საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიშის ტიპის ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიასთან და 56:64 დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიშის ტიპის ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიასთან და 56:64 დამარცხდა. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გუნდებმა დამატებით 15–წუთიანი პერიოდი ითამაშეს, იქ კი უკვე საქართველოს იძალა, თუმცა ძალაში თავდაპირველი, ძირითადი 40–წუთიანი მატჩის ანგარიში შევიდა.

ინტერვიუ დავით უსტიაშვილთან (საქართველოს ეროვნული ნაკრების ასისტენ მწვრთნელი)

– როგორ ჩაიარა შეხვედრამ?

– დამაკმაყოფილებლად. რისთვისაც გავმართეთ ეს მატჩი, საიმისოდ კარგად გამოვიყენეთ. შედეგს ყურადღება არ ექცეოდა, ჩვენი მიზანი კალათბურთელების ფორმის შეფასება დსა სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იყო.

– მწირი ანგარიში რის ბრალია?

– ალბათ იმის, რომ ორივე გუნდი დაცვას აქცევდა ყურადღებას, ცდილობდნენ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი დაეხვეწათ. საბოლოოდ ანგარიში არ ყოფილა პატარა, თუმცა ის აღარ დაუთვლიათ, რადგან როცა შეხვედრა დასრულდა, მოვილაპარაკეთ და კიდევ 15 წუთი ვითამაშეთ. თუკი ამ დამატებით დროსაც გავითვალისწინებთ, ჩვენ 2 ქულით მოვიგეთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შედეგს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით. შეხვედრას სავარჯიშო ხასიათი ჰქონდა.

– ავსტრიასთან დღესაც გაქვთ სპარინგ–მატჩი?

– ეს უკვე ოფიციალური ამხანაგური მატჩია. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მაყურებელი იქნება. შეხვედრა შტაინბრუნთან ახლო მდებარე ქალაქ ბადენში გაიმართება. ბილეთებიც იყიდება და მათი ფასი 5 ევროა.

– როგორ ფორმაში არიან ნაკრების კანდიდატები?

– დამაკმაყოფილებელ ფორმაში არიან. მანუჩარ მარკოიშვილი ნელნელა შედის ფორმაში და ავსტრიასთან თუ არა, მომდევნო ამხანაგურ მატჩებში აუცილებლად ითამაშებს.

ამხანაგური მატჩი. შტაინბრუნი, ავსტრია. 30 ივნლისი

ავსტრია 64:56 საქართველო

29:25 35:31

საქართველო: გამყრელიძე (1), ა. ბოისა (6), ვ. ბოისა (7), ფაჩულია (10 ქულა, 10 მოხსნა), ცინცაძე (7), სანიკიძე (9), ცქიტიშვილი (9), ჰეინსი (7 ქ, 3 პასი), შენგელია

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა