საქართველოს 32-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. სუპერლიგაში წლეულს 11 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 7 რეგიონისაა, 3 გუნდი კი დედაქალაქს წარმოადგენს. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა ტურებად ჩატარდება. თითო ტურში 5 მატჩი გაიმართება, შესაბამისად, 1 გუნდი დაისვენებს ხოლმე.

20 ტურის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი სეზონს დაასრულებს, მე-10 გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად ქვედალიგელ მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს სუპერლიგაში ადგილს, ხოლო ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში დაქვეითდება.

პირველი ტურის მატჩები 14, 15 და 16 ოქტომბერს ჩატარდება. 14 ოქტომბერს 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგანაც 1 უკვე ჩატარდა. თბილისი არენაზე, გაუ-მ ტყიბულის ორბს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გადასულ შეხვედრაში 108:102 იმარჯვა. გაუ გახლავთ კლუბ “ოლიმპის” ახალი სახელწოდება. ნუგზარ აბულაძის (პრეზიდენტი) გუნდი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ გაუ-სთან კოლაბორაციაში შევიდა და მომავალ სეზონში აღნიშნული უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს.

პირველივე მატჩში სახელცვლილმა გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. სუპერლიგაში “ა” ლიგიდან” ამოსულმა ტყიბულის “ორბმა” გაუ-ს თანაბარი ბრძოლა გაუმართა. მეორე მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 7 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გაუ-მ (მთავარი მწვრთნელი, რევაზ როგავა ამერიკაში, სამწვრთნელო სემინარზე იმყოფება) ბოლო წუთებზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა.

დამატებით ხუთწუთეულში ლეგიონერების ხარჯზე გაუ-მ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. გუნდს 31 ქულითა და 10 მოხსნით ენდრიუ ლუისმა ულიდერა. 26 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა აიზია სმოლმა, ლუკa ლიკლიკაძემ 18 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ორბში 32 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კენი კუპერი. დონტრელ მაკ-ქუარტერმა 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

დღეს, მორიგი შეხვედრა რუსთავში 17:30 საათზე გაიმართება, სადაც სათამაშოდ ქუთაისი ჩავა.

GBF.GE

ლაშა
სუპერლიგა (და არამარტო) დაიწყო ერთ დარბაზში! დარბაზები არ გვაქვს 21-ე საუკუნეში ბაზებსა და აკადემიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ და აქედან გამომდინარე ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილებზე გასვლაზე კიარა, პროგრესზე, პროფესიულ ზრდასა და კონკურენტუნარიან გარემოზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს დარბაზი, აკადემია, ბაზები და სხვა ის ყველა აუცილებელი რამ, რაც რევოლუციურ ძვრას მოახდენდა დინამიური პროგრესიით, მაგრამ არსებობს კია ამის ნება თუ კუს ნაბიჯებით სიარული გვინდა?!
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
U16. თბილისის ჩემპიონი "ორბი" გახდა
ქუთაისელთა საოცარი გამარჯვება "ორბთან" და ნანატრი ნახევარფინალის საგზური
"ორბი" ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
რიკარდო ლინჩის ლიდერობით გორის "ივერიონმა" გაუ ბრძოლაში დაამარცხა
"სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით" - "პარი ნიჟნი ნოვგოროდმა" "ორბის" უპასუხა