ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოქროს ბიჭები!

ოქროს ბიჭები!

ბუქარესტში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს
აქეთ მწვრთნელებისადმი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55) ჟესტი ფინალში, ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნებაო და ამ ამბიდან რამდენიმე წამში გაკეთებული მომგებიანი ქულა, იქით - დავით მარსაგიშვილის (84) მიერ ფინალში ბეჭებზე დაცემული და ატირებული რუსთა ოსი ლიდერი ვლადიმერ რუბაევი, რომელიც უილაჯოდ ურტყამდა მუშტს ლეიბს, ბერძენ-რომაელთა მძიმე წონის მსგავსად, მოულოდნელად გამონათებული მძიმეწონოსანი თედორე ებანოიძე, რომელიც შოთა გოგისვანიძისგან განსხვავებით, ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ერთი თვის წინათ ევროპის პირველობაზე ბრინჯაო 96-ში მოიპოვა, ახლა კი ზედა წონაში გადასულმა ბევრად ძლიერ ტურნირში ფინალამდე გააღწია.

აი, ასეთი სასიამოვნო ამბებით დაგვამახსოვრდება ბუქარესტში 31 აგვისტოს დამთავრებული თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა... უყურებ ამ ბიჭებს და გული კიდევ ერთხელ გევსება სიამაყით - მართლაც რომ ნიჭიერი თაობა მოდის, რომელსაც საქართველოსთვის დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია. ყოჩაღ ბიჭებო - თქვენ თქვენი სიტყვა ომახიანად თქვით!

ჩვენთვის "თავისუფალთა" გამოსვლაც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც - ბერძენ-რომაელების ანალოგიური შეჯიბრება, რადგან ამათაც 5 მედალი მოიპოვეს. მედლები ხარისხობრივადაც კი ზუსტად ისევეა განაწილებული - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონები ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი გახდნენ, ებანოიძემ და მამუკა კორძაიამ (96) ფინალური შეხვედრები წააგეს, ბრინჯაო კი დავით გალეგაშვილმა (66) მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები 50 ქულით მეორეზე გავიდნენ - 56-ქულიან რუსებს ჩამორჩნენ, მესამეზე კი ირანია 46-ით. მედალოსანთაგან ჩემპიონებმა წლეულს ახალგაზრდებში დუბლი შეასრულეს - ევროპაც მოიგეს, უფროსებში კი კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ხინჩეგაშვილი ამ ასაკში სულაც ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აღსანიშნავია ებანოიძის წლევანდელი გამოსვლაც, რომელმაც წარმატებით იასპარეზა თანატოლთა ორივე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე - ევროპა-მსოფლიოზე და თანაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში!

ბუქარესტში ჩვენმა ნაკრებმა ორი განსხვავებული სატურნირო დღე ჩაატარა - შაბათს ლეიბზე გასული 4 ქართველიდან მედალს მხოლოდ კორძაია შეწვდა, ლევან როჭიკაშვილი (55) და ევროპის ვიცე-ჩემპიონები - თენგიზ ჩოჩიშვილი (60) და ბექა პეტრიაშვილი (74) კი ისე გავარდნენ, სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალებაც არ მიეცათ. გუშინ კი ოთხივემ მედალი მოიპოვა. ამ სამეულიდან თუნდაც ერთს რომ მოეპოვებინა წარმატება, გუნდურ პირველობასაც მოვიგებდით.

ნათქვამია, ტიტულის დაცვა უფრო ძნელია, ვიდრე - მოპოვებაო, მაგრამ შეიძლება ითქვას, ხინჩეგაშვილს არ გასჭირვებია ჩემპიონობის შენარჩუნება. მან ოთხივე შეხვედრა ძირითად დროში მოიგო. აქედან პირველ ორთაბრძოლაში ავსტრიელ მაქსიმილიან აუსერლაიტნერს ჯამში 13:0 აჯობა, უკრაინელ ვიტალი ჰურსკისა და ამერიკელ მარკ გრეის შედარებით მისაღები სხვაობა აკმარა. თან ორივე ძალზე თავისუფლად დაამარცხა. ერთი სიტყვით, ლამის ყველა ტურნირზე იგრძნობა, რომ ის მთელი თავით მაღლა დგას თანატოლებზე. ფინალიც ძალზე ჭკვიანურად წარმართა - ცდილობდა, ყაზახ რასულ კალიევისთვის სამოძრაო სივრცე არ მიეცა, თორემ ფიზიკურად ჯანიანი და სხარტი აზიელი კარგ დღეს არ დააყრიდა. საჭიდაოდ გასვლამდე ჩვენებური თითქოს ღელავდა კიდეც, ხოლო მერე ცოტა კონცენტრაციაც დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, ყაზახმა ორჯერ გააგრძელა ამის წამოწყებული ილეთი და 2-2-ქულიანები მიითვალა. შესაძლოა, იმ ეპიზოდებში მეტოქემ ფიზიკურადაც აჯობა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენებურმა ანგარიში გაათანაბრა - 4:4. აი, სწორედ მაშინ ანიშნა მწვრთნელებს ხელით, ყველაფერი კარგად იქნებაო, მიბრუნდა და ყაზახი თვალის დახამხამებაში 2-იანზე დააგდო - 6:4 მის სასარგებლოდ. მეორე პერიოდში უკვე თვითონ დაიჭირა მეტოქე კონტრაზე, თუმცა ამასაც არ დასჯერდა და ფეხებიდან ჯვარზეც დაატრიალა. ჭკვიანური ჭიდაობით მალე კიდევ ერთხელ ჩაიყვანა ჩოქბჯენში და პერიოდი 3:0 მოიგო. ის საკმაოდ იოლად იღებს ქულებს, მაგრამ რამდენჯერმე თვითონაც ასევე იოლად დაკარგა ანუ დაცვა უნდა გამოასწოროს.

მარსაგიშვილს წილისყრამ შედარებით გაუმართლა, რადგან ძლიერთა უმეტესობა მეორე მხარეს მოხვდა, თუმცა რუბაევი ერთად აღებულს უდრიდა ყველას - ის ივნისში რუსეთის მესამე პრიზიორი გახდა და უკვე ლამის ეროვნულის ლიდერობაზე იქაჩება, მარსაგიშვილმა კი პატარა ბავშვივით გააბითურა და ატირა! ქართველი პირველ პერიოდშიც ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და ფეხში შესვლით ძალზე იოლად მოიპოვა 2 ქულა. მარსაგიშვილმა წინასწარი შეხვედრებიც ძლევამოსილად ჩაატარა - ახალზელანდიელ ფაისალ ატაიეს 13:0, სლოვაკ მარიან ბოდნარს 11:0, ნახევარფინალში ბერძენ ტიმოფეი ქსენიდისს კი 9:0 მოუგო. დიდი ანგარიშით მხოლოდ უზბეკ სუბკონჯონ ტოშპულატოვს ვერ აჯობა.

კორძაია ასეთ დონეზე პირველად ჭიდაობდა და ალბათ, ეს გახდა ფინალში მარცხის მიზეზიც ირანელ ჰამედ დელავერ ტალებიზარრინკამართან - ორივე პერიოდში ფეხში შესვლის უფლება მას მიეცა, აქედან პირველი წრიდან გაყვანით მოიგო, მეორეშიც კი არათუ გადააგდო თავად დაკარგა ქულა. ის დამატებითშიც ისევე ფრთხილად ჭიდაობდა - კვლავაც მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე მეტოქე ილეთზე არ შეეშვა, მაგრამ შენც თუ არ ეცდები, კოკას ყოველთვის როდი მოაქვს წყალი. ასე მოხდა იქაც, კორძაიამ კი ამის შემდეგ სცადა ფეხში შესვლა, მაგრამ ირენელმა უგანა და მორიგი ქულა მოიპოვა, ამან ჩვენებური საბოლოოდ გატეხა და მალე კიდევ ერთი ქულა დაკარგა. მთლიანობაში, იმდენად დაძაბული შეხვედრა გამოდგა, ბოლოს ორივეს უჭირდა ფეხზე დგომა. კორზაიას აქტივში ნამდვილად ჩაეთვლება აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვთან მოგება.

ირანელმა ასევე აჯობა ფინალში ებანოიძესაც. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე აზიელი ფიზიკურად ძალიან ათლეტური იყო და აღემატებოდნენ ჩვენებს. მთლიანობაში, ორივე ქართველი ქებას იმსახურებს და სავსებით მართალი ყოფილა ახალგაზრდულის თავკაცი ნუგზარ სხირელი, როცა ამბობდა, რომ ორივე იმსახურებდა ნაკრებში ადგილს და ბალანსის დასამყარებლად ებანოიძე მძიმეში გადაიყვანა - ამ ნაბიჯმა სავსებით გაამართლა. ის იმავეს ამბობდა 66-ზეც და გალეგაშვილს იმთავითვე დაუბევა ადგილი მსოფლიოზე წამსვლელ გუნდში. ურიგოდ არც ეს გამოსულა, მით უფრო, რომ წილისყრამ არ გაუმართლა - პირველივე მეტოქედ მომავალი ჩემპიონი, რუსთა კიდევ ერთი ოსი ფალავანი ხეტაგ ცაბოლოვი არგუნა. გალეგაშვილმა თავისი შანსი სანუგეშო წრეში გამოიყენა, ტაჯიკ სუნათულა რაშიდოვს, ყაზახ ასლან აზიზოვს და ძლიერ თურქ მუსტაფა კაიას აჯობა.

კვარცხლბეკი.

50 კგ. 1. მაგომედ მაგომედალიევი (რუსეთი); 2. გეორგ ვალენტინოვ ვანგელოვი (ბულგარეთი); 3. ანატოლი ბურუიანი (მოლდოვა), ნურსულთან ნაიზაბეკოვი (ყაზახეთი). 17. ლევან როჭიკაშვილი (საქართველო).

55 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო); 2. რასულ კალიევი (ყაზახეთი); 3. ვიტალი ჰურსკი (უკრაინა), არაშ მუსტაფა დანგესარაკი (ირანი).

60 კგ. 1. ტოგრულ ასკაროვი (აზერბაიჯანი); 2. ლოგან სტიბერი (აშშ); 3. მაქსიმ პერპელიტა (მოლდოვა), ომერ უზანი (თურქეთი). 26. თენგიზ ჩოჩიშვილი (საქართველო).

66 კგ. 1. ხეტაგ ცაბოლოვი (რუსეთი); 2. ებრაჰიმ აკბარ ნასირიაფრაჩალი (ირანი); 3. დავით გალეგაშვილი (საქართველო), რანა პარვეენი (ინდოეთი).

74 კგ. 1. ტამერლან ახმედოვი (რუსეთი); 2. აბდულკადირ ოზმენი (თურქეთი); 3. მიროსლავ სტეფანოვ კიროვი (ბულგარეთი), იბრაჰიმ იუსუბოვი (აზერბაიჯანი). 7. ბექა პეტრიაშვილი (საქართველო).

84 კგ. 1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო); 2. ვლადიმერ რუბაევი (რუსეთი); 3. ტიმოფეი ქსენიდისი (საბერძნეთი), ისლამ აზიზოვი (ყაზახეთი).

96 კგ. 1. ჰამედ დელავერ ტალებიზარრინკამარი (ირანი); 2. მამუკა კორძაია (საქართველო); 3. ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი), მაგომედგაჯი ნურასლოვი (რუსეთი).

120 კგ. 1. ჯაბერ ტაგი სადეგზადეჰნოუკოლაეი (ირანი); 2. თედორე ებანოიძე (საქართველო); 3. მურადინ კუშკოვი (უკრაინა), ჰამზა ოზკარადენიზი (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!