს.
გიო
შეიძლება სხვა თამაშებში იყო "იმის ნახევარი", რაც ადრე, მაგრამ გუშინ? დაუნახაობა სწორედ ის არის, რომ გუშინ საუკეთესო იყო და ეს არ აღიარო! წინააღმდეგ შემთხვევაში, დადეთ მთელი ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი ტურიდან, ვინ გააკეთა მასზე მეტი საგოლე პასი და თან ისე, რომ მას გამამწვავებელ პასებს არ აძლევდნენ!
ამაშია საქმე
ეტყობა არ გინდათ დაინახოთ რომ გარსიას ხვიჩას ვარჯიშებისადმი დამოკიდებულება არ მოსწონს და უნდა აზრზე მოიყვანოს.ვერ ხედავთ შარშანდელის ნახევარია თამაშის დონით.გარსიას ხომ როგორც ჩვენ შარშანდელი ხვიჩა ჭირდება.
გუბერნიას
გუბერნიავ! შენს თავზეც გავიარეთ და გამოვიარეთ, ღრუზინებმა, ბონუსად რუსებმაც!
გუბერნიას!
ჩვენი ძმა! აღარ დაიღალე ყველაფერში "რუსულ-გრუზინობას", რო აწვები? ტვინი მოხენით უკვე "ღრუზინი, რუსული, რუსეთუმე და ასე შემდეგ. იმისა არ იყოს, ამ ჩემისა ნაცებს ვეკითხები ხშირად ,ქართულ ოცნებას, რო რუსულ პარტიად მოიხსენებთ, ერთი მაგალითი დამისახელეთ რა გააკეთეს რუსული? პასუხად ხან რას მიედ-მოედებიან ხან რას ბჟუტურობენ? უბრალოდ მასხარად იგდებთ თავებს! ეგ არის რა?
baggio
არ მგონია კომენტარებს სერიოზული განწყობით წერდე (უბრალოდ წარმოუდგენელია), მაგრამ სჯობს სწორად შეარჩიო ,,საკაიფო,, თემა
baggio
არ მგონია კომენტარებს სერიოზული განწყობით წერდე (უბრალოდ წარმოუდგენელია), მაგრამ სჯობს სწორად შეარჩიო ,,საკაიფო,, თემა
გიო
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას პიროვნულად უკვე ბევრად ნაკლებ პატივს ვცემ, ვიდრე ადრე, მაინც მაგრად ვგულშემატკივრობ; ქარველია და იმიტომ. გუშინ კი, მწვრთნელისა და რამდენჯერმე პოლიტანოს საქციელი უბრალოდ იყო უნამუსობის პიკი. პოლიტანომ ერთხელ ხვიჩასთვის პასის მიცემას, ბურთის დაკარგვაც კი ამჯობინა, ხოლო მწვრთნელმა საუკეთესო მოთამაშე გაიყვანა მოედნიდან. პარტნიორებისგან საკმაოდ იზოლირებულმა, ღან არასრულ მატჩში, იმდენი საგოლე პასი გააკეთა, რამდენიც მთელ დანარჩენ 21 ფეხბურატელს არ გაუკეთებია ერთად! ხოლო მისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში ერთელაც კი (!) არ გადაუწოდებიათ!
გუბერნია ს
ჭაობის ბუყბუყი მესმის პირდაპირ გუბერნიიდან. ასეთ დაბალი დონის გრუზინულ კომენტარებს თუ შეეშვებით, ბევრად უფრო განვითარდებით. ამ ქვეყანას განვითარებული და საკუთარ წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანები ჭირდება. კი ხედავთ რა დღეშია თქვენნაირი გაუნათლებელი ოროსანი ადამიანების ხელში. ტერმინი "ქალური" დამაკნინებლად გამოიყენე შენი პატარა ტვინით? შენნაირები რომ რაიმე ტერმინით ქალს დააკნინებს ამ ქვეყანაში რაზეა საერთოდ საუბარი. პირველივე სიტყვაზე გეტყობა საიდანაც მოდიხარ. ჭაობიდან. კვარაცხელიას გვარს როგორი დაბოლოებაც არ უნდა გაუკეთო შენგან განსხვავებით ადამიანი მაინცაა. შენნაირებმა წერა-კითხვაც კი არ უნდა იცოდნენ წესით. გამოქვაბულიდან წერთ და მეტს არც იმსახურებთ. მთელი ცხოვრება მონა უნდა იყო რადგან საკუთარი კარგის დაფასება არ შეგიძლია. ეგეთები კი ძირითადად სხვისი მონები ხდებიან:)) წარმატებები!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამ კვარაცხელოვს ხო კაცი ვერ გაუგებს. ეს ხან გაბრაზებულია ხან დახლილია . ქალივით მძიმე დხეები აქ. ეს რუსულ-გრუზინული ტრიპაჩობა თუ არ მიატოვა ყველგან გაუჭირდება.
Spain
ისეთი სახეებით იყვნენ თამაშის მერე თითქოს წააგეს ეგ თამაში. ვიდეოებიც ვნახე რა სახეებით დატოვეს სტადიონი. განსაკუთრებით კვარა-ოსიმენს აფიქსირებდნენ. მართლა ისეთი ტრაგიკული სახეები ჰქონდათ. არადა თამაში მოიგეს და სამი ქულა წამოიღეს. არვიცი რა გარემოს ქმნის ეს მწვრთნელი ისეთს, რომ გუნდში ყველა დაძაბული სახით მოძრაობს.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ