ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 2:3 დამარცხდა.

მატჩამდე

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ - ეს რაღაც საოცნებო გახლდათ და მთელი ქალაქი მომავალი დაპირისპირების მოლოდინში იყო. „ნაპოლიმ“ სერია A-ში ბოლო ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რეალმა“ „ჟირონა“ გასვლაზე გაანადგურა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა იქამდე „ატლეტიკოსთან“ მარცხი განიცადა და გამოჩნდა, რომ უნაკლო არ არის. „ბლანკოსმა“ მორატას განეიტრალება ვერ მოახერხა, „ნაპოლის“ კი „ატლეტიკოზე“ დაბალი კლასის შემტევები არ ჰყავს და საინტერესო იყო, მასპინძლები პირველ ნომრად ითამაშებდნენ თუ არა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე „სამეფო გუნდს“ აქამდე გასვლაზე ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ 7 ჰქონდა მოგებული. აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ რუდი გარსიას გუნდში მეტოქის კონტრშეტევისას ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზები გარკვეულწილად გათიშულად მოქმედებდა და ბევრ რამეს სწორედ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლები გადაწყვეტდა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში „ფურია როხასთან“ შეხვედრაში კარვახალის დაჯაბვნა ვერ შეძლო და ახლა ისევ მასთან მოუწევდა თავისი კლასის დამტკიცება. გუშინ ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც ნგრევა არ მოჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა იგივე „სან პაოლოზე“ მომხდარიყო, რაც არ მოხდა.

მატჩი

თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ოსტეგორმა დაასწრო. თუმცა მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა, ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენის მოპოვებული პენალტით ზელინსკიმ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა უკვე უფრო აქტიურობდა, გარკვეული პერიოდი თამაშს წარმართავდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა. მისი დარტყმული მიზანს ასცდა. „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, თუმცა მოწინააღმდეგემ მალე ბურთი დაიბრუნა და ვინისიუსის დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. შემდეგ ვალვერდეს შორიდან გასროლილი ხარიხიდან მერეტს ზურგში მოხვდა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, მადრიდელებმა ვიზავის სივრცე შეუზღუდეს, დროის გაყვანა დაიწყეს, შტურმზე გადასულმა "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ ტურნირზე 24 ოქტომბერს ბერლინში „უნიონთან“ გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - რეალი 2:3

გოლები: 1:0 ოსტეგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54, პენ) 2:3 მერეტი (78, საკ. კარში)

დავით 67
არც მიფიქრია ვინმეს დამოძღვრა ლაშას ვენაცვალე))
zaza
დიდ გუნდებთან ყველას უჭირს
რა მაფიაა?
და რა დაუთმეს რეალს? მესამე გოლი ჯარიმა იყო და ის პირველი ორი ნაპოლი კიარა ვინც გინდა ყოფილიყო, ეს ბელინგემი და ვინისიუსი და ყველა სულელელბი არიან... ასეთი ძლიერი რეალი კარგა ხანია არ ყოფილა... მშვენივრად ეთამაშნენ, ცოტა კლასი დააკლდათ და დაცვაში მეტი ყურადღება...
კონსერვატორი
გადატანითი მნიშვნელობით :)
gzp
დიდ გუნდებთან უჭირს მთელ გუნდს. ხვიჩასაც და სხვებსაც. აი, უდინეზესთან ბრწყინავენ!
ზ.მ.
,,,არავითარი დრამატული მატჩი არ იყო,წააგეს ფაქტით,რეალზე ნაკლები კლასის შემსრულებლებით,გუნდში.რაგბის დროსაც ეს უაზრო კლიშე რომ დააბრევიატურეთ,საქართველომ დრამატულ მატში წააგო,ფიჯისთანო,წააგო ფაქტობრივად,ყველა კომპონენტში,მწვრთნელით დაწყებული,მოთამაშეებით დამთავრებული და ჩვენდა საუბედუროდ,დიდი, უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად შედეგიანი,თავდადებითი ტრამვიანობით,ბიჭების...რაც შეეხება ნაპოლის და კვარაცხელიას.....მერეტზე ძლიერი მეკარე ესაჭიროებათ,ონანას დონეზე არანაკლები,მაინც.კიმის შეცვლელიც ვერ იპოვეს,დამცველის ძიებაში არიან,ნახევარ დაცვაDიც სტაბილურობა ნაკლებია,კონკურენცია ჯი დიდი,ახლებს მეტი დრო უნდა მიეცეთ,ორივე,დანიელი ფეხბურთელიც და .....ლობოტკაზე და ზიელინსკიზე ნაკლებები არ არინ,თუ მეტი არა და ანგისას დონეზე გადიან,ხვიჩამ კი,სანამ თავისი შესაძლებლობების პიკზეა უნდა გაასწროს მაფიოზურ დე ლაურენტისს,დროზე.ოცდა შვიდწლამდე ერთ ერთი დაბალანაზღაურებადია გუნდში და ასეც დარჩება ამ წერილობით კონტრაქტის ბოლომდე,რაც არ უნდა უკეთესად არ ითამაშოს, სინამდვილეში კი,ორ კაცზე მისვლით,დრიბლინგებს საგრძნობლად მოუკლო,ეთი ორჯერ სცადა, ვერ გამოუვიდა,და შეწყვიტა,შიშობს ბურთის დაკარგვას,გუტი,მესხი....,ეგრე არ იქცეოდენ,თუ დაიწყე,ბოლომდე მიაწექი ვერტიკალური პასები კი მართლა კარგი აქვს,მაგრამ უმრავლესობაში ვერ უგებენ,მარტო დიდ თითს უწევს მაღლა,ოსიმჰენი,ზოგჯერ,დაცვაშიც ნაკლებადაა,ერთი ართმევა თამაშში,არაფერია,თუნდაც ფეხებში ჩავარდნით.რეალში თუ გადავა,დროულად,ყველაფერიც უფრო გამოუვა....ნაპოლიმ ,შეიძლება სკუდეტოსთვის ბრძოლა განაგრძოს,და თუ გუნდმა არ მოუმატა,დღევანდელი თამაშით,ძალიან გაუჭირდება, სამეულში მოხვედრაც კი,ჩემპიონთა ლიგაზე კი,მეოთხედ ფინაLში გასვლა,ამ შემადგელობით უკვე დიდი მიღწევა იქნება.., .
შულაია
რად შეიკრიბეთ ამდენი საფეხბურთო თვალსაზრისით გამოთაყვანებული და უინტელექტო ნაროდი, რას ეძახით კარგ-მაგარ თამაშს? - პრინციპულ შეხვედრაში შემტევს კარში 0 დარტყმა რომ ექნება და კარისკენ ერთიი,არცერთი წარმატებული დრიბლინგი კარის სიახლოვეს,ყველა წაგებული ორთაბრძოლა, პასების უმეტესობა უკან ან არა ზუსტი გამწვავების გარეშე და... კიდევ რა დარჩა?? უბურთოდ თამაში და დაცვაში გარჯა 0 კი არა უსასრულო ნული აქვს- ბურთის დაკარგვის ან უზუსტო პასის დროს ისე დინჯად-თავჩახრილი ბრუნდება უკან, გეგონება ღრმა ვეტერანი იყის. კუთხურების დროს, როგორც მეტოქის ისე საკუთარ კართან კვარას ფუნქცია გადმოვარდნილი ბურთზე კონტროლია, ხოდა გადახვევით ნახეთ მესამე გოლისას რას აკეთებდა დოინჯშემოყრილი, როდესაც ველვარდემ საკინტროლო გაისროლა....ფლანსზე ტროლეიბუსივით მიჯაჭვული დგომით და ხელების შლით ბევრს ვერაფერს მიაღწევ, მით უმეტეს რომ არ იცი ბურთის მიღებისას რა გააკეთო, გარდა უკან პასისა ანდა ვითომდა მახვილგონივრული ჩაწოდებისა საჯარიმოში ბრძოლაში, ხოლო მისი დრიბლინგები ისეა გაშიფრული, უკვე დიდი ხანია არავის უნახავს სერიოზულ გუნდებთან, ლეჩეს და უდინიზეს დონეზე კიდევ შეიძლება. დრიბლინგის კლასიკური მაგალითი გუშინ აჩვენა ჯუდი ბელინგენმა- წაიღო და დაასრულა.....ვინისიუსმაც თავის საქმე ათიანზე შეასრულა... თქვენ კი იმეორედ ერთი ეგზოტიკური ფრინველივით-კვარა მაგარია,ყველა ბრუნვაში...კი ბატონო მაგარია რაღაც დონეზე და დაბალი დონის გუნდებთან,თორემ რეალის,მილანის,ინტერის ა.შ. დონის გუნდებთან ერთი ჩვეულებრივი-კარგი ფეხბურთელია და სულ ეს არის...სხვათა შორის ნაკრებშიც ასეა-ჩვენსავით მაჩანჩალებთან მაგარია,მაგრამ ძლიერებთან როგორია კი ნახეთ დინამო არენაზე ესპანეთან.
rigiti
დაცვას მიხედე ლაურიანტეს დაცვას... რას ერჩით რეალთან ორი გოლის გატანა და კიდევ საკმაო მომენტების შექმნა არავისთვის არ არის ადვილი
ჯონდო
გარსიას ოთხტომეულს მალე ვიხილავთ?
rigiti
სახე საერთოდ არ უნდა დაიხოკო ?!!!!
ლაშა
დათუშ სპორტზე ილაპარაკე, ნუ გვმოძღვრავ)
ნინო
ფრედ რომ დამთავრებულიყო უფრო სამართლიანი იქნებოდა...
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ხვიჩა კვარაცხელია ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, რომელსაც ყველა მწვრთნელი, თვით პაპა კარლოც დიდი სიამოვნებით იხილავს თავის რიგებში და ამას ჩვენ ვნახავთ! რაც შეეხება ნაპოლის, შემადგენლობის სიღრმის დეფიცია რა თქმა უნდა, რომელზედაც თავის დროზე უნდა ეზრუნა ლაურენტისს,როცა კიმ-ს უშვებ,მინიმუმ მისი ნახევარი უნდა მოიყვანო გუნდში.
გიას
ქართული წერა ისწავლე. უშედეგოთ კი არა უშედეგოდ
რამაზ
გამარჯობა. სპორტალ.გე... რუსულ ენაზე მიმოხილვა მოდაში არის, თუ სავალდებულო არის უკვე??? ქართულად არ შეიძლება?
Geo
რა გვანახა ამ თამაშმა? კიტხვები! სად იყო კვარა, ოსიმენი? სად იყო ფლანგები? პენალტით მოოოვებული მეორე გოლი! ნაპოლი კრიზასშია!!
დავით 67
რაზე დავფიქრდი იცით? რეალს საქართველოში მცხოვრებ ხალხზე მეტი ქომაგები თუ ჰყავთ კიდევ სადმე სხვა ქვეყანაში პროცენტულად. ?რა თქმა უნდა ესპანეთს და მადრიდს არ ვგულისხმობ. ეს ხალხი ჩრდილოეთ კორეის ხალხს მაგონებენ,რომლებიც კიმ ჩინების დინასტიას გლოვობენ. რეალის წაგებისას. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, ასევეა ბარსას ფანებიც. რაც შეეხება თამაშს რეალი უკეთესი იყო, მაგრამ არა აშკარად . ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ჩემ აზრს ვამბობ, შეიძლება არ ვარ ობიექტური. იმიტომ რომ არ მინდოდა ნაპოლის წაგება. ხვიჩას თამაში მომეწონა, მაგრამ ვფიქრობ ნერვიულობდა ზედმეტად. ვინც ამბობთ ოლიმპიაკოსის და ტორინოს დონისააო, თქვენც ხომ კარგად ხვდებით რომ ეს ასე არაა და თან თავსაც იმშვიდებთ, ვითომ ბოღმები არ იყოთ. საერთოდ რატომ აკეთებთ კომენტარს.? ამით ვინმეს აღიზიანებთ გგონიათ?
ისე კი
ვირისიუსი საკმაოდ უხეში მოთამაშეა თავდამსხმელის კვალობაზე
Leonardo
კლასში ძალიან დიდი სხვაობაა და ნაპოლის 2/3 მაღალი კლასის ფეხბჯრთელი რეალის 10-ს ვერანაირად ვერ გადაწონიდა, ისე იდეაში ეხლა წაგება ჯობია და თამაშიც გაუმჯობესება, ვიდრე მერე პრეიოფებში….
Walter White
აღარ შევალ დისკუსიაში აძლევენ პასს თუ არა კვარაცხელიას( ისე ამის დამწერთაგან მეეჭვება რომ ფეხბურთი ვინმეს ეთამაშა, რადგან რამდენჯერაც გაიხსნა ხვიჩა, იმდენი პასიც მიაწოდეს) მაგრამ თამაშმა აჩვენა რომ იტალიური ფეხბურთი მაინც ეზოს ფეხბურთს წააგავს.ნეაპოლი ალბათ ჯგუფიდანაც ვერ გავა.
ჟორა გაბრიჭიძე
ოსიმენი არაფრად არ ვარგოდა. ბევრჯერ სპეციალურად ვაკვირდები გუნდის თამაშს და აღმოჩნდა, რომ ნაპოლი ძირითადად მარჯვენა ფრთიდან უტევს დაახლოებით 60/40-ზე, რაც ალბათ დი ლორენცოსთან პადხალიმობის მოტივითაა ნაკარნახები.
ვავა დაცვა
დაცვა კატასტროფაა
გია
ოსიმენის ფეხბურთელობა არ გაიშვას რა, ტიპი ბურთს ვერ აჩერებს, კარში ნორმალურად ვერ ურტყამს და კაცის მოტყუებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მართლა ვერ გავიგე რა მოსწონთ ამ ოსიმენის.
მეტრო
კარგი იყო ეპიზოდურად, თავჩაღუნული რომ დააბიჯებს მინდორზე ეგ აქვს გამოსასწორებელი. ზედიზედ აქტიური მომენტები ქონდა და უცბად ჩაიკაეგა 20 წუთით
კონსერვატორი
მეტი საქმე არ გაქვთ უცხოურ გუნდს რო ასე ,,ბალეშიკობთ,, ? თუნდაც ქართველის უცხოურ გუნდს არაფერს ვამბობ ისეთ გუნდზე სადაც ქართველი არ თანაშობს.ინდუსებს და არაბებს ემგვანებით თანდათან რონალდოს დანახვაზე რო სველდებინ და სახეს იხოკავენ . სახე უნდა დაიხოკო სამტრედიაზე, ბათუმზე ზუგდიდზე , თელავზე და ა.შ .ეს ჩემგან ევროპული გაკვეთილი აზიელებს :)
M
არვიცი ჩემი აზრია: ხვიჩა თამაშობს გუნდიც თამაშობს, როდესაც 1 უსწრებს აზროვნებით თავის მეწყვილეს რაც არ უნდა მაგარი იყოს ის ერთი ვერ გადაწყვიტავს თამაშის ბედს. ხვიჩამ რაც ვუყურე მხოლიდ ერთ შემთხვევაში დააგვიანა დარტყმა. დანარჩენი პასებს იღებდა მხოლოდ კარებთან ზურგით რომ იდგა (სიჩქარეზე პასს ვერაძლევენ). ნაპოლის მწვრთნელი მთელი თამაში რაღაცეებს იწერდა მარტო. არვიცი რატომ თხოვთ მთელი გუნდის (თან რეალის) ცალ ფეხზე დახვევას ეგ დრო წავიდა აღარაა ფეხბურთი როგორიც იყო 30-40 წლის წინ თამაშს იგწბს გუნდი და ვეღარ 1-2-3 ფეხბურთელი
სენაკელი
რა შეჭამეთ კვარა,მშვენივრად ითამაშაა ასე ადვილია ანჩელოტის გუნდის მოგება?თუ დღეს უყურებთ პირველად ფეხბურთს-კი წააგეს მაგრამ ბიჭებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს ყოჩაღ ნაპოლი და წარმატებები
არგუტი
1.აშკარა იყო სხვაობა კლასში,განსაკუთრებით სავალალოდ სისწრაფეებში გამოიყურებოდნენ.2.რა თქმა უნდა დი ლორენცოს შეცდომამ თამაშს თავისი დაღი დაასვა.რეალისთვის ყველაზე არახელსაყრელ და ნაპოლისთვის ხელსაყრელ ვითარებაში მოხდა ეს შეცდომა თუარა შეიძლებოდა რეალი კიდევ უფრო დაეძაბათ,აენერვიულებიათ და კონტრშეტევებშიც კიდევ ეხეირათ.ისე მოდას ზედმეტად აყოლილი ხალხი მთლად საიმედონი არ არიან [ტატუები]გდამწყვეტ მომენტებში ხშირად უშვებენ ფატალურ შეცდომებს.3.რაც შეეხება ხვიჩას,მან ჩაატარა მატჩი სადაც ვარსკვლავები არ მოუწყვეტია მაგრამ არც მთლად ცუდი ყოფილა გუნდის საერთო ფონზე.თანაც თუ გავითვალისწინებთ რა წნეხის და სიმჭიდროვის პირობებში უხდებოდა მოქმედება.მან უბრალოდ უნდა ისწავლოს ცივსისხლიანობა მეტოქის საჯარიმოში და მის მისადგომებთან.
გია
რა დაგიჩემებიათ ეს "ხვიჩას არ აძლევენ პასს". ამდენი გადაცემა დღეს რომ ხვიჩას მისცეს მე ჯერ არ მახსოვს. უბრალოდ მხოლოდ 2-ჯერ გაიბრწყინა ამ თამაშში და მორჩა (ისიც უშედეგოთ)
დინამოელს
გადაახვიე და თავიდან უყურე, რამდენჯერ საუკეთესო პოზიციაში არ გააყოლა პასი.
ფეხბურთი
ნაპოლის ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ შიდა სამზარეულო ძალიან მოიკოჭლებს. ნაპოლი ეგოისტური გუნდია, სადაც ხვიჩას არავინ აძლევს პასს და კვარა თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით ახერხებს იმას რასაც ახერხებს. ოდნავ ნორმალურ გუნდში, ხვიჩა ოლიმპზე ავა და იმედი მაქვს ამ სეზონის შემდეგ ის უკეთეს გუნდს მოძებნის. წარმატებები ნაპოლის და კვარას.
დინამოელი
წინა სეზონში მარიო რუი, ახლა ზელენსკი არ აძლევს პასებს. კარგი რა, შეთქმულების თეორიებით ნუ უყურებთ თამაშებს
რატი
ნუ ვიდარდებთ, ტროლები არიან, ჩალაზე უფრო იაფები. )))))))) წარმატებები ხვიჩას! ისე მეტი ინდივიდუალიზმი! სწორედ ეს არის მისი მთავარი კოზირი.
ლაშა
ზოგადად მეორე ტაიმი სწორად წარმართა ნაპოლიმ, აქ მთავარი შეცდომები დაუშვა ოსიმენმა, ორ შემთხვევაში კვარა დააიგნორა როცა შანსი იყო ერთი ერთზე, ხანდახან ისე ურტყავს ჰარიჰარალოზე, გამართლებაზეა და 9 ნომერს ცოტა მეტი ფანტაზია მოეთხოვება
იკა
კმარა კვარა! (ვარდნა!)
გოგა
არადა ცუდი თამაში არ ქონდა ხვიჩას, მაგრამ აქაური სულით ავადმყოფეფს მიეცათ სალაპარაკო, რახან წაგო ნაპოლმა თამაში, ე.ი ხვიჩას ბრალია, ვაი თქვენს პატრონს
მურთო
ძალიან მაგარი თამაში იყო. კვარასაც ადე თუ ისე კარგი თამაში ქონდა, უბრალოდ არ გაუმართლა :(.........აი ბელინგემი კი სასწაული გვყავს, ხატავს მოედანზე
მამუკა
კლასში აშკარად იგრძნობოდა სხვაობა, კვარამ მეტი უნდა აიღოს თავის თავზე, როცა ატყობ რომ მიგდის თამაში უნდა მოითხოვო ბურთი სულ მუდამ, აშკარად ჯაბნიდა კარვახალს ერთი ერთზე
კახა
მოყვარეს პირში უძრახე: საერთოდ ჩააგდო თამაში თითქოს შებოჭილი იყო
იკა
კმარა კვარა! ჩემის აზრით თუ იქნება ბერძნული გრანდიდან დაინტერესება, ხვიჩა უნდა გადავიდეს ოლიმპიკოსში, ეს იქნება კბარადთვის ბოლო შანსი, კვარადონამ ამოწურა თავის თავი ნაპოლში
Რაგბის ფანი
ზელინსკის დაგინებული ხომ არ აქვს, რომ კვარას პასს არ მისცემს?
უვიცი
დი ლორენცოს შეცდომამ არია თამაში, ისევე როგორც მილანთან.
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
"რეალი" შოკშია - სალიბა "არსენალთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
"რეალი" "არსენალიდან" თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია