ბოლნისის "ყოჩებმა" "ბათუმს" მინიმალური სხვაობით, 14:13 სძლია და 5 თამაშიდან 4 მოგებითა და 18 ქულით, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა.

"ბათუმმა" მეორე შეხვედრა დათმო, თუმცა ამჯერადაც აიღო ნუგეშ-ქულა და 15 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

„რაგბი პლატოზე“ გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა და ტემპიც დაბალი იყო. მატჩის დებიუტში ანგარიში ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით გახსნა, რის შემდეგაც სტუმრები დაეუფლნენ ინიციატივას და მე-9 წუთზე ლამაზი ლელოც უნდა გასულიყო, მაგრამ მამუკა ნინიძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ლელოში ანზორ სიჭინავამ ვერ შეიმაგრა.

ერთ წუთში ზღვისპირელებმა მოლი ააგორეს, რომელიც ვაჟა თაგაურის ლელოთი დასრულდა და "ბათუმი" მაინც დაწინაურდა. ნინიძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა, რასაც ბოლნისელთა გააქტიურება მოჰყვა და 23-ე წუთზე მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. მერე ზურაბ ძნელაძე სინბინით დაისაჯა, "ყოჩებმა" კაცნაკლულ მეტოქეს სალელოვედ შეუტია, მალაღურაძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, იქიდან კი ლელოში ბურთი გიორგი მჭედლიშვილმა გადადო – 11:10.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო ჩაკეტილი გამოდგა. ნინიძის 56-ე წუთზე გატანილ ჯარიმას 4 წუთში მალაღურაძემ არეკნით (40 მეტრიდან) უპასუხა. 65-ე წუთზე სტუმრებს ლიდერობის დაბრუნების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯარიმიდან ბურთი ძელმა აისხლიტა. 70-ე წუთზე ძნელაძემ მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. ბოლო წუთზე მალაღურაძემ ჯარიმა კარში დაარტყა და მიზანმა უმტყუნა, თანაც ისე, რომ ბურთი თამაშში დარჩა და "ბათუმმა" შეუტია, მაგრამ მასპინძლებმა თავი დაიცვეს და "ყოჩებმა" 14:13 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ყოჩების" ფულბეკი სოსო მათიაშვილი გახდა.

RUGBY.GE

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..