სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიქტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“

ბოლონია - ნაპოლი 0:0

Vito
მაგარი მოპუტკუნებულია და სისწრაფე დაკარგული აქვს.. დარტყმა არ უვარგოდა რაც წინა სეზონის მეორე ნახეცარში გამოჩნდა.. თუ ნახავთ გოლებს მაგრა უცნაურად ურტყამს.. ბევრი აქვს სავარჯიშო..თორე კვარაზე ბევრად დიდ ტალანტებს გაუნიავებიათ ნიჭი..
რიო
გუნდში თუ სიტუაცია არ გამოსწორდა რეალი გაგანადგურებთ.
გ.შ.
რაც შეეხება ხვიჩას კვარას , უნდა დემეწერა თქვენ თავს ვფიცავ
გ.შ.
გარსია შე ყველაფერზზე წამსვლელო,შე ხელის მარიონეტო, სახეზე გაწერია რაც ხარ, უარყოფითი ტიპია დამეთანხმებით ალბათ,რაც შეეხება იაცარას , მისი ეს მშრალი სერია ხომ ყველამ ვიცით დასრულდება , ფაქტიურად ერთი გასროლა უნდა და ეგაა
მამუკა
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხვიჩამ თამაშა ძალიან მოუკლო. ენერგია და კონცენტრაცია შარშანდელ სეზონთან შედარებით ალბათ 1/3 აქვს. ამ ამბავს, რაღა თქმა უნდა აქვს ისეთი მიზეზები, როგორიცაა საეჭვო კვალიფიკაციის მწვრთნელი, არაკომპეტენტური და თვითკმაყოფილი აგენტი, რომელსაც ხვიჩას ოჯახი გულუბრყვილოდ ენდობა, ძუნწი და უმადური ლაურენტისი. ეს სამი არცთუ უმნიშვნელო მიზეზი ხვიჩაზე ძალიან მოქმედებს, რომელსაც ამ ყველაფერთან ერთად პოპულარობა ცოტა თავში აუვარდა, რაც ალბათ გასაგები და იმედი მაქვს დროებითია.
სვანსკი
ყველა ერთხმად 100%
შულაია
შემტევები და ე,წ. ზვეზდები ეგენი არიან და აბა ვინ უნდა გაამწვავოს,არა ბიჭო მე ჩავალ აქედან-ფოთიდან და გავამწვავებ. რა კვარას მოპოვებული პენალტი მცველს ასხლეტილი ბურთი ხელზე მოხვდა, ან არ მოხვდა სულ ეგ იყო,მოდით არ უნდა ეს ზღვარგადასული ქება,თორემ დავღუპავ ბოლომდე ამ ბიჭს.....შესაცვლელი იყო და შეცვალეს კიდევ და ხელების შლა ვერაფერს შეცვლის მის კარიერაში..
გულშემატკივარი
ეს ანბანური ჭეშმარიტება გუნდის მთავარ მწვრთნელს, არ უნდა ესმოდეს?
გოგა
მარტო კვარა და ოსიმენი ამწვავებს შეტევებს ნაპოლიში. შეცვლას რაც შეეხება, არ დაგავიწყდეთ ყვითელიც რომ ჰქონდა ხვიჩას. ისე, ხელების ქნევას და ყველაფერზე მსაჯთან აპელირებას თუ გადაეჩვევა, კარგი იქნება.
თორელი
სახლში რო გზრდიან ამ ახალგაზრდებს მარტო საიმაღლეში, ცოტა ზრდილობა და კულტურაც შემოგაშველონ. ახლო მახლო თქვენთან არავინაა ისეთი ვინც ჭკუას დაგარიგებთ? წადით კითხეთ 90 იანებზე, აქვე იყო 90 იანები. თქვენნაირად კლავიატურაზე არ გვიცვდებოდა თითები მაგ დროს და გონება არ გვქონდა სავსე ინფორმაციული ნაგვით. დაწერილიდან შინაარსი ვერ გამოგაქვთ , გავა 20 წელი და მომავლიდან ვიღაც თქვენზე ჭკუათხელი მოგაძახებთ ეს 2010 იანი ,,ლუზერებიო" თუ იმასაც არ მიყვა ჭკუა და გონება.
gzp
ნუ გეშინიათ უდინეზეს გოუტანს :)) მაგათ დაQაგრავს :))
თენგაბი
თუ ტრავმა ან სხვა მსგავსი საშიშროება არ არის, როგორ შეიძლება ხვიჩას გაყვანა გადამწყვეტ მომენტებში, იმ ფეხბურთელის, რომელსაც ყოველ წამს შეუძლია შექმნას საგოლე სიტუაციაც და გოლიც გაიტანოს? თან იმ დროს, როდესაც რამოდენიმე თამაში აჩვენებს, რომ სიტუაცია უფრო უარესდება და გაუმჯობესებას ადგილი არა აქვს. რასაკვირველია მწვრთნელს აქვს უფლება ფეხბურთელები შეცვალოს მისი შეხედულებისამებს, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს ძირითადად რასპადორის, პოლიტანოს, სიმეონეს და ა.შ. ხვიჩას და ოსიმენის მოხსნა გადამწყვეტ მომენტში, როცა გოლის გატანა გჭირდება, თვითმკვლელობის ტოლფასია. არა მგონია გარსია ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ეტყობა ეს იმ წუწურაქის გეგმია ნაწილია, რომელიც ასეთი მეთოდით ცდილობა ხვიჩას და გუნდის სხვა წევრების ამბიციების დათრგუნვას. არ მგონია, ასეთმა მიდგომამ ნაპოლის წარმატებები მოუტანოს. ხვიჩა ახლაც ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია ნაპოლიში, მაგრამ წინსვლას აგრძელებს და იმ სისხარტეს და სისწრაფესაც მალე დაიბრუნებს და უკეთესი კვარა გვეყოლება, უფრო გამოცდილი და დაბრძენებული. ღმერთო, შენ შეეწიე ყველა ქართველს გაჭირვებაში
ვალერი
იმაში მართალი ხარ ,არ არის სწორი არანორმატიული ლექსიკით კაცის ხსენება,რა უბოროტოდაც არ უნდა იყოს ნათქვამი , მითუმეტეს ,ყველასათვის საყვარელი ადამიანის.არაფერი კაი მაგაში არაა. მარა,ჩემი ხაალხისგან გასალანძღი საქციელი ღმერთმა ნუ ჩამადენიოს , წინა დღეს გამცხებია სული..)) ასახსნელი მიმოიხედე, უმცროსები მეიკითხე,შენ არ გეტყვი და ისე - ხედავს ღმერთი , გასალანძღი კაცი არ ვარ ,ნაღდად არ მიცხოვრია მასე 45 წლის კაცს. ამხელა ვეფხისტყაოსანი იმიტომ დაგიწერე , ბიძია, დარწმუნებული ვარ , ახალგაზრდა ადამიანი ხარ და აწი გაითვალისწინე ნუ გამოედევნები ერთ სიტყვას სხვის დაწერილში, რომელშიც , სხვათაშორის, საქებარი სიტყვებიც წერია
Zaza
ასე მგინია ჩვენ უფრო ვიცით რა და ვინ სჭირდება ნაპოლის საჩემპიონო ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიცით კი არა, მგონი ჩვენ უფრო გვინდა ვიდრე დილაურენტისს! სხვსნაირად არ მესმის როგორ შეიძლებოდა ამ არარაობა გარსიას მოთრევა!
ფეხბურთი
დღეს უკეთესი იყო კვარა და იმედია შემდგომ მატჩებში თავის რეალურ კონდიციებს დაუბრუნდება. საგანგაშო არაფერია, ნაპოლი ისევ აკრიფავს ჩვენებურთან ერთად.
კახა
თითქმის ყველა კომენტარი წავიკითხე და არც ერათი არ ვარაუდობს ხელფასის არ მომატებამ თუ შეიძლება რო გული გაგიტეხოს და იმ ჟილკით ვეღარ ითამაშო, კვარას რო აქ ხელფასი იტალიაში, სერია A ს აღმიჩენას და წინა სეზონის საუკეთესოს მგონი ინგლისის მესამე ლიგაში თუ აქვთ წელიწადში მაგდენი. არც ოსიმენს,ლობოტკას,ანგისას და ზელენსკის არ მოუმატა და რა გასაკვირია რომ ბიჭები იმ გულით ვეღარ თამაშობენ. ლაურენტისი იტალიის ყველა დროის უძუნწესი ადამიანია და იქნებ დროზე უშველო ხვიჩა თავს. შენი სახელი ნაპოლის ისტორიაში ოქროს ასოებით უკვე ჩაიწერა და ყველას ემახსოვრება ნეაპოლში.. ერთ რჩევას მოგცემ, რეალთნ მოინდომე ძალიან, იქნებ ცოტა დაიკლო და შენებურათ იფრინე რო შენი წაყვანა გრანდებმა არ გადაიფიქრონ,რალთან მატჩს ყველა გამადიდებელი შუშით დააკვირდება შენ თამაშს და აბა შენ იცი. უფალი გფარავდეს ძმაო.
გივის
კი, ის ბერძენი ფილოსოფოსიც შავი იყო, ხუჭუჭა დრედები ეყარა დალალებად და ამპლუითაც შემტევი ნახევარმცველი იყო...
მდააა...
ნაპოლის ბლოგერებს ვუყურებ. ტიპები ყვირიან, კივიან და ბოლოს ხმას რო კარგავენ ხავიან.... აღარ გვინდა გარსია, ბასტა ბასტაო იძახიან. გუნდს გოლი აქვს გასატანი და კვარას და ოსიმენს ცვლის ეს ყ... ესაო. მოკლედ მთელი ნეაპოლი ერთ ჭკუაზეა - ნახუი გარსია!!!
ვალერი
ვიღაც ორ გაუთლელ ახალგაზრდას ჩემი , ასე ვთქვად, ქართული არ მოეწონა. მოგმართავთ, ახალგაზრდებო , საერთოდ მართლწერის უნარ ჩვევები გაცილებით მეტია , ვიდრე სმაილების ტყაპუნი. ნაფტალინიდან გამოტანილი მართლა ქე იქბები, ბიძია, დიდი სიყვარულით მოგიკითხეთ, როგორც კი თქვენს მიერ კრიტიკულ შენიშვნას გავეცანი. იმ 90 - ში რომ გეცხოვრა , ყმაწვილო , მასეთი გრძელი ენა ( ხელი ) კი არ გექნებოდა. P. S.ქართულის ენის ჩემი ( და არა - ჩემი ქართულის) მასწავლებელი , სამწუხაროდ,დიდი ხნის წინ გარდაცვლილია. შენსას რაც შეეხება - ახლა უნდა იკლავდეს თავს შენი შემხედვარე

კუნთები სტკიოდაო კვარასო და მაგიტო შევცვალეოოო. არანაირი ჯიბრში ჩადგომა არ არსებობს. გვეჩვენება
gogi
არაა მთლად მასეც საქმე. იგივე წინა სეზონში სიმეონეს გოლები არ გვახსოვს, განსაკუთრებით რომასთან თამაშის ბოლოს? შევლაზე შესულ ელმასსაც ბევრჯერ უყოჩაღია ადრე. გარსიაზე ყველა ვთანხმდებით რომ სუსტია, მაგრამ მწვრთნელის ვალია რომ ცვლილები სცადოს თუ შედეგი არაა, მაგრამ არ გამოდის მაგ კაცს სამწუხაროდ არც ცვლილებები. სპალეტის გუნდს უკვე ტყობოდა ბოლოში პრობლემები, კარგი მწვრთნელი ჭირდებოდა მათ მოგვარებას და არა ასეთი
ვაჟა მასწ.
პირველი - ცოდოა ისეთი კაცი ვისაც იუმორი არ ესმის. მეორე - ანგისა სოკრატესს ტანით, წვერებით და სირბილის მანერით გავს. დდდ - სი არ ვიცი, მაგრამ მეგრული კატაც კი ნიჭიერი უნდა იყოს. ახლა მონახეთ სოკრატესის თამაშების ჩანაწერი, ნახეთ და ისე დაიძინეთ, მხოლოდ კარგად დაიფარეთ - სიზმარში ანგისა არ დაგესიზმროთ!
gogi-ის
გოგი ბატონო, გუნდი საცდელი მეურნეობა არ არის, რომ ეგეთ მომენტში ცდები ატარო. 2:0-ზე, 3:0-ზე და ა.შ. სიმეონე კი არა დამლაგებელიც შეიყვანოს თუ უნდა. რა ქნა დღეს? სეია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი მეორე ნახევარმცველით შეცვალა და საუკეთესო თვდამსხმელი სხვა თავდამსხმელით. რატო შეცვალა? ხვიჩა და ოსიმენი ცუდები იყვნენ? ცუდად ითმაშეს? ვინც გამოვიდნენ ისინი უკეთესები არიან პოტენციალით ამათზე? თუ უკეტესები არიან სკამზე რატომ ეჯდა მანამდე? ტიპს რაღაც უნდა გაეძლიერებინა და რა გააძლიერა? თავდასხმა? რითი, სიმეონეთი ოსიმენის მაგივრად? თუ ეშინოდა და ფრე აწყობდა რაც იყო ის უნდა დაეტოვებინა, თუ მოგება უნდოდა მაგალითად დაცვის ან ნახევარდაცვის ხარჯზე შეტევა უნდა გაეძლიარებინა, ვთქვათ მცველის მაგივრად თავდამსხმელი შემოეყვანა, ოსიმენთან ერთად სიმეონე დაემატებინა და ა.შ. გარსიამ რა ქნა ვინმემ აგვიხსნას რა. ვინმე მცოდნემ.
რა მაფიაა?
სპალეტისაც შეუცვლია და არ ატრაკებდა ხოლმე... მარა აქ მარტო შეცვლაზე არაა ამბავი, ტიპი მატრაკვეცობს ამ შეცვლებით, თან ჟურნალისტებთან რაღაც სისულელეებით აპრავებს, თან ცდილობს ყველას დაანახოს რომ ვინაა აქ ბოსი და რაღაცნაირი ვაზელ8ნა ტიპია, მენტალურ მწვრთნელადაც არ გამოდგება, არც ტაქტიკურად და გუნდშიც ქაოსია... ერთ მომენტში ანგისა დაცვაში ჩამოყვა ბოლომდე ბურთს და მეკარემ არ მისცა პასი და ამან ხელი აიქნია... რაღაცა ძაან არაჯანსაღი გარემოა გუნდში და სულ რო მართლა გუარდიოლასავით იყოს, ასე თუ გაგრძელდა აუცილებელი იქნება მისი შეცვლა... ეხლა საქმე ისაა, ცოტა დრო უნდა მიცე მაინც, მარა არც იმდენი რო სეზონი სრულად ჩავარდეს, რისკი საკმაოდ დიდია
გივი
სოკრატესი ლათინური სიტყვაა და შავს ნიშნავს
მურთო
გარსიას მარტო მე ვაგინებ თუნაქაც ხართ ეგეთი ხალხი?? იმენა გაუხირა რა ბიჭს. იმ თამაშებში სადაც საუკეთესოა მინდორზე მაინცდამაინც მანდ ცვლის, ბრუციანია მგონი და სხვა გონია, ან ძაან დებილია!!! არაფერი ეშველება ამ გუნდს ასეთი ჩლუნგი მწვრთნელით, ან სად მონახეს საერთოდ. ტიპს ერთი ტიტული აქ მოპოვებული, საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო პირველი მსოფლიო ომის დროს
giorgi 3
არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მე მგონი თამაშიდან თამაშამდე უმატებს კვარა, პატარა იღბალიც უნდა
მამუკა
რა ფეხბურთსაც წელს ნაპოლი თამაშობს ოთხეულიც სანატრელი გაუხდებათ
მეგრელი
შენ თუ სოკრატესი გყავდეს ნანახი მე ვიყო კატა )))
gogi
კი აქტიურები იყვნენ კვარაცხელიაც და ოსიმენიც, მაგრამ მოდი ვთქვათ ობიექტურად არ გაემტყუნება მწვრთნელს მაგათი გაყვანა. სიმეონე არაა ცუდი ფეხბურთელი და უნდა მიეცეს შანსი. სხვა საქმეა რომ მარტო ცვლილებები არ უშველის თუ ტაქტიკური გადასხვაფერება არ მოხდა. აქ კი დიდი ჩავარდნაა - გუნდი ფაქტია სწორხაზოვნად თამაშობს. საბოლოო ჯამში კარგი, მოაზროვნე მწვრთნელი უნდა ნაპოლის კლოპი/გვარდიოლას გაქანების თუ წარმატება უნდათ.
ვოოტ
გარსიას რომ ჰკითხო, დაიღალა და ელმასიც ხომ უნდა ვათამაშოო, გეტყვის... ვერ ხვდება, ან არ უნდა მიხვდეს, რომ დაღლილი ხვიჩა წინაც და უკანაც სჯობს ქორფა ელმასს, თორემ ამ ეტაპზე ხვიჩას მაქსიმუმი 60-70 წუთია... სხვათაშორის, ჯვარი სწერია და მაგ დროს ტრავმის ალბათობაც ერთი-ორად იზრდება... იქნებ, საიტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს და მოთამაშეების სტატისტიკაც გამოაქვეყნოს ხოლმე, ბევრ რამეზე უფრო ობიექტური ხედვა გვექნება...
არტ
ხვიჩა დღეს ძალიანაც კარგი იყო. განსაკუთრებით ბოლოსკენ მოუმატა და სწორედ მაშინ შეცვალა გარსიამ. საერთოდ ნაპოლის რომ წელს გაუჭირდებოდა ეს ლოგიკური იყო. ნაპოლი გრანდი არაა და ისეთი ზეწარმატებული სეზონის შემდეგ მაგ ტიპის გუნდებს ჩავარდნა აქვთ ხოლმე.ამას ემატება ისიც რომ გარსია ისეთი მწვრთნელია აი თავში რომ ბლომად ტარაკნები ყავს ხოლმე. ლობოტკასთვის წამყვანი როლის ჩამორთმევა ნახევარდაცვაში, უაზრო ახირება რომ საჭიროა თუ არა, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ დრო თადარიგის ხალხს, კიდევ რაღაც საეჭვო გადაწყვეტილებები... მოკლედ გასაკვირი არაა რაც ხდება.რაც შეეხება კვარას. კვარა ყველაზე კარგი იყო გუნდში დღეს. წინა თამაშებშიც სხვების ფონზე ერთერთი საუკეთესო. კიდევ მოუმატებს , ამაში დარწმუნებული ვარ, დროის ამბავია მხოლოდ.მშვიდად უნდა გააგრძელოს თამაშიც და შრომაც და ყველაფერი მოვა. თან ის ზედმეტი ისტერიკა და ეგზალტაციაც რაც მის გარშემო იყო ატეხილი, ცოტა ჩაცხრა, ქართული დროშებით ნეაპოლის ქუჩებში სირბილი და ტურჯგუფების იქ ჩასვლა შეწყდასავით. ისე ის ხალხი თუ საგულშემატკივროდ ჩადიოდა იქ, ახლა რატომ აღარ ჩადის, ახლა ხომ უფრო ჭირდება გულშემატკივრობა, არა?
Charley
გარსიამ მოშალა გუნდი. ეს მწვრთნელი სხვაგანაა გუნდი კიდე სხვაგან ლაურენტის შე არასწორო ეს ვინ მოიყვანე შე ბებერო ჩარვაჭარო. არავინ ფორმაში არაა ლობოტკა, ანგისა, ზელენსკი, ოსიმენიც კი და კვარა მაგრამ ეს პირდაპირ მწვრთნელის ბრალიცაა სათანადოდ ვერ უსახავს/ურჩევს გუნდს სტრატეგიას და ამ აბლაბუდა სქემაში გუნდმა არ იცის ვინ სად როგორ ითამაშოს. ამ ნაპოლის ორგანიზებულობასა და ზოგადად გამართული ფეხბურთის თამაშში ფროზინონე, და ჯენოა ჯობია და ეს ლუზერი რუდი გარსიას დამსახურება, ფრანგი დიდი ხანი ვერ გატანს პოსტზე მაგრამ წუწურაქი დელაურენტისის ამბავი რომ ვიცი ის კომპენსაციის გადამხდელი არ არის დდ: ამიტომ გავა წელს ნაპოლი მეხუთეზე მაქსიმუმ. რაც შეეხება ხვიჩას მიუხედავათ იმისა დღეს ყველაზე კარგი მატჩი ქონდა ამ სეზონში და ჩაინიკ გარსიას ბოლომდე უნდა დაეტოვებია უკვე "სუნთქვა გახსნილი" ქონდა მეორე ტაიმში და შეაგდებდა ან ასისტს გაცემდა კვარა მაგრამ შეცვალა იმ კოპერატივმა მწვრთნელმა. მაგრამ მიუხედავად ამისა ხვიჩას ბურთს უკან მისთვის უჩვეულოდ ბევრჯერ აბრუნებს. შარშანდელი ხვიჩა პირიქით, ბურთს რომ მიიღებდა, არ ქონდა მნიშვნელობა წინ ვინ ხვდებოდა მაინც წინ მიბროდა, ნაპრალებს ეძებდა. ეს საფეხბურთო თავხედობა აღარ აქვს თითქოს, მომატებული მასის გამო შენელებული რომ არის ალბათ საკუთარ თავს პირველ რიგში თვითონ ატყობს და აღარ რისკავს, საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებს. თვითონ ნაპოლიც საკუთარი თავის აჩრდილია. მისი ბურთის ფლობა და კონტროლი სადღაც გაქრა. ამიტომ ხვიჩამ უფრო და უფრო გამალებით უნდა ივარჯიშოს მთავარია ეს წონა დაიგდოს და ის ისევ იფრენს. არაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორი ბრალი ეს ჩავარდნა არ არის ეს წონის ბრალია უნდა იმ დრიბლინგზე წასვლა მარა წონა/ტანი არ უშვებს. უნდა მოიკლოს ასე 6-7 კილო და უფრო აფარფატებული წონით ელასტიურობა, სისხარტე როცა მოიმატებს მაშინ ის ისევ დაადუღებს აპენინებზე მის წინააღმდეგ გამოსულ მცველებს და დარწმუნებული ვარ ხვიჩა აკრიფავს იმ ფორმას რაც შარშან ქონდა უბრალოდ როგორც ჩანს ამ ზაფხულს ბევრი იზარმაცა "შვებულებაში" და ფორმის აკრეფა ვეღარ მოასწრო ამ სეზონის სტარტზე და ჩემის აზრით იმ ძველი ხვიჩას ხილვას აპენინის მწვანე მინდვრებზე ასე მეათე ტურიდან უნდა ველოდეთ. კლასი ასე ჰაერზე არ იკარგება მეგობრებო ეს ყველა საფეხბურთო კანონს ეწინააღმდეგება. უბრალოდ წონის კლება ჭირდება რაც პირდაპირ ნიშნავს სისხარტის/ელასტიურობის დაბრუნებას და ხვიჩა ისევ გაიბრწყინებს ნუ დაპანიკდებით ბევრი სტრესშია მისი ამ უგოლო სერიის და ზოგადად ამ ბოლო პერიოდში მისი დაცემული სათამაშო ხარისხის გამო მაგრამ ნუ გეშინიათ ყველაფერი ისე იქნება როგორც ზემოთ დავწერე და ხვიჩა უამრავჯერ გაახარებს საქართველოს და უფრო მრავალფეროვნად გაგვიფერადებს ქართველებს ცხოვრებას ვიდრე ამას წინა სეზონში პერმანენტულად ტურიდან ტურში "გვანებივრებდა".
Georgian
და ვინმე გეხვეწება ოღონდ შენ გვადევნო თვალი?
ILIA
ხვიჩა თანდათან უმატებს. გარსია გასაშვებია. სანიოლიც.
დდდ
სოკრატეს თეთრი იყო და ექიმის დიპლომი პქონდა... რითი ჰგავს ანგისა?!...
ქუთაისს
მართალი ხარ ქუთაისო. არადა, ბონდო დოლებერიძეს რობესპიერის ქუჩიდან მოთამაშეების აყვანაც არ შეეძლო და რა გუნდი დააყენა ადგილობრივი ფეხბურთელებისგან. ისე, ბესიკიც რომ ჰყოლოდა, ჩემპიონთა ლიგა ჯიბეში ექნებოდა.
ATP 16
ნეაპოლში ფარული ომი მიდის ოსიმენი-კვარა გარსია-ლაურენტისის წინააღმდეგ . დე ლაურენტისი თუ ჯიბეზე ხელს არ გაიკრავს , ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩება , ოთხეულშიც ვერ შევა და ფასიც დაუვარდება სეზონის ბოლომდე ორივეს ! იმდენი ტვინი კი უნდა ჰქონდეს , რომ გადათვალოს 8 მილიონის გამო , რამდენ მილიონს დაკარგავს ! პლიუს გარსიას გაგდების კონპენსაციაც დაუმატოს ზემოდან კიდევ !
დინამო
ეს კაცი ფეხბურთის გაგებაში არ არის. ყველაზე აქტიური და საჭირო ფეხბურთელები შეცვალა. მცველები კვარაზე და ოსიმენზე იყვნენ მიჯაჭვული და წინ წასვლის ეშინოდათ. რაც ორივე მოედნიდან გავიდა, მას მერე მცველებიც წინ წავიდნენ აქტიურად. არაბეთში რონალდომ აგინა გარსიას... აქ კვარა და ოსიმენი აგინებს... და ხო ვიცი, ლაურენტისი ჟმოტი მაინც არ გაუშვებს სანამ ვინმე იაფიან მწვრათნელს არ ნახავს.
რატი
კომენტარი ოთხმოცდაათიანებიდან. )) რა იყო, ნაფტალინიდან ამოგიღეს? ))))))
ვაჟა მასწ.
გარსია ნავსია. რეებს აკეთებს გაგებაში არაა და ამ დროს ის "მევახშე" ვერ ხედავს? შეცვლები ისეთი აქვს მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს! კვარას და ოსიმჰენის გამოცვლას არ ჯობდა აგისა, რომელიც ბრაზილიელ ვარსკვლავ სოკრატესს მარტო გარეგნობით გავს, გამოეცვალა?
soso
მიტომ შეცვალა კვარა რომ დაისვენოს სამ დღეში თამაში აქვთ.
ვალერა-ს
შენი ქართულის მასწავლებელი დამანახა . . .
ასწ
ძაალიან სუბიეწტური საიტია, და არჩევით აქვეყნებთ კომენტარებს. საერდოთ სურვილი არ მაქვს თვქენ გადევნოთ თვალი.
ქუთაისი
გუნდს გოლის გატანა უნდოდა და მწვრთნელმა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვალა. რა უნდა ელაპარაკო. ამას ბონდო დილაბერიძეც კი არ გააკეთებდა.
თენგო
მე ერთი რამ აშკარად დავინახე და თუ აქამდე ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ახლა მყარად მჯერა,რომ მხოლოდ ხვიჩას შეუძლია ნაპოლის ამოქოქვა და ჩემპიონის ორბიტაზე გაყვანა. ეს შარშან გააკეთა და ჯერ დროა ახლაც გააკეთებს. უყურეთ ხელახლა და ნახეთ, ორჯერ იყო ამ თამაშში ჩემპიონი ნაპოლი, რომ დავინახე. როგორ გაცოცხლდა ლობოტკა, განსაკუთრებით ანგისა და ყველა მოწესრიგდა უცბად. მერე ისევ ჩაქვრნენ. ხვიჩას უჭირავს ჯადოსნური გასაღები და პრეზიდენტიც და გარსიაც მის ხელშია!!!
სანდრო
არადა ყველაზე მეტად დღეს მომეწონა კვარაცხელია!
jaagazz
შეარჩიე სიტყვები მაგ ბიჭმა ხალხი სტადიონზე დააბრუნა. მთელი ერის სალანძღავად ნუ გაიმეტებ თავს. ერთხელ გითხარი აგიხსენი მოგწერე.
jaagazz
ვალერას შენ სიტყვები შეარჩიე ჩვენიანის ხსენებისას თორემ მთელი ერი გაგლანძღავს და მერე გეწყინება. ერთხელ გითხარი და აგიხსენი.
სოსო
გარსია წადი და გაიყოლე შენი თანამემამულე სანიოლიც!!!!!!
ენძო
ვინმემ უთხრას გარსიას ტყემალზე რომ ზის.დედა უტირა გუნდს.ასეთი მჟავი როჟის პატრონმა როგორ შეიძლება გუნდს შემოქმედებითი და ლამაზი ფეხბურთი ათამაშოს.

გარსია გასაგდებია, მაგრამ შენ ქართულის გამო მიიღე დისლაიქები
ბექა90
რატომ შეცვალა ხვიჩა ვერ მივხვდი? თამაშს ამწვავებდა, პენალის მოპოვებაში ლომის წვლილი შეიტანა, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და გაიყვანა მოთამაშე, რომელიც ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო. დეგენერატია ეგ მწვრნთელი რაა, ხედვა არ აქვს საერთოდ, ერთი აქვს დაზეპირებული რომ დასვენებული მოთამაშე უნდა განოიყვანოს, მერე სათქმელი რომ ჰქონდეს ყველაფერი ვეცადეო, ვის ცვლის, ვინ ფორმაშია, ვინ დაიღალა და ა.შ. კიდია, რა ქნა ელმასმა ხვიჩაზე მეტი ან საერთოდ რა გააკეთა, ერთხელ მიიღო მგონი ბურთი.
ვალერი
4 ჯერ დაარტყა გინდმა სულ ჩარჩოში, აქედან 2 დარტყმა ცვენიანის იყო, პენალი მოიპოვა, ხვანცალობდა რაც შეოზლებოდა წვალობდა.. საქმე იმაშია, ნაპოლია სლაბი გუნდი რა, არაა, ახლა ზელინსკი და ოლივეირა ძალიან ძლიერი ფეხბურთელები. კაო მსოფლიო დონის ორი -სამი კაცი რო მისცა - ამუშავდება. აბა , ახლა რასპადორი ზელინსკით ვერ იქნება ფავორიტი. ამ უკანასკნელი ჩურბანების ფონზე ჩვენიც გამოს..რდა საგრძნობლად. თუმცა, საკმარისია მეტი ძლიერი პარტნიორები გაუჩნდეს - დარწმუნებული ვარ , შარშანდელივით ეფექტური გახდება
123
წესით გარსიამ მალე უნდა დატოვოს ნაპოლი ! რაც შეიძლება
giorgi
ეგ გარსია არის 100% ავადმყოფი. გუნდს სულ 5 კარში დარტყმა ჰქონდა 3 ხვიჩასი იყო კრიტიკულ მომენტში პენალტი აიკიდა და ოსიმენმა გააფუჭა. 5 წუთში მაინც ხვიჩას ცვლის.არ ვიცი ეგ კაცი აიქსის მწვრთვნელის არ იყოს საკუთარი თავის მტერია და პანჩურით გააგდებენ ორივეს.
ყოჩაღ, კვარა!
ამ სეზონში ყველაზე კარგად დღეს ითამაშა კვარამ და მისი თამაშიდან გაყვანა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
milano17
ამ გარსიას ცოტა ხუარ ძმარავს?ვინ შემოკავს უკეთესი?ოსიმენს მეტი დაფიქრება მართEბს.არასწორად მოიქცა)))წინა სეზონში 10 გოლი შEაგდებინა მინიმუმ,უნდა დაეთMო.რაც გაიკვანეს ერთი ნორმალური შEტევა არ გაუკეთEბიათ.მიდი ხVიჩა შEუბერე შEხვალ ფორმაშI და დედასუტირებ როგორც წინა წელს:*
ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"იუვენტუსში" მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს" - ლუჩანო სპალეტი
"ნაპოლი" ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება" - სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა "იუვენტუსი" და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
"ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება - კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
დავითაშვილის დამატება სერია A-ს კლუბს შესთავაზეს
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
დილეტა ლეოტამ სიცილი ვერ შეიკავა - რა საჩუქარი მიიღო კონტემ მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე - პსჟ-მ "ლიონს" მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა