სანაკრებო პაუზის წინ გუნდები ბოლო მატჩებს გამართავენ. იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში კიდევ ერთ გამარჯვებას გეგმავს "ნაპოლი", რომელიც მიმდინარე ცხრილში მე-4 ადგილზეა. ისინი "ფიორენტინას" უმასპინძლებენ, რომელსაც 6 შეხვედრაა, არ წაუგია - დღეს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე. შაბათს ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ, მათ შორის "მილანის" მეკარე მენიოს გაძევება და ოლივიე ჟირუს კიპერობა. "ინტერმა" კი ქულები დაკარგა...

შუა კვირაში ორივე გუნდმა ევროტურნირებზე ითამაშა. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (2:3) დამარცხდნენ, "იები" კი კონფერენს ლიგაზე "ფერენცვაროშს" (2:2) დაუზავდნენ. ასე რომ, როტაცია მოსალოდნელია.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მეტოქესთან კარგი ბალანსი აქვს. გასულ, საჩემპიონო სეზონში, ჯერ ფლორენციაში (0:0) დაზავდნენ - ლოსანომ "კვარას" კარგი პასი გოლად ვერ აქცია, შემდეგ კი უკვე ჩემპიონმა "ნაპოლიმ" ოსიმენის პენალტით (1:0) გაიმარჯვა. ნიგერიელმა მანამდე თერთმეტმეტრიანი გააცუდა. რაც შეეხება ქართველ გარემარბს, ის ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად მინდორზე პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შევიდა.

"ფიორეს" რიგებში არგენტინელი ნიკო გონსალესი გამოირჩევა, რომელსაც 4 გოლი და 1 "ასისტი" აქვს; აქაა ბრაზილიელი არტურ მელო, რომელიც "ბარსელონასა" და "იუვენტუსიდან" გვახსოვს, ასევე, ვეტერანი ჯაკომო ბონავენტურა. დოდო ტრავმირებულია, კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირება კი 19 წლის ნატურალიზებულ იტალიელს, მიშელ კაიოდეს მოუწევს. ის მაღალრეიტინგული მცველია, 19-წლამდელთა ნაკრებიდან ახალგაზრდულში ახლახან დააწინაურეს, მაგრამ ბუნებრივია, რომ 77-ე ნომერს ერთი მეურვის ამარა არავინ დატოვებს. "კვარადონამ" ჯერ მხოლოდ ერთი გაიტანა, მაგრამ 3 შედეგიანი პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. იტალიანოს გუნდს ამბიცია გააჩნია, ფავორიტს აჯობოს.

რუდი გარსია რაჰმანის გამოჯანმრთელებას ამაოდ ელოდა, ჟესუსის თამაში კი გამორიცხული იყო. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს, შესაძლოა, რასპადორი დაემატოს. "ნაპოლის" სრული კონცენტრაცია მართებს.

ტურის დასკვნით მატჩს 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ნეაპოლელების შეხვედრას ბოლოს 15 აპრილს, "ვერონასთან" უგოლო (0:0) ფრის დროს მოემსახურა.

SOS!!!
ხვიჩა გამარჯვებას გისურვებ! შენი ლამაზი გოლები მომენატრა!
ჩავარდნა აქვს
ჩავარდნა აქვს, რაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის. არც ხელფასი გაუზარდეს. თოერემ მაგარი რომ არის წინა სეზონშიც დაამტკიცა და საწყის ტურებშიც
გოგო
წაიღო ტვინი ნაკრებმა,ყელშია ამოსული ამდენი მარცხი და წარუმატებლობა.ყველამ ისწავლა თამაში ჩვენ გარდა,შემაძულეს ფეხბურთი ქართულმა კლუბებმა და საქართველოს ნაკრებმა.
giorgi
რავიცი თუ მასაჟისტკებიც ჩამოვლენ ბალეშიკებათ გაგვისწორდება
kllaus
ვერცერთი თამაში ვერ ითამაშა ნორვეგიასთან შოტლანდიაში გაბღენძილი დადიოდა პენალი გააფუჭა, კვიპროსშიც დიდათ არაფელი. მიქაუტაძეს ბურთი არ ჩაეჭრა და ზურიკოს ბოლოს არ გაეტანა ვერც იმას მოვიგებდით. ესპანეთან იდგა გაუნძრევლად.
გივიკო პუტინი, 9 წლის
ფედერაცია, სურინამთან და ნაურუსთან მალე გვექნება ამხანაგურები? ამიხდინეთ რა ბავშვობის ოცნებაა.
beqa
ერთი სულიმაქ ტაილანდთან როდის ვითამაშებთ ბერძნების არა მარა ყაზახებთან დაპირისპირებისთვის საჭირო სპარინგია :)))) ვაიი თქვენს პატრ..
Oqri
Tailandtan ratgvinda awi sadac sachiro iyo chaisvara aci amxanagurshi tan tailandtan iyav sadac xaar
გიგა
დაასვენეთ ბიჭი, ძალიან გადაღლილია!
ბაჩო
წინა სეზონში დოდო მაგრად ფეხი ვერ გაანძრია ხვიჩამ. ეხლა სამწუხაროდ ტრავმირებულია ბატონი დოდო, რო ამოეყლაპებინა წინა სეზონის საზღაური. წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის. შარშანდელი მენტალობა სტაბილურად უნდ დაიბრუნონ და განიმტკიცონ
ზვიადი
კარგი პრევიუა და ზოგჯერ ფკეშსკორიდან გადმოსული ხალხი რომ აკომენტარებენ, ძაან სასაცილოა, კომპლეტენცია რაღაც ინფორმაციის გადმოტანა რომ ჰგონიათ
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა