ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მძიმე წონაში მოპოვებული ოქროს მედლით და საქართველოს ჰიმნით დაასრულა.

ოდიველაში (პორტუგალია), სადაც მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საუკეთესო შედეგს მიაღწია შალვა გურეშიძემ.

მომავალი ჩემპიონი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა გერმანელი, თურქი და კვიპროსელი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ორი ვაზარით მოუგო თურქეთის წარმომადგენელ იბრაჰიმ ტატაროღლუს და ჩემპიონობაც იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ გურეშიძემ წლეულს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა, შარშან კი ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ევროპის ჩემპიონატი კი - ოქროს მედლით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ალექსანდრე ლოლაძეს (81 კგ), რომელიც ფინალში იაპონელ კაიტო ამანოსთან იპონით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით ვაჟთა ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ილიმპიური კომიტეტი

ალექს-ს
თუშიშვილი 20 წლის ასაკში ვეღარ თავსდებოდა 100კგ-ში და ამ ასაკში დაიკლებს მაგდენს? რას დაწერთ ხოლმე.....
ალექს
ძალიან დაბალია ამ წონისთვის ბაშაევივით,მაგრამ მასზე ბევრად პერსპექტიული. ლომთა ლომი მოდის. ჩემი აზრით თუშიმ უნდა ჩაინაცვლოს ერთი წონით დაბლა და სულამანიძეს შეუქმნას კონკურენცია. გურეშიძე უფროსებში უკონკურენტო იქნება მალე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე