ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში გორის "დილადან" წამოსვლაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მის ყოფილ კლუბს მასთან დაახლოებით 15 000 დოლარის დავალიანება აკავშირებს.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს უკრაინელი სპეციალისტის მონათხრობიდან, რომლებიც ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო:

"ექვსი თვის წინ "დილასთან" კონტრაქტი მეწურებოდა და აქ ყველაფერი მომწონდა. ხელმძღვანელობას მივმართე, რომ ახალი 1+1 სისტემის ხელშეკრულებას გავაფორმებდი, მაგრამ ანაზღაურება უნდა შეცვლილიყო.

მათ მითხრეს, რომ ისინიც კმაყოფილნი იყვნენ. კიდევ ერთი წელი ძველ ხელფასზე ვიმუშავებდი და მერე ისევ შევხვდებოდით და დავილაპარაკებდით.

საუბარი იყო ანაზღაურების მცირე გაზრდაზე და კონტრაქტის 2 წლით გააგრძელებაზე ხელს მოვაწერდი, მაგრამ ისინი ამაზე არ წავიდნენ.

შემდეგ შრომითი ხელშეკრულება დასრულდა. აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადებები მივიღე, გამართული ინფრასტრუქტურა და თანაც, 3-ჯერ მეტს მიხდიდნენ!

"დილას" შევატყობინე, რომ წასვლა მინდოდა, მათ კი მითხრეს: "ანდრეი, ძმასავით გთხოვთ, 1 წელი კიდევ ჩვენი პირობებით დარჩი".

არც კი მკითხეს, რა მინდოდა ან როგორ ვხედავდი ამ სიტუაციას... მითხრეს, რომ ხელფასს 1000 დოლარით გამიზრდიდნენ, მეტის გაკეთება კი არ შეეძლოთ, მაგრამ კონტრაქტში ჩამიდებდნენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც,, ევროთასების დასრულების შემდეგ, ჩემი შრომითი ხელშეკრულების გამოსყიდვა 25 000 ევროდ შემეძლებოდა.

ამას იმიტომ მთავაზობდნენ, რომ ხელფასის 3-4-ჯერ შემცირებაზე დავთანხმებოდი, ვიდრე აზიელები მპირდებოდნენ. უარი ვერ ვთქვი, რადგან სული ჩავდე ამ გუნდში და მინდოდა რაღაცისთვის მიმეღწია ევროპაში, თანაც ჩემი ოჯახი საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.

"დილას" ახლაც კი ჩემი დაახლოებით 15 000 დოლარი მართებს, რაც ევროპულ ტურნირზე დაფიქსირებული შედეგების გამო უნდა მიმეღო, მაგრამ მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

გინდათ, კიდევ ერთი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ? - კონტრაქტში მეწერა, რომ ფეხბურთელების ტრანსფერებიდან 3%-ს მივიღებდი. 25 აგვისტოს წავედი გუნდიდან და 28-მდე არ გაყიდეს გეილი, რომ მისი ტრანსფერიდან ჩემი წილი 30 000$ დოლარი არ ამეღო. 1,5 წელი ვიმუშავე ადამიანთან, სული და გული ჩავდე და 3 დღეში ყიდიან, რომ არ გადამიხადონ. ეს არ იყო ვაჟკაცური მათი მხრიდან. 15 000$-ზეც დავთანხმდებოდი, მაგრამ სანამ ბათუმში არ წავედი, არ გაყიდეს...".

გია
ისევ ტლიკინებ,jordan beli ) როცა უკრაინელი თავის სახლს და ოჯახს ბრძოლის ველზე იცავს. როცა ღირსეული ქართველები უკრაინელ გმირებს მხარში უდგანან. ზოგიერთი აქ ტლიკინებს !
jordan beli
უკრაინელი კაცი? საკუთარ დედას იმასიზავს და მაინც გაგყიდის.არარსებულია არ გაგყიდოს.ვისაც მხოლოდ ტელევიზორში გყავთ უკრაინელი ნანახი თქვენ თქვენსას მიაწექით
ლექსო-ს
თქვენ რო ფეხბურთელის აღზრდაზე იპარაკაბთ....არა გცხვენია ჩვენწელთაღრიცხვიან დღემდე ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ
ანდრია
15 ათასი კი არა უნდა დაკიდონ ფეხებით და რაც გორის დილის ბიუჯეტიდან ფული აიღო უკან დააყრევინო
bejo
მართალია შეიძლება ჯამში მტყუანია გორის დილა , მაგრამ სულ ფულზე ლაპარაკიც ცოტა მეზედმეტა ამ კაცი სიმართლე რომ ვთქვათ ... შეიძლება შესაბამის კითხვებს უსვამდა ჟურნალისტი და ამიტომ გამოვიდა ასე ... რაც შეეხება გეილის ტრანსფერს საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში გორის დილა მტყუანი წამსვლელ მწვრთნელს რატომ უნდა შეახვედრონ ამხელა თანხა 3 - 4 დღის გამო ? როგორც ამბობს ნახევარზეც თანახმა ვიყავიო ესეგი 30 ის ნაცვლად 15 რო მიეცათ რა აღარ ილაპარაკებდა ?? წარმატებები ანდრეის ბათუმში და ბათუმის დინამოს ყველა ასპარეზზე ...
ლექსო
სახეზე რა ეტყობა?ასე მსჯელობა უკადრისია.მერეც რომელი ფეხბურთელი იყო გორის აღზრდილი?
Nika
გამარჯობა. არავის არ ვუდგები ადვოკატად, მაგრამ 5 უკრაინელთან თუ გქონია შეხება და ხუთივე უვარგისი იყო ეს იმას ნიშნავს რომ ყველა უვარგისია? მე 10 ქართველთან მქონია შეხება უცხო ქვეყანაში და ათივე უვარგისები და მავნებლები იყვნენ. სად არის ლოგიკა? ანუ ჩვენც უვარგისები ვყოფილვართ. ისე ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სხვა ერებზე რაიმეს თქმის უფლება, რადგან ჩვენ თვითონ ვართ ის ხალხი, რომელიც საკუთარ დებს, ძმებს, შვილებს და მშობლებს ჰყიდდა საუკუნეების განმავლობაში. ასე რომ სანამ სხვებისკენ გავიშვერთ ხელებს ჯობს ჩვენ საკუთარ თავებზე ვიფიქროთ.
ბათუმის გორის დილა!!!
დემჩენკო რაც არის სახეზე ეტყობა, მარა ბათუმის დინამო რო გორის დილობაზე ოცნებობს ეგ ფაქტია. ყველა ფეხბურთელი ხო გორიდან მიყავთ, მინდვრის მომვლელი გორიდან წაიყვანეს, მერე მწვრთნელიც და ერთი პერიოდი გორშიც კი თამაშობდნენ.დ.დ.
a a
გეთანხმები 100%, თან ერთი მხარის პოზიცია მოისმინეს და ეგრევე მოეორე მხარეს კრიტიკა დაიწყეს, ხო არ იციან დილას პოზიცია რა არის? და არც აინტერესებთ. ეს უცხოელია და მართალია! მითუმეტეს უკრაინელი! შინაურის დანდობა რო არ იციან ეს საერთოდ სხვა თემაა. ვიღაც სკილაჩი წერს რო დარწმუნებულია რო დემჩენკო მართალია. სულ კიდია მეორე მხარე რას იტყვის. თან მეორე მხარე ქართულია. რაზე უნდა ელაპარაკო ესეთ ხალხს?
ნიკა
ზუსტად მაგას იძახის მერე ამით რომ ფულის გამო არ წავსულვარ და ამბიციების გამო წავედი თორე დილაშიც ავიღებდი ფულებსო. და მე მართალი ვარ კლუბის წინაშე და არ ვლაპარაკობდი მარა დილამ არ დააყენა ერთი ადგილი და მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზეო? რა არის გაუგებარი გადაეხადა დილას მადლობა რაც გააკეთა კლუბისთვის და გაეშვა. არც ეს ილაპარაკებდა და ჩახდიდა დილას ტრუსიკს
ბესო
ზუსტად ვიცი ეხლა ვიღაც ჩამოხტება მაგრამ მაინც დავწერ სამ მაქსიმუმ ხუთ უკრაინელთან მქონია საქმიანი ურთიერთობა სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო რომ ყველა ერთნაირია
dogi
აუ ეს არ გახადეს გუარდიოლა, ვერ ხედავთ ვინც არის? ერთი ფულზე დახამებული ტიპია, რომელსაც გორამდე არავინ იცნობდა. ყველა შიდა ამბავი გამოიტანა რაც გუნდიდან წავიდა და დარწმუნებული ვარ საქართველოდან რო წავა მერე უკვე ქვეყანაზე ილაპარაკებს საოცრებებს. გეგუჩაძე რო არ გაეშვა ბათუმს ეს ხო ისევ დილაში იქნებოდა? თუ ესეთი ცუდი ხალხი მუშაობს დილაში 3 წელი რატო არ წავიდა? ჭორიკანა უმადური
ტორპედო
ამ კაცმა თაივი გაიშიფრა, სულ პირველად და უკანასკნელად თქვა რო დილადან ამბიციების გამო წავედიო, იმის მერე ყველა ინტერვიუში ფულზე ლაპარაკობს და გასაგებია უკვე რატოც წავიდა. რაც შეეხება გეილის სპეცისლურად გვიან გაყიდვას, ესეთი რამე რო ფეხბურთში ხშირად ხდება დავიჯერო ამან არ იცის? რამდენი მაგალითია ამის? ბარსამ 2019 სეზონის ბოლო სამი თამაში არ ათამაშა ტრამვის მიზეზით კოუტინიო რო იმ სეზონში იმ რაოდენობის თამაშები არ დაგროვებოდა რითაც ლივერპულისთვის გარკვეული ბონუსი ექნებოდა გადასახდელი, იგივე ქნა რეალმა წინა სეზონში ვითომ ტრამვის გამო რო ჩუამენს არ ათამაშებდა. კიდევ ბევრი მსგავსის გახსენება შეიძლება.
სოსო
ჩვენი უბედურება იცით რა არის??ქვეყანასაც და სპორტსაც არაპატრიოტი ხალხი რომ მართავს!!!
ანზირიკოს
ძმაო ანზორ ჩემ ბანკის ანგარიშს მოგცემ და სადმე თუ მუშაობ ხელფასი ჩემთან გამოუშვი შენ სახარჯოდ ლარიანი დაიტოვე :)
ვაჟა
შემთხევვითი ხალხი ყველა სფეროში, ვითომ საქმის კეთება, ვითომ რაღაცა.. ესაა ქართველები და საქართველო. მაგიტიმაც გაჯდებათ ყველა თავზე, რუსიც, არაბიც და ჯანდაბაც. იმიტომ, რომ ვაკუუმს ხედავანენ ჩვენს ქვეყანაში ყველა სფეროში. ხოდა ჩამოდიან და ავსებენ. ოღონდ ავსებენ თავისი ინტერსების მიხედვით. თქვენ იჯექით და იწუწუნეთ ქართველებო.
სკილაჩი
დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნებოდა
100%
მარტო მწვრთნელი კი არა, ყველა ადამიანი თავისი ჯიბის ბუღალტერია.
მარტვილელი
შენ შენს სააქმეში ვითომ არ ითვლი სარგებელს,აქ რომ”ტიპობ”?
გიორგი IV
ესაა ქართული ბიზნესი!ქართული მართვის სისტემა!სპორტიც იმიტომაა იქ სადაცაა!ფულის ჩადება კიარა ლიმონითით წურავენ სპორტს!კაპიკებს ჩადებენ და მილიონები უნდათ მოგება!ერთი სული აქვთ ვიღაც გამოჩნდეს გასაყიდი რო გაყიდონ!შედეგი და ხალხის ემოცია ვის რაში აინტერესებს?!მოაშორეთ სპორტს ეს სიმსივნე ხალხი!!!
ანზორი
ეს მწვრთნელი კი არა ბუღალტერი ყოფილა
Irakli
იმედია გორელების მხარეც გაგვარკვევს რაშია საქმე.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დემჩენკოს ბათუმის "დინამოში" თანამემამულე მეკარის გადაყვანა სურს
დემჩენკო ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი აღარ არის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"ეს ასპექტები წყვილში შანსებს ათანაბრებს... ზამთარში ტრანსფერებზე კარგად ვერ ვიმუშავეთ" - რა თქვა დემჩენკომ "ლუდოგორეცთან" მატჩის წინ [VIDEO]
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
შედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმელთა მწვრთნელი ქართული კლუბების წარუმატებლობას ფსიქოლოგიურად ხსნის - აუტსაიდერად უკეთ ვთამაშობთ...
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა