კაპელო: "გუნდი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ყოველი შეხვედრა ისე ითამაშოს, გეგონება ფინალია"
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრაზე ინგლისი საფრანგეთის ჯგუფში მოხვედრას გადარჩა -ბრიტანული მას-მედიის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ლონდონში ყველაზე მეტად სწორედ "ლურჯებთან" შეხვედრა არ უნდოდათ. თან, გადარჩა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

გახსოვთ, როგორ იყო? საფრანგეთის (იმავე საქართველოს) ჯგუფს ერთი გუნდიღა აკლდა, უძლიერესთა კალათიდან, კალათაში კი ინგლისი და ესპანეთი იყვნენ დარჩენილი. ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ მინის ჭურჭელში ხელი ჩაჰყო და... ინგლისი საფრანგეთთან თამაშს გადაარჩინა. შესაბამისად, ინგლისელებს ასეთი ჯგუფი ერგოთ: ინგლისი, ჩერნოგორია, პოლონეთი, მოლდოვა, სან მარინო.

ახლა, მოდი წავიკითხოთ როგორ აფასებენ თავიანთ ჯგუფს ინგლისელი ჟურნალისტები. ისინი წერენ, რომ თუ ფიფას ყოველწლიური რეიტინგით ვიმსჯელებთ, ინგლისის ჯგუფი ევროპულ ჯგუფებს შორის ყველაზე სუსტია. ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ვარსკვლავმა, 32 წლის რიო ფერდინანდმა "ტვიტერზე" დაწერა:

"როგორც ყოველთვის, ისეთი ჯგუფი გვერგო. რამდენიმე სახიფათო გასვლა გველის, თუმცა, ზოგადად რომ გადავხედოთ, წესით პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ".

ინგლისური ასოციაციის ფეხბურთის განვითარების დირექტორი ტრევორ ბრუკინგი: "ყველა ჯგუფს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ჩვენი ჯგუფი სრულიად მისაღებია".

მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ინგლისელთა დღევანდელი თავკაცი, ფაბიო კაპელო, რომელიც ერთი წლის შემდეგ თანამდებობაზე აღარ იქნება, "მემკვიდრეს" აფრთხილებს, რომ ამ ჯგუფიდან გასვლა იოლი ამოცანაც არ უნდა ეგონოს.

"არავინ იფიქროს, რომ ინგლისს კენჭისყრაში გაუმართლა. გუნდი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ყოველი შეხვედრა ისე ითამაშოს, გეგონება ფინალია. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს უკვე შემდეგი მწვრთნელის ამოცანაა, მე კი, ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძვი.

და მაინც, ორიოდ სიტყვით მომავალი მეტოქეების შესახებ: ჩერნოგორიას ინგლისი ძალიან კარგად იცნობს. პოლონეთი პროგრესის გზას ადგას და ინგლისის ნაკრებთან სათამაშოდ მოედანზე სრული მობილიზებით გავა. რაც შეეხება უკრაინას, მახსოვს, ამ გუნდმა სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების წინ, ბოლო შეხვედრაში მოგვიგო. მოლდოვა და სან მარინო კი დანარჩენებზე სუსტები არიან".

შემდეგ კაპელომ უფრო ზოგადად ილაპარაკა. იტალიელმა თქვა, რომ ინგლისის ნაკრებს ნათელი მომავალი ელის, რადგან ჩინებული მომავალი თაობა ეზრდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა გვეზრდება და მომავალ?ი ისინი დიდ როლს ითამაშებენ. კიდევ სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მეტად და მეტად გამოჩნდება თავისი გუნდის შემადგენლობაში. მაგალითად, კიერან გიბზს "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში ველით უფრო ხშირად, ჯეკ უილშირზე ლაპარაკი ზედმეტია, ის ნაკრების მომავალია, "ლივერპულში" კი ჯორდან ჰენდერსონი და ენდი ქეროლი მიიღებენ გამოცდილებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა