ცნობილი ტელეწამყვანი პირს მორგანი თვლის, რომ ლიონელ მესის "ოქროს ბურთი" არასამართლიანად გადასცეს.

შეგახსენებთ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ხსენებული ჯილდო ორშაბათს მერვედ მოიგო.

"მესის მიერ მერვედ "ოქროს ბურთის" მოგება სასაცილოა. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ კომპეტენტური ორგანო გაყალბებულია.

მას ორით ნაკლები უნდა ჰქონდეს, კრიშტიანო რონალდოს კი 2-ით მეტი, ასევე ერლინ ჰოლანს უნდა მოეგო წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი" - განაცხადა მორგანმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

არტ-ს
მაგარია შენი კომენტარი! მართლაც ლეოს დრიბლინგი, ფილიგრანული სიზუსტით ფადაცემული პასები, ოსტატურად შესრულებული გოლები და ნუ საჯარიმოებზე, ხო საერთოდ რა უნდა ვთქვათ? აი ეს ყველაფერია ,რითიც გხვიბლავს და გვაყვარებს ფეხბურთის ყურებას!
არტ
- ოქროს ბურთს ანიჭებს ჟურნალი ფრანს ფუტბოლი და არა ფიფა ან უეფა. - ფრანს ფუტბოლი ანიჭებს არა თვითონ, არამედ ორგანიზებას უკეტებს გამოკითხვას საფეხბურთო გამოცემების ჟურნალისტებს შორის , გამოკითხვა საჯაროა, ყველამ შეიძლება ნახოს ვინ ვის მისცა ხმა, ასე რომ ფალსიფიცირება ჟურნალის მხრიდან გამორიცხულია. ეხლა ვნახოთ მესი და ჰოლანდი. სანაკრებო დონე: მესი - მსოფლიოს ჩემპიონი, ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, საპლეიოფო ეტაპზე საუკეთესოს პრიზები. უდაოდ საუკეთესო ჩემპიონ გუნდში. ფინალური მატჩის საუკეტესო მოთამაშის პრიზი. ჰალანი - წარუმატებლობა. მისი გუნდი, ნორვეგია, მიუხედავად ძალიან ნორმალური შემადგენლობისა, (ჯერ მარტო არსენალის კაპიტანი ოდეგორი რად ღირს) საერთოდ ვერ ხვდება ევროპის ჩემპიონატზე, თან ისე, რომ შანსსაც საკმაოდ ადრე კარგავს. საკლუბო დონე: ჰოლანდი - ტრებლის მომგები - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეტესო ბომბარდირი, ურთულესი პრემიერ ლიგის ჩემპიონი, საუკეტესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, ინგლისის თასის მფლობელი. მესი - ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა - გამოვარდნა მერვედფინალური ეტაპიდან . ნაკლებად რთული ლიგა ერთის ჩემპიონი, საუკეთესო მაჩვენებელი ლიგა ერთში გოლი+ასისტის მიხედვით, საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული. მლს-ში გადასვლისთანავე ინტერ მაიმისათვის ამ გუნდის ისტორიაში პირველი ტიტულის მომგები უდიდესი პირადი წვლილით. ამის გარდა არსებობს თამაშის დონე და სილამაზე - დრიბლინგი, შორიდან დარტყმებით გატანილი გოლები, ურთულესად შესასრულებელი გამჭოლი პასები. აი ეს კი უკვე თქვენი საფეხბურთო ცოდნის და გემოვნების ამბავია. ახლა რაც შეეხება პირს მორგანს. თუ ეცინება, იცინოს - მისი საქმეა, თან კარგია ჯანმრთელობისათვის.
მამუკას
ბულინგის მსხვერპლი კი არ ხდები, საკუთარ უვიცობას ავლენ: 1. ფიფას არავითარი საერთო არ აქვს ოქროს ბურთის მინიჭებასთან. 2. მლს-იო რომ ამბობ, მესიმ შენ წარმოიდგინე სეზონის დიდი ნაწილი პსჟ-ში გაატარა, იქ გოლი+ასისტით საუკეთესო გახდა და ერთი ისიც ნახე რამდენჯერ გახდა MOM, იგივე პსჟ-ში, მერე ნახე ჰალანდი რამდენჯერ გახდა სიტიში და შეადარე.
დინამოელი
უი შენ რა გითხარი ))) მერე რა პრობლემაა შე კაი კაცო? დასხედით ერთად შენ და კტიშტიანუ და იცინეთ რამდენიც გინდათ
კაი ერთი
ძალიან სასაცილოა აქ ანტიმესისტების კომენტარების კითხვა. ჩაწყობაო, ფიფაო... ხალხს სერიოზულად გონია რომ ოქროს ბურთს ფიფა ანიჭებს. გინდათ საიდუმლოს გაგიმხელთ? ფიფას არანაირი შეხება არ აქვს ოქროს ბურთის მინიჭებასთან. ჟურნალი "ფრანს ფუტბოლი" ატარებს გამოკითხვას სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტებს შორის ( ერთი პერიდი ამათ ემატებოდნენ ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელებიც)და ვინც მეტ ხმას მიიღებს ღებულობს ოქროს ბურთს. ყველაფერი ღიაა და ყვალამ შეიძლება ნახოს ხმა ვინ ვის მისცა. რაის ფიფა?
სოსო
ჰალანდი,ევროტურნირების საუკეთესო ბომბარდირი და გამარჯვებული გახდა,მესი კი,მსოფლიოს ჩემპიონატის ჩემპიონი,საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია.ასევე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელიც,22 გოლის და 20 საგოლე პასის ავტორიც.ჰალანდს თვითონ გააქვს,ის კი გოლებსაც იტანს და საგოლე პასებსაც აკეთებს.ეგეც არ იყოს,მესი მთლიან გუნდს ათამაშებს,ჰალანდი კი,უბრწყინვალესი,მაგრამ მაინც მხოლოდ შეტევის დამაგვირგვინებელია.ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობა,900 ქულას იძლევა,მასტერსზე გამარჯვება კკი,700 ქულას.მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას უფრო მეტი ფასი აქვს,ვიდრე ევროტურნირზე და მხოლოდ ოლიმპიურ ოქროს ჩამოუვარდება.ასე რომ მესის აღიარება,სრულიას სამართლიანია.
მამუკა
მესი არის უდიდესი ფეხბურთელი, ამას არავინ არ უარჰყობს, ზოგადად ეს პრიზი არის ფეხბურთში განვლილი წლის შეჯამება,მსოფლიო რომ მოიგო მესიმ კი აღიარეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის გარდა სხვა განსაკუთრებულად რით დაგვამახსოვრა თავი, იმით რომ მლს-ში ყველა თამაშში გაიტანა გოლი?მლს გახდა ეტყობა პრემიერლიგა ან ლალიგა. ანალოგიური მოხდა 2021-ში, კოპა ამერიკა მოიგო მხოლოდ იმ წელს და ოქროს ბურთი მისცეს. ამაზე ბევრი არ საუბრობს ხმამაღლა იმიტომ რომ მესიზე თუ რამეს იტყვი, მაშინვე ბულინგის მსხვერპლი ხდები ხალხთა მასისგან, ფიფამ ამ თავისი შერჩევის წესით რაღაც ფასი დაუკარგა ამ ოქროს ბურთს, 6 თვით ადრე იცოდნენ რომ მესის უნდა მოეგო.
კახა
არ ვარ მესის ფანი მე უფრო სხვა სტილის ფეხბურთელებს ვაფასებ ( ჯერარდი მაკელელე,ესენი,დარასელია,) თუმცა ვაღიარებ რომ საუკეთესოა მსოფლიოში და ამის აზრი ვის აინტერესებს საქართველოში თუნდაც...
ლევანის
ოქ. ბურთის ფავორიტს, ირჩევს მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და რა ლეოს ბრალია, თუ საუკეთესეობებს შორის საუკეთესო აირჩიეს? ისე გადახვევისთვის: რატოა როცა პატარა ტალანტი ფეხბურთელი გამოჩნდება, ყველას ახალ მესის ეძახიან და არა ახალ როლანდოს? ამითი ყველაფერია ნათქვამი!!!!!!!!!
არაფერი
არც მესის ფანი ვარ და არც კრისტინასი. მაგრამ მესიმ მოიგო მსოფლიო და ეს ყველაფერი სიარულით გააკეთა ამიტომ დიადებს ეკუთნის ჯილდო. მსოფლიომ დაკარგა ფეხბურთის მეფე. ჩემი აზრით ახალი მეფე მესია! მესი კრისტინას გარეშე ვერ იქნებოდა ესეთი დიადი. კრისტინასაც ეკუთნის მესის გვირგვინი. მადლობა ორივეს ეს ეპოქა რომ გვაჩუქა!!!
ლევანი
კი, კი, რადგან უდავოდ უმაგრესი ფეხბურთელია მესი, გაისადაც მიეცით, იმის შემდეგ წელსაც, და რაა? გამოხტება ხალხი და იტყვის, რა არ ეკუთვნის? კი, კი, აბა რაა...
გიგა
სასაცილოები შენ და შენი ფანები ხართ, რო არ გასვენებთ ეშმაკი! ლეომ ყველაფერი დაგიმტკიცათ, რო არის უმაგრესი მსოფლიო დონის ფეხბურთელი, აი ამას ვერ ინელებთ და მიედ-მოედებით რაღაც სისულეელეებს. აუცვით!
ბრაზი
რა,ასაკს უწუნებს,თუ რაშია საქმე?რომელია მესიზე დიდი თამაშით,შედეგებითაც,წელს მოწეული ტიტულებითაც? ჯერაც პირველია ეს კაცი და რამდენჯერაც დაიმსახურებს,ალალი ყოფილიყოს ეგ ოქროს ბურთები მასზე!
შურისგან და ბოღმისგან არ გასკდეთ, რ ლ ა ნ დ ი ს ტ ე ბ ო!
ოჰოჰო? რა დღეში არიან როლანდოს ფანები, პირს მორგანის თამადობით?( ვითომ ჰოლანის ფანებიც, ხო გახდნენ???) აღარ გინდათ რა, ეს არაფრის მომცემი ღადაობა, რო "ლეოს არ ეკუთვნოდაო". ამ უსაქმურ ლენჩოიებს შევახსენებ, რო 8-აც ცოტაა, ისეთი უნიკალური ფეხბურთელისთვის, როგორიც არის ლეო მესი!!! ისე ჩვენში დარჩეს და ბოღმაობაში, როგორ გვანან , როლანდო და მისი ფანები ერთმანეთს? ერთი-ერთში!
ნოდო
არავინ დაობს მესის სიდიადეზე თუმცა 4-5 ბურთის მერე მისთვისაც დაკარგავდა მნიშვნელობას მითუმეტეს თუ რეკორდი ისედაც დამყარებული აქ ყველაზე მეტი ბურთის მომგები რას ნიშნავს ავტორიტეტი რინერის მსოფლიოს ოქრო რო დაუტოვეს არადა ძიუდოს ფედერაციამ აღიარა რო რუსმა გააკეთა პირველად ილეთი აბა ყოფილიყო ნებისმიერი სხვა უბრალოდ რინერს ავტოროტეტი აქ ისეა აქაც ბევრი ხმას ძველი კარიერის გამოც მიცემდა უბრალოდ უსამართლობაა ერლინგის ასეთი სეზონის არ დაფასება მიეცათ ორივესთვის აი პირიქით რო ყოფილიყო ნორვეგია რო გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი და მესი ლიგის მომგები მესისთვის აუცილებლად დაუშვებდნენ გამონაკლის და 2 გამარჯვებული იქნებოდა ოქროს ბურთის ვინც ხმას აძლევს რატოა მათი მანდატი ასეთი დიდი რომ ამხელა ჯილდოს მფლობელი გამოვლინდეს იქნება და იურისტი უფრო ჭკვიანურად მსჯელობდეს ფეხბურთზე ვიდრე ჟურნალისტი ან მწვრთნელი მარტო ხალხის ხმაზე რო იყოს დმოკიდებული და პრედედენტი იყოს ჩინელი ხომ იტყვით უსამართლოაო
ბრაზი
ბოდვაა სრული. შური,ბოღმა და ცილისწამება დიდ ადამიანებს(დიდ სპორტსმენებს)ვერაფერს დააკლებს...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის