იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" 1:3 დამარცხდა.

სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს. თავი ხოსიპ ბრეკალომ გამოიჩინა. 45+5 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. 63-ე წუთზე გოლის გატანა ჯაკომო ბონავენტურამ მოახერხა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93+3 წუთზე ნიკოლას გონსალესმა დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელია, ტრადიციულად, აქტიური არ ყოფილა, ორჯერ დარტყმული დაუბლოკეს, თითო-თითოჯერ კი მეტოქე დააჯარიმა და თვითონაც დაჯარიმდა.

8 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "ვერონასთან" გამართავს.

"ფიორენტინა" 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 23 ოქტომბერს კი "ემპოლის" ესტუმრება.

Ihmo
ისე განიხილავენ ხვიჩას ცხოვრებას გეგონება მისი პირადი ყოფილიყოს. მეტი საქმე არ გაქვთ ?! ან რა თქვენი საქმეა ხვიჩა როდის ან ვის მოიყვანს ცოლად ერთი ადილი დააყენეთ და თქვენ პირად ცხოვრებას მიხედეთ ამაზრზენები ხართ გამგები გაიგებს ვის ეხება ეს კომენტარი !!
IHMO
ზოგი ისე წერს გეგონება ხვიჩას პირადი მისი ცხოვრება იყოს. ხვიჩამ გულშემატკივრებს უნდა გითხოს როდის დაქორწინდეს და ვისზე ნორმალურები თუ ხართ საერთოდ ვინ გეკითხებათ მის პირადს რომ განიხილავთ რაც არ არის თქვენი საქმე ჩაიგდეთ ენა !!! გამგები გაიგებს ვის ეხება ეს კომენტარი
ჯონდო
სავსებით ვიზიარებ (რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან) ამ სიტყვებს,- მხილოდ: რა იყო მილიონი წერილი ხვიჩას ანაზღაურების გაზრდის თაობაზე ამ საიტის, ფეხბურთელის უახლოესი გარემოცვის მხრიდან (სსრკ გამახსენდა мы счастливый народ) და მერე პირში წყლის ჩაგუბება. თავმოყვარეობის დიდი დეფიციტია!
ბესო
ნებისმიერი პროფესიის ნებისმიერ სამსახურში დასაქმებულ ადამიანს ვეკითხები, კვარას ადგილზე, რომლისთვისაც ფეხბურთელობა პროფესიაა და თავისი პროფესიით დიდი-დიდი, 10-12 წელი შეუძლია ირჩინოს თავი და არჩინოს ოჯახი, თქვენ როგორ მოიქცეოდით? თავს არ ზოგავთ, სულს და გულს დებთ სამსახურში, ერთ დროს ისერა ფირმა თუ ნებისმიერი სტრუქტურა ევროპაში სამაგალითო გახადეთ, ფინანსურად წინ წაწიეთ, სახელი გაუთქვით, ფირმაში კი თქვენი მდგომარეობა არ იცვლება - იმდენივეს იღებთ, რამდენსაც იღებდით და კიდევ უფრო უარესი - რაც არ უნდა გააკეთოთ, უახლოესი 5 წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება. ამავე დროს, ფირმაში (გუნდში) მოდიან ახალი თანამშრომლები (ფეხბურთელები ), რომლებსაც ფირმის წარმატებისთვის თითი თითზე არ დაუკარებიათ და თქვენზე მეტ ხელფასს იღებენ, სამსახურშიც უფრო ხშირად არ დადიან (სათადარიგო ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ), ვიდრე დადიან...შეგახსენებთ, პროფესიული საქმიანობისთვის სულ 8-10 წელი გაქვთ, მერე, სხვა პროფესიას თუ არ შეისწავლით, შეიძლება სანაგვეზე აღმოჩნდეთ ტრავმირებული ფეხებით... რას იზამდით-მეთქი, ვკითხულობ...ნახევარ სამსახურს (გუნდს) რომ ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, რა ნამუსით ითხოვთ თავგანწირვას, რომელსაც კვარა-ოსიმენისადმი გამოჩენილი უმადურობის მაგალითზე ყველა ფეხბურთელი ხედავს? გუნდის მეპატრონე მევახშე-გაიძვერაა, ბრიყვი და მეპატრონის მონა მწრთნელი გუნდის ვარჯიშსა და სქემების დალაგებაზე მეტად ინტრიგების ხლართვას უნდება, აგერ, „ლიდერთა საბჭო“ - ც შექმნა ხვიჩას და ოსიმენის გარეშე... თუ გსმენიათ საერთოდ ასეთი „პოლიტბიურო“ -ს არსებობა მსოფლიოს რომელიმე გუნდში? მოტივაცია ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და მისი არარსებობა ყოველთვის უარყოფით შედეგს იძლევა როგორც პიროვნებისთვის, ისე სტრუქტურისთვის. შედეგიც სახეზეა...
გიორგი
მართალია, რახან ქართველია იმიტომ არ უნდა ვაქოთ, მაგრამ არც მარტო იმიტომ უნდა'ვაკრიტიკოთ' სინამდვილეში კი დავამცროთ, რახან ქართველია. '35 მანეთიან აზროვნებაზე' სადმე სხვაგან ილაპარაკე, შენი ჭკუის ხალხთან.
L.J .
Meuglea misi ase piradulze rogor gadadixar ar gitydeba???
შულაია
ვინც ამ სეზონში ნაპოლის და კვარას ფეხბურთს კრიტიკულად აფასებს და არ მოსწონს ჩასაფრებულებს ეძახით და ლამის სამშობლოს მოღალატეები გამოქყავთ ფეხბურთზე საერთოდ აზრზე არა ხართ, საერთოდაც ხელმოცარული და ძველი 35 მანეთიანი აზროვნების გადმონაშთები უფრო ხართ. თუ არა და რა უბედურებაა კვარას ასე გაფეტიშება და ლამის მსოფლიო საფეხბურთო მოვლენად წარმოჩენარა,. ჯერ იყო და ნაპოლი-ში მისმა გადასვლამ და რამდენიმე გოლის გატანამ ლამის ეროვნული ფსიქოზი გამოიწვია, მერე იყო და ნაპოლის ჩემპიონობას და ოსიმენას გოლებს ეროვნულ საგანძურად გამოცხადებას ცოტა დაგვაკლდა, შემდეგ მათ კონტრაქტებს და ხელფასებს განიხილავდა მთელი ქვეყანა, ახლი კი როდესაც კვარა იმის აჩრდილიც აღარ არის რაც გასული სეზონის სტარტზე ნაპოლი-ში,ისევ თუთიყუშებივით გაიძახიან ხვიჩა განუმეორებელია და მაგრად ითამაშაოო....აი თუნდაც გუშინ-მესამე გოლი მის მიერ დაკარგულ ბურთს მოყვა, მეორე გოლისას კი თავზეხელებშემოწყობილმა, მოკრძალებული კარისკაცივით შეაცილა შემტევი საჯარიმოში, შეტევაში კი არავითარი ფანტაზია,კრიატიულობა, მხოლოდ ერთფეროვანი-ფლანგზე კაცის მოტყება და ჩაწოდება საჯარიმოში-სულ ეგ არის...ამას დაუმატეთ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაკრებში ჩაგდებული თითქმის ყველა თამაში და კატასტროფა ესპანეთთან...აგრეთვე მისი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშებზე უარი....და ამის შემდეგ გამოვა ვიღაც ჭკუასუსტი,რომელსაც კრიტიკული აზროვნების უნარი არ გააჩნია და სხვას, ვინც კვარა- კვარას არ გაიძახის ყველა ბრუნვაში ჩასაფრებულებად,ბოღმიანებად,ლიბერალებბად,ნაცებად და ათასი, მისი აზრით ვითომ დამამცირებელი ეპიტეტებით მოიხსენიებს.....კი ბატონო ქართველია და ობიექტური ვერ ვიქნებით მისი თამაშის ცქერისას, მაგრამ სულაც ასე გადამეტებულმა გაფეტიშებამ, ბაქი-ბუქმა და რეალობის არ დანახვამ კი ჩაგვტოვა ისევ მე-80 ადგილზე ფიფას რეიტინგში და მორიგი ევროტურნირებიც მიმდინარეობს ტრადიციულად ქართული კლუბების გარეშე.
ID
და ფეხბურთსაც რადაუბრუნდე ... კობიაშვილი და ძმანნი მისი????
გიო
რა შედეგიც დადო ნაპოლიმ შარშან ესაა ამ გუნდის მაქსიმუმი და კვარა უნდა წავიდეს ამ გუნდიდან ისეთ გუნდში სადაც უფრო დააფასებენ როცა ფეხბურთელმა ამხელა როლი შეასრულა ნაპოლის წარმატებაში და გუნდი და პრეზიდენტი მიზერულ ხელფას უხდის და სათადარიგო სკამზე მჯდომ ფეხბურთელებს უფრო მეტი აქვთ რთულია გქონდეს მოტივაცია არამარტო კვარას არამენტ ყველას.
ასეა ეს
ზოგიერთი ჭკუისკოლოფა კიდევ ხელფასის გაზრდას ახსენებს.პირიქით სასწრაფოდ უნდა გაუნახევრონ ხელფასი რომ ვარჯიშს მოუმატოს.გაგულავდა ბიჭი.ერთ სტერვა გოგოს გადააყოლა ჯერ საქართველო ახლა თავის კარიერას ანადგურებს.ჩვენ კი ნერვებს გვაწყვიტავს.უნახავმა რა ნახაო.
las
კეკელიას დალოცვის მერე სულ აურია :)
სამართალი
გუნდი რატომღაც პარალიზებულია, აქცენტს მხოლოდ კვარაზე რატომ აკეთებთ, ფაქტიურად ვერავინ ითამაშა
აღარ თამაშობს
ფაქტია რომ აღარც ინდომებს. 1-2 თუ გაიქცევა მთელი თამაში ზრდილობის გამო. დანარჩენი თითქოს ეზარება მოძრაობა. ბურთის მიღებასაც ვეღარ ახერხებს რბილად. რამდენიმე კარგ მომენტში უხეშად დაიმორჩილა და ვეღარ გაა წვავა. ძალიან მოკლებული აქვს და რადგან თვითონ ეზარება თამაში, მეც მეზარება უკვე მის გამო დროის კარგვა. ელოდები ელოდები და ტიპი არ ინდომებს, დასეირნობს მოედანზე
ელიას - ს
თავად მაინც თუ გესმის რას ბჟუტურობ?
aburjga
რა თქმა უნდა არ უნდა ეთამაშა! ამაზე კითხვაც არ უნდა არსებობდეს! ახალგაზრდულში უნდა ითამაშონ ახალგაზრდა, პერსპექტიულებმა და არა უკვე შემდგარმა და ვარსკვლავიერი სტატუსის მქონე ფეხბურთელებმა!
ფეოლა
ნაპოლიმ 2 თამაში წააგო ამ სეზონში და 2ვეჯერ ეს წყეული შავი ფორმა ეცვათ, დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

წელს ერთი გოლი გაუტანა მეოთხე ლიგელ კრემონეზეს და ოქროს ბურთის კანდიდატად დაასახელეს,გუშინ მხოლოდ მინდორზე თმებს ისწორებდა,რეალთან მოდრიჩის ყურებით ტკბებოდა,ლაციომ საერთოდ გააქრო,ნაკრებში პრეტენზიოლი და კონფლიქტური გახდა.ეს არის წლევანდელი კვარაცხელიას მონაგარი
გია
ხომ იცი რომ საქართველოს ვერ გადაახტება რაგბში ვერც ესპანეთი და ვერც პორტუგალია, ათიდან მინიმუმ ცხრაჯერ მოვუგებთ ბონუსით ნებისმიერ დონეზე, ამიტომ ნუ ფილოსოფოსობ. სიმართლე ის არის რომ აშკარად მოუმზადებელი ნაკრები გვყავდა მსოფლიოზე, ამის მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ და ახალი მწვრთნელი გვინდა სასწრაფოდ
ჯუანშერი
მოკლედ, კვარა ქინქლაძის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს.
ჟორა გაბრიჭიძე
ამათ მწვრთნელი კი არა, კარგი გამომლოცველი უნდათ. როგორ შეიძლება მთელი გუნდი ერბაშად დასირდეს? ლავრენტი შეცდა კომერციის თვალსაზრისით, რომ ოსიმენი არ გაყიდა, ეს ის არ არის, რასაც წერენ, ეს პრესის გმირი უფროა, ვიდრე მოედნის. კვარა იმ ფასში რასაც უხდიან, ბრწყინვალეა. დანარჩენზე ხელფასის მომატების შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ. საქართველოს ჩემპიონატის "საზომით ის უდიდეს ხელფასს იღებს, ხოლო იტალიის საზომით მიზერულს. ინგლისის საზომით კი საზოგადოებრივ საწყისებზე თამაშობს. გახსოვთ რა თქვა სპალეტიმ? "კვარა აღარ იღიმისო", რატომ? აი საკითხავი სწორედ ესაა.
მაო
კიმი,კიმი დააბრუნეთ სასწრაფოდ!
gogi
ობიექტურად თუ შევხედავთ სუსტად გამოიყურებოდა აშკარად, ბევრი დაკარგვები ჰქონდა. ერთ-ერთს ასეთ დაკარგვას მესამე გოლიც მოყვა. მეორე გოლის დროსაც შეეძლო უფრო მეტი აქტიურობა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში უმეტეს შემთხვევებში ფორმალურად ჩადის, პასიურ პოზიციებს ირჩევს და რეალურ გავლენას ვერ ახდენს მის გარშემო სიტუაციაზე. ცხადია, მთლიანობაში გუნდი დაშლილია და ამაში ლომის წვლილი ლაურენტესისაა. გარსია უბრალოდ დეტალია მთელს ამ ამბავში.
Ggogia
ხო რა რა არ მოგეწონათ მესამე გოლი ხვიჩას შეცდომას მოყვა ალბათ თმის გასწორებას უფრო. რატო არავინ არ წერთ ამას,როდემდე უნდა ვიყაროთ თვალებში ნაცარი ქართველებმა. ზუსტად ასეთი მიდგომის ბრალია ყველა უბედურება რაც გვჭირს ზოგადად ქართველებს (არამარტო სპორტში) ხვიჩას წარმატებები ...
დავით 67
დაცვა საერთოდ მოშლილია. ასე დაბნეულები როგორც დღეს არ მინახავს ნაპოლი.ხვიჩაც ვერ იყო კარგი დღეს. ხუთეულში მოხვედრაც გაუჭირდებათ წელს.
LGBTQ
ხვიჩას ყველა ვგულშემატკივრობთ მაგრამ ბოლო დროს ცოტა ალ მომწონს მისი თამაში.მოუმატე ხვიჩუნა და ისევ დაშოკე ევროპელები. დიდი სიყვარულით და პატივისცემით გივიკო.
გუჯი
შარშანდელივით ვერ ბრწყინავს კვარა მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ სურათს მაინც ყველაზე საუკეთესოა ნაპოლიში. ფაქტი ის არის რომ რაჰმანი, ლაბოტკა და ოსიმენიც კი შარშანდელის აჩრდილებია და მეკარე და დაცვა კიმ მინჯის წასვლის შემდეგ ხომ საერთოდ ჩაეშვა. ასე რომ ნაპოლი არის იტალიაში საშუალოზე ცოტა მაღალი დონე თორემ მაგარ გუნდში კვარას შეიძლება დღეს 2-3 ასისტი ჩასწეროდა სტატისტიკაში.
რატი
ხელმოცარული მუდამ ხელმოცარულად დარჩები, გინდ სიმართლე დაირქვი და გინდაც ჭეშმარიტება. :) ბოღმისგან როცა გასკდებით, შორს გაიწიეთ, ხალხი არ დასვაროთ. )))))))))))))
გულშემატკივარი
რა გეშველებათ ხალხნო?!!! როგორი ჩასაფრებულები ხართ!!! რადგან ნაპოლიმ წააგო და კვარამ ვერ გაიტანა ესეიგი ვერ ითამაშა??? თუ არ იცით ფეხბურთი და აზრი ვერ გამოგაქვთ,ვერ ვხვდები საერთოდ რატომ აკომენტარებთ,უფრო სწორად ვხვდები:თქვენ ის ხალხი ხართ ვისაც ხვიჩას წარმატება არ გიხარიათ და “ყელში გეჩხირებათ”!!! ვისაც თამაში არ გინახავთ გეტყვით რომ ხვიჩამ როგორც ყოველთვის მშვენივრად ითამაშა,მაგრამ სამწუხაროდ სხვები(თანაგუნდელებს ვგულისხმობ) ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე რუდი გარსიასთან ერთად!!! კვარას წარმატებები ნაკრებში❤️
KOSTAKURTA
ასე საშინლად პასიური და ცუდად მოთამაშე ხვიჩა მე არ მახსოვს.როცა ნაპოლის ფეხბურთელები ვერაფერს ქმნიან, მაშინ უნდა აჩვენოს კვარამ ლიდერის თვისებები, თუ რა შეუძლია და გაუძღვეს გუნდს. მთლიანად გუნდს რეგრესი აქვს.გარსიამ მეორე ტაიმში ვერაფერი შეცვალა და ფაქტია რომ დაბალი კლასის მწვრთნელია.ყველა ამ პრობლემების პრობლემა კი ძუნწი და ჯიუტი ლაურენტისია.
KOSTAKURTA
ასე საშინლად პასიური და ცუდად მოთამაშე ხვიჩა მე არ მახსოვს.როცა ნაპოლის ფეხბურთელები ვერაფერს ქმნიან, მაშინ უნდა აჩვენოს კვარამ ლიდერის თვისებები, თუ რა შეუძლია და გაუძღვეს გუნდს. მთლიანად გუნდს რეგრესი აქვს.გარსიამ მეორე ტაიმში ვერაფერი შეცვალა და ფაქტია რომ დაბალი კლასის მწვრთნელია.ყველა ამ პრობლემების პრობლემა კი ძუნწი და ჯიუტი ლაურენტისია.
სანდრო
უნდა იყო ბრმა,ანდა უბრალოდ ვაიპატრიოტი,რომ ვერ დაინახო ხვიჩას თამაშის დონის მკვეთრი დაკლება. აქ ბევრი იძახის პასი არ მიაწოდესო.მაგრამ თუ მთელი თამაშის განმავლობაში ზოზიალიბს ხაზის გასწვრივ და არ იხსნება,პასი ვის უნდა მიაწოდონ?
Charley
სამწუხაროდ შეიძლება ითქვას კვარას ყველაზე უფერული მატჩი ქონდა რაც ნაპოლიში ასპარეზობს, ბიჭი ისეთი ჩამქრალი არი ეს სეზონია (სასუოლოსთან გამოკლებით) გეგონება უცებ გავეტერანდაო ეს რა ჭირს ამ ბიჭს ამოუხსნელია, სისწრაფე, სასტარტო აჩქარება თითქოს ამოვარდა მისი არსენალიდან რითაც ატერორებდა და რაც მისი უმთავრესი უპირატესობა იყო მცველებზე ერთი-ერთზე თამაშისას წინა სეზონში. ხვიჩას პრაქტიკულად ყოველთვის უჭირს მჭიდროდ აგრესიულად მოთამაშე მცველებთან მაგრამ დღეს ეს ნამეტანი იყო. პირდაპირ ვთქვათ სიმართლე გამხელილი სჯობს დღეს საშინელთან ახლოს მყოფი თამაში ქონდა. სამწუხაროდ ამ ბურთის დაკარგვაც რომელსაც გოლი მოყვა ხვიჩას ბრალია. სისწრაფის კლებამ აქაც იჩინა თავი. მოკლედ კვარამ ძალა უნდა მოძებნოს თავის თავში თორე ამ სეზონში დასრულდება მის შესაძლო ტოპ ვარსკვლავობაზე საუბარი სამწუხაროდ, ვარსკვლავები ესე არ თამაშობენ. ჩვენ ქართველებს ყველაზე მეტად გვიყვარს ხვიჩა და ის ჩვენი კერპია რომელსაც ხშირად სუბიექტურად ვაფასებთ და ეს ბუნებრივიცაა მაგრამ ფეხბურთს სხვაგანაც უყურებენ და ისინი ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე ადევნებენ მის თამაშს თვალს და მოედანზე რაც ჩანს იმისი ანალიზით აფასებენ კვარას. ნუ ნაპოლიზე რა ითქმის. გუნდი მოშლილი/მორღვეულია, მწვრთნელი ჩინური რაღაც პატენტია, ტაქტიკურად ეს ნაპოლი ამ მწვრთნელის ხელში ისეთი განუსწავლელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს რო სერია ას ბოლო ხუთ ადგილზე მყოფი კლუბებიც კი ფრიადოსნები არიან ნაპოლიზე ამ კომპონენტში. უბრალოდ მათ პარტენოპეი ფეხბურტელების კლასით ამარცხებს აი საშუალოზე ოდნავ მაღალი გაქანების ფიორენტინა კი ნაპოლის ტაქტიკურ თუ ტექნიკურ სამწვრთნელო მონახაზს "ჯიბეში ისვამს" იმ ბობოლებს რომ არ დავატოლოთეს, ეს კი ვისი ბრალია? რა თქმა უნდა მოედანზე ჩაინიკი გარსიას და სტრუქტურულად წუწურაქად წოდებული გუნდის ბებერი ბოსის აურელიო დელაურენტისის, როცა გუნდს სეზონის წინ უზარმაზარი ხვრელები გაუჩნდა რომელიც სასწრაფო ამოვსებას მოითხოვდა რა თქმა უნდა თუ გუნდს პრეტენზია ექნებოდა წელსაც გაეწია სკუდეტოსთვის მაგრამ ერთი ღირებული ტრანსფერიც არ აღირსა ლავრენტამ კლუბს და მთლიანობაში დადგა ის შედეგი რაც მოსალოდნელი იყო ასეთი სელექციის პირობებში. სპალეტი კარგი ტოსკანელი მელა იყო, წინასწარ იგრძნო მერჩენთი ლაურენტისის არხეინობა ახალ სეზონში გარდაუვალი ფიასკოს რომ მოასწავებდა და კლუბს ზედ ფინიშისთანავე ლაკონურად დაემშ იდობა.
ეჰჰ
არ დაიღალეთ?
gigi
სად წავიდეს? უნდა რო ეგეთი კვარა ვინმე ნორმალურ კლუბს?
giorgi 3
ყველა სიკეთესთან ერთად წელს ნაპოლის მეკარე და დაცვა - უბრალოდ კატასტროფაა
სიმართლე
არ უნდა ეთამაშა ხომ ახლაგაზრდულში? :):) ახლა მაინც! სხვა დონეა, არ ეკადრება?! ეგრეა, რომ აგივარდება თავში. არც ესაა პირველი და არც ბოლო! იყავი ის, რაც ხარ. მე კი მინდა, რომ ყველაზე მაგარი იყოს და ყველასაც უნდა, მაგრამ ჯერჯერობით არაა ეგრე. ჟორჟისაც არ უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში? :):):) აიაქსი ხომ გადარია :) თავში ნუ გივარდებათ! ერთხელ ჯოხიც გაისვრის. ასეთი განწყობით და ქცევით "სტაბილურ" დიდებამდე შორსაა! ამიტომ "ფინთი გოიმებივით" არ უნდა ავარდეთ ხოლმე!
ელიასი
რადგან თემა არ არის გახსნილი, რაგბიზე მინდა ვთქვა აქ რამდენიმე სიტყვა პორტუგალიის ფიჯისთან მოგების შემდეგ. იცით რა განვითარება ექნება ამ ისტორიას? ექვსი ერი გადაკეთდება რვა ერად და დაემატებიან პორტუგალია და ესპანეთი და ძალიან გემრიელად მოეწყობიან იქ როგორც სათამაშო, ასევე კომერციული თვალსაზრისით. ჩვენთან კი იქნებიან ტყემალაძე, გატუზოს ძმაკაცი, ლუკაშენკო, არძინბა და ძმანი მათნი, ჟირინოვსკის ძეგლს დადგამენ სადმე შუა ჭავჭავაძეზე და იცეკვებენ მის გარშემო. წადით კი არა და წაეთრიეთ იმ თქვენ ყანდიაშვილთან ერთად!!!
დინამოელი
როდინდელი დაგიმახსოვრებიათ ))) ესეიგი ზელენსკის ბრალია ნაპოლის რეგრესი? ხო, არ ვიცი, შარშან მარიო რუის იყო, ეგ მახსოვს
თამაზი
საშუალო იტალიური დონისაა ნაპოლი
რაბუ
რას ბოდიალობს ნაპოლი რა ფეხბურთს თამაშობს. ლაურენტისმა დაღუპა ეს გუნდი წელს, ტრანსფერების არ გაკეთებით და გარსიას დანიშვნით თვითონვე გაითხარა სამარე.
david
კი ბატონო ფიორენტინა წელს ძალიან მოძლიერდა და გამართულ და მწყობრ თამაშს აჩვენებს, მაგრამ მე მინდა ხვიჩაზე ჩემი აზრი გამოვხატო: ძალიან უკლო, ამ თამაშში კი აღარც დარბოდა და უემოციო გახდა(სისწრაფე დაკარგული აქვს და თითქოს ფიზიკურადაც მოიკოჭლებს).იმედია დროებითია ეს ტველაფერი. ნეტავ ასე იყოს
დინამოელ-ს
გეშლება ოთხი საგოლე არა 27-ი.ძლივს დადიოდა მინდორზე,
Levani
ხვიჩამ მოუკლოო რო ამბობთ-ხვიჩას რო მოეკლო მოხვდებოდა სკამზე და ითამაშებდა ელმასი ან რასპადორი. როგორ კაცო-ელმასმა და რასპადორიმაც მოუკლო? მთელმა გუნდმა? სხვა რამეშია საქმე-კი იცით რაში,ლავრენტამ მოუკლო და მოუჭირა და ეგაა სულ ყველაფერი. ახალი შენაძენი რა ქვია-მარჯვენა შემტევი როა,არსად არ დაეკარგოს ლავრენტას-ლიგისთვის გააძლიერა გუნდი ბაბუმ
სიმართლე
უკრიჟანესმა ლოურენტესმა, უტიფარი და ამაზრზენი გარსიას მოთრევით, გუნდი მოკლა, აბსოლუტურად აღარაფერი ეშველება ნაპოლის მაგ უვარგისების ხელში
მურთო
რაოო, ნაპოლი ფორმაში შევიდაო? ყველას მოკლებული აქ მეკარედან დაწყებული ოსიმენით დამთავრებული! ესე თუ გააგრძელეს ოთხეული სანატრელი ექნებათ! ტიტულე რიმ ვერ დაიცავენ ეგ უკვე ფაქტია!
დინამოელს
ზელინსკიმ რამდენი პასი მისცა კვარას? 0! მე-11 წუთზე კი სულაც მეტოქეს ჩააბარა ბურთი, ოღონდაც კვარასთვის არ მიეცა. ps. კვარას კარგი თამაში არ ჰქონდა, მაგრამ 4 საგოლე პასი მაინც შექმნა. ვერ გაიტანეს
Giorgi
მოკლებული აქვს ხვიჩას და ეგ უკვე ფაქტია.დათვურ სამსახურს ნუ ვუწევთ ამდენი ქება დიდებით.
Nick
კვარა იყო შეუდარებელი, წაგებული გუნდიდაჯ ფეხბურთელს საუკეთესო შეფასებაბეომ აქვს ორივე გუნდიდან ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ვინმე თუ მესამე გოლს დააბრალებს ფეხბურთში მისი ცოდნა 0ია.ყგელაფერი აკეთა, რამდენი მოატყუა და პასები გააკეთა და მაინც ვერ გაიტანეს. უკეთეს გუნდში მისი შრომა ორმაგად დაფასდებოდა
ლაშა
თამაში პირველივე წუთებზე დაცვის შეცდომით დათმო ნაპოლიმ, მეორე მეკარის უაზრო შეცდომამ, ოსიმენის ვერ გატანა, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ ნაპოლის ცენტრი და დაცვა ძაან უჭირს ანგისას არ ყოფნა დაეტყო, ფიორენტინამ ყველა მოთამაშე გადაკეტა
Miqautadze
ღვთის სამართალს გაუმარჯოს!
ლომი
მთელი თამაში დაღოღავენ უმოტივური გუნდია ჯობს მალე წავიდეს კვარა.
ბექა
ერთი ახსნა მაქვს ,რომ ჩვენი ხვიჩა ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთელია, და ყველა მოთამშეს ჯობია ნაპოლიში. აკლიათ მაგრად კლასი სხვა მოთამაშეებს. მარტომ რა უნდააა გაააკეთოს. თავად ყველა თამაში თამაშიბს სტაბილურად ლამაზად და კარგად. ამიტომ არის საჭირო სხვა კლიბში და სხვა მწვრთნელთან რომ უფრო მაგარი გახდება
ჯონი
გარსია უნდა წავიდესს

მესამე გოლი კვარაცხელიამ გაუტანა საკუთარ გუნდს,დაკარგა ბურთი თმის გასწორების დროს
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!