სერენა უილიამსმა ძალიან იოლად მოუგო ზედიზედ მეექვსე მატჩი მარია შარაპოვას და ნახევარფინალში გააღწია
სტენფორდის ტურნირზე წინასწარ გამოცხადებულმა სუპერმატჩმა არ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. სერენა უილიამსმა ძალიან იოლად მოუგო ზედიზედ მეექვსე მატჩი მარია შარაპოვას და ნახევარფინალში გააღწია. არადა, ყველას ბრძოლის იმედი ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ამერიკელმა წინა ეტაპზე რთული ბრძოლა გადაიტანა კიდევ ერთ რუსთან მარია კირილენკოსთან და მასთან ამ ტურნირზე ჯერჯერობით ერთადერთი სეტი წააგო.

შარაპოვამ ერთადერთი ბრეიკი მატჩში პირველი სეტში - 0:5-ზე გააკეთა, ანუ მაშინ, როცა დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ხოლო სერენამ თავის თავს მოდუნების უფლება მისცა. მეორე სეტში ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც უილიამსმა პარტიის დასაწყისში გააკეთა. მარიას იქვე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ხანგრძლივ გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ რუსი იოლად იღებდა თავის მოწოდებებს, მაგრამ მეტოქის გეიმებზე უშანსოდ იყო - 6:1, 6:3 სერენას სასარგებლოდ.

უილიამსმა ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირება ნახევარფინალში გააგრძელა და ამჯერად ერთით ნაკლები გეიმი დასჭირდა გერმანელი საბინ ლისიცკის გასანადგურებლად - 6:1, 6:2. ორივე მეტოქეს 6-6 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საბინმა აქედან ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, სერენამ კი ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ამასთან პირველ მოწოდებაზე ქულების 82 პროცენტი აიღო.

მეორე ნახევარფინალი კი არ გაიმართა. მარიონ ბარტოლის მეტოქემ დომინიკა ციბულკოვამ ტრავმის გამო უარი თქვა თამაშზე და ფრანგმა უკვე მეორე ეტაპი გაიარა უბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბარტოლისთან შეხვედრა ასევე ტრავმის გამო შეწყვიტა იაპონელმა მორიტამ.

კანონზომიერად მიმდინარეობს ტურნირი კოლეჯ-პარკში - აქ ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები გავიდნენ. ნამდვილი გმირობა ჩაიდინა ავსტრიელმა ტამირა პაჩეკმა. მეოთხედფინალში სტეფანი დუბუასთან თითქმის ოთხსაათიანი მარათონის შემდეგ, პაჩეკმა სამი საათი დაჰყო კორტზე პირველი ნომრის შაარ პეერის წინააღმდეგ. პირველი სეტი ორი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორეში კი საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ იქ ისრაელელ ჩოგბურთელს გაუმართლა. საშინლად დაღლილმა ავსტრიელმა მესამე სეტშიც არ შეწყვიტა ბრძოლა, მაგრამ ერთადერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება და ეს ფინალის საგზურის დაკარგვად დაუჯდა.

პეერი 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჭთA-ის ტურნირის ფინალში. იქ მისი მეტოქე ნადეჟდა პეტროვა იქნება, რომელსაც ფინალში 2008 წლის შემდეგ არ უთამაშია. რუსსაც არ ეყო ორი სეტი ირინა ფალკონის დასამარცხებლად. ამერიკელმა, რომელიც პირველად თამაშობდა ჭთA-ის ტურნირის ნახევარფინალში, პირველი სეტი მოიგო, მაგრამ მომდევნო ორ სეტში მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო და საათსა და 46 წუთში დამარცხდა. ფალკონის გამოსვლა მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან ის დღეიდან რეიტინგის პირველ ასეულში შევა.

WTA

Bank of the West Classics

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/4 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:1 უარი; საბინ ლისიცკი (გერ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 7:6, 2:6, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ) 6:1, 6:1; სერენა უილიამსი (აშშ)-მარია შარაპოვა (რუს) 6:1, 6:3.

1/2 ფინალი

საბინ ლისიცკი (გერ)-სერენა უილიამსი (აშშ) 1:6, 2:6; მარიონ ბარტოლი (საფ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) ციბულკოვას უარი.

Citi Open

კოლეჯ პარკი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

შაარ პეერი (ისრ)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:1, 6:2; ნადეჟდა პეტროვა (რუს)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 7:6, 7:5; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-სტეფანი დუბუა (კან) 5:7, 6:4, 7:6; ირინა ფალკონი (აშშ)-ვირჯინია რაზანო (საფ) 6:4, 6:3.

1/2 ფინალი

შაარ პეერი (ისრ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 3:6, 7:6, 6:4; ნადეჟდა პეტროვა (რუს)-ირინა ფალკონი (აშშ) 1:6, 6:1, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო