ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

<p>ვაჟა-ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ</p><p>ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი - მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.</p><p>კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძნობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგინა, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებდნენ, როცა სოციალური სივრცე მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.</p><p><img src="pictures/artimages/original/1f633ed9c3f71b1398c3853754903a7f.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები..." /></p><p>არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაუვრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა, დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ, სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს". ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.</p><p>მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, კიდევ უფრო წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებთ!..</p><p><p><br></p>

  • გიორგი

    კარგი ხარ, ღვთისავარ. ისევ შეატოკე და გამოაძვრინე სოროებიდან ადგილობრივი ქართველთველმოძულეები!)))

  • გიორგი

    მერე რაც შენ 'არ გესმის' სხვამ პრობლემად რატომ უნდა გაიხადოს?

  • ლია

    ამ ბიჭს მხოლოდ ბედნიერება მინდა ვუსურვო! ბევრი შვილები და სიკეთე ახლად შექმნილ ოჯახს! რაც შეეხება ხანჯალს - დიზაინერები შეურჩევია არასწორად, ხანჯალი წელზე უნდა იყოს შემორტყმილო და არაა ასე ლამაზად - რაღაცნაირად არაპროპორციულს აჩენს ადამიანს, მაგრამ ეს ხვიჩას ბრალი არაა- დიზაინერია უგემოვნო!

  • მურთაზი

    არა, პატრიარქთან შეხვედრის მერე, მართლა გამოსალოცი იყო.

  • IHMO

    კრიტიკა მესმის ფეხბურთელზე რომ გააკეთო და გამოხატო რეაქცია ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები მაგრამ პირადი ცხოვრება არავის საქმე არაა კეთილი ინებეთ და სხვისი პირადი ცხოვრების განკითხვას შეეშვით არანაირად არ არის კვარაცხელია მისი პირადი გადაწყვეტილება ვინმეს შეუთანხმოს როდის დაოჯაზდება და როდის არა ეგ არავის საქმე არაა და მსგავსი აზრის მქონე ადამიანებმა თქვენ პირადს მიხედეთ ხვიჩას კიდე წარმატებას და ულევს სიხარულს ვუსურვებ ❤️

  • დავით

    ცოლის მოყვანა რატომაა გაბედნიერება ეს არ მესმის. უბრალოდ დაქორწინება რომ მოვულოცოთ?

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ხვიჩა, საქართველოს ბევრი შენისთანა ჭირდება, შენზე უკეთ ვინ იზამს მაგას? გამრავლდით და გაამრავლეთ ქვეყანა, უფალმა კეთილი თვალით დახედოს თქვენს ბედნიერებას.

  • ბესო

    100 %. ჩემი სათქმელი თქვით

  • სოსოს

    ანუუ ასეთი ბოღმა ჰეითერები არსებობთ და კიდე ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას ხელოვნურად? ფაქტი სახეზეა რომ არსებობთ. აბსურდული ცილისმწამებლები.

  • დათო

    ღმერთმა გაგამრავლოთ

  • SOSO-ს

    კვარაზე მეტი რომელ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული საქრთველოსთვის???კობიაშვილს?კალაძეს? იაშვილს?ოქრიაშვილს?ყაზაიშვილს?კვირკველიას?ხოჭოლავას?დავითაშვილს? მიქაუტაძეს?რომელს????მოქმედ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გოლი აქვს ნაკრებში გატანილი,ერთა ლიგის პლეიოფში მისი დამსახურებით ვართ, ერთი ამოსუნთქვით რო გაუტანა გოლები ჩვენ მეტოქეებს დაგავიწყდათ???წინა ერთა ლიგის დივიზიონი მოგვაგებინა ოცი წლის ჩაკვეტაძემ,მეორე, ოცდაერთი წლის კვარაცხელიამ!!!!!! მარტომ ათრია ნაკრები,უფრო მეტსაც გააკეთებს ნაკრებისთვის ვიდრე სხვა ქართველი ფეხბურთელები,დაელოდე,უმადორობასაც ააქვს საზღვრებიიიი!!!!!

  • ჯონდო

    შესანიშნავი გოლები (ნახევარზე მეტი გუნდი რომ აქეთ-იქით იწვა) არ იყო? აღმაფრთოვანი დრიბლინგები არ იყო? ხოდა, დალოცვილო, ეს მიხარია, ეს სიამოვნება (ოკეანე სიამოვნება ამ დაქცეულ ქვეყანაში) რომ მომანიჭა ამ ახალგაზრდამ, ეს მიხარია და რიგითი ფეხბურთის მოყვარული სიყვარულით ულოცავ ოჯახურ გაბედნიერებას და ქართული დროშით შემოხვულს (ვისთვის მოხტუნავეს) რომ უყურებდი,- ამაყი ვიყავი. რამდენჯერ იყო წაგებულ გუნდშიც უძლიერესად რომ აღნიშნეს; დავთვალოთ? ჩავარდნები ვის არა აქვს? 1:7-ს ტვირთი მხოლოდ ხვიჩასია? ტაილანდი ხვიჩამ დაგეგმა? ვინ რას ხედავს, რას აღნიშნავს,- არ ატანა, სიძულვილი შური...

  • დავითი

    გეყოფათ, ნუ ქმნით მტრის ხატს ბოღმით დამძიმებული ხალხისგან. თავის გაჭირვება ეყოფათ, შური პირველ რიგში მათთვის არის მძიმე სატარებელი, ხვიჩას ამით არაფერი აკლდება. ახლა გაიგეთ, რომ შურია ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობა მთელ კაცობრიობაში?

  • SOSO

    თვითონვე ქმნით აჟიოტაჟს ასეთი სტატიებით და კიდევ უფრო აღრმავებთ დაპირისპირებას ქართველებს შორის,რომელმაც ლამისაა წაგვლეკა. დიდი ამბავი, ხვიჩა საჯარო პირია და ზოგიც გააკრიტიკებს, ზოგიც ჩასაფრებული და ზოგიც შურიანი, ზოგსაც საერთოდ არ აინტერესებს კვარა, მისი რჩეული, ნაპოლის ამბები,ხელფასი,კონტრაქტი და საერთოდ ფეხბურთი-სხვა ათასი პრობლემებია ქვეყანაში,რომელიც მომავალ თაობებს ეხება. ისე მეტი რა პომპეზურობა უნდა ყოფილიყო მაინტერესებს ბედაურზე ამხედრებული ვეღარ შეჭენდებოდნენ საპატრიაქოში-წყვილი რომლებიც ლამის ორი წელია ერთად ცხოვრობენ..... .ხოო კიდევ!! თურმე, კვარამ ბევრი სიხარული გვაჩუქაო.....ვნახოთ რა სიხარული გვაჩუქა კვარამ ასეთი-ნაკრები ტრადიციულად ბოლოდან მეორე ადგილზე, რომ გავიდა თუ 1-7 წაგება, იქნებ ახალგაზრდულში თამაშით გაგვახარა, როდესაც უარი თქვა საკუთარ და ნაპოლის ინტერესებზე.....რატომ უნდა იწვევდეს საყოველთაო სიყვარულს-ტაილანდს რომ გაუტანა და რეიტინგით 120-ე ადგილზე მყოფ კვიპროს ფორმალურ თამაშშიი თუ ნაპოლი-ის ზეიმზე ერთ ადგილზე ქართული დროშით შემოხვეული რომ ხტუნაობდა??...მეტიც...ქართულ ფეხბურთს ძველი სული ჩაბერაოოო, როგორ კაცოო!! აგვიხსენიი..ყველა ქართული გუნდები ევროტურნირების შესარჩევიდან უსახელოდ გამოვარდნენ ისე რომ პლეი ოფსაც ვერ უწიეს, ნაკრებზე უკვე გითხარით....როგორრრრ..

  • კაი ერთი

    23 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების უმრავლესობას ცოლი ყავდა და არასდროს გამიგია ვინმეს ამის გამო კარიერა დანგრეოდა და ფეხბურთელიბა დაემთავრებინა. რა ჭირს ასეთი კვარას რომ ეგრე დაემართოს?

  • .

    თითქმის ყველა ფეხბურთელი, ვისაც დღეს იცნობ და ვისი სახელიც გაგიგია, ადრე დაქორწინდა, მაგრამ ხელი არ შეშლიათ კარიერაში. მოეშვით ჭორაობას

  • გოᲩა

    ვულოცავ ხვიჩას და ნიცას გაბედნიერებას,კარგი ადამიანი ხარ ხვიჩა,კარგი ფეხბურთელი ხომ ხარ და ხარ,უფრო უკეთესი იქნები,მიდი დაუმტკიცე ყველას,გამრავლებას და გახარებას გისურვებ შვილო,შვილოთი,რომ მოგმართავ ეს ჩემი სიყვარულის გამოხატულებაა შენს მიმართ,ევროპაზეც გავალთ და მსოფლიოზეც აგერ ნახავთ,სჯეროდა ვინმეს სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა გახდებოდა,არავის არ სჯეროდა გახდა ბატონო,ჩვენო ვარსკვლავთ ბიჭუნა,ყოჩაღ კარგი გოგო აგირჩევია,იხარეთ და იბედნიერეთ.

  • თეა ქაჯაია

    ბედნიერება და ღვთის სიხარული ამ ლამაზ წყვილს, ვინც ცუდად განიხილავთ ცივი წყალი დალიეთ და დაწყნარდებით, კვარას მეასედი გააკეთეთ ცხოვრებაში და მერე განიხილეთ ♥️

  • ვაჟა

    ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ, ზოგიერთს რაგინდათ, 25- სართულიანი ტორტი გამოეცხო და 200-კაცი დაექირავებინა მისაცოლად, აააა იქნებ მცხეთა უნდა დაეკეტა? კაცმა გადაიხადა ისეთი ქორწილი როგორიც საჭიროდ ჩათვალა, ადამიანი გამოირჩევა თავმდაბლობით და უბრალოობით, ეს არის ადამიანის ღირსება და მე ამას დიდ პატივს ვცემ.

  • k

    k-ს სახელით რატომ წერთ? თანაც ასე სტუპიდურად.

  • Maxo

    Dzaan uazrod msjelob

  • gg

    კვარას ფეხბურთელობა დამთავრდა. ძაან გამეხადება თუ ვცდები მაგრამ კარიერაზე ფიქრი აღარ გამოუვა

  • მოცლილი

    მოკლედ რა,კომენტარებზე კარგად უნდა გაერთო:-) :-) ხვიჩა და ნიცა მშვენივრად არიან ერთად ბედნიერები,ვინც მაგათ ქორწილს განიხილავს ან ტორტზე თუ ჩაცმულობაე ქილიკობს... შური და საკუთარი შეუმდგარი ცხოვრება ალაპარაკებს,ასეა ეს :-):-).

  • ivan

    ახლა რამდენი გოლი, იმდენიც შვილი თქო, ვერა მაგრამ, როგორი უხვგოლიანიც არის იგეთივე უხვშვილიანობას ვუსურვებ ორთავეს. ამათზე როგორ უნდა თქვა აუგი, კაი ქართული ოჯახი შეიქმნა.

  • საბურთალო

    თუ უნდოდა უნდა მოეყვანა ცოლი ამ კაი კაცს, აბა იტალიაში ქალებში სასიარულო დრო მაგას არა აქვს. ბედნიერები იყავით 105 წელი, ბევრი შვილი და ბევრი გოლი...........

  • ჯონდო

    ხვიჩა გილოცავ! ბედნიერებას გისურვებ მეუღლესთან ერთად და მადლობა იმ ოკეანე სიამოვნებისგან, რასაც თამაშით მანიჭებ. გაიხარე!

  • ოთო

    კვარა გილოცავ!გისურვებ ბედნიერებას და გამრავლებას. P.S. ბოღმიანების დედებს შ...ა მარიო ბალოტელიმ.

  • გიორგი

    მომწონს თუ როგორი მოკრძალებული და თავმდაბალი წყვილი ხართ!!!არ გახასიათებთ ქაჯობა და ტრიპაჩობები!!!

  • ადე

    უკრაინას რას ერჩი ახსენი აბა

  • ჩელენჯერი

    წარმატებები ამ კარგ ბიჭს!

  • გიორგი

    გეთანხმენით,ჩემი სათქმელი თქვით!

  • გოგა

    ხვიჩა კარგი კაცია, მოედანზე მაგარია და მოედნის მიღმაც, ვულოცავ ორივეს, ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას, რო მიხედოს უკეთესი იქნება

  • სოსო

    გაიხარე კვარა!!!შენი ლამაზი ქართული ოჯახით!!!!

  • ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი

    ვინც წერთ, სტატიაში არარეალური რაღაცები წერიაო, მართლა გჯერათ? კრიზისის დროს არ წერდით, ცოლის გამო მოუკლო და ძოძუაშვილმა ეს უთხრა არველაძესო? პატრიარქმა რაც დალოცა, ვერ გააქვს და გამოილოცოსო, არ ამბობდით? თქვენ მართლა სულელები გგონივართ? კი, ტრადიციებთან ბრძოლა მიდის. გარდა ამისა, უბრალო დაბადების დღეებს იხდიან ნარჩევ კურორტებზე და ხვიჩა ვერ გადაიხდიდა ქორწილს იტალაიში? ცოტა პირი და ტვინი გამოირეცხეთ

  • ლადო

    მიხარია კვარა, რომ ქართველი ცოლი მოიყვანე, თქვენი შვილები გაიზრდებიან ქართველებად და არა უკრაინელებად ან რუსებად!!!!!

  • K ს

    ყველაზე უაზრო კომენტარია. სარკაზმს როცა იყენებ, საკმარისი კომპეტენცია უნდა გქონდეს.ჩოხის ჩაცმა არ ნიშნავს ქართველობას, ეგრე ჩოხა კადიროვსაც აცვია. პირადად მე საერთოდ არ მომწონს არც ჩოხა და არც ეროვნული სამოსი მაგრამ იმას არ ნიშნაავს სხვა ადამიანებს დავცინო ამისთვის, მითუმეტეს როცა ამით არაფერი შავდება. რა უფლება მაქვს ვინმეს რამე შევუსწორი. მე რაც არ მომწონს იმას არ გავაკეთებ და იმდენი შეგნება გამაჩნია, სხვას დავაცადო როგორც უნდა ისე მოიქცეს. ქართველობა და ზოგადად ეგ ყბადაღებული ფრაზები ძაან მეაბსურდულება. ეგ ბიჭი პირველ რიგში პიროვნებაა კარგი და მერე მსოფლიო დონის ფეხბურთელი. სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. ქართველიც რომ არ იყოს მაინც მეყვარებოდა მისი ლამაზი თამაშის გამო. ასე რომ იიი ხვიჩა რომ არ იყოს ქართველობას წაგვართმევდნემ და მსგავსი სულელური სარკაზმი არაა საჭირო.

  • K

    60 მილიონი იტალიელია. თქვენ რამდენის აზრი მოისმინეთ მთელი იტალიის სახელით რომ საუბრობთ?

  • k

    ქართველობას გვართმევენ, რომ არა ხვიჩა და სტატიის ავტორი, წართმეული იქნებოდა კაი ხნის. მადლობა თავგანწირისთვის

  • gogi

    მართლა შეეშვით თქვენ თვითონ უკვე მორალისტობას, სპორტული მიმოხილვაა თუ ყვითელი ტაბლოიდი? ზოგს მოეწონება ეგ ქორწილი, ზოგს კიდე არა - ჩვეულებრივია ამბავია. ახლა ვისაც არასწორედ ჩამოკონწიაებული ხანჯალი არ მოეწონა ყველა ხვიჩას მტრად გამოვაცხადოთ? პ.ს. ხვიჩას წარმატებები და ბედნიერება პირად ცხოვრებაში!

  • რატი

    ხვიჩას ქართველი ხალხისგან არ აქვს ეს დამოკიდებულება, სოროში შემძვრალი ბოღმიანი ხელმოცარულებისგან - კიბატონო. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ასეთები აქაც არიან, იტალიაშიც და მთელ მსოფლიოში. ზოგადი ჭირია. :)

  • ნინო

    იტალიაში ყველას მოეწონა ხვიჩას მოკრძალებული, ტრადიციული ქორწილი,მადლობა ხვიჩა,რომ იტალიელებს კიდევ ერთელ გააცანი საქართველო და მისი ტრადიციები!!!!

  • გივი

    აგეწვა? )))))))))))))

  • ლექხო

    გილოცავთ შვილებო. გისურვებთ ბედნიწერებას გახარებას და გამრავლებას, მრავალშვილიანობასა და დიდხანს სიცოცხლეს

  • ვა რა დონეა

    მსოფლიოში ყველაზე მაგარ სპორტულ ფორუმზე ოლიმპიადაზე რომ ვერ მოვხდით ამ დროს რომ "ისვენებდა" ამას რას დაარქმევდით პატრიოტიზმს თი კოსმოპოპოლითიზმს ბატონო ჟურნალისტო.

  • las

    რა შინაარსის სტატიაა? ვერ გაიგებ რა კომენტარი უნდა დაწერო :) ისეთ კონტექსტზე აქვს მინიშენბა ავტორს რომ ალბათ ,,ამინ" უნდა დაწერო :)

  • იუვენტინო

    ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება რომ ხელოვნურად ქმნით მითს ე.წ. ჩასაფრებულ ადამიანებზე ამ კაცის მიმართ, არავინ არ არის ჩასაფრებული ყველა ქართველს სულით და გულით უხარია მისი წარმატება , უბრალოდ თქვენი მხრიდან ცოტა მომაბეზრებული და სხვა სპორსტმენების მიმართ უსამართლოა 10 სტატიიდან 9 რომ დევს კვარაზე, მათ შორის მაშინაც თუ ტრამვა აქვს და არ თამაშობს, აღარ ვამბობ ვიღაც უცნობი ე.წ. ექსპერტების კომენტარების რომ დებთ ვინ რა თქვა ხიჩაზე

  • semi

    დაბალი დონის სტატიია

  • ჰაჰა

    ხვიჩა გაიხარე. ნაღდი, პოზიტიური, კარგად აღზრდილი კაცი ხარ. მე მახსოვს ყიფიანს როგორ ლანძღავდნენ, ლამის მოწინააღმდეგეს ქომაგობდნენ ყიფიანის ჯინაზე.

  • გაგა

    ხვიჩას ჯვრისწერა ფართოდ გააშუქა იტალიურმა პრესამ და მე ორმაგად უფრო ამაყი ვიყავი, რომ ქართველმა ფეხბურთის ვარსკვლავმა ტრადიციულ ქართულ სტილში გადაიხადა ქორწილი და ყველას გააცნო ჩვენი ტრადიციები,ყველა ამაზე ლაპარაკობდა!!!ხვიჩა და ნიცა კი თავმდაბლობის მაგალითები არიან,ორივეს ბევრი გამომწერი ყავთ ინსტაგრამზე,მაგრამ ერთი ფოტო და ერთი სთორიც არ დაუდიათ,სხვები მათ ადგილას ხო წარმოგიდგენიათ რა ამბავს ატეხავდნენ!!!!!ამიტომ არიან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართული წყვილი!!!!!!!❤️

  • ქ. გ.

    1. ხვიჩა არის კარგი ადამიანი, სამაგალითო ქართველი კაცი და ფეხბურთის გენიოსი. 2. პომპეზურობა იყო მინიმალური. დარწმუნებული ვარ, რომ სცენარის ავტორი ხვიჩა არ იყო. 3. ჩასაფრებული არ ვარ, მაგრამ საკუთარ აზრებს ყოველთვის გულწრფელად ვიტყვი აქაც და რეალურ ცხოვრებაშიც. 4. ნორმალური ქართველები ხვიჩას კატივს ვცემთ.

  • ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

    ამიტომ ხარ განუმეორებელი, რომ ყველაფერი შენში რაც კოლხ კაცს,ქართველ ადამიანს სჭირდება! გურს ქგგალე! მუდამ შენი გულშემატკივარი,მოედანსა თუ მის გარეთ!

  • ირაკლი

    ვულოცავ ხვიჩას, ვუსურვებ გამრავლებას და იმედია კიდევ უფრო მოტივირებული იქნება!

  • Irakli

    გილოცავ ხვიჩა! ბედნიერად იყავი შენს მშვენიერ მეუღლესთან ერთად!

  • ბრაზი

    ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს,ადამიანურო ადამიანო!

  • არკადა

    პომპეზურ ქორწილს რანაირად გადაიხდიდა, კაპიკებზე ამუშავებს ის ბებერი მაფიოზი ))

  • .

    ერთ ორ თამაშში თუ ვერ გაიტანა უკვე ხო ყველამ ვიცით რასაც დაწერენ

  • ზვიადი

    როგორც იქნა, ამ თემაზე ღიად დაწერეს

  • Spain

    პატივი რომ ვცეთ ამ ადამიანს და ყველა ჭ კლასის ფეისბუქ გვერდმა არ აფრიალოს ფოტოები არ გამოვა? გადადით ლინკზე და გაიგეთ ვინ დაიჭირა თაიგული და ეგეთი იდიოტობები რომ არ წეროთ არა? ამ ბიჭის ხარჯზე აპირებენ შეუმდგარი საიტები და ჟურნალისტები ლაიკების აგროვებას? ცოტა სირცხვილი ხომ არაა? ამ ბიჭს თავის ინსტაგრამზე არსად დაუდევს ამ ცერემონიის ფოტოები და არავის გაჩხერია თვალში. ნებისმიერ ადამიანს რომ ექნებოდა ამ ქვეყანაში ისე უბრალოდ დაიწერა ჯვარი და არაფერი ჰქონია სხვებისგან გამორჩეული. იქ მყოფმა ხალხმა დადო ფოტოები და ტელევიზიებმა გადმოიტანეს. სოც. ქსელის მასას მეტი რა უნდა, ყველაფერი განიხილეს დეტალურად. თან იმას წერდნენ აუ გავიგეთ და ნუ შეგვაწუხეთო. არ ეკუთვნის ამ ბიჭს ქართველი ხალხისგან ეგ დამოკიდებულება. არავის შევარდნია სახლში და არავისთვის დაუძალებია არც გულშემატკივრობა და არც სიყვარული. მაგ ფოტოების ფრიალს და დეტალების განხილვას ჯობია თავის საქმეში დავუდგეთ გვერდით, როცა რთული პერიოდი ექნება. თუ არ გვინდა, მაგასაც არავინ გვაძალებს. იტალიელები ისეთ კომენტარებს უწერდნენ გესიამოვნებოდა, ჩვენ რა გვჭირს არვიცი.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ