მსოფლიოს თასზე ჩვენი მეტოქის თავკაცმა მარტინ ჯონსონმა გაფართოებული შემადგენლობიდან ხუთი მორაგბე დაითხოვა
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცმა მარტინ ჯონსონმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობიდან ხუთი მორაგბე დაითხოვა.

მაშ ასე, "პომებს" დააკლდებიან და მსოფლიოს თასზე ვერ ითამაშებენ, ჯორჯ ჩატერი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ სტრიტლი, ტომას ვალდრომი და ჯო ვორსლი.

ამათში ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ჯო ვორსლია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 78 კეპი მოიხვეჭა. მან პირველად "პომების" კვართი 1999 წელს მოირგო და 2003 წლის ოქროს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. ვორსლისთვის ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშება მეოთხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

"ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან მზადების პროცესში ყველა მაქსიმალური მონდომებით შრომობს. განსაკუთრებით გამიჭირდა დევიდ სტრიტლის გუნდიდან დათხოვნა. ის გულმოდგინედ შრომობდა, მაგრამ ისევე როგორც ვალდრომი და სიმპსონ-დენიელი, ტრავმებმა შეაწუხა.

რაც შეეხება ჯო ვორსლის, ის შარშან მიღებული მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ დაგვიბრუნდა, მაგრამ გუნდში ინტეგრირება ვარაფრით მოახერხა. გული ძალიან მწყდება, მაგრამ ამ მოთამაშეებს შინ დარჩენა მოუწევთ" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა. ინგლსის ნაკრების ბანაკში ახლა 40 მორაგბეღა დარჩა, რომლებიც 13 აგვისტოს უელსის ნაკრებთან გასამართი ტესტისთვის მეომზადება.

მანამდე კი ინგლისელებმა თავიანთი ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყვეს. ქომაგებისა და ჟურნალისტების წინაშე ბენ ფოდენი და კრის ეშტონი წარდგნენ. ერთი ტრადიციულ, თეთრ ფორმაში იყო გამოწყობილი, მეორეს კი, ინგლისელთათვის უცნაური, შავი ფერის კვართი მოერგო, რომელმაც მსოფლიოს რაგბის სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შავი კვართებით ინგლისის ნაკრები ჯერ უელსელების წინააღმდეგ ითამაშებს 13 აგვისტოს, მეორედ კი "პომები" 10 სექტემბერს არგენტინის ეროვნულ გუნდთან "გაშავდებიან".

ინგლისის ნაკრები

შერკინება: მორის ბოთა, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი.

უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე