ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა“ ლიონში „ვილერბანი“ 87:84 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვილერბანი" ამ სეზონში ტურნირზე წარუმატებლად ასპარეზობს, მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 5 556-იანი "ასტრობალ არენა" პირთამდე გაივსო და გულშემატკივრებმა მართლაც ლამაზი თამაში იხილეს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ და ხან მეორე, დასკვნით მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, საბოლოოდ გამარჯვება კი სტუმრებმა მოიპოვეს.

შენგელიამ 34:18 წუთში 18 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ხოლო სარგებლიანობის 29-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

ყველაზე მეტი, 20 ქულა ქულა თორნიკეს თანაგუნდელის ისაია კორდინიეს ანგარიშზეა, მარკო ბილინელიმ კი 16 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული 16 ქულით 223-სანტიმეტრიანი ცენტრი იუსუფა ფალი იყო.

"ვილერბანმა" მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და ლეგა A-ში 9 მატჩიდან 8-ში გამარჯვება იზეიმა.

ბოლონიური გუნდი 4 მოგებით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რეალს" 1 მოგებით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატზე სტუმრად „ნაპოლისთან“ ჩაატარებს, 3 ნოემბერს კი ევროლიგაზე "ეფესს" უმასპინძლებს.

სოსო
უუჰ,ძალიან მაგარი თამაში იყო!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა