ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტაილანდთან მატჩის დღე! ლორია და სიგუა დაიწყებენ - რამდენი დრო მიეცემა კვარაცხელიას?

ტაილანდთან მატჩის დღე! ლორია და სიგუა დაიწყებენ - რამდენი დრო მიეცემა კვარაცხელიას?

დღეს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა როტაცია დააანონსა და კვიპროსის ნაკრებთან ოფიციალურ შეხვედრამდე ბევრ ცვლილებას ველით. თუკი მარტსა და ნორვეგიასთან დაპირისპირებას გავიხსენებთ, ფრანგმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, მთლიანად შეცვალა ის თერთმეტეული, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე, მონღოლეთთან ენდო. გულშემატკივრებისთვის საინტერესოა, რამდენი დრო მიეცემა ხვიჩა კვარაცხელიას, მეკარე ლორიასა და სიგუას სასტარტოში თამაშზე უკვე გავიგეთ...

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთეს.

ვილი სანიოლი: "სანდრო კალანდაძეს ნაკრებში ინტეგრაცია გაუმარტივდა. ის ბევრს უკვე იცნობდა. ნორვეგიაში მისი დებიუტით კმაყოფილი ვარ. დამეთანხმებით, ბოლო სამი წლის მანძილზე ნაკრების კარი ბევრს გავუხსენი. ეს მომავალშიც ასე იქნება.

ტაილანდთან შანსი მათ მიეცემათ, რომლებიც ბოლო დროს ცოტას თამაშობდნენ, მაგალითად, შენგელიას და სიგუას. მათ შეეძლებათ, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ. უკანასკნელი 3-4 თვის მანძილზე სიგუა ფიზიკურად კარგად განვითარდა. მისი "ბაზელში" გადასვლა ამიტომ იყო საჭირო, ეს არ ხდება აქ, საქართველოში. ხუთშაბათს მას სასტარტოში ვიხილავთ. გაბრიელის განვითარებას დიდი იმედით ვუყურებ. რა თქმა უნდა, რაც ვთქვი, ეს ეხებათ სხვებსაც - ალთუნაშვილს, ჩაკვეტაძეს... ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება მოედანზე ისახება და ეს ლოგიკური შედეგია.

მეკარეებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იერარქია გვაქვს, ტაილანდთან კი გიორგი ლორია ითამაშებს. მისთვის რთული სიტუაციაა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პირველი კიპერი იყო. ის კარგად მუშაობს და ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებს.

ტაილანდთან მატჩი კვიპროსთან მოსამზადებელი შეხვედრაა. მათ კარგი გუნდი ჰყავთ. თუკი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მივცემთ, ისინი ამაზე უარს არ იტყვიან. სწორი თამაში და მაღალი პრესინგი გვჭირდება. აზიური გუნდები უფრო მეტ ოფიციალურ მატჩს მართავენ და ტონუსში არიან. მათ სუსტი გუნდი არ ჰყავთ.

არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, იმედგაცრუებულ გულშემატკივარს გზავნილი მივაწოდო. ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, არსებობს წარმატებული და წარუმატებული პერიოდები. მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. მესმის, ბევრია იმედგაცრუებული და ასეთ დროს ეს ყველგან ასეა.

მინდა აღვნიშნო, როდესაც ქუჩაში გულშემატკივრებს ვხვდები, მათგან მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მსმენია. როგორც გუნდი, ერთად ვიმარჯვებთ და წარუმატებლობაც ერთად გადაგვაქვს. სოციალურ ქსელებში ანონიმური კრიტიკა ზოგჯერ ძალიან მწვავეა და არ ვიცი, ვისგან მოდის".

ბუდუ ზივზივაძე: "კლუბში ცოტას ვთამაშობ. კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებ. ამისთვის ბევრს ვცდილობ და იმედია, ყველაფერი შეიცვლება.

რამდენსაც უნდა ვთამაშობდე კლუბში, ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო შეხვედრაში გავიტანე.

სასიამოვნოა, როცა მწვრთნელი გენდობა. ვეცდები, ნდობა გავამართლო - ცოტას ვთამაშობ და მაინც ნაკრებში ვარ.

ტაილანდს ტექნიკური გუნდი ჰყავს. ვეცდებით ლაღი, შემტევი და შედეგიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მადლობა გულშემატკივრებს გვერდით დგომისთვის და მათ ახლაც იმავეს მოვუწოდებ".

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - კვირკველია, გელაშვილი, კალანდაძე - ლობჟანიძე, სიგუა, ალთუნაშვილი, შენგელია - დავითაშვილი, ზივზივაძე, ჩაკვეტაძე.

• სიმართლე

ამ სანიოლმა რაც გაქაჩა, ხვიჩამ გააკეთა ყველაფერი. სანიოლი და ხიზანა რომ მწვრთნელი იქნება, კაის რას უნდა ველოდოთ. არც ეს კორუმპირებული ფედერაცია არ უშვებს და ვართ ესე ნერვების გლეჯვაში

• Kvekeskiri

სანიოლ წადი

• ჟორა გაბრიჭიძე

გამოდის, რომ ამხანაგური თამაშები საპასუხიმგებლო თამაშის წინ გუნდის შესათამაშებლად კი არ გამოიყენება, არამედ დებიუტანტების გასასინჯად.

სიგუა რატომ ????

• გივი

ლევანამ ნახა

• სხვა

საინტერესოა რა კომემტარებს დავწერთ ამ ტაილანდს, კვიპროსს, შოტლანდიას რომ მოვუგოთ დარჩენილი თამაშები თან კარგი თამაშითაც და ესპანეთსაც მაგრად რომ ვეთამაშოთ გასვლაზე, კი არ მჯერა მაგრამ, ექსპერიმენტის სახით მაინტერესებს, იგივე კვირკველია კაშიამ რომ თავი გაიგიჟონ, ამას იმიტომ ვწერ რომ ის ბევრ მატჩიანი მოგაბათა სერია რომ გვქონდა 90% ბრავო ლომებოს წერდა... ეხლა კი იგივე ხალხს ვლანძღავთ, მწვრთნელი გასაშვები კი არ არის, არც იყო მოსაყვანი, გამოცდილი გვჭირდებოდა თავიდანვე, ეხლა კიდევაზრი არ აქვს, მაქსიმუმი უნდა გამოიტანონ დასკვნები ამ კატასტროფული 3 მატჩიდან რომ საგზურს შეწვდნენ, ახალი მწვრთნელი ეხლა 99% პლეი ოფში წაგებას მიშნავს

• გიორგი-ს

წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეგიძლიათ? მწვრთნელის ციტატაა ეგ და სტატიის ავტორს რატომ უტევთ?!

• სასწაულია

სანიოლის კომენტარის, რომელიც ბრჭყალებშია, ავტორს მოაწეროს, თან ასე თავდაჯერებით

• გიორგი

უბრალოდ თავხედია. წადიიიი!

• გიორგი

ღვთისვერხარ ანთაძე!რა ანონიმურ კრიტიკაზე წერთ,ტყვილებს ქართველები ღიად სიმართლითაკრიტიკებენ ნაკრებს ,თქვენ კი წერთ ანონიმური კრიტიკაო,ტყვილებს,უსუსურ რაღაცეებს.

• ელიასი

იცით კიდევ ვის უნდა ვეთამაშოთ აუცილებლად? სეიშელის კუნძულებს! ისინიც საწყალი მეთევზეები არიან ისევე როგორც ფარერები, რომლებთანაც, მოგეხსენებათ, სრულიად უშანსოდ ვართ და მათკენ გახედვაზეც კი გვზარავს. ამასთან სეიშელებს თურმე მამაკაცები არ ჰყოფნით და თევზების მფატრავ ხნიერ ქალებს იმატებენ გუნდის 11-მდე შესავსებად. ამასთანავე ჰიმნი არ აქვთ და ორივეს ჩვენვე ვიმღერებთ ჩვენსას ცრემლებით ლოყებზე და ბოლო დღეებში აკუმულირებული ენერგიის ნახევარს ამ საქმეში დავხარჯავთ. ძალიან ხელსაყრელი ვარიანტია. მანამდე ტონგა მეგონა საუკეთესო ოფცია, მაგრამ როცა წარმოვიდგინე, რომ ტონგელები ჰაკას გამართავდნენ თამაშის წინ და ჩვენს საამაყო ვაჟკაცებს, რომლებსაც ომი არ უნდათ, შიშისგან გულებს დაუხეთქავდნენ, გადავიფიქრე. ასე რომ გაუმარჯოს სეიშელების და ჭორვილისტანის საუკუნო ძმობას!!!

• ზ.მ. ლონდონი

ფეხბურთს ვინ ჩივის,დროით მოკლევადიანი ორთაბრძოლების გუნდური სახეობაა,საქრთველოში,მონობაში ყოფნისას რომ გვანვითარებინებდენ,სხვანი,როგორც აწყობდათ იმგვარად,მიუხედავად უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელების თაობების მქონეთ,.....ჩვენი, მინიმუმ სამიათასწლიანი სიამაყე,ჭიდაობა გაგვაქრობინეს,როგორც ქართული ბრენდი,მსოფლიოში არც იციან დღეს ......მონობაში ყოფნისაც,ჯერ ათქვიფეს ჭიდაობა ყიზილბაშების და იანიჩარების,შემდგომ კაზაკთა თავდაცვითი ორთაბრძოლების ნუსხათა სიებში,თუმცა ამ ნუსხების უ მთავრესი შემადგენელი ნაწილი იყვნენ ქართული თავდაცვითი ილეთები ,და ბოლოს, წითელმა იმპერიამ სულაც- სამბო დაარქვა ,ქართული წარმოშობის ორთაბრძის ხერხებს,ჭიდაობის აბრევიატურის სრული მოსპობის მცდელობით.ჩვენივე უვარგისობით,უსწავლელობით,მოხდა და ხდება ყველაფერი კარგის ქართულის გაქრობა მსოფლიოს ხალხების თვითცნობიერე ბაში,არა მარტო სპორტში,ღვინით დაწყებული...ტაილანდური მუაოტაი კი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სპეციალური დანიშნულების რაზმების თავდაცვითი საშუალების ერთ ერთი უმთავრესი ელემენტია,დღეს,და ასეც იწოდება ტაილანდური მუაოტაი.ფეხბურთში კი ეხლა ამგვარადაა,თავისუფალ საქართველოში,რომ გაიძახით უმრავლესობა უგნურად,ტაილანდი სუსტიაო,სისულელეს ავრცელებთ.ლამის მათი დონისა ვართ თუ არა ნაკლები,ფაქტით.ან მაროკოსთან სპარინგის წინ, რომ წუწუნებდენ "ბევრნი",ეს ვისთან ვთამაშობთო?,მაღრიბის ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიოზე შემდგომ, ლამის რვა მოწინავე გუნდში შევიდა,ჩვენ კი ვერც გავდივართ მსოფლიოზე,ევროზე....ერთ ადგილს ვტკეპნით და სულაც უკან ვიხევთ,როდემდე?სრულ განადგურებამდ?ბოლო ბოლო თავისუფალი ქვეყანა ვართ?მოვრჩეთ სამშობლოს სიყვერულს,სიტყვების "ბრახაბრუხით,გავისარჯოთ,პროფესიონალურად,სწავლის პრიორიტეტით,ყველაფერში.

• ლაშა

ვეჟო, რით ვერ გაიგეთ, არ შეიძლება გაუთავებელი ექსპერიმენტები. ამხანაგურში სხვები და ოფიციალურში მთლიანად სხვა შემადგენლობა გამოიყვანო სად გაგონილა?! ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული უნდა იყოს და შეიძლება შეცვალო მაქსიმუმ ხუთი ფეხბურთელი და არა მთელი გინდი. დანატჩენს უბრალოდ ვარჯიშებზე უნდა დააკვირდე!

• Las

გაქტია ამ კაცს უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის დააყენებს ძირითადში ყაზახეთთან. ისე ძველ სასტავს. კაშია. კვირკველია. აბურჯანია. კვეკვესკირი. მაგისთვის ეს შეუცვლელი ხალხია. ხოლო რაილანდთან სულაც რო დაგლიჯონ ახალგაზრდებმა შანსი არ აქვთ. ეს თამაში ფიქციაა

• Vasili

იმედიაბგაამართლებს ეს კალადაძე , მაგარმა არ მომწომს ეს ბიჭი , ჯერ ადრეა ნაკრები აშკარად! მე ის უფრო მიოვირს თბილისის დინამოდან უფრო მარტივად როგორ ხვდება ფეხბურთლელი ნაკრებში ვიდრე სერია ა და სერია ბ გუნდის ფეხბურთელი, აი მაგალითად ირანის საუკეთესო ფეხბურთელი გვეესიანისთბის როგორ არვმოიძებნა ადგილი , და მოიძებნა კვირკველია, კაცი საერთოდ აცდა ფეხბურთს, ეს ნაკრები ძაან მიკერძოებულია, არაბიძე დინამოელი რომ ყოფილიყო აქამდე გამოძახებული იქნებოდა. ამოწურა საკუთარი თავი ამ ფედერაციამ და ამ ხიზანშვილმა და სანიოლმა ხომ საერთოდ ვერანარი ხარუსხი ვერ გაზარდეს, სანიოლი დამწყები და გამოცდელი მწვრვთვნელი , ხიზანიშვილო დამწყები და გამოუცდელი, ახვა დამარჩენი დამხარე მწცრთვნელევიც უარესი, ამას პლიუს დამარცხებულიენტალიტეტია ფეხბურთელები, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ იმის თუ როგორ ვერ უნდა ითამქშონ და როგორ უნდა წააგონ და ამ ყველარის ფონზე ვართ იქ სადაც ვართ../ კვიპროს და ტაულანდს როგორ უნდა ვუგულშეატკივრო ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მაგრამ რომ მოხდეს და ამათაც ვერ მოვუგოთ, ეს მომენტი შეილება გადამწყვეტუც კი აღმოჩნდეს სასიცოცხლოდ, იმიტომ რომ ასეთი შედეგის შემდეგ აუცილებლად მოიწევთ დატოვება გუნდის და იქნებ სხვა მწვრთვნელის ხელში გაცოვხლდეს ნაკრები, თორე ეხლა ტაილანს თუ მოუგე დიდი ამბავი და კვოპროსთან მოგებაც ვერააა საზომი,

• ლექხო

ღმერთო რა დავაშავეთ ქართველებმა რომ ესეთი მრწვთნელები ვერ მოვიშორეთ. რამდენი ძალიან მდიდარი ქართველი გვყავს რა იქნება ერთი ძალიან გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელი აიყვანონ. ამით მთელი ქართველობის გულს სამუდამოდ მოინადირებენ. სანიოლი კი დროის კარგვაა, ეს კაცი აქ პრაქტიკაზეა და

• გიორგი

სანიოლი და მაისაშვილი ნათესავები არიან?

• ilar10N YouTube

რა ანონიმური კრიტიკა, იძახი ნორვეგიასთან მეტი მომენტი გვქონდაო, როცა ბურთი ვერ ამოიტანეთ წესიერად, დამწყვდეული ჰყავდით საკუთან საჯარიმოში. ესპანეთთან კიდევ - ახალი რამე უნდა ვცადოო და 4 მცველით გამოხვედი, საიდანაც 2 ძალიან შემტევია )) მწვრთნელი !! იმიტომ ხარ, რომ ასეთ გუნდებთან გამოჩნდეს შენი კლასი და აზრიანობა. რაღაცა ტაქტიკური ცვლილება რომ შემენიშნა, იმას გამოვარჩევდი, მაგრამ... მთელი თამაში კუთხეში მიმწყვდეული მოკრივესავით იყავი.. იმას მაინც ვერ იტყვი ფეხბურთელები არ მყავსო ! ყველამ ვიცით რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. მალე დაგემშვიდობებით ;) au revoir.

• გია_544

"იმედგაცრუებულ გულშემატკივარს გზავნილი მივაწოდო" - ბოდიშის მაგივრათ 1:7 სახლში ? რა ხეპრე და გაუთლელია! ფრანგ გულშემატკივარს მაგდენს ვერ გაუბედავდა. ანონიმური "ქუჩაში გულშემატკივრებს ვხვდები" სისულელე და ტყუილია, რომ "მათგან მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მსმენია." კვირკველიას ჩავარდნილ თამაშებს უწონებენ ?? )) ბოდიშის მაგივრად, ფრანგული რევერანსებით გვაბოლებს!

• სოსო

ვილიმ არ იცის ეტყობა ქართველების აფერისტობის ამბავი!!!

• რუსთავი

ტიპს როგორ არ უნდა წასვლა, ეს შუბლის ძარღვს ისე გაიწყვეტს აქეთ დაგვადანაშაულებს აი ნახავთ. PS მოშორდეს პარლამენტიდან მართული ფედერაცია!

• ირაკლი

კიტეიშვილი!!ყველაზე სტაბილური ქართველი ფეხბურთელი,კარგი იქნებოდა ტრავმები ხშირად არ აწუხებდეს!!!!

• თენგო

მე ამ კაცის წარმატება ვერ ვნახე

• მიდი კვარა, მიაწექი

ტაილანდელებს ტექნიკური გუნდი ჰყავთო... თვარ რცხვენია, ნეტაი.. სათამაშო სახეობებში საშუალოზე დაბალი დონეა ჩვენთან , ნეტავი , რომელიმე პრიორიტეტული იყოს ,არ ვჩივი ფეხბურთს, კალათბურთი მაინც იყოს სახელმწიფოს და საზოგადოების მიერ წახალისებული ისე , როგორც ლიტვაშია. ერთი სახეობა იყოს, მარა იყოს მაღალი დონის ! ფეხბურთში - კვარას მსგავსი 20-30 წელიწადში ერთხელ ისედაც იბადება ჩვენს მიწაზე , ყოველგვარი ტაილანდის და მონღოლეთთან სპარინგების გარეშე. ტყუილად ყრიან ფულს , საერთოდ , სამოყვარულო დონის რომ იყოს ქართული საკლუბო ფეხბურთი - უარესი ნაკრები არ გვეყოლებოდა.

• ზვიადი

მხოლოდ აქ კითხულობს სანიოლი სანაკრებო სტატიებს ამ ფედერაცია უყვება - ანონიმური კომენტარი სხვაგან არაა. გააგრძელეთ ეს კარგი ანალიტიკა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" სძლია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ