ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კვიპროსი 4:0 დაამარცხა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი „ჯვაროსნებმა“ უკეთ დაიწყო და კიტეიშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა. აქედან მოყოლებული თამაშის სურათი შეიცვალა, უფრო თვალსასეირო გახდა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ჩაკვეტაძის პასით კვარაცხელიამ ანგარიში გაზარდა. 82-ე წუთზე დავითაშვილის სწრაფი კონტრშეტევისას კვარაცხელიას გადაცემულ ბურთს შენგელიამ მოლის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში ბურთი საჯარიმოში ხელზე გოგიჩს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი: 16 ნოემბერს სახლში შოტლანდიასთან და 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან.

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 15 891 მაყურებელი

საქართველო - კვიპროსი 4:0

გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58), 3:0 შენგელია (82), 4:0 მიქაუტაძე (90+5, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი (შენგელია 71), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 85), მამუჩაშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 71), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია (მექვაბიშვილი 85), ზივზივაძე (მიქაუტაძე 59)

დავით 67
ჩემს მოპასუხეს!!!! უამრავი კითხვა გამიჩნდა შენს კომენტარზე. 1) ვინმემ თქვა რომ ბილინგემზე არ უნდა ილაპარაკონო?2) ჰოლანდი წელს თუ ვერ არის ისეთი, როგორც შარშან, რა მერე? საერთოდ ჰოლანდი ვახსენე? 3) მოკლებული არ აქვს ხვიჩასო ამბობ და იმ წუთსავე აგრძელებ თუ რამე მოკლებული აქვს კომპეტენტური ხალხი ჰყავსო გვერდით. უკვე წინააღმდეგობაში მოდიხარ შენს თავთან. ანდა კიდევ სადმე წაიკითხე ჩემს კომენტარში, რომ ვინმე სხვამ უნდა ასწავლოსო თამაში თქო?? ასევე შენ რომ ბლოკავ ქართულ საიტებს, მე რა შუაში ვარ? დაგეხმარო რამეში? და კიდევ თუ ვინმე ბოღმა გულშემატკივარია მე რა შუაში ვარ? რამე ვთქვი ბოღმიანი? პირიქით განვიცდი მეთქი რომ ვეღარ ვხედავ ისეთივე დრიბლინგებს მეთქი. ისიც ხომ ფაქტია რომ ნაპოლიში არეულობაა და გუნდი გარსიას ხელში ისე ვეღარ თამაშობს, როგორც სპალეტის დროს. საერთოდ ვერ გავიგე მე რატომ მიპასუხე კომენტარზე. რამე ხომ არ მოგეჩვენა? თუ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანე??
tngh
კარგია!!!
gio gio
ვულოცავ ნაკრებს მოგებას.მოსაგები მოიგეს.რაც მთავარია ძველი ჩაკვე გვიბრუნდება,ხვიჩა აშქარად გუნდის ლიდერია და იმედია საპლეიფოდ საუკეთესო ფორმაში იქნება.აი რაც შეეხება სამწვრთელო შტაბს სწორად უნდა შეარჩიონ ფეხბურთელები და ათამაშონ მხოლოდ და მხოლოდ კონრეტული მატჩისთვის ფორმაში მყოფი ფეხბურთელები,ასევე ბევრი იმუშავონ ამხანაგური მატჩების დაგეგმისა და სწორი სელექციის მხრივ.
ხისტის
თქვენ გეფიცები სექტანტები ხართ!!!! მთელკ იტალია იმას წერს ხვიჩა ძველებურად ვეღარ ბრწყინავსო ნაკრებში იყო და ჩაყვინთა ნორვეგიასთან ესპანეთან შოტლანდიასთან. ტაილანდთანაც რა ითამაშა მბაპეს გვერდით გვინდა დაყენება და ტაილანდთან კაი თავი დაზოგა ეხლა კვიპროსთან რა ქნა? ჩაკვე ამწვავებდა სულ და კიტემ გახსნა თამაში ურთულესი გოლი რომ გაიტანა. რო მწყინს კვარას ასეთი დაღმასვლა მაგიტო ვუთითებ რომ გონს მოეგოს. ფაქტია რო ფორმაში არაა და ვინც გაიძახით კი კაცო ფორმაშია და ისევ უმაღლეს დონეს დებსო რავიცი გაესინჯეთ ექიმს თვალზე მაინც...
ორდე
ერთ თვეში შოტლანდია ჩამოდის და მას ბრდღვინს თუ ვადენთ ძალიან კარგი იქნება
დავითს
ბელინგემზე რომ ლაპარაკობენ რა არის მაგაში ცუდი? ძაან მაგარი ბიჭია და მაგიტო ლაპარაკობენ. მარტო ერთზე ხო არ ილაპარაკებენ აბა? ხვიჩაზეც ლაპარაკობენ თუ ადევნებთ თვალს. წელს ჰალანდი ვეღარაა ისეთი თვალისმომჭრელი და რა მერე? ყველა ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იქნება. მოკლებული არ აქვს ხვიჩას და თუ რამე ასპექტში აქვს მოსამატებელი ეგ თავად უკეთ იცის და მაგისთვის ჰყავს კომპეტენტური ხალხი ირგვლივ. ზედაპირული და კლავიატურაზე მოტყაპუნე ხალხი ვერ ასწავლის ფეხბურთის თამაშს. თქვა კიდეც გასაგებად, რომ არ კითხულობს. ნელ-ნელა ყველა ქართულ საიტს ვტოვებ და ვბლოკავ, რადგან აქაური გულშემატკივრისნაირი ბოღმა და მოძულე არ მინახავს არსად, თან უვიცი. ყველაფერს ვკითხულობ რა იწერება სხვადასხვა ფეხბურთელებზე მსოფლიოში, პრესა ყველა უგოლო და ჩავარდნილი თამაშის მერე აკრიტიკებს მოთამაშეს, მაგალითად ჰალანდს გუშინ მარა საკუთარ ქვეყანაში სპეციალურად ფორუმები იქმნებოდეს და საკუთარ ფეხბურთელს ჩასაფრებულ პოზიციაში ჰყავდეს მასის ნაწლი, პირველი შემთხვევაა მართლა. ალბათ ამდენი უსაქმური და წარუმატებელი ადამიანი რომ ცხოვრობს ამ ქვეყანაში მაგის ბრალია, სხვა მიზეზი ვერ ვიპოვე :)
123
არ დაიღალეთ ამ ნეგატიური ლაპარაკით? ვერ ხედავთ თქვენი ლაპარაკი მხოლოდ ვნებს ნაკრებს დაწყნარდით რააა
Givi
მამუჩაშვილი რა ტყუილად იყო მოედანზე მაგას გოჩოლეიშვილი არ ჯობდა? რა დაბალ ტემპში თამაშობენ პირველი ტაიმი საზიზღრობა იყო, ჩაკვე უმატებს ინგლისი წაადგა აშკარად, თან კარგად აზროვნებს მოედანზე ეს ბიჭი, კვარამ 3 გოლში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ბევრი წუნი ქონდა მეტი შეუძლია აშკარად, ახლა ლუქსემბურგს ვეთამაშებით ყაზახეთის მაგივრად?
las
მოკლედ გვყავს ნაკრები რომელიც უგებს მასზე სუსტს. აგებს ძლიერთან. მიზანი არის შევძლოთ ჩვენი კალიბრის ნაკრებების დამარცხებაც. ეხლა ჩვენ ნაკრებს ნუ მოთხოვტ ევროპის ჩემპიონობას. ბრაზილიი და ინგლისის ნაკრების დამარცხებას :) იმედია მოვა დროც მაგის. როცა ჩვენი ქვეყანა შედგება როგორც ქვეყანა. ამ მდგომარეობაში რასაც საქართველო წარმოადგენს. საიდანაც ხალხი გარბის რათა შიმშილს დააღწიონ თავი. რასაც ვაღწევტ ფეხბურთში ესეც საოცრებაა
გურიიდან
ბიძიკო, 4:0 მევიგეთ! რა გჭირს, თვალებს ვერ უჯერებ, ხვიჩამ გააკეთა თამაში, გოლიც შეაგდო, ვერ დეინახე? ევროპის და ევროპული პრესის კუბო ვნახე დადგმული ადრე და მალე! ყორისფელი სიბინძურის და სპილწის გამიომგონებელი არიენ მაგენი!
las
მოკლედ თამაშის მოგების მექანიზმი არის მაღალი კრლაასი მოთამაშეები. და მწვრთნელისგან შეარჩიოს ზუსტად შემადგენლობა. მომატებული აქვს ჩაკვეს. დავითაშვილს. კარგი იყო შენგელიაც. რამოდენიმე ახალი მოთამაშეც გამოჩნდა. ნუ ხვიჩაზე უკვე აღარაა საუბარი. ნაკრები ამ კაცზეა დამოკიდებული, თუ წაუვა თამაში ვეიგებთ. ერთს მაინც ვიტყვი მე მაინც მგონია აზაროვის ადგილას გოჩოლეიშვილი უნდა იდგეს. იმედია შევა ფორმაში
დავით 67
კი ბატონო საუკეთესოდ დაასახელეს მაგრამ ეს რას ცვლის? ამიტომ მოკლებული არა აქვს? კვიპროსის და საქ. ნაკრებიდან რომ საუკეთესო იქნებოდა ეს თამაშის დაწყებამდე ვიცოდი. ჩვენ გულშემატკივრებს (არაფანატებს) გვინდა რომ ისეთი მაინც იყოს როგორიც შარშან, უფრო უკეთესიც. მის ხშირ დრიბლინგებს ვერ ვხედავ და ვერც შენ ხედავ. ამიტომ განვიცდით. შარშან თუ ხვიჩაზე ლაპარაკობდნენ ეხლა ბელინგემზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ ნაპოლიში არეულობამ გამოიწვია ეს ყველაფერი
Რაგბის ფანი
ტაილანდი... კვიპროსი... ღაზას სექტორს როდის ვეთამაშებით?
giorgi
არანაირი ქება დიდება ამათი.მოვიგეთ კარგია მაგრამ აჟიოტაჟი და რამე ეგეთი თემები არ არის საჭირო.გადაავლეთ თვალი ბოლო 30 წელს და ნახავთ საქართველოს ნაკრები როდის იგებს თამაშს.რა თქმა უნდა როდესაც ჯგუფიდან გასვლის არანაირი შანსი არ არსებობს და თითქმის ამხანაგური მატჩის ტოლფასია.ასე რომ მოვა მარტი და ვნახავთ ერთად რა ბიჭები არიან და რისი ერთი ადგილი აქვთ.

საუკეთესოდ დაასახელეს ხვიჩა და მთელი ევროპული პრესა წერს, რა მოკლებული აქვსო რა სისულელეებს წერთ. თუ არ გიყურებიათ და აზრზე არ ხართ, არ ტეხავს ეგ, კომენტარი არ უნდა გააკეთოთ ოღონ და თავები არ უნდა შეირცხვინოთ :დ
Baco-ს
ოეთი ელაპარაკე კიდე შენს (ფეხბურთის-) მასწავლებლებს. რომელის ძმაკაცი ხარ, ლოჩოშვილის? გადაახვიე და ნახე რა ითამაშეს ან მაგან ან დანარჩენებმა. სამარცხვინო ნაკრებია.
Baco-ს
ნეტავ მე რომ მაქვს ნანახი… მარაზმი თამაში ითამაშეს ერთად და ცალცალკე ყველამ და მოვუქონოთ თავი რადგან მოიგეს?! მარტში მოვიმკით კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ასე თუ გავაგრძელებთ
გიორგი
სათქმელი ის არი რო ვილი არ არი კარგი ტრენერი ვერ იყენებს იმას რისი შესაძლებლობაც და პოტენციალი გაჩნია ნაკრებს რა ტაქტიკა ან რა წყობა ამას ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ხედავს როდემდე შეიძლება ამას ვუყუროთ ან რატომ ფედერაცის წარმომადგენლები ვგულისხმობ იაშვილს კობიაშვილს რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ სადამდე უნდა გსუძლონ ამ ფრანგ ფოკუზნიკს დროა გადაიდგას ნაბიჯი მაინდამაინც კიპროს ან ტაილანდს უნდა ვეთამაშოთ სადაც მცბრთნელი არ გვჭირდება ისედაც ეზოს ფეხბურთს ბთამაშობთ
Baco fc isani
შენ ალბათ სხვა რამეს უყურე ძამიკო ან ფეხბურთი საერთოდ არ გაქვს ნანახი და ვიღაც ბოროტი კაცის მონაყოლს გადმოგვცემ რს ქვოა კვარამ არ იცის და ლოჩო აზრზე არაა მაგრი ბიჭები არიან ძაან და ამათ ვენაცვალე გულში ქოჩორა კიდე ახალგაზრდაა და ჯერ კიდწვ ადაპტაციის პერიოდი აქვს ნაკრებში იცი ესეთ კომენტარს წერს ვინც ფეხბურთს მარტო ტვზე უყურებს და ისიც სერიალის დროს როცა რეკლამაა მაშინ გადმორყავს ხოლმეე ხმა ჩაიგდე ოე
Xisti
ნაპოლიში რატო ვერ არის "აჩრდილი" ხო გაგაჩუმათ მწარედ სუყველა
რუსთავი
ხალხნო წაიკითხეთ ჯერ რა დავწერე, პირდაპირ შეურაწყოფაზე რატოა ზოგი მომართული, ან წაკითხულის გააზრების პრობლემაა. კაშიას და საბას ნუ პანძღავთთქო ეგ ვთქვი, თორემ შესაცვლელები რომ არიან ეგეც ავღნიშნე. უბრალოდ ლანძღვა და აუგად მოხსენიება არაა სწორი, მწვრთნელი ათამაშებს და რა ქნან დაასრულონ კარიერა? მერე უფრო გავიჭედებით. მწვრთნელმა უნდა მოიფიქროს როგორმე და ეტაპობრივქდ გადაიყვანოს სკამზე.
Vos
მადლობა ბიჭებო და წარმატებებს გისურვებთ მომდევნო შეხვედრებში. აქ ხალხს მგონი უნდოდა 10:0 მოგვეგო პირველი ტაიმი და ამხელა ამბიციები საიდან ქვეყანას, რომლის საუკეთესო გუნდს(დინამოს) მალტის და ფარერების გუნდები აგდებენ ევროთასებიდან. კიდე ეს ბიჭებია ამ დაჭაობებულ ქვეყანას ასეხელებენ და აჩვენენ მსოფლიოს და წარმატებაზე გაკრიტიკება უადგილო მგონია. თუ შეგვარცხვენენ მიიღონ შესაბამისმა პირებმა ის სიტყვები, რასაც იმსახურებენ. ისე, კვიპროსი მეორე ტაიმში გატეხა ნორვეგიამ:)
გიორგი
მოყვარეს პირში უძრახეო… ლოჩოშვილი, აზაროვი, კვერკველია, კაშია, მამუჩაშვილი, როგორც ხელის მუხრუჭი გქონდეს ამოწეული და ისე თამაშობდე, ზუსტად ესეა. ქოჩორაშვილი ბევრს დარბის, მაგრამ მოედნის ხედვა საერთოდ არა აქვს. კვარაცხელია რას თამაშობს თვითონაც აღარ იცის. მამარდაშვილმა რამდენიც ფეხით წინ დაარტყა, იმდენი მეტოქეს ჩააბარა. ზივზივაძე ფორმიდან არის ამოვარდნილი. კიტეიშვილის ფუნქცია მოედანზე გაურკვეველია და აუარება წუნი აქვს, თან ნელა თამაშობს და ვერ ამწვავებს თამაშვს. დავითაშვილი და მიქაუტაძეც ბურთს ვერ ელევიან. ერთად-ერთი ჩაკვეტაძე ინდომებდა. ნაკრების თამაში მოგების მიუხედავად ცალსახად ცუდი და არათანამედროვეა, აი გულს რომ დაგიმძიმებს! ვაი, რა გვეშველება ნეტა?!
Charley
ამ ეტაპზე საქართველოსთვის საშუალო და ძლიერ ნაკრებებთან იდეალური სქემა და შემადგენლობა ეს ფორმაციაა. 3-4-2-1 სამი ცენტრ: მცველი, მათ წინ ცენტრთან 2 გამოკვეთილი საყრდენი, რომლებიც მათაც დააზღვევენ და უფრო ეფექტური იქნება 2 საყრდენით მოწინააღნდეგის შეტევების განეიტრალება ვიდრე ამას ეხლა აკეთებეს ნაკრები (რეალურად ეხლა ვერც აკეთებენ). მათ წინ 2 პლეიმეიქერი, გარემარბებად 2 შემტევი და ერთი გამოკვეთილი ფორვარდი. ამ სქემის პლიუსი; ამ შემთხვევაში ასეთი "პრახადნოი დვერი" არ იქნება ჩვენ ცენტრალურ ზონაში და პლიუს ამ ეტაპზე ყველა საუკეთესო შემტევს უწევს ერთად თამაში რაც კი საქართველოს ყავს ამ დროისთვის. მინუსი განაპირა მცველები ამ ვარიაციაში კონსერვდება მაგრამ ისინი შემტევ გარემარბებად მოგვევლინებიან და ძირითადის ვინგერებს შეცვლიან შიგადაშიგ. მამარდაშვილი- ცნ/მც: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- საყ/ნახ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი; შმტ/ნახ: კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე; ვინგ: დავითაშვილი, კვარაცხელია- ფრვ: მიქაუტაძე.
იკა
შენგელია ნიჭიერი ბიჭი ჩანს, კარგი მოძრაობები აქვს, მაგრამ თითქოს ზარმაცი კატეგორიაა, აი მავნე ჩვევები რომ აქვთ ხოლმე
სიმართლე
სანამ ეს რახიტი , კორუმპირებული ფედერაცია არ მოშორდება, მანამდე სანიოლიც იქნება და ნერვიულობაც.........
ზურიკო
არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ კვიპროსი არის ძალიან სუსტი მეტოქე და არაფრის საზომად არ გამოდგება..ასეთი ხარისხით არ მგონია ევროპაზე გასვლის შანსი გვქონდეს.
გია_544
მაშინ კარგი იყო. ეხლა ქულებს ვკარგავთ. თუ ქულებს პატივისცემა გირჩევნია, მიმართე მეტოქეებს. ისინი სჯიან, ჩვენ ვმსჯელობთ.
რონი
ხვიჩა აჩრდილია ძველად რაც იყო მეტს არაფერს ვიტყვი მაგაზე. ჩაკვე კარგია მაგრამ მაინც არაა ის ჩაკვე რაც გვახსოვს მაგრამ ნელ ნელა იმედია დაბრუნდება ძველი ჩაკვე.. 4-4-2 ზე უნდა ითამაშოს ნაკრებმა რომ ჩაკვე და დავითაშვილი ფლანგებზე სულ იყვნენ... ცენტრში კიტეს ვინმე წესიერი სხარტი და მშრომელი საყრდენი უნდა შეუწყვილონ კოჩო არაა ჩამშლელი და თან ნელია დაბალი და მაღალ ბურთებზე უჭირს. დაცვაში ლოჩოს კვირკველიაა და კაშიას ნაცვლად 2 ნორმალური მცველი დააყენონ ერთი საზონოვი და მეორე არვიცი ალბათ ხოჭოლავა ყველაზე გამოცდილია და არც საშინელ შეცდომებს არ უშვებს... აზაროვისგან რა გამოვა არვიცი. გოჩოლეიშვილი იმედია აკრიფავს ფორმას.. რა გახდა ერთი კარგი მწვრთნელი? კლასის ხარჯზე მოვიგეთ დღეს და არა ტაქტიკის ხარჯზე
მიდი კვარა, მიაწექი
ძან დაბალი დონის ნაკრები გვყავს, თუ სიმართლე გნებავთ.
ადმინი
ფამოგიქვეყნე.
გიორგის
ჩლუნგიც ხარ და ...-ც ადმინ გთხოვ დამიდე ეგ, სიმართლეს გაუსწორეთ თვალი
G.LA
ვიღაც იტყვის ასეთი ანგარიშის შემდეგ რა გაქვთ სათქმელი აუგიო? კი ბატონო არაფერს ვიტყვი და არც შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ესპანეთან გასვლის შემდეგაც გავჩუმდები და პლეი ოფებში რომ გადავიჩეხებით ღვინიასავით, მერე თქვენ იკივლეთ ეს რა დაგვემართაო.
გიორგი-ს
გიორგი ფედერაციის ტროლობა არ გიტყდება?
ირაკლი
… ჯერ საკუთარ თავებს მოვთხოვოთ… როგორ ვიქცევით საზოგადოდ ყოფაში… ურთიერთობაში, საზოგადოებაში, გზებზე, დამოკიდებულებაში… ვილიც ტოპია და კლაუსიც. კუპერიც და კოკოშკოვიც. ჩივაძემ საუკეთესო შედეგი დადო… ზუროსმა და მაისაშვილმა… თითოეულმა ჩვენგანმა ვაკეთოთ ჩვენი საქმე უზადოდ ( ვცადოთ მაინც) და მერე ვგონებ უკეთ წაგვივა საქმე, თორე ლანძღვას, ქილიკს და ღვარძლს, შედეგი რომ არ მოაქვს, ეგეც ფაქტია. ოღონდ კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი…
კონსტანტინე
თანაბარი ქულების შემთხვევაში ითვლება ბურთების სხვაობა ურთიერთ შეხვედრებში.
a a
წარსულით იცხოვრეთ და წინ წახვალთ ცხოვრებაში, ვიტესის კაპიტანი რო იყო მაშინ 26-26 წლის იყო, შემართება და ჯანიც გაცილებით ბევრი ქონდა. ეგ რო იყო მაშინ იყო, მთავარია ეხლა როგორ ფორმაშია. ესე ქინქლაძე, ქეცბაია და არველაძეებიც მაგრები იყვნენ და კიდევ ხო არ ვათამაშოთ? არ დაიღალეთ წარსულით ცხოვრებით? პოლიტიკოსების არ იყოს ქოცები რო ნაცების 15 წლის წინანდელი ცხოვრებით აპელირებენ და პირიქით ნაცები რო ქოცების 10 წლის წინანდელით. და ამასობაში ყველამ ყველაფერში გვაჯობა, და არა მხოლოდ სპორტში. დღეს რა მოცემულობაა ეგ არის მთავარი. საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე და ლოჩოშვილი დავალპოთ სკამზე, კაშია ვიტესის კაპიტანი იყო და კვირკველია მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობდა.
კონსტანტინე
მართალი თქვა ოლეგ პიროჟკოვმა. თუ ესპანეთი-შოტლანდია დღეს ფრეს ითამაშებენ, მერე 16 ნოემდერს თუ საქართველო მოუგებს შოტლანდიას და კვიპროსი ესპანეთს, მაშინ ბოლო ტურში ნორვეგიამ თუ ვერ მოუგო შოტლანდიას, საქართველომ უნდა მოუგოს ესპანეთს ანგარიშით 7:0. მხოლოდ ამ არარეალურ შემთხვევაში საქართველო გადის მეორე ადგილზე ჯგუფში. ამას ჰქვია თეორიული შანსი.
გიორგი
ხვიჩასაც მიქაუტაძესაც ჩაკვესთან ერთად ხოო მამარდასაც ესაა ბირთვი და ეს ბირთვი იტყვის თავისას
გიორგი
შენ ჩლუნგი ხარ ან სანაია გეხვეწები ადმინ ფამომიქვეყნე
რა მაფიაა?
კაცი თვითონ ამბობს თავისუფლებას ვაძლევ ბიჭებს, თვითონ მოძებნონ გამოსავალიო და მეტი რა თქვას... შემთხვევით, აი უბანში სასტავს მაგრად რო წაუვა თამაში, ეგეთ "ხოდზე" თუ იქნებიან მაშინ გვექნება შანსი, სხვანაირად კიდევ ერთი განიავებული შესაძლებლობა გველის... კვარამ დაიჯერა რო ვსო, ეგაა რაცაა და დისციპლინის და კონცენტრაციის გარეშე გაუჭირდება. მან უნდა დაიჯეროს რომ შეუძლია გახდეს ყველაზე ძლიერი, მარა ასეთი დამოკიდებულებით გაუჭირდება. იმედია ვინმე, აზრიანი ავტორიტეტი შეხვდება კარიერის ამ ეტაპზე და დააბრუნებს იმ რელსებზე სადაც იყო... აქეთ სანიოლი იქით ის ჩოყლაყი და აქეთ კიდე მთელი მედია, ზოგი არაზუსტ ჩაწოდებაზე დორბლებს ყრის როგორ ჭრის ბურთს ერთი სიამოვნებააო ამბობს... სრული სიგიჟეა და დათვური სამსახური. გააფუჭებთ ბიჭს და თქვენ კისერზე იქნება ნაწილობრივ. დიდი დილემის წინაშე ვართ, სამი თამაშით ადრე მწვრთნელის შეცვლა სიკვდილია, არ შეცვლა ჩამოხრჩობა, არ ვიცი რა იქნება, ასე ფაფხურით არაფერი გამოვა. იმედია ჩაკვე და კიტე და კვარაც ფორმაში იქნებიან თორე მართლა რისი იმედი გვაქვს არ ვიცი
მაოა
მარტო სანიოლი არა ფეხბურთის ფედერაცია მთლიანად მიდგომა არა აქვთ დახურეს თვალები და დაიძინეს უკვე.
გოგა
ნუ 112 და 120 ადგილზე მყოფ გუნდებს მოვუგეთ, თან კვიპროსმა გვაჯობა პირვე ტაიმში სანიოლის წყალობით, პირველ ტაიმშივე ამოგვტენიდა ოდნავ უკეთესი გუნდი, სანიოლ წადი
Las
პირველ ტაიმში გინება იყო ეხლა ქება იქნება :)
ირაკლი
ჩვენს ნაკრებზე და ფეხბურთის ფედერაციაზეა ნათქვამი არც მოკვდა არც მორჩაო. ეს მოგება შუაგულ ოკეანეში ჩავარდნილი კაცისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია. ცოტა ხანს კი გააძლებინეს და ძირეული დახმარების გარეშე მაინც ჩაიხრჩობა საბოლოოდ.
ლექხო
არავითარი ტაქტიკა. ბიჭებმა ინერციით ითამაშეს. სანიოლი თუ არ მოშორდა ნაკრებს დაგვღუპავს გაზაფხულზე
რუსთავი
...და გულშემატკივრებს ვთხოვ კაშიას და კვერკველიას მიმართ მეტი პატივისცემა გამოვხატოთ. როცა ვიტესის კაპიტანი იყო და ნაკრების დაცვის ბურჯი და მთელ დაცვას ეგ ალაგებდა და მის გარეშე ვერ წარმოგვედგინა დაცვა მაშინ კარგი იყო? თუ მწვრთნელი ათამაშებს ყველაფრის მიუხედავად ეგ მწვრთნელის შეცდომაა და მას მოვთხოვოთ. ეხლა ასაკშია და აღარ გვჭირდება? ცოტა გაუგებარია... ცუდი შედარებაა მაგრამ მოხუც მშობლებს ასე ვექცევით? PS. მეც ვეთანხმები აზრს, რომ უკვე ასაკში არიან და დროაგადაინაცვლონ სათადარიგოზე ნელნელა და ახალგაზრდები შევაჩვიოთ ძირითადს.
Maximus
ახლა ატყდება ერთი ამბავი რა მაგარი ნაკრები გვყავსო, აგერ კომენტატორებმა უკვე ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსების ვარიანტებიც დათვალეს. მოვუგეთ ერთ მკვდარ(ტაილანდი) და ერთ ნახევრად მკვდარ(კვიპოროსი) ნაკრებებს. ასეთი საცოდავი კვიპროსის ნაკრები არასოდეს ყოფილა, ეს ის ვარიანტია სადაც თემურ ქეცბაიას ფოკუზნიკობაც ვერ უშველის ამ საცოდავ ნაკრებს.ილუზიებს ნუ ავყვებით ეს იყო მართლა ჭ კლასის ნაკრებზე გამარჯვება, ამ სამწვრთნელო შტაბით ჩვენ წინ ვერ წავალთ და ევროპასაც დავკარგავთ, ამათი იმედით.ისე ნაკრებს რომ მოაცილო 3-4 კაცი იგივე კვიპროსის ნაკრებს მივიღებთ.
რუსთავი
ჩაკვე მომეწონა მომატებული აქვს მეორედ დაიბადა ფაქტიურად და უნდა დრო, ფიზიკურად დაეტყო ინგლისი! ქოჩორაშვილი მომეწონა როგორი დისციპლინირებულია და ჟილკიანი. კვარა მხოლოდ კლასია, მეტი პასუხისმგებლობა დისციპლინა და სერიოზულობა მართებს, მოედანზე ქაოსი აქვს(რაც მწვრთნელის დანაშაულია!) და შემდეგ ბევრად მეტი შედეგი ექნება, სპალეტიზე კი ვიძახდით ძალიან ბოჭავსობმაგრამ როგორც გამოჩნდა მან ჩვენზე უკეთ იცოდა რომ აღმოსავლეთის ხალხს მეტად სიმკაცრე+მეგობრობა სჭირდება ერთად. სანიოლი... არვიცი მაგის მოსვლის დღიდან ვწერ ფრანგი აფერისტია, ფულს აკეთებს და ფედერაციის მაფიაშია, ნაკრები ინერციით თამაშობს და ყველა საშუალო დონის ნაკრებმა მიგვიჩინანადგილი. კვიპროსი და ტაილანდი საზომად გამოიყენოს სანიოლმა იქ სადაც ამისმერე წავა! PS. მოაშორეთ პარლამენტიდან მართული ფედერაცია!
ეგრეა
საქართველომ კვიპროს მოუგო ქეცბაიამ კი სანიოლს
ალექს
კვიპროსი არის ერთი ტაიმის გუნდი და მითუმეტეს როცა შემთხვევით გოლს უშვებს ეგრევე ნებდება და ირევა.. მადლობა კიტეს იმ გოლისთვის და მადლობა ღმერთს რომ კვიპროსი იყო მეტოქე და მანამდე ტაილანდი.. ასეთი აბსურდული ტაქტიკით ლაპარაკიც ზედმეტია წარმატებაზე სერიოზულ გუნდებთან. მეორე ტაიმში შენგელიასაც მოუნახა ახალი ადგილი და მცველად ათამაშა. შეიძლება მამარდა დააყენოს თავდასხმაში მომავალში,არაა გამორიცხული.. ერთი სიტყვით ეს კაცი მოსაშორებელია დროულად.
გია_544
მეორე ტაიმი კარგი იყო! კვირკველიამ და კაშიამ იძუნძულეს, საკმაოდ ყლაპეს. ესპანეთთან და შოტლანდიასთან დაგვღუპავენ... ახალგაზრდებმა გაქაჩეს. მთლიანად კარგი მატჩი და კარგი შედეგია! ყველას გილოცავთ!
თემური
ღმერთო "გემუდარები, გემუდატებით" ისმინე ჩვენი ვედრება: ტრავმა ააცილე ჩაკვეტაძეს!
საქართველ სომხეთი 7-0
ჩვენ კიკინიან ტიპს ნახევარდაცვაში არაუშავდა
მწვრთნელი
სირბილში ივარჯიშეთ ბიჭებოოო!!! ნახევარი გუნდი დაგულაობს მოედანზე!
ქუთაისი
ეს მეორე ტაიმი არის იგივე, რაც ტაილანდთან თამაში, ანუ თავის მოტყუილება. ნახეთ ქეცბაიას ინტერვიუ კვიპროსი ნორვეგიას თამაშის შემდეგ. ის პირდაპირ ამბობს, რომ კვიპროსის ნაკრებს შესწევს ძალა ითამაშოს მხოლოდ ერთი ტაიმი. ასე იყო ამ თამაშშიც და ის ერთი ტაიმი გვჯობდნენ. სანიოლი არის მწვრთნელი, რომელიც ისეთივე მწვრთნელია, როგორი ფეხბურთელებიც არიან ტაილანდელები.
mokled ra
თამაშის ხარისხი არ ვარგოდა. კვიპროსთან ეყო, ეს ტაქტიკა არის განწირული კრახზე თავიდანვე. დღეს ვინც მომეწონა იყო ჩაკვეტაძე. კომენტატორმა თქვა თეორიულიუ შანსი გვაქვსო, თუ ფრე ითამაშეს ნორვეგიამ და ესპანეთმაო და მერე რომც მოვიგოთ ორივე თამაში, მაქსიმუმ 13-13 ქულე ექნება საქართველოსაც და ესპანეთსაც და ის თეორიული შანსი ნიშნავს, რომ ჩვენ 11 ბურთის სხვაობით უნდა მოვუგოთ ესპანეთს? :) თუ როგორ დაითვალა , იქნებ ამიხსნათ , მინუს ხუთი გვაქვს ბურთების სხვაობა და ესპანეთთან 6:1 წაგებული. ანუ როგორ დაითვლება ეს
ჯონი
მეორე ტაიმი ხვიჩა К - ბრავო!
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
მინიმალური თანადგომა და მაქსიმალური პრეტენზიები - ქეცბაიამ შეიძლება კვიპროსის ნაკრები დატოვოს
თემურ ქეცბაია: ბოლოს და ბოლოს უნდა ვიგრძნოთ, რომ სახლში ვთამაშობთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქეცბაიას კვიპროსმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]