როგორც მოსალოდნელი იყო, სტენფორდის ტურნირზე ვერც ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ შეძლო სერენა უილიამსის შეჩერება
როგორც მოსალოდნელი იყო, სტენფორდის ტურნირზე ვერც ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ შეძლო სერენა უილიამსის შეჩერება და ამერიკელმა ჩოგბურთელმა შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო.

ფინალში სერენას ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი ბარტოლისთან უიმბლდონზე მარცხის გამო და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ფრანგთან ბრძოლა არც ამჯერად აღმოჩნდა იოლი. პირველ პარტიაში მერიონი ლიდერობდა - 4:2 და 5:2-მდე ერთი ქულის აღება აკლდა. 5:4-ზე კი სეტზე ჩაწოდების შანსი მიიღო, მაგრამ გადამწყვეტ გეიმში ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ დაკარგა ინიციატივა.

ამის შემდეგ სერენამ ზედიზედ რვა გეიმი აიღო და ერთადერთი, რაც მეორე სეტში ბარტოლიმ მოახერხა, "მშრალი" ანგარიშით არ მოაგებინა ამერიკელს.

ფინალის დასრულებისთანავე სერენამ განაცხადა, რომ კრიტიკულ მომენტშიც უბრალოდ ხარობდა გადამწყვეტ მატჩში თამაშით. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სერენა ნამდვილად დაბრუნდა და მოახლოებული ამერიკის ღია პირველობის მთავარი ფავორიტიც იქნება. ამის თქმის საფუძველს სტენფორდში მის მიერ ნაჩვენები თამაში იძლევა. სწორედ ამ თამაშის წყალობით მან კარიერაში 38-ე ტიტული მოიგო.

კოლეჯ პარკში საიუბილეო - მეათე ტიტული მიითვალა რუსმა ნადეჟდა პეტროვამ. მას ფინალში ისრაელის წარმომადგენელი შაარ პეერი ელოდა, რომელსაც ყოველთვის იოლად უგებდა - მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 5:0 იყო პეტროვას სასარგებლოდ, თანაც პეერს ამ ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი სეტი ჰქონდა აღებული.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა, თუმცა პეტროვამ ორივე სეტის დასაწყისი ჩააგდო. პირველში მან 40:0-დან წააგო საკუთარი გეიმი, მაგრამ მალე გააკეთა საპასუხო ბრეიკი და თამაში გაათანაბრა. პარტიის ბოლოს ორივეს ჰქონდა "დაფარული" სეტბოლი, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვეს, ხოლო, როცა საქმე რეალურ სეტბოლამდე მივიდა, პეტროვამ პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა - 7:5.

მეორე სეტის სტარტზე პეერი 2:0 გავიდა წინ, მაგრამ ისევ რუსმა ჩაიგდო ხელთ ინიციატივა და ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. რუსი ამ ტრიუმფით რეიტინგის პირველ ოცდაათეულში დაბრუნდა და სავარაუდოდ, ამერიკის ღიაზე განთესილებს შორის მოხვდება.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ)-მარიონ ბარტოლი (საფ) 7:5, 6:1.

Citi Open

კოლეჯ პარკი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ნადეჟდა პეტროვა (რუს)-შაარ პეერი (ისრ) 7:5, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა