<p>რამდენიმემატჩიანი გამონათება საკმარისი არ აღმოჩნდა და "ნაპოლი" იმ რეალობას დაუბრუნდა, რომელიც ამ სეზონში მისთვის დამახასიათებელია - არასტაბილური თამაში, შეცდომები თითქმის ყველა რგოლში და მწვრთნელი, რომელიც სიტუაციას ვერ ცვლის. "ფიორენტინასთან" (1:3) წაგება უბრალოდ მარცხი არ ყოფილა, ეს უფრო იმას ჰგავს, რაღაც პრობლემებიდან გაქცევას რომ ცდილობ, თუმცა ვერაფრით ახერხებ...</p><p>3 ქულის დაკარგვას კონკრეტული მიზეზი, ალბათ, არ აქვს, ვარიანტების შეთავაზება კი რთული არაა. მაგალითად, ნეაპოლელთა ჩემპიონ გუნდში არ მოიძებნება იმ დონის შუახაზელი, როგორიც არტურ მელოა. ყველაფერ ამას ანგისას იძულებითი ცვლილებაც დაემატა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? - ინიციატივის მთლიანად დათმობას მინდვრის ცენტრში, ზეწოლის გაძლიერებას ისედაც სუსტ და ნაკლებად საიმედო დაცვის ხაზზე და შეტევაში უპირატესობის ვერშექმნას თუნდაც ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. ამის შემდეგ, ფინალი ლოგიკურია.</p><p><img src="pictures/artimages/original/450330b29debbf156513ef0fd87ee9fa.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="კვარაცხელია - გაუმართავი "ნაპოლის" პირობებში მისტიკური, მოუხელთებელი სამყაროს შექმნის მცდელობა - გუნდის საშველი არ ჩანს..." /></p><p>ჩვენი მთავარი ინტერესი ქართველი გარემარბის მიმართაა და მის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას ვაწყდებით. განზოგადების გარეშე, მხოლოდ "იებთან" დაპირისპირება შევაფასოთ. ხვიჩა იყო მონდომებული, იცვლიდა პოზიციებს და ცდილობდა, ხიფათი შეექმნა. მან საერთაშორისო შეფასებაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაიმსახურა. როცა შენი გუნდი ნახევარდაცვაში ასე ცუდად თამაშობს, თავად გიწევს ზრუნვა, ზონები გაითავისუფლო, რამდენიმე მეურვეს გასცდე; ამავდროულად, თანაგუნდელებთან კომბინირებაც რთულია. პრევიუში ვთქვით, რომ "კვარას" წინააღმდეგ მაღალრეიტინგული მცველი იქნებოდა და ისეთმა განსწავლულმა მწვრთნელმა, როგორიც იტალიანოა, მისი შეკავების მექანიზმები კარგად მოიფიქრა. ეს რაც შეეხება შექმნას, სხვა მხრივ კი ხვიჩამ, როგორც შემტევმა, რა შეცდომებიც შეიძლება დაუშვას, ლამის ყველამ ორ საათში მოიყარა თავი - ბურთის დაკარგვები, რომელთაც შემდეგ საპასუხო იერიშები მოჰყვება და გოლიც კი გავიდა; ჩაწოდების დროს მოწინააღმდეგისთვის ხელის ვერშეშლა, რასაც ასევე მერეტის კარის აღება მოჰყვა. ყველაფერი ეს ფეხბურთის ნაწილია და ტრაგიკული არაფერია, კვარაცხელია ხომ დაცვაში ხშირად იტვირთება. როცა დაჯარიმდა, მაშინ ის განცდა იყო, რომ მოვლენებს არ ჩამორჩა და მეტოქეს შეტევის განვითარებაში ხელი შეუშალა. საგულისხმო უფრო ორი მომენტი იყო. ერთი, 77-ე ნომერს თითქოს ისევ აღელვება შევამჩნიეთ, რადგანაც სასურველი მატჩი არ ჰქონდა და ასევე, 90 წუთი მიეცა და დაღლილი ჩანდა. ახლა ხვიჩას სანაკრებო მატჩები საკმაოდ იოლ მეტოქეებთან ელის და იმედია, ხასიათზე მოსასვლელად და გასატანად გამოიყენებს, რაც მის სეზონს აუცილებლად გამოადგება.</p><p>კვარაცხელიას მიმართ გაზრდილი მოლოდინებია, თუმცა, თუ დავაკვირდებით, ის საკუთარ ღირსებებს გუნდის ამდენი პრობლემის ფონზეც არ კარგავს. ეგაა, რომ ეს ფაქტორი პროდუქტიულობას აკლებს. მაგალითად, ჩვენებურმა რამდენიმე მახვილგონივრული პასი შემოგვთავაზა. მისი ეს სიტუაცია სარა მუნის შემოქმედებას გვაგონებს, კამერის გაუმართაობის თუ სხვა მიზეზით არაფოკუსირებული გამოსახულებები ნახევრად მისტიკურ, მოუხელთებელ სამყაროს რომ ქმნის. რასაც "კვარადონა" ცდილობს, ძველ ფოტოგრაფიებზე თუ ნახავთ და თანამედროვე, თითქოს კაშკაშა და რეკლამებით სავსე ფეხბურთში ნაკლებია. ზოგჯერ ამას ყველაფერს სქემები ცვლის. თუნდაც ის, ბურთის დაკარგვის და შემდეგ მისგან გამოწვეულია პრობლემის აღსაკვეთად ზოგჯერ ზედმეტი სიფრთხილე და ნაკლები შემოქმედებითობაა "საჭირო".</p><p>ბელეტრისტიკაში რომ არ გადავიჭრათ, "ნაპოლის" საშველი სჭირდება. შესაძლო მიზეზებზე, უკვე, მინიმუმ, სატრანსფერო ფანჯარაზე რომ ვერ შეცვლი, გარემოებებზე, ფაქტორებსა და გამოსწორების გზებზე არაერთხელ გვიმსჯელია, რაიმე განსაკუთრებულის თქმა გაგვიჭირდება. ასეც და ისეც, ეს განსაკუთრებული მწვრთნელმა უნდა შემნას და მოედანზე გადმოიტანოს, სხვა მექანიზმი უბრალოდ, არ არსებობს. კრიზისი არ დასრულებულა, ეს ფაქტია...</p><p>სანაკრებო პაუზის შემდეგ უკეთესი "ნაპოლის" იმედი გვაქვს, მოქმედი ჩემპიონი ოთხეულისთვის მაინც თამამად რომ იბრძოლებს!..</p><p><p><p><br></p>
თამაზი
დაცვაში კიმი ყავდათ და ეგ იყობურჯი
Ზაზა
თითქმის 40 წლის მერე ისევ დავიწყე ქართველი ფეხბურთელის ყურება. ამისთვის ხვიჩას დიდი მადლობა! იმედია დიდხანს იბრწყინებს და ბევრჯერ გაგვახარებს!
გუსანი
ინფორმაცია რამდენად მართალია? საბჭოს შესახებ ჟურნალისტების ნასისზმარს ნუ აყვებით. რაც შეეხება ჩვენს კუმირს, მართალია სიტყვიერი გადაჭარბებული შექება და შედარებები არ დაიშურეს ნეაპოლელებმა, მაგრამ ფინანსური საკითხში მოიკოჭლეს, მართალია თავისი პლიუს მინუსებიც არის, ჩვენ არ ვიცით როგორი შეთანხმება ქონდათ და რა დაუწერელ წახალისებებსაც შეპირდნენ,სერიოზული ხალხი ერთი სეზონით არ აფასებენ, ჩვენაირი ქვეყნის შვილებს არასტაბილურობის გამო... რა მართლები არ არიან? ნაპოლის ჩავარდნა მოსალოდნელიც იყო, ამ ფონზე ნებისმიერ შემდგარ ვარსკვლავს გაუჭირდებოდა, მაგრამ ჩვენს კუმირს შეცდომებიც მოემატა, ინერტული გახდა და მალე იღლება, ართმევებში და უბურთოდ პასიურია და ა. შ. ამით კი ლაურენტესის წისქვილზე ასხამს წყალს, ვერავინ განსჯის ახალი კონტრაქტი რომ არ შესთავაზა. იქნებ კარგიც იყოს? ბოლოს მაინც მოინდომოს და გაისად სხვა ამბიციურ გუნდში გადავიდეს
კ ო მ ბ ლ ე - ს
დაირეხვე ჯიგარო?
გ.შ. მოცლილი
ჩვენი ძალიან მძიმე და დიდი პრობლემა არის ის რომ, ერთ დღეს დაასვავს ხვიჩა ბურთს თავზე ოსი(ჰ)მემს და არიქააა სქსწაულები არიან და აბა ის და აბა ეს , და ორივე რეალში ამ საღამოსვე... , ჩააგდებწნ ან არ გამოუვათ თამაში დაა ვსიოო ჩაქრა ხვიჩა და ცოლის ბრალია დაეზობელმა ბავჭვობაში ბურთის გასაბერად ნასოსი არ ათხოვა და ა.შ. აი ესაა ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და უკომპეტენტურობა...
შულაია
უიიი!!! ხვიჩას თურმე შეცდომებიც დაუშვია,როგორც იქნა დაინახა ამ პატივცემულმა პორტალმაც.... მართალია ჯერ ფრთხილად, სტრიქონებს შორის იკითხება, მაგრამ მაინც...იქნებ ბოლოს ბოლოს დასრულდეს ეს დაუსრულებელი ქება-დიდება და მითი განსაკუთრებულობაზე ამ ბიჭზე,რაც თვითონვე წაადგება განთავისუფლდეს იმ წნეხიდან რაც გასული, გიჟური სეზონის სტარტიდან მოსდევ. არა და უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია თუ თამაშობს გუნდი ამ შემთხვევაში ნაპოლი და იმ შეცდომებს, რომელებიც ამ სტატიაშიცაა მონიშნული სხვა ასწორებს ხვიჩა შეუდარებელია თუ არა და ის არის ერთი ჩვეულებრივი სერიას კარგი ფეხბურთელი. აქვს და ექნება კიდეც ცალკეული გამონათებები დაბალი-მაჩანჩალა კლასის მეტოქეებთან,როგორც გუნდში ისე ნაკრებში,მაგრამ მთლიან სურათს ის ვერ შეცვლის.....მწრთნელების გინება,შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვა და მსაჯებისთვის ხელების ქნევა გამოსავალი არ არის...ისე კი სჯობდა მწრთნელს შეეცვალა ფიორენტინასთან,ჯერ ერთი- სათქმელიც ექნებოდა და ის იაღლიშიც აღარ მოუვიდოდა მესამე გაშვებული გოლისას რომ დაემართა.
გიორგი
დაუჩემებიათ "რაგბის ოჯახი" ვართ და საჯაროდ არაფერი გამოგვაქვსო. ტიერ-1 ქვეყნებში ასეთ ოჯახებს არ იცნობენ და ყველაფერი გამჭვირვალეა. შედეგიც სახეზეა.
სუბიექტური აზრი
ხვიჩას პრობლემები /ე.ი. ჩვენიც/ დროში ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს როდესაც ერთმა გოგომ ხშირად დაიწყო იტალიაში სტუმრობა.მერე ერთობლივი სურათები მილანიდან,რომიდან.ბოლობოლო მოიყვანა თუ არა ცოლად რომ მათაც დაისვენონ და ჩვენც დაგვიბრუნდეს ძველი ხვიჩა.
ჩემი აზრით
შარშან ხვიჩა და ოსიმენი ბრწყინავდენ წელს საშინლად თამაშობენ.აი მთავარი მიზეზი ნაპოლის წარუმატებლობისა.დანარჩენი ფეხბურთელები საშუალო დონისაა.
ბესო
ნებისმიერი პროფესიის ნებისმიერ სამსახურში დასაქმებულ ადამიანს ვეკითხები, კვარას ადგილზე, რომლისთვისაც ფეხბურთელობა პროფესიაა და თავისი პროფესიით დიდი-დიდი, 10-12 წელი შეუძლია ირჩინოს თავი და არჩინოს ოჯახი, თქვენ როგორ მოიქცეოდით? თავს არ ზოგავთ, სულს და გულს დებთ სამსახურში (გუნდში), ერთ დროს ისერა ფირმა თუ ნებისმიერი სტრუქტურა ევროპაში სამაგალითო გახადეთ, ფინანსურად წინ წაწიეთ, სახელი გაუთქვით, გუნდში (ფირმაში) კი თქვენი მდგომარეობა არ იცვლება - იმდენივეს იღებთ, რამდენსაც იღებდით და კიდევ უფრო უარესი - რაც არ უნდა გააკეთოთ, უახლოესი 5 წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება. ამავე დროს, ფირმაში (გუნდში) მოდიან ახალი თანამშრომლები (ფეხბურთელები ), რომლებსაც ფირმის წარმატებისთვის თითი თითზე არ დაუკარებიათ და თქვენზე მეტ ხელფასს იღებენ, სამსახურშიც უფრო ხშირად არ დადიან (სათადარიგო ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ), ვიდრე დადიან...შეგახსენებთ, პროფესიული საქმიანობისთვის სულ 8-10 წელი გაქვთ, მერე, სხვა პროფესიას თუ არ შეისწავლით, შეიძლება სანაგვეზე აღმოჩნდეთ ტრავმირებული ფეხებით... რას იზამდით-მეთქი, ვკითხულობ...ნახევარ სამსახურს (გუნდს) რომ ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, რა ნამუსით ითხოვთ თავგანწირვას, რომელსაც კვარა-ოსიმენისადმი გამოჩენილი უმადურობის მაგალითზე ყველა ფეხბურთელი ხედავს? გუნდის მეპატრონე მევახშე-გაიძვერაა, ბრიყვი და მეპატრონის მონა მწრთნელი გუნდის ვარჯიშსა და სქემების დალაგებაზე მეტად ინტრიგების ხლართვას უნდება, აგერ, „ლიდერთა საბჭო“ - ც შექმნა ხვიჩას და ოსიმენის გარეშე... თუ გსმენიათ საერთოდ ასეთი „პოლიტბიურო“ -ს არსებობა მსოფლიოს რომელიმე გუნდში? მოტივაცია ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და მისი არარსებობა ყოველთვის უარყოფით შედეგს იძლევა როგორც პიროვნებისთვის, ისე სტრუქტურისთვის. შედეგიც სახეზეა...
კ ო მ ბ ლ ე
ნაპოლზე ისე შეგტკივათ გული თითქოს დიდგორი, ან ხოფა იყოს, სადღაც ჭორისთვის მოგიკრავთ ყური, ტრენერი თურმე ჩვენზე ცუდს ფიქრობს, ნაპოლში წყდება ცხინვალის ბედი, დოცუმის ბედიც ნაპოლში წყდება, თვალს როგორ უნდა მოადგეს ლული, ამაღამ ქვეყნის ბედი აქ წყდება. ..... აღსდექ საქართველო! წილი ნაყარია, თავი გაუხმეს შიბზიკა გახარ.... (გახარებულმტერს და მის მხარდამჭერებს) თქვენ ვისზე იფიქრეთ? მაგაზეც თანახმა ვარ, ოღონდ სახალხოდ და დემოკრატიულ ფარგლებში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე, პირდაპირ ეთერით, სახალხოდ და ყოველგვარ მიკიბ მოკიბვის გარეშე. განაჩენის წაკითხვა 2 წუთი, ბარიერზე გადაკუზვას ერთი წუთი მუტრუკის გამორბენი, დარტყმააა! და ყველამ ერთხმად;; დინამოო! დინამოო! დინამო დინამო დინამოოოო, გამარჯვება ბიჭებოოოო! აი რაზე უნდა ვიფიქროთ და ვინერვიულოთ. ვისაც ფეხბურთი ესმის და მისი გულშემატკივარის, მისთვის ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის მატჩების ყურება, მინიმუმ მკაცრი კოლონიის ათწლიან სროკის ტოლფასი მაინც არის, ათი თუ არა, რვა მაინც. ხომ მეთანხმებით? მაშ თუ მეთანხმებით და თან ორივე ხელით, იმას, ვისაც ჩვენი ფეხბურთის ბედი ავალია, მას კი, სულაც ცალ ფეხზე კიდია, იმას უნდა მიუსაჯოთ ქვეყნის ჩემპიონატის ყველა მატჩის ნახვა, გარჩევა ტრენერების პრესკომფერაციების ჩათვლით.. სხვანაირად საქმე არ გამოსწორდება, სხვანაირად არაფერიც არ გვეშველება, არაა! და ზუსტად ამაშია საქმე.. . არადა გული თუ შეტკივა, ჯერ ჩვენ ფეხბურთელების გამოსვლის ყურება რამხელა სიამოვნებად ღირს და ახლა თავად მატჩი? წვიმაში, თუ ქარში, სიცხესა, თუ ხვატში, გადამწყვეტ და პრინციპულებს, თან თუ თოვლს, ჩათვალეთ გულს უდებ ბომბს.! ელიაა, მელიააა, როცა პასი გრძელია, ბურთი თუ არ ახტა, სასწაული ახდაააა! და თუ ბურთიც დაიმორჩილა.. იწყებ პირჯვარის წერას და აი აქ, ამ წამიდან იწყება ყველას წამება. ჩაწოდებულ გრძელ პასის მერე ბურთი რამენააირად , ოღონდ ხელის გარეშე, ხელი არ უნდა შეახოს. დასარტყმელად ხომ უნდა გაისწოროს? მინიმუმ ორი სამი შეხება მაინც ხომ სჭირდება? სჭირდება. მერე თუ გაისწორა და ისე მაინც თუ ვერ გაისწორა როგორც უნდოდა, ზოგჯერ მიფიქრია სადაცაა ხელს წააშველებსთქვა, მარააა... ოხ გულო გულო რამდენს გაუძლებ? ერთხელაც გლეწ და.. პრაშჩაი ჟორიიიკ! ამ ყველაფერს რომ გადაიტან, ახლა მისი ფეხის მოქნევის წამი დგება, უდიდებულესი წამო! თან მის კარიერაში. ეს წამი არის, რაზეც ოცი წელი ოცნებობს ზოგიერთი, ოცნებობს და აგერ არ არის? ცხვირწინ გდია ბურთი და ერთი კარგი ამოკვრა უნდა, ერთი ბაც! როგორი მოქნევა არ მინახავს, რას არ შევსწრებივარ, მაგრამ ეს წამი ყოველთვის მაინც სულ სხვაა და თან ყველა ორიგინალური შედევრია. თუ გაგვიმართლა, სასწაული მოხდა, ბურთს ფეხი ამოსცხო და არ ააცილა, ბზრიალით წაული ბურთი კი გაფრინდება, მაგრამ საით? აი ამაშია საქმე. აქ უკვე სამი ვარიანტია; პირველი, თუ მოქნეული ფეხი მოარტყა ბურთს, ფეხის მოქნევის მერე, მწყერზე მონადირე სეტერივით გაირინდება, მერე კისერთან და ცხვირთან ერთად გაფრენილ ბურთს თვალს გააყოლებს დაჯერ უნდა ახტეს ზევით და მერე მიწაზე დაენარცხოს, სასწაულის ძალით, ბურთი კარს თუ სამ ოთხ მეტრით აცდა, თავში ისე უნდა წაიშინოს ხელები, თითქოს და ხიროსიმას უმიზნებდა და ნაგასაკს მოარტყა, ან ცხვირწინ მდგარ დათვს ყურებშუა უმიზნებდა და ძლიერი ქარის გამო ყურებს ზევით გაუარა, თუ ხუთ მეტრზე და უფრო მეტად ააცილა, მაშინ კი, ჯერ თვალს გააპარებს ტრენერის სკამისკენ იმ იმედით, ვაითუ სხვააგან იყურებოდა და ვერ დამინახაო, მაგრამ მაინც გაქვავებული თავის ნება ნება ქნევა აქეთ იქით, რაც იმის ნიშანია, ეს როგორ მოუვიდაო და სასწაულად ნანობს იმ დიადი მიზნი აცილებას, რისთვისაც ოფლს ღვრიან მისი გუნდელები, მერე მუჭს აწევს მაღლა, ცისკენ შემართული ცერა თითით, რაც იმას ნიშნავს, დიდებული პასი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა სცადოს, ხომ გაგიგიათ? გადაფხიკე და მოიგებ! კიდევ ერთხელ, რადგან ეს შემთხვევა ძლიერი ქარის, ან რაღაც ზებუნებრივ ძალების ბრალი იყო, თორემ კარის ხაზიდან ხუთ მეტრში? ან ექვსში, თუნდაც შვიდი იყოს, ასე ფანტასტიკურად უცხოპლანეტელიც კი ვერ ააცილებდა ვერაა! იქნებ შამანის შელოცვის ბრალი იყო? ან რაღაც ზებუნებრივი. თორემ, სხვანაირად როგორ უნდა აეცილებინა? აქ სხვა ვარიანტი არ არის სიმონ! . ეს ყველაფერი როგორი საყურებელი და გასაძლებია, მაგრამ თურმე ჯერ სადა ბანაობ ტოოო? აი ზუსტად აქ გვჭირდება გულის და ფილტვების ხელში აღება. როცა მისი დარტყმული ბურთი, აუტზე გადავა, თან ისე მოჭრით და ბზრიალით გაფრინდება, რომ თავადაც ხვდები, ეს ბურთი კარისკენ რომ წასულ გაფრენილიყო, თვით ძოფი დასაევი და იაშინიც კი უძლური იქნებოდა, დარტყმა კი პელეს და მარადონას დარტყმულის ტოლფასი, მაგრამ ... ეეეეხ, ნატქვამია კაცი ბჭობდა და აგენტი სხვას ფიქრობდაო.. ყველაფერი ამ განდილა სუდიის ბრალია, მსაჯის თუ არა, აბა სხვისი ვისი? „სუდია პიდ....სტ““! „სუდია განდილაა“!! აუტის დრო იყო სიმონ. ააა?! გამეორებაზე გამოჩნდება, რომ ბურთი ქვამ აისხლიტა, რა უნდა მინდორზე ქვას?რასმიკეთებს მსაჯი ამ დროს? ტაყომ არაფერს იტყვის, განა შეიძლება ქვა ღორღით სავსე მინდორზე თამაში? თან ძალიან მაგრა ტეხავს რომ ამ აუტს ისინი აწვდიან და არა ჩვენ, ჩვენ მაინც მოვაწოდოთ, სუდიამაც ხომ დაინახა? თავად ფეხბურთელიც მინიშნების პონტში, დაიხრება და ხან ბუცების წვერს ამოწმებს, ხან მინდორში ეძებს ქვას, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ქარის, ან ქარიშხალის, შეიძლება შამანის, ან რაღაც ზებუნებრივ ძალის გამო, ამ მიზეზთაგან ერთ ერთიდან რომელიღაცის გამო უეჭველი როგორ დავისაჯეთ.? არადა ბედი არ გინდა? იქნებ მეორე ფეხით რომ დაერტყაის ჯობდა? ან პასი მიეცა, მაგრამ ვისთვის? იმ წამს ვერავის და ვერაფერს ხედავდა. უკვე მესამე თამაშია ძლივს მოარტყა ბურთს ფეხი და აჰა! ნეტა ვინ დათარსა, ჰააა?!! იმას გაუხმეს თვალი.. ვისაც ჩვენი ფეხბურთი ბედი აბარია და არ აღელვებს, იმას და მთელ მის ოჯახს დიახ ოჯახს! რომ იცოდეს მის გამო სხვაც დაისჯება და მეტი ყურადღებით მოეკიდება საქმეს, ეგეთ ხალხს, მატჩის შემდგომი პრესკომფერენციის ნახვაც უნდა დავალდებულო, დაავალდებულო და ორივე მწვრთნელის ნალაპარაკები უნდა დაიზეპიროს, გამოთქმით და იმ სტილში, როგორც ილაპარაკეს.. ამ ყველაფრის მერე, რომელი გიჟ შეეცდება ფეხებზე დაიკიდოს ქართული ფეხბურთის ბედ იღბალი? მაგრამ თუ მაინც მოხდა ჩათვალეთ რომ თქვენ უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეგიძლიათ, ეს ბოლო ჟამია, ეს უკვე აპოკალიფსია, დიახ აპოკალიფსი! და მაქსიმუმ სამ დღეში,, ერთი,, ორი,, სამი.. ბაც! და ეს სამყარო აღარ იარსებებს. უკანასკნელი სამი დღე კი შეგიძლიათ ღიპი ან ღაბაბი იფხანოთ. უკვე აღარაფერს არ აქვს აზრი.. რაის ტახამატა და რომელი მარადონა? შეიცვლება სამყარო, ახალი ცივილიზაცია მოვა და იქნებ მაშინ გვეშველოს.. ჰააა? არც მაშინ არ გვეშველება რამეე? „„ნე მოჟეტ ბიტ““!
Giorgi
არ გვინდა რა ეს არაფრისმთქმელი სტატიები.ჯერ მარტო ჯენოასთან ჯარიმიდან დარტყმული ბურთი აუტში გაუშვა და გუშინ ფიორენტინასთან ასევე კარში დარტყმული აუტში გაუშვა.ამ გაქანების ფეხბურთელისთვის ეგეთი სულელური კურიოზობი არის სირცხვილი.ცოტა აზრზე მოვიდეს სანამ მაგრად დაეცა კვარას ფასი.
skaro
ადრე ფლანგზე ორ კაცს ატყუებდს და ეხლა ერთსააც ვეღარ ატყუებს ამ ართმევენ ბურთს ან უკან აბრუნებს და წინ ერთ კაცსაც ვერ უვლის გვერდს და სირბილის სისწრაფის ამბავში ხო ყველაზე ზანტი მეტოქეც კი უსწრება ყველა გუნდიდან ფიზიკაში და კონკრეტულად სირბილში ყველაზე ბოლოა თავის გუნშშიც კი. ყველა მაგის ფინტზე და ასისღზე სიამაყის ცრემლი მომდის მაგრამ შეისწავლწს უკვე და რა ქნას არც პწლეა არც მარადონა და არც მესი როელთაც დედის მუცლიდან დაყვათ ბურთით იმპრივიზირების ნიჭი
N
არ არის დრო, რომ ნაპოლიმ განაცხადოს: "მე ის თამრო აღარა ვარ, არა!"?!
ადამიანი
100%
ქ. გ.
გარსია გაუშვეს. კონტე მოიყვანეს.
ზურა
საკმაოდ ასაკოვანი ვარ და მშვენივრად მახსოვს (სულ ვკითხულობდი) წარმატებულ თუ წარუმატებელ თბილისის დინამოზე ქართველი და არაქართველი ჟურნალისტების მოცულობით წერილ-ანალიზებს. დღეს კვარაცხელია ნაპოლიში თამაშობს და არამარტო ანალიზ-წერილები - ავიარეისებია თბილისი-ნაპოლი ........ მწარედ მეცინება. ვინაა ჩვენთვის ნაპოლი ? არა, არავის არ დავცინი და არც ვსარკაზმობ, მაგრამ ნაპოლის ქომაგობა (თბილისის დინამო ვიღას ახსოვს) მელას მაგონებს, ყურძნის სიყვარულით ღობე-ყორეს რომ ედებოდა. იქით საშუალო ვალენსია (მამარდას გამო), უსახური ფროზინონე და რა ვიცი ... კიდევ ვიმეორებ - არავის ნიშნს არ ვუგებ, ეს ისე, უბრალოდ ........ ვაჰ, დრონი, დრონი .......
ჟორაჯან
არადა ანგისას ტრამვა ბოლო ლურსმანი იყო
დდდ
იმედია, ხვიჩაც მასე არ ფიქრობს, რომ იტალიაში უკვე ყველაფერს მიაღწია და რეალში გადასვლამდე უბრალოდ დრო უნდა მოკლას...
ჟორა გაბრიჭიძე
თქვენი არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის ანგისა, ანტიშუახაზელია. რამხელა ღარიბი უნდა იყო ფეხბურთელებით, რომ მაგი საერთოდ მოედანზე გაიყვანო. ის, რომ ტექნიკა არ აქვს და დრიბლინგს ვერ აკეთებს ერთი უბედურებაა, მაგრამ რაც მთავარია ბურთს დროზე არ იძლევა, არადა შუა ხაზელთან ბურთი საერთოდ არ უნდა ყოვნდებოდეს. მე გუშინდელ თამაშზე შევატყვე, რომ გუნდმა უკან მეტი გადაცემა გააკეთა ვიდრე წინ შეტევაზე. გუნდი აგებს და შეტევის ნაცვლად დრო გაყავს?
ბესო
ჩავარდნა რომელ გუნდს არ ჰქონია? განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში...მალე ყველაფერი გამოსწორდება - გარსიამ " ნაპოლში " რამდენიმე ფეხბურთელისგან " ლიდერთა საბჭო " ოფიციალურად შექმნა ლაურენტესის თანხმობით...ამ საბჭოში ხვიჩა და ოსიმენი არ არიან. ჰოდა, ეს საბჭო მალე დაალაგებს გუნდს და "ნაპოლი" სკუდეტოს გაიმეორებს და თასსაც აიღებს.
ქომაგი
მარტამდე ჯერ სადაა და ვინ იცის, ვინ როგორ ფორმაში იქნება, მაგრამ ამ სამწვრთნელო სტაფის პირობებში ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ფორმამ რამდენი უნდა გაქაჩოს? შეიძლება გაგვიმართლოს ერთ მატჩში ან ერთ დუელში, მეტს კი ნამდვილად ვერ გავქაჩავთ. ნახევარფინალსა და ფინალსაც გამართლებით ვერ მოვიგებთ. ან როდის გაგვმართლებია ასე?! თუ ეს ალკოჰოლიკი არ მოგვშორდა თავის მეუფე ხიზანაშვილიანად, გაზაფხულის პლეიოფშიც მორიგი იმედგაცრუება გველის!
რაგბი?
გასაგებია, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და ხვიჩას ამბებსაც ყველა განვიცდით... წავიკითხეთ უკვე 6 სტატია წუხანდელ თამაშზე. ძალიან კარგი, კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ამასობაში დამთავრდა საქართველოსთვის (არა ნაპოლისთვის) მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ბოლო ადგილზე გუშინდელი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ ფიჯისთან; და 1 კომენტარისმაგვარიც არაა არსად. დაბრუნდნენ ნაკრები? დაბრუნდა მწვრთნელი თუ ჩემპიონატის ბოლომდე რჩება პარიზის სასტუმროში? 20 წლის გახდნენ უკვე ის ბავშვები, რომელსაც მსგავსი წარუმატებელი მსოფლიო ნანახი არ ქონდათ. იქნებ გაგვაგებინოთ, მოიძიოთ ან თუნდაც შეაწუხოთ ქართული რაგბის "მამები", რომ 2 სიტყვა გადმოგვიგდონ მოსახლეობას რას ფიქრობენ?? შეიძლება ასეთი სიჩუმეს ასეთი შედეგების მერე???
**
კიტეიშვილის გარდა ქართველი ფეხბურთელები ყველა საშინელ ფორმაში არიან,ასე შორს ვერ გავგრინდებით,ვერც მარტის თამაშებზე!!!!!
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
უცნაური კომენტარებია. შემოქმედებითობის შემცირებაში ის იგულისხმება, რაც თანამედროვე ფეხბურთში ხდება, გაეცი პასი და ეცადე, არ დაკარგო. ხვიჩამ მასე რომ ითამაშოს, ასეთი დრიბლიორი ვერ იქნება. სტატიაში ძალიან სწორადაა დანახული ხვიჩას სუსტი მხარეები გუშინ და მხოლოდ დღეგრძელობა არაა
gito
ხვიჩას მადლობა კარგი ფეხბურთელი იყო 2022 წელს
xuta
დროა, გინებაზე გადახვიდეთ! ქალი ჯერ არ შეურთავს?
ქ. გ.
ხვიჩამ უკვე მიაღწია იმას, რაც სხვა ქართველ ფეხბურთელებს ჯერ არც ესიზმრება - იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მომავალში გადავა ესპანეთში ან ინგლისში და ოქროს ბურთის მფლობელიც გახდება.
ვოოტ
მისტიკას ის უფრო წააგავს, რომ ხვიჩამ 21-ჯერ დაკარგა ბურთი და 16-დან მხოლოდ 7 ორთაბრძოლა მოიგო... და არანაკლებ მისტიკურია, რომ მის მეურვეს - მაიკლ კაიოდეს, რაც უნდა პერსპექტიულ მცველად ითვლებოდეს, მხოლოდ ამ ზაფხულს შეუსრულდა 19 წელი...
გოგა
ხვიჩას მთავარი პრობლემა ზედმეტი წონაა და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კუნთის მასის ზრდა ფიზიკურად კი გაძლიერებს, მაგრამ სისწრაფეს და სისხარტეს გიკარგავს.
რატი
რა ,,ნაკლები შემოქმედებითობა"? ზუსტად არასტანდარტულობა და მეტი შემოქმედებითობა სჭირდება მასაც და დანარჩენებსაც. ზუსტად შებოჭილი და ერთი სტანდარტით თამაშის სტილი განაპირობებს იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. და კიდევ, ამ ანაზღაურების სანაცვლოდ კიდევ კარგად თამაშობს და არ დაიწყოთ სულელური ,,ანაზღაურება მთავარი არ არის". პატივისცემა? შრომის დაფასება? სამართლიანობა? ეს არ არის მთავარი? ვინც ანაზღაურების მომატების არააუცილებლობაზე მიუთითებთ, მის ადგილას შუაზე გაიხეოდით. სხვა სხვის ომში ბრძენია. და წუწურაქი ლაურენტისი საკუთარ წუწურაქობას უმადლოდეს იმას, რაც ხდება.
რონი
ჟმოტი ლავრენტა რასაც მოიგებს არავის გაუყო.. ოსიმენი გადაიმტერა კვარაც ძაან დამძიმებული თამაშობს.. სისხარტე აკლია და კარგი მწვრთნელი უნდა უფრო განსწავლული და უფრო მაღალი კლასის ცენტრალური ნახევარმცველები. თუ რამეს ქმნის თავისით გუნდის წვლილი ნოლია... ასე არ შეიძლება ამას ვერ ხედავ ჟმოტა ან გარსია? ოსიმენი არ გაახანგრძლივებს გამორიცხულია მოუწევს ოსის გაყიდვა ზაფხულში 100ლიმონად თუარადა 2025ში ხელს დაუქნევს თანაც უფასოდ. კვარასაც ეგ ბედი მოელის 2026წლამდე მანდ იქნება
ზვიადი
მართლა არ გადმოვარდეს ეს ჟურნალისტი სახურავიდან. საქართველოში არ მგონია თავი
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ