პოლონურ პოზნანში, ციოლკოვსკის მემორიალზე ქართული სამკაცა გუნდის მონაგარი ერთი ბრინჯაოს მედალია
პოლონურ პოზნანში, ციოლკოვსკის მემორიალზე ქართული სამკაცა გუნდის მონაგარი ბრინჯაოს 1 მედალია, რომელიც 96 კილოგრამში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ესპანელი ედერ ვილანუევა და ამერიკელი დუსტინ კილგორე დაამარცხა, სახელოვანი გამარჯვება მიითვალა ივან იარიგინის მემორიალის შარშანდელ ჩემპიონთან, რუს იური ბელონოვსკისთან.

ოდიკაძემ პირველი პერიოდი დათმო, მაგრამ მოიგო დანარჩენები, თუმცა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში მეორე რუსთან - აბდუსალამ გადისოვთან ვერაფერს გახდა და პირველი პერიოდის 2:0 მოგების შემდეგ მომდევნოები 0:4; 0:2 დათმო. ბრინჯაოსთვის ბრძოლა ირანელ მეჰდი მაზანდარანთან მოუხდა და აღმავლობითაც ჩაატარა - ჯამში 4:1 იმარჯვა. ამას წინათ ის ბაქოშიც კარგად გამოვიდა - "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირზეც, სადაც ვერცხლი მოიპოვა, ამ წარმატებით კი, სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ჯერ დაველოდოთ მწვრთნელებს და გიორგი გოგშელიძეს.

უმედლოდ დარჩნენ მალხაზ ზარქუა და ბექა ლომთაძე 60-ში. ორივე მასპინძელ კრშიშტოფ ბირიკოვსკისთან დამარცხდა - ლომთაძე პირველ წრეში, ზარქუა - მეორეში. ის ნახევარფინალამდე კი მივიდა, მაგრამ იქ რუს ფინალისტ რასულ მურთაზალიევთან წააგო და არც ჩვენებს მიეცათ სანუგეშოში გადასვლის საშუალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა