"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

2022 წლის მაისის ფინალისტები ერთმანეთს 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 20 საათზე ლისაბონში, "ჟამორ სტედიუმზე“ ერკინებიან. "შავი ლომი" პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდ "ლუზიტანუშს" ერთადერთხელ, სუპერთასის პირველი გათამაშების ფინალში შეხვდა და ლისაბონში 17:14 გამარჯვებით, ტიტულს პირველად დაეუფლა, დეკემბერში კი "ჰითის" ძლევით ის მეორედ მოიპოვა.

სუპერთასის მესამე გათამაშება ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო. "შავმა ლომმა" "ავჭალაზე“ ესპანური "იბერიანსი" მიიღო და ბონუსით, 39:19 დაამარცხა. თავის მხრივ, "ლუზიტანუშმა" "ჰითს" უმასპინძლა და 23:31 დამარცხდა.

4 ნოემბრის მატჩის შემდეგ ჩვენ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად თამაშს ოთარ ლაშხი იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო და ამჯერად ძირითადშია კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბექა მამრიკიშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა.

ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ძირითადში დათო აბდუშელიშვილი, ნიკა ხატიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ილია სპანდერაშვილი, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე.

მარქაფაში ორი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც "იბერიანსის" წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათგან ერთი დებიუტანტია – შალვა აფციაური, რომელმაც ზაფხულში "უმცროსი ბორჯღალოსნების" (20-წლამდე) შემადგენლობაში თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ასევე მარქაფაშია თორნიკე კახოიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში "შავი ლომის" კვართით პირველად ითამაშებს.

მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს მიხეილ ნარიაშვილმა, ბაჩუკი ჭუმბაძემ, დემურ ეფრემიძემ, გიორგი კერვალიშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023

ა ჯგუფი. II ტური. 20:00 საქ. დრო

11 ნოემბერი. ლისაბონი (პორტუგალია)

ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.

rugby.ge

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე
"შავი ლომი" | გადამწყვეტი ჯახი "ლუზიტანუშთან" - პირველად თბილისში
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | როტაციით "ლუზიტანუშთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"