ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

რა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

ჩემპიონთა ლიგის წინ "ნაპოლის" უფრო პრაგმატული და ნაკლებად თვალსასეირო შეხვედრა გამოუვიდა. რუდი გარსიას გუნდმა "სალერნიტანასთან" მოსაგები (2:0) მოიგო, ცოტა ძალებიც გადაანაწილა და მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს.

შეხვედრამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოაჩინა. ოსიმენის დაბრუნების შემდეგ შესაძლო ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობა სულ უფრო აშკარა ხდება. ჯაკომო რასპადორიმ საკუთარი თავი იპოვა, კარგად ერთვება გუნდურ ოპერაციებში და მშვენივრად აგვირგვინებს ყველაფერს გოლით. ჯაკომოს პერიოდულად ერთგვარი ეგოისტური მოქმედებები ახასიათებს, რის საშუალებასაც ოსიმენი ნაკლებად მისცემს. მაგალითად, პირველი ტაიმის ბოლოს იყო ეპიზოდი, როცა ბურთის გატარების შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია გაცილებით ხელსაყრელ სიტუაციაში რჩებოდა, რასპადორიმ კი კარში ნაკლებად მომგებიანი პოზიციიდან დაარტყა...

როცა სივრცე აქვს, მატიას ოლივერაც უფრო აქტიურია. მარცხენაფლანგელს მონდომებაც არ დაეწუნება. ურუგვაელს წელს ერთი შედეგიანი პასი აქვს, მარიო რუის კი - არცერთი. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელმა თანაგუნდელებს ექვსჯერ გაატანინა. ყველაფრის მიუხედავად, კვარაცხელიას, ფაქტობრივად, ყველა შედეგიანი მატჩის დროს სასტარტოში რუი იყო და ეს უბრალო დამთხვევა ვერაფრით იქნება - "უნიონთან" ასისტისას, "ვერონასთან" დუბლისას თუ "უდინეზესთან" მონატრებული გოლისას. მარიო ტაქტიკურად განსწავლულია, კარგად აკონტროლებს თამაშის მიმდინარეობას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლობოტკას თამაში. თითქოს წინა სეზონის სტანისლავი ვნახეთ - ყველგან ჩნდებოდა, სადაც ბურთი ტრიალებდა, ტემპს კარგად აკონტროლებდა და ბურთი შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად მიჰქონდა. თუკი ოდესმე ნახევარდაცვაში ფეხბურთელების შემცირება სლოვაკის ხარჯზე მოხდება, ეს სამწუხარო იქნება. ზამბო ანგისას აბსოლუტურად განსხვავებული დადებითი უნარები გააჩნია, რომლებიც გარკვეული სტილის მეტოქეებთან უფრო ჩანს.

რაც შეეხება "კვარას", შეხვედრის ხასიათის მიუხედავად, ის მასში ბოლომდე იყო ჩართული და დაცვით ფაზაშიც აქტიურობდა. ხვიჩას ტემპის დასაგდებად ფილიპო ინძაგის გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა (ექვსჯერ დაჯარიმდნენ) და მაქსიმალურად ისე, გაფრთხილება არ მიეღოთ. ისეთი მასიური დაცვის პირობებში, რაც კვარაცხელიას ირგვლივაა, მან კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს, თავისუფალი სივრცეები აითვისოს. ამაში თანაგუნდელების წვლილიც უნდა იყოს. ისევ შევეხებით დარტყმების სიზუსტეს, უფრო სწორად, უზუსტობას. როცა ქართველი გარემარბი ბურთითაა, მობილიზება იმდენად გაზრდილია, ეს მცველების მხრიდან ბურთის დაბლოკვას ახშირებს. 77-ე ნომერი რაც უფრო მეტად და ზუსტად დაარტყამს კარში ისე, როგორც ამას რასპადორი აკეთებს ან ელიფ ელმასის შემთხვევაში ვნახეთ, შედეგიანობა გაეზრდება. ამაზე "კვარა" ჩვენზე მეტად იფიქრებს და იმუშავებს. აღსანიშნავი იყო ორთაბრძოლებში, მათ შორის, საჰაერო გამარჯვებები. სამწუხაროა, რომ მას ტოპ-მწვრთნელებთან მუშაობა არ უწევს, რაც ვარსკვლავების გზაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა!..

• სოსო

იტალიაც ტოპ 5-ა,ნუკრი.

• ნუკრი

"რასპადორივით ხშირად უნდა დაარტყასო" 10-დან 7 დასარტმელ პასს ხვიჩა უკეთებს,თან ისეთს,რომ ვერ ბლოკავენ,ეს დებილი კი კარს აცილებს.ხვიჩა თვითონ იქმნის დასარტყმელ პოზიციას და მინიმუმ 3 მცველი ფეხებში უვარდება.ხვიჩა იდეალური არ არის,თავის თავზე სამუშაოც ბევრი აქვს,მაგრამ ასეთიც, ერთად აღებულ ნახევარ ნაპოლის ჯობია მინიმუმ. ეს სეზონიც და მერე ტოპ 5.

• კ ო მ ბ ლ ე

თქვენ იმდენს იზავთ ეს კაცი მალე ბოქსში გადავა, ძიუდოს, ან ბოლო ბოლო ნიჩბოსნობას მაინც ცდის უფლება არ აქვს თუ თქვენც ეგ გინდათ?

• სოსო

მარიო რუის,კაცის მოტყუებაც შეუძლია,ფლანგიდან ფლანგზე ზუსტი პასის გადატანაც და კარის წინ ჩაწოდებაც.ამიტომ როცა ისიც წინ მიდის,მეტოქე მას უყურადღებოდ ვერ ტოვებს და ხვიჩას სივრცეები ეხსნება.ეს ორი კაცი,ერთმანეთს სივრცეებს უთავისუფლებენ და ორივეს შედეგიანობა მაღლდება.რუი,ტაქტიკურად უფრო განსწავლულია,ვიდრე ოლივერა.რუის მთავარი ნაკლი,დაცვაში სუსტი თამაშია.ოლივერა,პირიქით,დაცვაშია საკმაოდ საიმედო,მაგრამ საჯარიმოს ხაზთან რომ მიდის,ჩერდება,აღარ იცის,როგორ მოიქცეს და მეტწილად ბურთს ჰკარგავს.ამ ორი ფეხბურთელის საუკეთესო თვისებების შენაკრებია,მარჯვენა ფლანგელი მცველის ,დი ლორენცოს თამაში და სწორედ ამიტომაა მისი და პოლიტანოს დუეტი,ასე კარგი.რაც შეეხება ხვიჩას,ის ჯერ კიდევ არ არის,საუკეთესო ფორმაში.შევა და თავდაჯერებულობა,დარტყმებშიც დაუბრუნდება და დრიბლინგებშიც.ფიზიკურად კი,ამ სეზონში,ის ნამდვილ ათლეტად გადაიქცა,სრული მატჩის ჩატარება თავიდან ბოლომდე შეუცვლელად რომ შეუძლია.

• როლანდ

კარგით რა, ხან ის არი მტყუანი,ხან ეს. ააქვს ხვიჩას მომენტები, კარში დარყმის სიზუსტე უნდა გაასწოროს. ხანდახან , იღბალიც უმტყუნებს.პასებსაც ბევრს იღებს,მარტო ხვიჩაზე ხომ არ ითამაშებენ.

• რომაელი

ხალხო, შეეშვით ამ უკბილო დემაგოგიას. სტატისტიკა ამბობს, რუისთან უფრო შედეგიანი რომაა, ამაზე მსჯელობენ იტალიელები და თქვენ რადგან არ მიგწონთ, მასე იყოს, ოკ

• oto

რა სისულეებს წერთ,ესეიგი მარიო რუი თუ არ ჰყავს აღარაფერი გამოუვა???მთელი კარიერა თან უნდა ატაროს მაშინ ჩემოდანივით

• გუსანი

ხვიჩას პროგრესი მარტო მასზეც არ არის დამოკიდებული, დაცვაში, ანუ ნაპოლის ნახევარზე უძალიანესად სუსტია, ან არ ცდილობს, ერთი სიტყვით არ ჩანს დაცვით ფაზაში და ეს ცალსახაა, ამ კომპონენტით ტოპ გუნდები დაიწუნებენ, რაც სეეხება დარტყმებს რა თქმა უნდა მცველების მობილიზიება ბურთიან ხვიჩასთან და სხვასთან მაგ ელმასთან გასხვავდება, მაგრამ ეს არ ამართლებს ხვიჩას- ამ კომპონენტშიც გაზრდა ჭირდება რაც თანდათანობით მოვა, რაც მალე მით უკეთესი, ერთი სიტყვით დასამუშავებელი ალმასია ხვიჩა და ოხ როგორ საჭიროა ტოპ მწვრთნელის მაგ გვარდიოლოსთან,ანჩელოტისთან და... მოხვედრა

• იკა

დროა კვარადონა სხვა რომელიმე ევროპულ გრანდში გადაბარგდეს, მაგალითად პანათინაიკოსი ზედგამოჭრილია ხვიჩასთვის, ბერძნული სკოლა ფილოსოფიასაც აზიარებს. წარმატებები ხვიჩა!

• რატი

რომელ რუისთან აქვს შედეგიანობა? პასს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში რომ აძლევს თუ მისი გავლით ,,მილანმა" ,,ნაპოლის" ორი გოლი რომ გაუტანა? ამას დამატებული გუშინ ხვიჩას სულ მცირე სამი პოტენციური საგოლე პასი ვერ გამოიყენეს თანაგუნდელებმა. ფაქტია, ,,ნაპოლი" წინა წელს დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე თამაშობს, ცალკეული ფეხბურთელების უნარებით.

• ქ. გ.

ოსიმენი ტრავმის შემდეგ როდის დაბრუნდება, ჯერ არ ვიცით. ძამთარში ორი თვე აფრიკის თასზე იქნება. მერე გაყიდის აურელიო. ასე რომ შეგვიძლია დავივიწყოთ მისი სახელი.

• ბადრი

კარში ზუსტად დარტყმებზე ბევრი უნდა იმუშაოს. ამაში დიდი ხარვეზი აქვს.

• ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი

როცა იფიქრებ, ამ თამაშზე რაღა უნდა დაიწეროსო, ღვთისავარი სახურავზე ადის

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა