მსოფლიო პრესა რაგბიში მსოფლიო თასის განვლილ წრეს აანალიზებს და მათგან, ვინც ჩემპიონატს გამოეთიშა, საუკეთესო გუნდებსაც ასახელებს. ავსტრალიის წამყვანი სააგენტო The Roar-ი მიიჩნევს, რომ მათგან ავსტრალია, სამოა და საქართველო ყველაზე კარგები იყვნენ; ბრიტანული The Daily Mail-ი ტონგას, სამოას, პორტუგალიას და საქართველოს გამოჰყოფს, – მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ამ ტრიოს ურუგვაის და ჩილეს ამატებს, შოტლანდიური Rugby 365 – შოტლანდიას და ავსტრალიას ფინალს გარეთ დარჩენილ ლიდერებად მიიჩნევს, თუმცა მათ გვერდით პორტუგალიას, საქართველოს და ტონგას ასახელებს, – ფაქტია, რომ ნებისმიერი საექსპერტო ანალიზით, რამდენიმე ქვეყანას შორის, ვინც ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, თუმცა მაღალი დონის თამაშით მაინც გაიბრწყინა, ერთი – უდავოდ საქართველო იყო.

ქართველები ტრადიციულად ძალიან კარგები შერკინებაში იყვნენ, – გასაგებია, რომ შერკინება უმთავრესი არ არის რაგბიში, მაგრამ სავალდებულოა – აწევა, მიწოლა, მოლი, ბოჭვა, რაქი… ღრენა ამ სპორტის მთავარი ხიბლია, წერს “The Roar” და ამ კუთხით ქართველთა შორის გურამ გოგიჩაშვილს გამოყოფს.

შერკინება ქართული რაგბის ერთადერთი ძლიერი მხარე აღარ არის, ის დღეს უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვეა – მიიჩნევს უორნერ გეთლანდი: “საქართველომ მკვეთრად გააუმჯობესა და განავითარა აქამდე მხოლოდ შერკინებაზე ორიენტირებული თამაში. ფიჯისთან არ გაუმართლა, თორემ სხვა შედეგს აჩვენებდა. რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, რომელიც როგორც 20 წლამდელების, ისე საკლუბო დონეზე ვითარდება”.

Balls – დუბლინი

საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ რაგბის გულშემატკივარი ორივე გუნდის 6 ერში რაიმე ფორმით ჩართვას დაჟინებით მოითხოვს. იმ ფონზე, რომ იტალია ვერა და ვერ ახერხებს თამაშის გაუმჯობესებას, აქამდე მის ჩასანაცვლებლად ყველაზე ხშირად საქართველოზე საუბრობდნენ, ახლა პორტუგალიასაც მოიხსენიებენ.

Rugby 365

საქართველომ კარგად გამოიყენა ძლიერი მხარეები და შედეგსაც მიაღწია. ის მე-4 იყო მოგებული შერკინებების საშუალო მაჩვენებლით (94%). ასევე, ტერიტორიის მოგებას ქართველები ხშირად ფეხით ცდილობდნენ და თამაშში საშუალოდ 29,8 დარტყმა განახორციელეს, რაც ასევე მეოთხე მაჩვენებელია ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ შეძლეს ამ უპირატესობის სათანადოდ გამოყენება. საქართველო კარგად გამოიყურებოდა ხელით თამაშისას, რაც ცხადყოფს, რომ გუნდი ვითარდება. ამ მხრივ გუნდის ლიდერი დავით ნინიაშვილი იყო, რომელმაც 52-ჯერ წაიღო ბურთი, 524 მეტრი მოიგო (მეორე ადგილზე გასულმა – მხოლოდ 292 მეტრი) და 22 მცველი გააბითურა.

Daily Mail

2026 წლიდან ერთა ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 6 ერის 6 გუნდს მოიცავს და ასევე ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და არგენტინას, კიდევ ორი ქვეყანა სავარაუდოდ ტონგას, სამოას, პორტუგალიასა და საქართველოს შორის აირჩევა, თუმცა ეს მხოლოდ 2030-ში მოხდება. მსოფლიო რაგბი ირწმუნება, რომ მანამდე ამ ქვეყნებს პლანეტის საუკეთესო გუნდებთან თამაშის მეტ და რეგულარულ შესაძლებლობას მისცემს, და ეს მისი პრიორიტეტი იქნება. ბილ ბომონტი, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი – „მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პორტუგალია, სამოა, ტონგა, ურუგვაი, ჩილე და საქართველო, მართალია, მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ, მაგრამ ჩვენ მათ თამაშს არ ვივიწყებთ, და, რეგულარულად ჩავრთავთ მაღალი დონის ტურნირებში. ისინი უკვე არიან ჩვენი მსჯელობის ცენტრში საერთაშორისო კალენდრის განხილვისას. გარწმუნებთ, რომ ამერიკაში დაგეგმილი 2031-ის მსოფლიო თასი შეუდარებლად უფრო კონკურენტული და მოულოდნელობებით სავსე იქნება“.

Rugby.ge

გიო
დარწმუნებული ვარ რომ არც მაისაშვილი და არც სხვა ვინმე პასუხისმგებლობას არ აიღებს შედეგზე და ისევ უნამუსოდ გააგრძელებენ " მუშაობას" და " ანალიზს", რადგან ზემოდანაც პასუხს არ თხოვს არავინ, ხალხის აზრი კი ვის აინტერესებს?!
Რეზო
2026 წლის მსოფლიო ლიგაში ორ ნაკრებს მიიპატიჟებენ. და რატომ არ უნდა მიიწვიონ ფიჯი+იაპონია და სამაგიეროდ ჩვენ და პორტუგალიას დაგვიძახონ? ფიჯი და ჩვენ რონ მიგვიწვიონ არ გამიკვირდება, მაგრამ იგივე სამოა ან ტონგა არ არიან ხელჩამოსაკრავი გუნდები
გიორგი IV
შენ ვინ ხარ?მხურვალე გულშემატკივარი?თუ ბრმა და ვერაფერს ხედავ?
simartle
ესე იგი ყველა კარგი ყოფილა ნამიბიისა გარდა. კარგით რა რეებს კითხულობთ ან წერთ? რა ითამაშეს ნახეთ? ნახევარი ტაიმის გუნდია საქართველო დ დიდი უკუსვლა განიცადა გუნდმაც და საერთოდ ქართულმა რაგმა ამ უნამუმოს ხალხის ხელში. შასწრაფეოდ მოსაშორებელია ყველა ვპრეზიდენტიდან დაწყებული და უნდა მორჩეს ლელოს მონოპოლია მორაგებეების სხვადასხვა ნაკრებებში შეტენით. ამ მსოფლიო ჩემპიონაზე გამოსული გუნდი ზუსტად ისეთეთივე უნიათო იყო როგორც 8 ერზე გაშვებული 20 წლიანთა გუნდი რომელშიც მოთამაშეები ხურციძის დავალებით შეთხარეს და 15 მოთამაშე იყო ლელოდან. არის სხვა სკოლებიც რომელნიც ძალიან კარგად მუშაობენ ბავშვებთან და ზრდიან კარგ ახალგაზრდებს, ყოჩები, აია, ხვამლი...
გიორგი
ამ წერილით ფედერაცია გვამზადებს იმისთვის, რომ მაისაშვილის დატოვება შემოგვაპაროს. ჰოდა, ტყემალაძე-კაბახიძემ იარონ სტადიონზე. მე იქ მიმსვლელი აღარ ვარ.
გიორგი
სად ნახეს ამათ ჩვენი მოგებული შერკინება? 2015 წლის ჩემპიონატს უყურეს ალბათ. მაისაშვილო წადი წაეთრიე.
ბესო
ესენი გვეღადავებიან მგონი!! რა იყო იქ ლამაზი?? (ერთი ორი ეპიზოდის გარდა) - აუტების მილიონჯერ დაკარგვა?? - უაზრო ჯარიმები? - კატასტროფული ფიზმომზადება? - ჩათვლის ზოლამდე ძლიან ახლოს ბურთის დაკარგვა? - უამრავი ტექნიკური წუნი? - სუსტი დაცვა? (წინა წლებთან შედარებით) - სუსტი შეტევა? - სუსტი მწვრთნელი?
ATP 16
ტრაგედია ის არის , რომ ამ ყველა ექსპერტის და სპორტული გამოცემების დასკვნებსა და პუბლიკაციებს იმისათვის ვიყენებთ , რომ სირაქლემას პოზაში ვიყოთ , ქვიშაში თავჩარგული!!! რათ გვინდა ვინმეს შეფასება, როდესაც ჯგუფში გავედით ბოლო ადგილზე და გაგვისწრო გუნდმა, რომელსაც ევროპალიგაზე უმარტივესად ვუგებდით, თუმცა ბოლო წლებში თუ ვინმე წინააღმდეგობას გვიწელდა ევროპალიგაზე სწორედ პორტუგალია იყო. ანუ ჩვენ რეგრესი გვაქვს იმათ პროგრესი, მორაგბეებით გვჯობნისთქო ვერ ვიტყვით და თქვენ თვითონ მიხვალთ იმ მიზეზამდე, რატომ ჩავაგდეთ ოთხწლიანი მზადების ციკლი მსოფლიო ჩემპიონატზე. და კიდევ დასავლური მედია და ექსპერტები, ხეპრე რუსები არ არიან, გამოვიდნენ და პირდაპირ საჯაროდ გითხრან სათქმელი, კულუარებში რომ ჩვენს ჩაგდებულ ჩემპიონატზე საუბარი იქნება, ამისიც არ გჯერათ და თავს იტყუებთ აქაც? მოძებნეთ კვალიფიციური მწვრთნელიი!!!
ვისაც ეკუთვნის
ტროლ-ბოტებო, ნუ გააგრძელებთ გესლის ნთხევას.
თემო
სადაც საქართველოს და ტონგას ახსენებ,იქ პორტუგალია არ ახსენო,უბრალოდ ტენდეციურობაა.პორტუგალიამ და ჩილემაც ჩვენზე ლამაზი რაგბი ითამაშეს და უფრო შედეგიანი.
გიორგი IV
ნაკრებს რეგრესი აქვს და ეს რო დაინახო ექსპერტობა არაა საჭირო!შერკინებაშიც გვათრია უკვე ყველამ!
თორო
მე გულდაწყვეტილი ვარ ამ სიაში მოზამბიკის არდასახელებით. პ.ს. ალბად ტექნიკური შეცდომაა!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის