ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" ბერლინის "უნიონი" სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში ასისტი გააკეთა და გოლი ჯაკომო რასპადორის გაატანინა.

პოპულარულმა სპორტულმა საიტმა Sofascore-მა ხვიჩას გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, Flashscore-მა და whoscored-მა კი - 8.1-ით, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგია.

გენა
წარმოუდგენელი ფეხბურთელია. უკიდეგანო ნიჭით და კიდევ მეტი მონდომება-პროფესიონალიზმით. ეგ რომ არა გარსია გაგდებული იყო ფაქტიურად. მერამდენე თამაში მოაგებინა ნაპოლის.
სოსო
შარშან,სეზონის პირველ ნაწილში,სანამ ხვიჩას ჯერ კიდევ არ იცნობდნენ,მეტოქე მას სივრცეებს აძლევდა და ისიც წარმატებით იყენებდა.ხვიჩამ ბურთი თავისუფლად რომ მიიღოს,მეორე ფლანგიდან უნდა გადმოუტანონ,ერთი,მაქსიმუმ ორი პასით და მაშინაც,ორი კაცი,სასწრაფოდ ფეხზე აჯდება,ხვიჩას.ის ყოველთვის თვალს ქვეშ ჰყავთ,მეტოქეებს.ასეთ პასსაც გაკეთება სჭირდება და როცა შენი მცველი ახლოს გყავს,პასის ჩაჭრის რისკი,საკმაოდ დიდია.ვერონასთან თამაშში,პოლიტანომ დაიჭირა მომენტი და ხვიჩას თავისუფალ სივრცეში გაუკეთა პასი და ხვიჩამაც გოლად აქცია,შანსი.შარშან,მარიო რუის,მთელი საქართველო აგინებდა,პასს არ აძლევსო ხვიჩას,არადა,ისიც ფლანგის შეცვლით ჭიმავდა მეტოქეების დაცვას და ეს, სწორი იყო.რუი და ხვიჩა,ერთმანეთსაც უთავისუფლებდნენ ზონას,რადგან პორტუგალიელსაც ეხერხება შეტევაში ჩართვა,ოლივერასაგან განსხვავებით.ამ ყველაფერს ძალიან დიდი შედეგი მოჰქონდა მანამდე,სანამ ხვიჩას განსაკუთრებული მეურვეობა არ დაუწესეს და ახლოდან დაუწყეს,ორი კაცის მიმაგრება.თუმცა ამ დროისათვოის ნაპოლის უკვე განაღდებული ჰქონდა,ჩემპიონობა.იმაზე აღარაფერს გავაგრძელებ,რომ ხვიჩას პასის კულტურა,თანაგუნდელებისას საგრძნობლად აღემატება და რასაც ის აკეთებს,პარტნიორები ანალოგიურად ვერ პასუხობენ.პარტნიორი რაღაცას რომ არ აკეთებს,ჩვენ იმის დაშვებაც კი არ გვინდა,რომ ამისი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს,რომ მას ამისი გაკეთება,უბრალოდ არ შეუძლია.კლასი არ ჰყოფნის.არა და უნდა დავუშვათ და ეს, ბევრ რამეს აგვიხსნის. ოსიმენის ტრავმამ,გარსია აიძულა,ფლანგებისათვის მეტი თავისუფლება მიეცა და დღეს,კვარას და პოლიტანოს,გაცილებით ფართო სათამაშო არეალი მიეცათ.ორივე ხშირად შედის ცენტრისაკენ და ხვიჩა მეორე ფლანგზეც ხშირად გადადის.კვარა უკვე გამთამაშებლის ფუნქციასაც კი იღებს საკუთარ თავზე და ეს ნაპოლისთვისაც საინტერესოა და საქართველოს ნაკრებისთვისაც,რადგან მისი და ჩაკვეს ერთობლივი თამაში,მათი ადგილების სისტემატური გაცვლით,გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება.საამისოდ მომზადებას,ხვიჩა ნაპოლიში იღებს და სანიოლს ამოცანას ძალიან გაუიოლებს.
ბს
გულშემატკივებრზე კიდევ დავამატებ, ეს ხალხი საკუთარი კლუბის გადასარჩენად სისხლს აბარებდა, ფულს აგროვებდა, სამსახურის მერე ბაზაზე მიდიოდა და იქ უფასოდ შრომობდა რომ ეს კლუბი ფეხზე დაეყენებინათ. გუსინ თამაშის დამთავრების შემდეგაც ეგრევე სახლში კი არ გაიქცნენ, იდგნენ გაშლილი შარფებით და მხარდაჭერას უცხადებდნენ თავის გუნდს! ეგ არის დალაგებული ქვეყანა, შრომის პატივისცემა, დაფასება, ერთმანეთის გვერდში დგომა, გულისხმიერება, ეგ არის ევროპა და არა ,,ელჭიპიტი" და მსგავსნი მისნი, როგორც ცდილობენ ხალხს წარმოუდგინონ ევროპა და შეაჯავრონ როგორმე, ხან გეიროპას ეძახიან და ხან რას, ოღონდაც როგორმე ქართველების თვალში დაამცირონ და ,,გააპუსტიაკონ" ევროპული ცხოვრების სტილი და ევროპული მომავლის პერსპექტივა.
ჯონი
მე ასე მინდა)))
Ზაზა
ამინ!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ბრავო! მაგარი კომენტარია!
მამუკა
იმათ ტვინში ჩამახედა ვინც დისლაიკებს სვამს. ასე ბოღმაში ამოგხდებათ სული
Skeleton
ჩაკეტილი თამაში იყო და ტექნიკურ ფეხბურთელებს ეგეთ თამაშებში ყოველთვის უჭირთ. მაგრამ კვარა გადამწყვეტი იყო და მატჩის საუკეთესოც გახდა. კვარას ქება-დიდებას არ დავიწყებ, იქნება უკვე დაწერილი როგორც ითამაშა და ყველამ იცის. უბრალოდ ჩემი ყურადღება ბერლინელმა გულშემატკივარმა მიიქცია და მინდოდა აღმენიშნა. გუნდს ზედიზედ 8 წაგება ჰქონია და როგორ გაავსეს სტადიონი, როგორ ბოლომდე ქომაგობდნენ, ერთი წუთითაც არ გაჩერებულან. არარეალური გულშემატკივრობა იყო. ყოველი დღე გაწერილი და დაგეგმილი აქვთ გერმანელებს და წარმომიდგენია როგორ გადადეს საქმეები თამაშის გამო. როგორ ოჯახებით წავიდნენ და წაგების მიუხედავად მხარში ედგნენ გუნდს. ასეთია შემდგარი, დასაქმებული და რეალიზებული ადამიანი. ზუსტად ასეთმა ადამიანმა იცის შრომის ფასი და აფასებს სხვას. როგორ მინდა ჩემს ქვეყანაშიც ვისწავლოთ სპორტის, ხელოვნების და სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანების დაფასება. ერთი თამაშიც რომ ვერ მოიგონ ლიგაზე, დარწმუნებული ვარ ისევ ისე უგულშემატკივრებენ და დაელოდებიან შედეგს. ახლა თუ არა წლების მერე მაინც გამოიღებს შედეგს მსგავსი შემართება და გვერდით დგომა.
ჟორა გაბრიჭიძე
მე ყოველთვის ავღნიშნავ, რომ ნაპოლიში შეტევის 60% მარჯვენა ფრთიდან ხორციელდება. როდიღაცას გადააგდებენ ბურთს მარცხენაზე და მაშინაც ხვიჩას მხოლოდ მაშინ აძლევენ ხაზთან თუ დგას და წინ მცველი უდგას. თითქმის ყველა მისი მოძრაობა მცველის უკან გავიდეს და იქ მისცონ ბურთი უყურადღებოდ რჩება. რატომ ვერ ხედავს ამას მწვრთნელი ვერ ვიგებ, ანუ გყავდეს გუნდში ასეთი ფეხბურთელი და არ ტვირთავდე, სიგიჟეა.
Givi
გუშინ პირველი შემთხვევა იყო მის შეცვლას რომ ვნატრობდი 1-0 ზე, ძალიან ხისტი თამაში იყო და ტრავმის შემეშინდა, კვარა გენიალურია და თანდათან უმატებს, დარწმუნებულივარ შარშანდელ შედეგს გააუმჯობესებს გოლს+პასს ვგულისხმობ.
დავით 67
დღესაც მაგარი იყო ხვიჩა, მაგრამ მე მთელი გულით მინდა მილანს გაუტანოს .
Giorgi
ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე ვიტყვი რომ ნაპოლის კვარა რომ არ ჰყავდეს ამის ნახევარ შედეგზე ვერ გავიდოდა.არადა რეალურად გუნდი ამ ბიჭის პოტენციალს მაინც სანახევროდ იყინებს. 2 წლის განმავლობაში აი თითზე ჩამოსათვლელად მახსენდება ეპიზოდები სადაც ვინმემ პასი შეაყოლა და გოლს მხოლოდ სისწრაფე,ოსტატობა სჭირდებოდა.სულ მაქვს განცდა რომ სტატისტიკის ხელოვნურად მოტეხვას ცდილობენ.
სოსო
რთული თაამაში გამოვიდა და ეს,მოსალოდნელიც იყო.არც ნაპოლის გამოსდიოდა შეტევები და განსხვავება,ისევ კვარამ შექმნა.მისი შეცვლით,ჩემი აზრით,მწვრთნელმა შეცდომა დაუშვა,რადგან შეტევა მთლიანად დაეშალა ნაპოლის და გერმანელებმა მთლიანად ნაპოლის ნახევარზე გადმოინაცვლეს.ერთგოლიანი უპირატესობის დროს,შემთხვევითობამაც კი შეიძლება დაგაკარგვინოს გამარჯვება და ასე არ უნდა გაერისკა.ეს თამაში ხომ საკვანძოა ჯგუფიდან გასასვლელად.ბოლო წუთებში,მას შეეძლო მეტოქის კართან ხიფათის შექმნა და გერმანელთა უკანა ხაზელების მათ ნახევარზე შებოჭვა.სპალეტი ყოველთვის უპირატესობის განვითარებაზე ფიქრობდა,ეს კი,კვლავ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს და ნაპოლი დაცვაში ხშირად რომ ცდება,ამას არ ითვალისწინებს.გასაგებია,რომ მომავალ დაძაბულ ი მატჩებისათვის გაუფრთხილდა ხვიჩას,მაგრამ ვფიქრობ,აქ გამარჯვება უფრო ღირებული იყო გუნდისათვის და გარსიას ასე არ უნდა გაერისკა.
dato
კვარამ გარსიას დაქოქილი მატორიანი ჩემოდანი ჩააქრობინა
ნუკრი
გენიალური პასი გააკეთა მეორე ტაიმში,ყველანაირ ასისტს ჯობდა.იქ რომ ოსიმენი ყოფილიყო,უეჭველი გოლს გაიტანდა.ძალიან მაგარია.მაგას რომ ასეთ პასებს უკეთებდნენ,ბომბარდირიც გახდებოდა.ჯანმრთელობა,ბედნიერება და წარმატებები ყველგან და ყველაფერში.
Charley
ხვიჩას ძალიან კარგი თამაში ქონდა. ასეთ ჩაკეტილ ავტობუსთან რო გააკეთებ თამაშს ვერონასთან 2 გოლს უდრის. გერმანული გუნდი და ასეთი "ბეტონი" ძნელად წარმოსადგენი ჩანდა მაგრამ გასული საუკუნის იტალიურ "კატენაჩოს დაუაბგონეს" ტიპებმა. რუდი გარსიამ ხვიჩას ბუცები უნდა უკოცნოს რომ ეხლაც პოსტზეა. ამ ბოლო ორ მატჩში პირადად ხვიჩამ მოაბრუნა ფაქტიურად ჩემოდნებ ჩალაგებული და რეისზე ასასვლელად გამზადებული ფრანგი აეროპორტიდან. რუდიც კარგად ხვდება ამას და გულის სიღრმეში ყველაზე მეტ სიმპათიას კვარას მიმართ იჩენს მთელ გუნდში ეს იგრძნობა.
დავიდუსი
მეორე ტაიმში მართლა კარგი იყო,რამდენიმე კარგი დრიბლინგი გააკეთა, გოლიც 80 % მისი გაკეთებულია, ჩემი აზრით თანაგუნდელები კლასში ჩამორჩებიან, ან დროზე არ აძლევენ პას,ან ვერ უგებენ.კვარა ძველ ფორმას იბრუნებს!!!
ILIA
ნამდვილად ყველას სჯობდა, თუმცა ჩვენ მეტი გვინდა! ხვიჩა, გენაცვალე, ბევრი ფინტი და გოლი!
ვოოტ
მე არც კვარადონა ვიცი და არც კვარავაჯო... მე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის უპირობო ლიდერია და ამ სტატუსს აღარ დათმობს.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს