"ჩელსის" 33 წლის ვარსკვლავი ფრენკ ლემპარდი ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აღარ იქნება
ამიერიდან ფრენკ ლემპარდი ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აღარ იქნება.

"ჩელსის" 33 წლის ვარსკვლავს ეროვნული გუნდის შეკრებებსა და შეხვედრებზე, რასაკვირველია, გამოიძახებენ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს უნდა გამოეთხოვოს. ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრების მაისურით 86 მატჩი აქვს ჩატარებული, 10 აგვისტოს, ჰოლანდიასთან სათამაშოდ, კვლავ უხმობენ, მაგრამ, "დეილი მეილი" გვარწმუნებს, რომ ის თერთმეტ კაცში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ 19 წლის ჯეკ უილშირი და 30 წლის სკოტ პარკერი დაშავდებიან.

ინგლისელთა იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო საჯაროდ ლემპარდის ქება-დიდებას განაგრძობს, მაგრამ აშკარაა, რომ მისი აზრით ვეტერანი ადრინდელივით ვეღარ თამაშობს და მის როლს უილშირს გადააბარებს. თან, მართალია, საზარდულთან დაკავშირებული დაავადების გამო ეროვნულ გუნდში კვლავ არ ითამაშებს 31 წლის ლივერპულელი სტივენ ჯერარდი, მაგრამ ლემპარდი მაინც სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

გეხსომეBათ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს, წლების განმავლობაში აწუხებდათ გადაუჭრელი პრობლემა, როგორ ათამაშონ ერთად ლემპარდი და ჯერარდი. ამიერიდან ეს პრობლემა გადაწყვეტილია -დრომ გადაჭრა. დღეიდან ინგლისელთა ნახევარდაცვის მთავარი ფიგურა იქნება ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში მხოლოდ ხუთი თამაში აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ პარკერს. ის, ლემპარდისა არ იყოს, 30 წელს არის გადაცილებული, მაგრამ როგორც ჩანს, უილშირს მოედანზე სხვებზე უკეთ უგებს. თურმე, როდესაც უილშირი უტევს, ზურგში მოშიშვლებულ სივრცეებს პარკერი ლემპარდზე გაცილებით უკეთ ავსებს და აზღვევს.

გავიხსენოთ ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრა, რომელიც ივნისში გაიმართა. იმ შეხვედრაში ლემპარდმა გოლი გაიტანა, მაგრამ კაპელომ ის მაინც შეცვალა. იმ დღეს მის ნაცვლად მოედანზე ეშლი იანგი შევიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის იანგიც უფრო საიმედო და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება ვიდრე ლემპარდი.

იანგზე კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ მას ახალ ფორმაციაში, ალბათ, მარცხენა ფრთაზე ვიხილავთ, მაგრამ სამომავლოდ კაპელოს ის მაინც თავდამსხმელის უკან წარმოუდგენია. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ლემპარდის შანსი კიდევ უფრო მცირდება: მას ხომ შუიდან შეჭრა, თავდასხმაში ჩართვა უყვარს, ეს ტერიტორია კი იანგს ექნება დაკავებული.

რასაკვირველია, მუდმივად იქნება შანსი იმისა, რომ სხვა ფეხბურთელები დაშავდებიან ან ცუდ ფორმაში იქნებიან და ლემპარდი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება, მაგრამ ვიყოთ გულწრფელნი: განა ასეთი რამ ხშირად მოხდება? ასეთი დღეების ლოდინი "ჩელსის" მრავლისმნახველ ვეტერანს იქნებ მობეზრდეს კიდეც და სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ლემპარდმა პოზიციები უნდა დათმოს: კაპელო, უილშირის გარდა, ნაკრებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს, 19 წლის ფილ ჯონსს იწვევს და ჰოლანდიასთან მოედანზეც შეუშვებს. ეს ჯონსის დებიუტი იქნება ეროვნულ გუნდში.

დიახ, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა, რომელიც "ოლდ ტრეფორდზე" "ბლექბერნიდან" 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, ჰოლანდიასთან ითამაშებს. ცნობისათვის: ჯონსი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ინგლისის 21 წლამდელთა გუნდში, რომელმაც ივნისის დასაწყისში, დანიაში, ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში უფერულად ითამაშა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ კაპელომ ჯონსი მის მანჩესტერელ თანაგუნდელს, 21 წლის კრის სმოლინგს ამჯობინა. რატომ? სმოლინგზე ამბობენ, რომ ბურთის ფლობაში პრობლემები აქვს, ჯონსი კი უმაღლესი დონის ფეხბურთის სათამაშოდ უკეთ არის მზად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

halamadrid
ლემპარდს ვიღაცა ღლაპები ვერ აჯობებენ და ლემპარდი კვლავ სასტარტოში დაბრუნდება გონს მოეგე კაპელო!!!!!!!!!!!!!
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა