გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
დაძაბულ, დრამატულ, უაღრესად პრინციპულ მატჩში საქართველომ მასპინძელი მაკედონია დაამარცხა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგ შანსს ინარჩუნებს. 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით ქართველები მეორე ადგილზე არიან და თუკი ხვალ რუმინეთს მოუგებენ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავლენ.

რაც შეეხება მაკედონიასთან გამარჯვებას, მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო. ქართველები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს, თამაში გაათანაბრეს და დაწინაურდნენ კიდეც. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 ქუთით ადრე საქართველო 54:46 აგებდა, თუმცა ალექსანდრე ბოლქვაძის ზედიზედ ჩაგდებული 4 ქულის შემდეგ კაზანჯიანის გუნდი დაწინაურდა. მაკედონიელებმა საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა.

დამატებუთი დროც ქულა–ქულაში წარიმართა. ძირითადად ქართველები ლიდერობდნენ 2–3 ქულით. დამატებითი დროის დასრულებამდე 1,18 წუთით ადრე ნიკა ცქიტიშვილის სროლის შემდეგ საქართველო 68:63 დაწინაურდა და თითქოს ყველაფერიც აქ გადაწყდა, თუმცა...

მაკედონიელმა კრასტევსკიმ 2 საჯარიმოთი ანგარიში 3 ქულამდე შეამცირა. შემდეგ მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა მიიღეს და ზეზვა ლილუაშვილმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო – 69:65 დასრულებამდე 13 წამით ადრე. სიმეონ მიტრევმა საპასუხო შეტევაში სამქულიანი გაისროლა და მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 68:69 დასრულებამდე 6 წამით ადრე. ისევ ტაქტიკური ჯარიმა და ზეზვა ლილუაშვილმა ისევ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო – 70:68. მაკედონიას თამაშის გადასარჩენად 5 წამი დარჩა და შეეძლო კიდეც მატჩის მეორე ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ... გამრეკლიძე დაჯარიმდა, საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე სიმეონ მიტროვი საჯარიმოს ხაზზე დადგა. პირველი ჩააგდო, მეორე კი ააცილა და ყველაფერიც აქ დამთავრდა. საქართველომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

17 ქულით ყველაზე შედეგიანი ნუგზარ აბულაძე გახლდათ, რომელმაც, აგრეთვე, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. ალექსანდრე ბოლქვაძის ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასია, ჩვენ მიერ უკვე ნახსენებმა ლილუაშვილის აქტივი 13 ქულით, 2-2 მოხსნითა და პასით გამოიხატა. კარგად ითამაშა ჩვენმა მეფარემ არჩილ პულუზაშვილმა. მან 8 ქულისა და 6 მოხსნის გარდა 7-ჯერ დაუფარა მაკედონელებს.

პირველი ადგილი და მომდევნო ეტაპის საგზური ინგლისმა გაინაღდა, რომელსაც ოთხიდან 4 გამარჯვება აქვს. მეორე ადგილზე საქართველო–რუმინეთს შორის ხვალინდელ მატჩში გამარჯვებული გუნდი გავა. შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 31 ივლისი

საქართველო 70:69 მაკედონია

19:16 14:13 12:18 13:11 12:11

1. ინგლისი 4 4/0 286/225 8

2. საქართველო 3 2/1 198/205 5

3. რუმინეთი 3 1/2 184/203 4

4. ლუქსემბურგი 3 1/2 209/224 4

5. მაკედონია 3 0/3 191/211 3

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე