დუდა სანაძეს მუხლის ოპერაცია ესაჭიროება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თბილისში ჩაიტარებს. მის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 6-8 კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც სანაძე თავის უნგრულ კლუბს, "ატომერომუს" დაუბრუნდება.

სანაძის შესახებ ინფორმაცია სწორედ უნგრულმა კლუბმა საკუთარი სოცქსელების საშუალებით გაავრცელა: "სამედიცინო შემოწმებისა და შეფასებების შემდეგ გადაწყდა, რომ დუდა სანაძეს მუხლზე მცირე ოპერაცია სჭირდება, რომელსაც კალათბურთელი საკუთარ სამშობლოში, ქართველ ექიმებთან ჩაიტარებს და რეაბილიტაციასაც ადგილზე გაივლის. ჩვენი კლუბი კალათბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ჩვენ მას დავეხმარებით ყველაფერში. ამჟამად არსებული მონაცემებით, მის რეაბილიტაციას 6-8 კვირა დასჭირდება".

მუხლი, რომელზეც ოპერაციას ჩაიტარებს, სანაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში იტკინა. კაბო ვერდესთან გამარჯვების შემდეგ სანაძემ 3 შეხვედრა ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშა და მუხლი გაუმიზეზდა. ტრავმამ თავი მოგვიანებით მძაფრად იჩინა, როცა დუდა საკუთარ უნგრულ კლუბს შეუერთდა. სამედიცინო შემოწმებამ მუხლის სამკურნალოდ ოპერაციის აუცილებლობა განსაზღვრა.

"ართროსკოპიულ ოპერაციას ვიკეთებ, რომელიც არაა რთული გადასატანი, თუმცა დრო სჭირდება. რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გავართმევ თავს. კლუბის ექიმების შეფასებით, თვე-ნახევარი, 2 თვე მომიწევს რეაბილიტაცია და იმედი მაქვს, ამ დროში ჩავეტევი" – განაცხადა დუდა სანაძემ, რომელიც ართროსკოპიული ოპერაციის ჩასატარებლად და სარეაბილიტაციოდ საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვა.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე