ბოლნისის "ყოჩებმა" საქართველოს ჩემპიონ "ხარებს" რუსთავში 20:12 აჯობა, მიმდინარე სეზონში მეხუთე (6 თამაშში) გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ბოლნისელები ლიდერ "ლელოს" 3 ქულით ჩამორჩებიან. "ხარებმა" სეზონში მეორე შეხვედრა დათმო, 18 ქულა დარჩა და მე-4 ადგილზეა.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და გიორგი ბასილაია ლელოთი ანგარიშსაც გახსნიდა, მაგრამ ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ოვალი ლელოდან უკან გადმოხტა. მე-13 წუთზე სტუმრებმა საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყეს, გიორგი კვესელაძე ლელოს თავადაც გაიტანდა, თუმცა ეს პატივი სოსო მათიაშვილს გადაულოცა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა, მე-19 წუთზე კი 38 მეტრიდან არეკნი შეასრულა.

რუსთაველებს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდათ, "ყოჩებმა" კი გამოცდილი უკანახაზელების ხარჯზე 31-ე წუთზე მორიგი ლელო გაიტანა – კვესელაძის ოფლოუდის შემდეგ ხაზი მათიაშვილმა გაჭრა და ბურთი კოტე მარჯანიშვილს გააყოლა. "ხარებმა" მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლო შეტევაში ბურთის შენარჩუნება, ალექსი ზაზაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა – 7:15.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარი იმავე სცენარით, უქულოდ მიილია. 62-ე წუთზე მასპინძლები ცოტნე უსენაშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ და "ყოჩებმა" რიცხობრივი უპირატესობით 4 წუთში ისარგებლა. კონტრშეტევისას "ხარებმა" ორმაგი შეცდომა დაუშვა, სერგი ჩხაიძემ ბურთი აიტაცა და ლელომდე 65 მეტრი ირბინა.

მატჩის მიწურულს პაატა ბურჭულაძემ გაჭრა ხაზი და თამაში გაამწვავა. იერიში მარჯვენა ფრთაზე გაიშალა და ბაქარ ზედგინიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა მიზანს ასცდა და "ხარებმა" ნუგეშ-ქულის აღება ვერ მოახერხა – 12:20. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კვესელაძე გახდა.

RUGBY.GE

ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა