საფინამ სეზონის დასრულების შესახებ გამოაცხადა
მსოფლიოს მეორე ჩოგანს რაფაელ ნადალს ფეხზე სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც ესპანელმა შეწყვიტა ამერიკული მასტერსებისთვის მზადების პროცესი.

25 წლის ნადალის პაუზა იმით არის გამოწვეული, რომ ჩოგბურთელმა ჯერ სრულად უნდა აღიდგინოს ჯანმრთელობა. რაფა კვლავინდებურად დისკომფორტს გრძნობს მარცხენა ტერფის არეში. როგორც ცნობილია, ესპანელს სწორედ ეს ტრავმა აწუხებდა უიმბლდონის დროს.

ასე რომ, ნადალს არც ისე დიდი დრო აქვს უიმბლდონის შემდეგ თავისი პირველი ტურნირისთვის (მონრეალის მასტერსი) მოსამზადებლად. ამ შეჯიბრის სტარტი 8 აგვისტოს არის დაგეგმილი. თანაც, შორს არ არის სეზონის ბოლო "დიდი სლემის" ჩემპიონატის - აშშ-ის ღია პირველობის დასაწყისი. აქ ნადალს შარშან მოპოვებული ტიტული აქვს დასაცავი.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დინარა საფინამ საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ამცნო თავის გულშემატკივრებს, რომ წლევანდელი სეზონი მისთვის დასრულებულია.

"სამწუხაროდ უნდა გამოვაცხადო, რომ ჩემი ტრავმირებული ზურგი ისევ არ არის წესრიგში. ასე რომ, თამაში არ შემიძლია. ასე იქნება მინიმუმ ამ წლის ბოლომდე", - დაწერა რუსმა ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მაისის შუაში 25 წლის საფინამ ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო დროებით პაუზა აიღო კარიერაში და ჯერ ცნობილი არ არის, საერთოდ შეძლებს თუ არა "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ფინალისტი კორტზე დაბრუნებას.

ბოლო შეხვედრა დინარამ მადრიდის სუპერტურნირზე ითამაშა, სადაც მეორე წრეში დამარცხდა გერმანელ იულია გორჯესთან - 4:6, 6:4, 4:6. წლევანდელ სეზონში რუსის ანგარიშზეა 11 მოგება და რვა მარცხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა