ევროტურნირების მატჩები ჯერ ახლა დასრულდა, გუნდებს კი უკვე შიდა ჩემპიონატზე გადართვა უწევთ. ასეთ დროს ფიზიკური ძალების აღდგენას, ხასიათზე ყოფნასა და დიდ საკადრო რესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებთ, ევროპის წამყვან ქვეყნებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს უფრო მეტი ნდობა ექნებათ, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ. ითამაშა კვერნაძემ, ახლა კი იმავეს საზონოვისა და მიქაუტაძისგან ველით...

ზედიზედ მესამე გასვლით მატჩს ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" - თუკი გენუაში მათ ქულა გადაარჩინეს, ჩემპიონთა ლიგაზე ავტოგოლის დახმარებით გაიმარჯვეს. რუდი გარსიას გუნდს სტაბილურობა აკლია და არაერთ კომპონენტში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება სჭირდება. რაც შეეხება "კვარას", მას "ბრაგასთან" ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა და მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ველით. ნეაპოლელები "ბოლონიას" დღეს, 24 სექტემბერს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ესტუმრებიან.

"ბოლონია" არის გუნდი, რომელსაც "ნაპოლიმ" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაუტანა - 194. იტალიის მოქმედი ჩემპიონები ამის გაგრძელებას აპირებენ. ტიაგო მოტას ბიჭებისთვის ვიქტორ ოსიმენსაც ბევრი გააქვს - 6 მატჩში 5 გოლი. ნიგერიელმა ამაზე მეტჯერ მხოლოდ "სასუოლოს" (6) კარი აიღო. დაველოდოთ, რუდი გარსია რა სასიკეთო ცვლილებებს შემოგვთავაზებს და რამდენი წუთის დათმობას გეგმავს 77-ე ნომრისთვის.

გარსიას გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ არ მოუგია, სამი წარუმატებელი შეხვედრა კი გუნდს ბოლოს 2022 წლის აპრილში ჰქონდა. ბოლონიელები საკუთარ "დალ'არაზე" ძლიერები არიან და უკანასკნელ 9 შეხვედრაში რვაში არ წაუგიათ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა კარში დარტყმების მცდელობებში.

ამ სტადიონზე მაისის შეხვედრაში ნეაპოლელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მაშინ კვარაცხელია სპალეტიმ მოედნიდან საკმაოდ ადრე გაიყვანა და საბოლოოდ, ქულები დაიკარგა. რაც შეეხება გასული სეზონის პირველი წრის დაპირისპირებას, მაშინ კვარაცხელია-ოსიმენის მშვენიერი კომბინაცია და გოლი ვნახეთ. უხვგოლიან შეხვედრაში ნეაპოლელებმა (3:2) მოიგეს.

მატჩს აუროლდი განსჯის. როცა ბოლოს ის "ნაპოლის" შეხვედრის არბიტრი იყო, მარიო რუი მოედნიდან გააძევა (25 თებერვალს "ემპოლისთან"), 2022 წელს კი სპალეტის გუნდის "უდინეზესთან" დაპირისპირების (3:2) მთავარი მსაჯიც იყო.

რობი
ჩემი აზრით ხვიჩა და მთლიანად ნაპოლის ცუდი თამაში პირველ რიგში ლაურენტისის ბრალია. ის ხისტი, ცბიერი და უზრდელი აღმოჩნდა, მან შეურაცყოფა საჯაროდ მიაყენა ხვიჩას გარემოცვას, გადააგდო ხვიჩა ხელფასის მომატების საკითხში! ასევე მოექცა ოსიმენს. და ამის მერე როგორ უნდა ითამაშოს ხვიჩამ ძველებურად, ანთებული თვალებით და შემართებით თუ არ გაფასებს კლუბის პრეზიდენტი? არ გამიკივირდება თუ ნაპოლი და ხვიჩა დღესაც ჩააგდებს თამაშს
ამირანი
რა წერია დაგეწერა ბარემ
ვაჟა მასწ.
ვისაც შეგიძლიათ სასწრაფოდ მონახეთ ინტერნეტში https://t.co/xwYceewHAH და წაიკითხეთ რას წერს რუდიკო გარსია კვარას ხვალინდელ თამაშზე!
ქ. გ.
კარგია, რომ დღეს არ თამაშობს ნაპოლი. იტალიაში საშინელი წვიმაა.
ლაშა
კვარა უეჭველი რეალისთვის ინსხავს თავს:-დ. ისე ბოლონიასაც არ აწყენდა გოლი…
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა