გთავაზობთ ამ კვირის საჩოგბურთო პროგრამას, რომელიც მამაკაცთა ორ და ქალების ერთ ტურნირს მოიცავს
გთავაზობთ ამ კვირის საჩოგბურთო პროგრამას, რომელიც მამაკაცთა ორ და ქალების ერთ ტურნირს მოიცავს.

ATP

Bet At Home Cup

კიტცბუელი (ავსტრია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეები: ხუან-იგნასიო ჩელა, ფელისიანო ლოპესი, ივან ლუბიჩიჩი, ფაბიო ფონინი, ფილიპ კოლშრაიბერი, ანდრეას სეპი, მარსელ გრანოლერსი, პაბლო ანდუხარი...

ეს არის ბოლოსწინა ტურნირი ATP-ის კალენდარში, რომელიც წელს გრუნტის კორტზე გაიმართება.

კიტცბუელის ტურნირი ერთწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება ტურს. მისი ბოლო გამარჯვებული გილერმო გარსია-ლოპესი გახლავთ, რომელმაც მთავარი პრიზი 2009 წელს მოიგო. მანამდე კი ავსტრიის ამ ქალაქში სამხრეთამარიკელები დომინირებდნენ - 2003-08 წლებში არავის უთმობდნენ პირველობას.

წელს, სავარაუდოდ, ტურნირი ესპანელთა კარნახით ჩაივლის, რადგან მიმდინარე სეზონში ამ ქვეყნის შვიდ სხვადასხვა წარმამოდგენელს აქვს მოგებული ATP-ის ტიტული. მაგრამ ესპანელების მოსალოდნელ დომინირებას შეიძლება ხელი შეუშალოს ხუან იგნასიო ჩელამ. არ უნდა დავივიწყოთ სატურნირო ბადეში ფაბიო ფონინისა და ივან ლუბიჩიჩის ყოფნაც...

Legg Mason tennis classic

ვაშინგტონი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 165 500 დოლარი

მონაწილეები: გაელ მონფილსი, მარდი ფიში, ვიქტორ ტროიცკი, იურგენ მელცერი, ფერნანდო ვერდასკო, იანკო ტიპსარევიჩი, მარკოს ბაღდატისი, დავიდ ნალბანდიანი...

Us Open Series-ის რიგით მესამე ეტაპს ვაშინგტონი უმასპინძლებს. ეს არის "500" კატეგორიის 11 ტურნირიდან ერთ-ერთი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეჯიბრი მოთამაშეთა ვერსიით წლის 20 საუკეთესო ტურნირს შორის იკავებს ადგილს.

შარშან აქ გამარჯვება მოიპოვა დავიდ ნალბანდიანმა, რომელსაც წელსაც ვხედავთ ამერიკის დედაქალაქში, ისევე როგორც, შარშანდელ ფინალისტს მარკოს ბაღდატისს. თუმცა არგენტინელსა და კვიპროსელს გაუჭირდებათ სარეიტინგო ქულების დაცვა. ნალბანდიანი ბოლო დროს უფრო საკუთარ ტრავმებს ებრძვის, ვიდრე მეტოქეებს, რაც შეეხება ბაღდატისს, ის კვლავაც ამოვარდნილია ფორმიდან, რაზეც გასულ კვირას ლოს ანჯელესის ტურნირის ნაადრევ ეტაპზე გამოთიშვაც მეტყველებს. თუმცა კვიპროსელს დღეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და მის შედეგებში გარღვევას ელიან.

მარდი ფიშს კი ყველაფერი წესრიგში აქვს და ამერიკული ტურნირების სერიაში ბრწყინვალედ გამოიყურება: მოგება ატლანტაში და ფინალი ლოს ანჯელესში. საკითხავი ის არის, ფიზიკური ძალა თუ ეყოფა ფიშს ზედიზედ მესამე ტურნირის წარმატებით ჩასატარებლად.

განთესვის ლიდერი კი ფრანგი გაელ მონფილსია, რომელიც ბაღდატისის მსგავსად, ბოლო დროს არც ისე კარგ ფორმას აჩვენებს, მაგრამ ამავდროულად, დღეისთვის კარიერაში ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებს რეიტინგში (მეშვიდე). ასე რომ, თუ ფიშმა ფიზიკურად ვერ გაუძლო ტურნირს, მისგან ესტაფეტას მონფილსი ჩაიბარებს.

WTA

Mercury Insurance Open

კარლსბადი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

მონაწილეები: ვერა ზვონარევა, ანდრეა პეტკოვიჩი, აგნიეშკა რადვანსკა, შუაი პენგი, იულია გორჯესი, ანა ივანოვიჩი, დომინიკა ციბულკოვა...

შარშანდელ ჩემპიონს სვეტლანა კუზნეცოვას წელს ტიტულის დაცვა არ შეუძლია, თუმცა მის გარეშეც კალიფორნიის კორორტზე საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იქნება.

რეიტინგის საუკეთესო ათეულის წევრთაგან აქ მხოლოდ ვერა ზვონარევაა წარმოდგენილი და სწორედ მას მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად. ეს რუსი პირველად გამოვა ამერიკული სერიის ტურნირებზე - მანამდე მან ბაქოს ჰარდზე გაიმარჯვა და შემდეგ გაემგზავრა აშშ-ში.

გამარჯვებაზე პრეტენზია ექნება გერმანულ ტრიოს იულია გორჯესის, საბინ ლისიცკისა და ანდრეა პეტკოვიჩის შემადგენლობით. ამ ჩოგბურთელებმა წელს ბევრ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა ამ სამეულიდან მაინც წინ საბინ ლისიცკის დავაყენებთ, რომელიც თანამემამულეებზე სტაბილურია.

საკუთარი ქორწილიდან პირდაპირ კარლსბადში გაემგზავრა არგენტინელი ხისელა დულკო (მან მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ფერნანდრ გაგოზე დაიწერა ჯვარი). კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ სატურნირო ბადეში ერთადერთი ყოფილი ჩემპიონი ითამაშებს - იაპონელი კიმიკო დატე, ვისაც შორეულ 1996 წელს მოუგია კარლსბადში მთავარი პრიზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა