დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სეოკ-ის აღმასკომმა მოისმინა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის, თეიმურაზ უკლებას და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ კახაბრიშვილის ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში ქართულ სპორტში აკრძალული პრეპარატების გამოყენების დაფიქსირებულ შემთხვევათა და დოპინგთან ბრძოლის მდგომარეობის შესახებ.

სეოკ-ის აღმასკომი მიიჩნევს, რომ დოპინგთან ბრძოლის საქმეში სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და ნაკრებ გუნდებთან მომუშავე სამედიცინო ჯგუფის წევრებმა შეასუსტეს მომთხოვნელობა და კონტროლი, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირებისა და კარსმომდგარი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ.

მიღებულ იქნა ცნობად, რომ უკანასკნელ პერიოდში ქართულ სპორტში აკრძალული პრეპარატების გამოყენების დაფიქსირებულ შემთხვევებს იკვლევს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.

აღმასკომი მხარს უჭერს სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის წინადადებას იმის თაობაზე, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე თამაშებში მონაწილე უკლებლივ ყველა სპორტსმენმა გაიაროს შესაბამისი დოპინგ-ტესტი.

სეოკ-ის აღმასკომი მოუწოდებს ეროვნული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, საქართველოს ოლიმპიურ გუნდთან მომუშავე სამედიცინო ჯგუფის წევრებს, ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და დააწესონ მკაცრი კონტროლი, მათ შორის, საყოფაცხოვრებო დონეზეც კი, რათა გამოირიცხოს აკრძალული პრეპარატების თუნდაც შემთხვევითი მიღების პრეცედენტები.

აღმასკომის სხდომაზე სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ისაუბრა III ევროპულ თამაშებზე და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებ.

მთლიანობაში, III ევროპულ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა გამოსვლა ჩაითვალა წარმატებულად. აღინიშნა ახალგაზრდულ ევროპულ ფორუმზე საქართველოს ჭაბუკი ძიუდოისტების მიერ ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგები.

აღმასკომის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (2024 წლის 19 იანვარი -1 თებერვალი, განგვონი, სამხრეთი კორეა) მზადების მიმდინარეობის შესახებ.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის,-ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს ანგარიში წარუდგინა ფესტივალის მზადების და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი პრეზენტაციის შესახებ.

დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სეოკ-ის 2023 წლის საანგარიშო სესიის თარიღად განისაზღვრა 22 დეკემბერი, ასევე დამტკიცდა დღის წესრიგი და რეგლამენტი.

სხომაზე იმსჯელეს სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენ სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსაზღვრის შესახებ.

აღმასკომის წევრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების, კერძოდ - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქცის შესაბამისად, სეოკ-ის რეგიონული ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით სეოკ-ის აღმასკომმა მიიღო შესაბამისი დადგენილება.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა