ნოემბრის პირველ ნახევარში სტარტს აიღებს საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი. აღნიშნულ ასაკში პირველობა პირველად ტარდება, რისი მიზანიც სრულწლოვანი კალათბურთელებისთვის სპორტის ამ სახეობაში დარჩენისა და დამკვიდრების დამატებითი შანსია.

შესაბამისად, 20-წლამდელთა მარჟა 22-ამდე გაიზარდა და მივიღეთ უფრო მასშტაბური ტურნირი, რომელშიც სადებიუტო სეზონში 15 გუნდი იასპარეზებს. დღეს ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის წილისყრა გაიმართა, რომელსაც სუპერლიგის დირექტორი გიორგი ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ვანო ლაცაბიძე გაუძღვნენ. მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა დოლურადან განუთესავი გუნდების დასახელებები ამოიღეს, რომლებითაც A და B ჯგუფები შეივსნენ. რაც შეეხება განთესილებს, ეს მხოლოდ რეგიონული პრინციპის გათვალისწინებით მოხდა.

22-წლამდელთა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 2 წრედ ითამაშებენ. A ჯგუფში 8, ხოლო B-ში 7 გუნდი იქნება. თითოეულიდან საუკეთესო 4-4 გუნდი 2 წრის თავზე პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში სერიები 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალი ერთი გუნდის 3 გამარჯვებამდე გაგრძელდება.

GBF

ბრაზი
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი ტურნირი,საწინდარი ჩვენი კალათბურთის წინსვლა-წარმატებებისა!
პატივი ეცით საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ენას!
"ოვერტაიმი" "დრიმჩეისერი" "ბასკეტი" რა სახელებია? არ მგონია სხვა ქვეყანაში ვინმემ გუნდებს დაარქვას "დამატებითი დრო" ან "ოცნების მდევნელი" ან კიდევ "კალათი" კარგით რააა!!! თამაშით და პროფესიონალიზმით მიემსგავსეთ იქაურ მოთამაშეებს, ყველაფერს უკუღმა რომ აკეთებთ. ცხონებული ოტია იოსელიანის არ იყოს შოთა რუსთაველმა ამხელა შედევრი "ვეფხისტყაოსანი" დაწერა ქართულად და თქვენ რა გაგიხდათ ეს სახელები რომ არ ისესხოთ ბარბარიზმებით არ გაავსოთ ქართული ენა?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა