ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი თსუ და თასის გათამაშების ფინალისტი “ბათუმი” გაითამაშებენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი ოფიციალური ტიტული, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 2008 წლიდან ათამაშებს და მისთვის ერთმანეთს ჩემპიონი და თასის მფლობელი ეცილებიან.

წლეულს ისე მოხდა, რომ ქვეყნის ჩემპიონიც და თასის მფლობელიც ერთი და იგივე გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მა 2022-23 წლების სეზონში სუპერლიგაც მოიგო და თასის გათამაშებაც. ასეთი შემთხვევა ბოლო 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ორივე ტიტულის მოგებით "შსს-აკადემიამ" დუბლი შეასრულა.

თსუ-ს, როგორც ჩემპიონს, სუპერსათასო მატჩში თასის გათამაშების ფინალისტი "ბათუმი" შეხვდება. ბათუმელებმა გასული სეზონის თასის ფინალში თსუ-სთან დაძაბულ ბრძოლაში – 76:78 წააგეს. სწორედ მათ ერგოთ სუპერთასისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება, რადგან თასის მომგები თსუ მოგვიანებით სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

სუპერსათასო მატჩი "თბილისი არენაზე" 13 ოქტომბერს, 18:30 საათზე გაიმართება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა