ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"ფეხბურთელთა შერჩევისას ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მოახლოებული მატჩების წინ

"ფეხბურთელთა შერჩევისას ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მოახლოებული მატჩების წინ

<p>მოახლოებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.</p><p>"ესპანეთთან ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი უნდა გვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ. ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით უკეთ ვთამაშობთ. ამ მარცხებზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.</p><p>შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში დროს იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია, ნაკრებსა და კლუბში ყველა მოთამაშე ერთნაირად არ გამოდის.</p><p>გოჩოლეიშვილი და აბურჯანია ბოლო მატჩებში კარგად არ გამოიყურებოდნენ. ბევრი უნდა გააკეთონ თამაშის გასაუმჯობესებლად. იგივე მოხდა კვეკვესკირის შემთხვევაშიც. ჩვენ ფეხბურთელთა შერჩევისას ვითვალისწინებთ მათ ფიზიკურ მდგომარეობას, მენტალიტეტს და ბევრ სხვა ფაქტორს.</p><p>ერთა ლიგა არის ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ახლანდელ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები გვყავს და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რატომ მოვიწვიე უთამაშებელი გელაშვილი? ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და გვსურს, ეროვნულ ნაკრებშიც დავაკვირდეთ.</p><p>ვერ დავეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ ბოლო დროს ჩვენი გამოცდილი მცველები ცუდად თამაშობენ, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. თუ გოლი გადის, ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება“, - თქვა სანიოლმა.</p><p><br></p>

  • სვანსკი

    ეტყობა გოჩოლეისვილს მაინცადამაინც არ ყავს მაგარი პატრონი,რასაც ვერ ვიტყვით ,,პარლამენტარ,,კვირკველიაზე

  • Ვახტანგ კაპანაძე

    ისემც შენ რა გითხარი არავინ გეკითხებოდეს გამოძახებას ..გავსებულია ნაკრები სამომავლო ტრანსფერებისთვის სტატისტიკა რომ შეუქმნათ ჯუღელის ფეხბურთთელებს..სანიოლს დააბოლო მაკრონი ..და ჩვენ თავი დაგვანებე

  • QT

    გოჩოლეიშვილმა წარმოაჩინა თავი ცუდად და კვირკველიამ კარგად ?

  • ქ. გ.

    სანიოლი რომ დანიშნეს, თქვენ იმ დღეს მის შესახებ აქ თქვენი პირველი სტატია გამოაქვეყნეთ. ის სტატია წამოწიეთ წინ, თუ შეიძლება. მე იქ მაშინ კომენტარი გავაკეთე, სადაც ზუსტად შევაფასე სანიოლი.

  • las

    გუნდი რომ 7-1 წააგებს და მწვრთნელი ერთ, თანაც პერსპექტიულ ახალგაზრდაზე გადატეხავს ჯოხს უნდა ჩაიქნიო ხელი აღარც უნდა უყურო ამ გუნდის თამაშს საერთოდ. გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრებში იყო ძალიან ეფექტური, ვთვლი ნიჭიერ ახალგაზდად. ჯერ საერთოდ არ აყენებს თავის პოზიციაზე და ეგეც არის მიზეზი რომ ვერ ავლენს თავის პოტენციალს.

  • The

    გველესიანი რატომ არ გამოიძახა? კვერკველიას არ სჯობს?

  • მამუკა სვანი

    არაბიძეც, ბუღრიძეც, ხარაბაძეც და კაპანაძე მარჯვენა მცველი საბურთალოდან უნდა გამოეძახებინა , გველესიანთან მართალია ამ ბოლო დროს მყარი სათადარიგოა თავის გუნდში, ასევე შეიძლებოდა ნოდარ ლომინაძეც სამგურალიდან , მთავარია სანიოლი რომ წავა გიორგი მიქაძე არ დანიშნონ მთავარ მწვრთნელად იუდა ღა აკლია ჩვენს ნაკრებს:-)

  • დავით 67

    ეს კიდევ არ წასულა?

  • მირო

    ეგ პასუხი გელაშვილზე ცოტა მეტი დამაჯერებლობა რო ქონდეს,ეგრე თუ არავინ მოგაწვა დააკონკრეტე რაზეეეო??? მაგი პასუხი რაღადროს ევროპოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო,ეზარება ახსნა და საუბარი თუ მართლა ჯუღრლის მეფია გვაქ თავს და გავგიჟდები რა!!! არა ეგრე იქნება სხვა გზა არაა,ვაბშე ამოხტა ის იმ გუნდიდან და ეგებ რო დაუძახებს ეროვნული ავტორიტეტი მოემატოსო ეგ თემაა,იმას ვერ ხვდებიან რო პირიქით რო გაიგებდნენ გამოძახებულიაო ამათ რაღაც მაგრა უჭირთ თორე ბიჭი ვერ თამაშობს და ეროვნულმა დაუძახა ნუ სისულელე (( თუნდაც ერთი ან ორი კაცი მისი სურვილების საწინააღმდეგოთ რო იყოს გამოძახებული ეს ნაკრებს აზარალებს.თითქოს ისეთი დრო დადგა რო ყველაფერი ითვლება იწერება და ჩვენი ნაკრებიდან თუ ახლოს იცნობ რაღაც ქრთამების აურაა გამოდის.როგორ არ მინდიდა აქამდე წერა.ჩვენ ისეთი კამანდის გამოყვანა შეგვიძლია ესე არ უნდა ვაგებდეთ,თუ რაღაცაზეა სიურპრიზივით შეთავაზება გინდა შერგელაშვილს დავუძახებდი აზარას დუბლიორად და არაბიძეს დავითაშვილის შემცვლელად.იმ სტანდარტულებს რასაც ეგ ხალხი აკეთებს რაღაც მომენტში ისეთი მცველი რო გყავს ცენტრიდან დაარტყას და მეკრემ წინ დაიგდოს ან არაბას ჩაწოფებულებს გავხდიდი სახიფათოს ხვიჩას სუ ჯარიმით აჩერებენ ამ ჯარიმებს ძალიან აგრესიული ჩაწოდებებით რო დატვირთავ რაღაც მომენტში გაატაროს უნდა ერჩივნოს ხვიჩა კიდე ერთი თუ დაძრა და გაითამაშა მტრისას ყველას გაუტანს.ესეთი "მაწაკობები" თუ არ აკეთე ფეხბურთში 1:6 და მე ვიღებ პასუხისმგებლობას რა მოხდა ხელფასზე თქვა უარი ერთი თვისასზე თუნდაც თავს გადავიხოტრავი ულვაში მოუშვა თუ რა აღება უნდოდა მაგას მოუგო იმ მოხუცმა კაცმა აბა ვის???? ხვიჩას რო შეხვდება და იქ კიდე სხვას ეს არაბა კიდე უფრო ენტონივით ტიპია 25 წუთი ნებისმიერ თამაშში შევა და რაღაცას მოიტანს ვიდრე როგორ ვთქვა შენგელია არადა ესეც საქართველოში რო იყო ჰა სტანდარტულებს კარგი იყო მაგრამ ეხლა ვერ ჯობია და თან 2 წელია არ დაუძახია ამა დაუძახე რა ავლაპარაკდით თბილისი პრესა რლიქიდან გამომდინარე რო მართლა თამაშობს და არა მარტო თავისთვის ტორპედო 5:0 ზეა გადასული ბათუმი რო იყო ეგრე 4 კაცს სისტემატიურად ხო იძახებდით ნუ ისევ იქ მივბობღდით.სირ...აა სამწუხაროდ.

  • გიორგი

    თავმოყვარე კაცმა არც უნდა უყუროს ამ მაიმუნების ფედერაციის თამაშებს.

  • გიორგი

    ქართველი და არავისზე დამოკიდებული? რას ეწევი ძმაო?

  • გიორგი

    ლევანი კალაძის ბანდის "კრიშაა" პოლიციიდან.

  • გიორგი

    რა იცი რო. გადადგა? ეს "რაგბის ოჯახის" საიდუმლოებაა?

  • გ..ჯვას რა

    არაბიძეს რატო არ აძლევენ შანს? 25 ის არის უკვე დაღვინებული იქნება გამოიძახეთ რა

  • სხვა

    კაცურად მსოფლიომდე წავიდოდა

  • ამო

    "ამ მარცხებზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ", რა გადადგა?

  • ლევანი

    დაგიჭერდი სიცრუისათვის და ცილისწამებისათვის ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. მართლაც ყველა თავისი შინაგანი სიბილწის შესაბამისად აფასებს სხვას.

  • რიო

    მაისაშვილი წავიდა კაცურად ..შენ.?.

  • დათო

    ამის თავის მართლებას რა აზრი აქ ??? ნაკრებს არ ეტყობა დისციპლინა და არც მწვრთნელის ხელი , არაა ეს კაცი კვალიფიციური როგორც მწვრთნელი , კობიაშვილო გაუშვი ეს კაცი და მიაყოლეთ ასისტენტები , ხიზანიშვილის გაწვრთნილი ნაკრები არ გაიშვას ...

  • ლადო

    აზაროვს და გოჩოლეიშვილს მე გიორბელიძე მირჩევნია,გამოიძახეთ ნაკრებში!!

  • სოსო

    გოჩოლეიშვილს კლუბშიც აღარ ათამაშენენ,პროგრესის მაგივრად ესეც უკან-უკან წავიდა

  • კოსტა

    ყველა ლეგიონერი გასტავკული ყავს "ქუჩას", ზოგი "ძმაკაცობს",ე.წ. "კაი ბიჭებთან", ისინი გარანტირებულები არიან ნაკრებით ან ბათუმით, ეგრეა ეგრე, ყველამ იცის და ბევრიც სისტემით კმაყოგილია.

  • Მახვში

    მოგესალმებით, ასე გამოდის ვილისთან ერთად უნდა შევხვდეთ ფლეიოფებს... აწი ამის გაშვევის დროც აღარ რჩება:( ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო ფეხბურთში სასტავში ყოფნა და კლასის ამაღლება ვუსურვოთ, ფედერაციას ქვეყნის სიყვარული და გულშემტკივრის დაფასება, ვილის კიდე საფეხბურთო იღბალი... თქვენ კი მეგობრებო დიდ ფორუმზე გამგზავრებას 2024 წელს!

  • გაგა

    თუნდაც გამოიძახონ არაბიძე,ლოჩოშვილი,გველესიანი,გოჩოლეიშვილი მერე??შედეგი იგივე იქნება შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,ყველა ერთნაირი მაჩანჩალაა!!!!მე არც ერთი ფეხბურთელის იმედი არ მაქვს,სრული რეგრესი აქვთ გინდ კლუბებში გინდ ნაკრებში!!!!

  • გულშემატკივარი

    მემგონი ძალიან აცდენილია რეალობას, პასუხსაც არავინ სთხოვს სამწუხაროდ. თუ ესე ძალიან არ უნდათ ამის გაშვება სადმე საკრებულოში ან პარტიაში დაასაქმონ ...

  • ilar10N Youtube

    ძალიან აჭრილია ეს. ჯერ ვის იძახებს, მეორეც, იძახის ნორვეგიასთან მეტი მომენტი გვქონდაო.. ვერ გევიგე??

  • kaka

    კორეა სინგაპური კამბოჯა მალტა მალი ბანგლადესი სირია ეგვიპტა პოპინო პამპადურა.............................................

  • მათე

    ვილიმ რაც გააკეთა ნაკრებში მაგის დაუფასებლობა არ შეიძლება. დაიძრა რაღაცეები და შეიცვალა უკეთესობისკენ, მარა დრო მოვიდა რო დატოვოს. თავის შესაძლებლობები ამოწურა. ეხლა უკვე ყოველ თამაშზე შეცდომას შეცდომაზე უშვებს.აი ეხლა თუნდაც შემადგენლობას რის მიხედვით იძახებს კვეკვესკირი გამოძახება იქნება? წინა თამაშებზე არ ყავდა და იმის მეტ რე საერთოდ არ უთამაშია თავის გუმდში. რა პონტში ეხლა??!!სიახლეს ვეღარ სთავაზობს ნაკრებს, აწი მაგის ხელში უკუსვლა დაგვეწყება ასე რო დროა ახალი მაგავე სტილის ევროპელი მწვრთნელი მოიყვანონ. ვილის მადლობა ეკუთვნის რაც იმუშავა… და წარმატებები

  • ტატო

    ასეთი აჯამსანდალი გვექნება ქართულ ფეხბურთში სანამ მექრთამე კალაძის და მისი საძმოს საკუთრება იქნება ფეხბურთი...რამდენიც არ უნდა წააგოს ნაკრებმა თუ კლუბებმა სულ ეგენი იქნებიან სათავეში, არანაირი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთს საძმო-ბანდის საკუთრებად თვლიან...ყველამ ხომ ვიცით რომ არაფერი შეიცვლება.

  • ზურაბი

    ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში 78 ადგილზეა. თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ჩვენზე წინ მდგომი 77 ქვეყანა?

  • მოსწ

    შეაწმინდა გოჩელეიშვილს ხელი მარტო მაგის ბრალი ყოფილა გამოდის წაგება, ამ პრინციპით ნახევარი გუნდი არ უნდა გამოეძახებინა მაშინ..

  • გიორგი

    ვილი და მისი მაჩანჩალა ქართველი ფეხბურთელები!!!!

  • მალხაზ ჯობავა

    მაგისთანა ქებაიაა!

  • ირაკლი

    სანიოლისთვის მონღოლეთიც კი ძლიერი მეტოქე გამოდგა (პირველი ტაიმი მოიგეს) და ეს თუ დარჩა ხაზახეთი კატოკივით გადაუვლის საქართველოს ნაკრებს! (მანამდე შეიძლება კვიპროსთანაც წააგოს და ვიეტნამთანაც (სადაც ჯერ ფექხბურთს საერთოდ არ თამაშობენ)

  • ჰაჰა

    აფსუს, ფეხბურთელების გაზრდის რა კარგი სისტემა გვაქვს აწყობილი. ან რა მაგარი ფეხბურთელები გვყავს, გინდ ვეტერანი, გინდ ახალგაზრდა. მაგრამ რად გინდა, მწვრთნელი არ გვივარგა. )))))

  • ???

    რატომ არ წერთ ,პრესკონფერეციაზე კონკრეტულად არაბიძეს არგამოცხადებაზე რომელიმე ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა და რა უპასუხა?

  • რომ იცოდე

    კიდევ აიაქსის, პსჟ-ს, ჩოხატაურის მწვრთნელები და კალაძეც გასაშვებია მილანის მოდების ჩვენებაზე.

  • !!

    ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა,თავი უკვე ხორვატია გვეგონა და ძირს მწარედ დაგვანარცხეს,ჩვენი ლეგიონერებიც ვეღარაფერს აკეთებენ.სრული წარუმატებლობა ყველა სპორტის სახეობაში!!!!

  • დიმიტრი გელოვანი

    კაჩალინი ქართველი არ ყოფილა, დაბოლოებას დაუკვირდი - კაჩალინი, მალდინი, სენსინი, ტერაზინი, ხიძიატულინი, ბელმონდო...

  • რიკი

    რას ითვალისწინებ ჩემი ძმა?! სლოვაკეთის უსუსტეს ჩემპიონატში სადაც სტადიონები ცარიელია მანდ მოთამაშე ზამენის ფეხვურთელი კაპიტნად რომ გყავს ეგ ნორმალურია? ან საერთოდ ისეთი ფეხბურთელების გამოძახება რომლებმაც შეწყვიტეს განვითარება იმიტომ რომ მიახწიეს თავის მაქსიმუმს რა აზრი აქვს (ვოლკოვი 28 წლის აზერბაიჯანის ჩემპიონატში ეგეც ზამენაა თან გოლიც არ გაუტანია წელს) მაგას არ ჯობია ვინმე 18 წლის ბიჭი გამოიძახო ჩემპიონატიდან მოტივაციას მაინც მისცემ.. და ბოლოს არა მგონია ამ გამოძახების ამბავში თვითონ ეს კაცი იღებდეს გადაწყვეტილებას//

  • ემიგრანტი

    არა პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ ადამიანმა გოჩოს 6 გოლის გაშვებას აბრალებს რაც ძაან ცუდია ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რომ უშვებდეს თამაში შეცდომას ასე არ განადგურდება ნაკრები , ორი ავტო გოლის ავტორი და აფსაიტში ჩარჩენილი კაშია 5 მეტრიტ უჯან რომ იყო ეგ შეცდომაც გოჩოლეიშვილის ბრალია ...

  • dato

    იდი დამოიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

  • დდდ

    თუ ეგრეა, დამშვიდებული სინდისით შეგიძლია, არც უყურო... უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის, ტაილანდელებიც ჩააყენე საქმის კურსში, ემანდ რამე დიპლომატიურ სკანდალს არ გამოვკრათ ხელი...

  • გ.შ. მოცლილი

    ა. რ. ა. ბ. ი. ძ. ე. გ. ი. ო. რ. გ. ი

  • ჭიჭე!

    საქართველოს ნაკრებს, ფეხბურთში, სათავეში უნდა ედგას, მკაცრი და შეუვალი მცოდნე, გამოცდილი ქართველი მწვრთვნელი, რომელიც საფეხბურთო საქმეებში, არავისზე დამოკიდებული არ იქნება. ითამაშოს ქართული შემტევი და ცეცხლოვანი ფეხბურთი. როგორებიც იყვნენ, ანდრო ჟორდანია, გავრილ კაჩალინი, ნოდარ ახალკაცი. ნამდვილი, ქართული, შემტევი ფეხბურთის გამტარებლები და არა, საკუთარ ნახევარზე, ბურთის მღეჭველები.

  • გ.შ. მოცლილი

    კობიაშვილი -სიგუა მუჯირი-შენგელია

  • giorgi 12

    სანიოლიც და გარსიაც გასაგდებია!! შარშან კვარას გარეშეც მსიამოვნებდა ნაპოლის ყურება, წელს კატასტროფაა საშინელი მწვრთნელი რომელმაც არია, აწყობილი გუნდი!!ნაკრების იმედი მქონდა, ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან თუ მოგებას ვერშევძლებდით ხარისხი მაინც გვექნებოდა მეგონა, სრული კატასტროფა საბოლოოდ!!

  • მირო

    ეს არის გამოუცდელი მწვრთნელი და მუდმივ ექსპერიმენტებს ატარებს ჩვენს ნაკრებზე,აქ დაშვებულ შეცდომებზე სწავ ლობს მწვრთნელობას.რატომ???რატომ ავიღეთ ჩვენს თავზე სანიოლის მწვრთნელად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა??? ფედერაციამ უნდა აგოს პასუხი ამაზე.გარწმუნებთ,რომ ამ კაცის ხელში არანაირ შედეგს იმედგაცრუების გარდა არ მივიღებთ. ფედერაციამ კი ნაკრების საექსპერიმენტო მოედნად სანიოლისთვის გადაცემით შეყრაცხყოფა მიაყენა როგორც ნაკრების ფეხბურთელებს ასევე გულშემატკივრებს.

  • beqa

    სულ მიხაროდა სანაკრებო პაუზა მაგრამ ახლა არა...

  • დდდ

    ეს კაცი, ეკითხებიან თუ არა, შესაძლებლობას არასოდეს უშვებს ხელიდან იმის შესახსენებლად, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია, არ გაურბის და ა.შ. საინტერესოა, რას გულისხმობს პასუხისმგებლობაში - ხელფასს აღარ აიღებს, პრემიას აღარ გამოიწერს, თავს დაიჯარიმებს ან გადაიპარსავს თუ დედიშობელა ირბენს ბორის პაიჭაძიდან მიხეილ მესხამდე?!...

  • SOS

    სიმართლე იცით რა არის??საქართველოს დღეს ყავს რამოდენიმე ფეხბურთელის გარდა,"გინდ შეწვი გინდ მოხარშე" ფეხბურთელები,ერთ თამაშს ჩაატარებენ კლუბში ან ნაკრებში კარგად,დანარჩენ ოთხ თამაშს ჩააგდებენ,მერე ხუთ თამაშს სკამზე გაატარებენ,მერე ტრავმას მიიღებენ და ნახევარი წელი ვერ ითამაშებენ.მითხარით ასეთი ფეხბურთელებით რას უნდა მიაღწიოს ან მწვრთნელმა ან ნაკრებმა????!!!!

  • ჟორა გაბრიჭიძე

    რა თქმა უნდა, სანიოლი დიდი ავტორიტეტია, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ გუნდი თავს 11 კაცით უნდა იცავდეს, რადგან ამ დროს მეტოქე 11 კაცით გიტევს და შენგან მოგერიებული ყველა ბურთი მისია. ნაპოლის თამაშზე ამას ვხედავ და ვფიქრობ, რომ კვარა და ოსიმენი, რომ ამ დროს მოედნის ცენტრში ტრიალებდეს ისინი სამ მცველს მაინც მოაკლებდნენ მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებულ შეტევას. ამ დროს კი 50/50-ზე იქნება მოგერიებული ბურთის მიღების ალბათობა და საგოლე კონტრშეტევა გარდაუვალი იქნება. ნაპოლის მაგალითზე მე ამას ვხედავ და ჩვენი ნაკრების მაგალითზე უკეთესი, ბატონმა ვილიმ დაინახოს.

  • რრრ

    მერემდენედ უნდა გაიგო რომ 3 მცველით უკეთ ვთამაშობთ?

  • შავი კაცი

    -ჟურნალისტი:მოვა ეგ ერთა ლიგა შენ კი მეორე დღეს წასვლა მოგიწევს ვილი.. აი მარტივი ლოგიკა: რომც გაიყვანო საქართველოს ნაკრები ჯგუფში მერე იქ რომ ესპანეთი,გერმანია,შოტლანდია იტალია და ასე შემდეგ ინოპლანეტელები არიან რა გეშველება? -ვილი: კაშია და კვირკველია მიშველის... ამ დროს ჩაიხითხითა მელოტმა ხიზანამ და ბუჩქებში მიიმალა:))

  • მწვრთნელი

    ისე აწყობილი გქონდა ყველაფერი, რომ მაინც და მაინც ესპანეთთან დაიწყე ექსპერიმენტების გაკეთება!? აგერ ტაილანდი და კვიპროსი აკეთე ეხლა რაც გინდა რაღა მნიშვნელობა აქვს!? ზაფხულში ერთი სიტყვა, რომ დაგესველებინა და დაგეთმო კვარაცხელია და მიქაუტაძე ახალგაზრდულისთვის მინიმუმ ოლიმპიადაზე ვითამაშებდით! ახლა ელოდე გაზაფხულს და მერე გაგიშვებენ სახლში ჩვენი ბედოვლათები ფედერაციიდან!

  • Რაგბის ფანი

    კვარა რომ არ იყოს, იქტომბრის მატჩებს არც ვუყურებდი. სანიოლმა ქართველებს თავი შეაძულა. წასვლამდე ერთი რაც შეუძლია გააკეთოს, ის წარმატებული ლეგიონერები გამოიძახოს და ათამაშოს, რომლებსაც ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა არ ღირსებიათ. პირველ რიგში გველესიანი

  • Geo

    შენ თუ დღეს გაიგე ეს , ძაან ცუდათ გაქ საქმე!

  • gogia

    ეხ ვილი შენ სადღაც სხვაგან ხარ

  • წადიიიი

    წადი რააა

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ