უდიდესი პროგრესი განიცადა ლატვიელმა ერნესტ გულბისმა, რომელიც ბევრს უკვე ჩამოწერილი ეგონა
გასულ კვირას მარტო სერენა უილიამსს არ ჰქონია პროფესიულ ტურში ტრიუმფალური დაბრუნება. უდიდესი პროგრესი განიცადა ლატვიელმა ერნესტ გულბისმა, რომელიც ბევრს უკვე ჩამოწერილი ეგონა.

ბალტიისპირელს წლევანდელი როლან გაროსის შემდეგ არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, ამიტომაც ლოს ანჯელესის ტურნირის ფინალში გასვლა მისთვის უდიდესი წარმატება იყო, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეოთხედფინალში არგენტინელი ფავორიტის ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხება მოახერხა.

გულბისს პროფესიული ტურის ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნიზირებად ჩოგბურთელს უწოდებენ, რომელმაც ერთ კვირას შეიძლება ნებისმიერთან წააგოს, მომდევნო კვირას კი ტოპ-ათეულის წარმომადგენელი ჩამოიცილოს გზიდან. კალიფორნიაში მას აღმავლობის პერიოდი ჰქონდა. მარდი ფიშთან ფინალის პირველი სეტი აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა. ჩოგბურთელები აგრესიულ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა ამით მათი ჩოგბურთის ხარისხი არ დაცემულა.

თუ ფიში შედარებით მარტივად მოქმედებდა, გულბისი მეტოქეს მოკლე დარტყმებითა და სხვა მოულოდნელი სვლებით აკვირვებდა. სწორედ ლატვიელმა მიიღო პირველი ბრეიკ-პოინტი მატჩში, მაგრამ ვერ გამოიყენა. მე-11 გეიმში კი იგივე შანსი ფიშს გაუჩნდა და თეორიულადაც არ ჰქონდა მისი დაკარგვის შესაძლებლობა, რადგან ერნესტმა ორმაგი შეცდომა დაუშვა.

პირველი სეტის მოგებით ფიშმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო და მეორე პარტიის სტარტზე უკეთ მოქმედებდა. გულბისის გეიმი ყოველთვის ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ლატვიელი კარგი მოწოდების ხარჯზე ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს. სეტის შუაში კი ერნესტმა მაინც მოახერხა მატჩში პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ თავიდანვე სეტზე მოწოდება მაინც ვერ შეძლო - სეტბოლზე ისევ ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა შანსი მაინც არ გაუშვა ხელიდან და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ფიში ზედიზედ მეორე კვირაა ფინალში თამაშობდა და ბოლოსკენ დაღლა დაეტყო. ამის გამო ჩააგდო მან გადამწყვეტი სეტის დასაწყისი. მიუხედავად ამისა, 0:4-დან მასპინძელს მეორე სუნთქვა გაეხსნა და კინაღამ გადაარჩინა წაგებული მატჩი - 4:5-ზე მარდის მიღებაზე რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ გულბისმა მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 5:7, 6:4, 6:4. ერნესტმა კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა და რეიტინგში 55-ე საფეხურზე ავიდა.

გშტაადისა და უმაგის ტურნირების ფინალში კი ფავორიტებმა ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

მართალია, ხორვატი მარინ ჩილიჩი ბოლო დროს კარგ ფორმას ვეღარ აჩვენებს, მაგრამ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან ფინალში საკუთარი კედლების იმედი ჰქონდა. ამ ფაქტორმა არ გაამართლა და უკრაინელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში გამარჯვებით კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა - 6:4, 3:6, 6:3.

ზუსტად იგივე ანგარიში დაფიქსირდა გშტაადში მარსელ გრანოლერსისა და ფერნანდო ვერდასკოს ესპანურ ფინალში. მართალია, ვერდასკომ მოახერხა მატჩის მესამე სეტში გადაყვანა, მაგრამ იქ გრანოლერსს ერთი ბრეიკი ეყო გამარჯვებისთვის, ბოლო გეიმი კი მან "მშრალი" ანგარიშით აიღო და კარიერაში მეორე ტურნირზე მოიპოვა მთავარი პრიზი.

ATP

Farmers Classic

ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

ფინალი

ერნესტ გულბისი (ლატ)-მარდი ფიში (აშშ) 5:7, 6:4, 6:4.

Croatia Open

უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

ფინალი

ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 6:4, 3:6, 6:3.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

ფინალი

მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 4) 6:4, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება