ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"კიტეიშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს, ასეთ დროს სიფრთხილე და დასვენებაა საჭირო, დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღიდგენს და მოედანს მალე დაუბრუნდება, ხოჭოლავაც ტრავმირებულია, მას მუხლის პრობლემა შეექმნა და კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, დამატებითი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მივიჩნიე, რომ მოახლოებული მატჩებისთვის ფიზიკურად გადაღლილი იქნებოდა და მისი დასვენება გადავწყვიტე. საბა შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

სამწუხაროდ ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვს საკუთარ კლუბებში თამაში ხშირად არ უწევთ, აუცილებელია, რომ ეს პრობლემა გამოასწორონ, რათა პროგრესი გააგრძელონ. იმედი მაქვს არ დანებდებიან და მათი სიტუაცია შეიცვლება.

წიტაიშვილის პოზიციაზე დიდი არჩევანი გვაქვს. აზაროვმა და შენგელიამ კარგად ითამაშეს, ნაკრებში ლევანმა ბოლო ორ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგისთვის ნაკრების კარი ღიაა.

გაბრიელ სიგუასთან მიმართებაში შესაძლოა შეცდომა დავუშვი, რადგან ვთქვი, რომ ტაილანდთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, თუმცა ვარჯიშზე ტაქტიკური გეგმა შევცვალეთ და გაბრიელი ტაქტიკაში ვერ ჩაჯდა. ცხადია, სიგუა ნაკრების მომავალია, თუმცა უნდა გაიზარდოს და გარკვეულ ასპექტებში თამაში გააუმჯობესოს, მას განსხვავებული თვისებები აქვს.

უკვე დიდი ხანია, რაც ნაკრებში ხვიჩა ცენტრიდან მოქმედებს, ეს მის შედეგიანობაზეც მეტყველებს, ბოლო პერიოდში "ნაპოლიშიც" ამ პოზიდიიდან თამაშობდა, ამიტომ გასაკვირი არაფერია. ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებისთვის, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელია. შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომლის წყალობითაც "კვარას" დაცვითი სამუშაოს შესრულება და დიდი ენერგიის დახარჯვა არ მოუწევდა. ხვიჩა თავს საუკეთესოდ იმ პოზიციაზე წარმოაჩენს, სადაც ჩვენ დავაყენებთ.

ქართულ საკლუბო ფეხბურთს თვალს ვადევნებ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა. თუ ქართული კლუბები წარმატებას მიაღწევენ და ევროთასებზე იასპარეზებენ, ეს უპირველესად ნაკრებს წაადგება. ქართული გუნდები ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ, თუმცა ეს მარტივი არაა", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

• შალვა

ევკრიტე, ჩივაძე ცოვხალია, რა ძვლებზეა საუბარი?

• ევკრიტე

ამ ორ, „ამხანაგურ“ თამაშში მაინც უნდა ეცადა, რომ დაცვის ცენტრი შეეეცვალა - ესპანეთთან, ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და თუნდაც იმავე კვიპროსთან „ძველები“ სავალალოდ გამოიყურებოდნენ - ამ დაცვის ცენტრით (რატომ საფლავში არ ტრიალებენ იამანიძის, ხურცილავას, ხინჩაგაშვილის, ჩივაძის და თუნდაც ცხადაძის „ძვლები“?) „ერთა ლიგაზე“ ჩვენი შანსები განწირულია - მაგრამ ეტყობა, რომ ვერ ელევა „ინერციას“ ვილი და ფედერაციასაც იმდენი აქვს „ნაჭამი“, რომ 1-7_ის შემდეგაც არ რეაგირებს, საერთოდ! ძირს - ფედერაცია, ძირს - სანიოლი და რაც მალე, უკეთესი!

• ნოდარი

დაცვაში ხო ან კარში დააყენე. შე შტერო.

• არლეკინო))

როგორი საქმიანი და ჩაფიქრებული სახეები აქვთ))))

• dddd

ლორია კასო კვირველია კობახიზე კვეკვე აბურჯანია ყაზა ვოლკოვი მამუჰა მექვაბა და ლადო დვალისვილი დავიმატოტ და ვერავინ ვერ მოგვიგებს

• bujanga

ეს და გარსია ერთ ნავშია ვატყობ...კაკულია ვიყო

• Vasili

სანამ ასეთი უჯიგრო, უმარილო, უსისხლო, ჯიბრიანი ხალხი იქნება ფედერაციაში, მანამდე ქართულ ფეხბურთს განვითარება არ უწერია, და მითუმეტეს ნაკრებს! აშკარაა რო სანიოლი ვერ ერკვევა ქართველ ფეხბურთელებში ან რანაირად უნდა ერკვეოდეს ეხლა ჩვენც არ ვიყოთ ხორვატია ან ბელგია, ასეულის ბოლოში მოჩანჩალე ქვეყნის ფეხბურთელები საიდან უნდა იცოდეს ფრანგმა კაცმა? სიას უდებენ და ეგაა! ზოგს პირადი ინტერესების გამო არ იძახებენ, ზოგს იმიტო იძახებენ რომ სატრანსფერო სივი გაუკეთონ ნაკრებში გამოძახებით , პრივილეგილებული ახალგაზრდები, რომლებიც ფეხბურთის თამაშით ვერა და ნაცნობობით აშკარად წინ არიან წამოწეულები! 25 წელია რაც ვუყურებ ჩვენ ნაკრებს და რა და როგორ იყო ეგ ყველამ ვიცით, უბრალოდ ყოველთვის მქონდა შეგრძნება ისეთი რომ , ოპტიმისტური! თამაშის წინ ვისაც არ უნდა შევხვედროდით მაინც ჯიუტად მჯეროდა რო დღეს აუცილებლად მოვიგებდით , ანუ ყველა მარცხის შემდეგ , ახალ თამაშის წინ მქონდა იმედი რომ სასწაულს გავაკეთებდით და მოვიგებდით, მაგრამ რა ხდება ეხლა ? უკვე კაი ხანია აღარ ვიტყუებ თავს , ამ ფეხბურთელების სიას რომ ვუყურებ ყოველ ჯერზე უკმარისობის და უსამართლობის განცდა მაქ! ეს ის შემთხვევა არ არის , “რა ვქნა ძმაო , ნაკრები რეზინის ხომ არაა, ყველა რომ გამოვიძახობდა ვათამაშო” ანუ აქ სხვა ამბავია, არასპორტული მიზეზებია და ესაა პრობლემა! კომენტარებს თუ გადახედავთ 80% ყველა გულშემატკივარი ერთიდაიგივეს წერს, მაგრამ მერე ტელევიზიით გამოჯდება ვიღაცა ვეტერანი ან რომელიმე პროლიცრნზიის მწვრთვნრლი და მოყვება დაწყნარებული სახით რომ აი გულშემატკივარო რო ესე ფიქრობს და არაპროფესიონალი როა ვერ ხვდება და ჩვენ როცა მთელი ცხოვრება ამ საქმეს შევალიეთ გვაცალეთ , შიგნიდან სხვანარად ჩანს და ასეთები!/ მე გეტვით ერთ რამეს! თქვენ რო მართლა პროფესიონალები იყოთ ქართული ფეხბურთი ასეთ ჭაობში ბოლო 30 წელი უბრალოდ ვერ იქნებოდა და პროლიცენზია და ვეტერანობა არაა საჭირო იმ პრობლემების დასანახავად რაც დღეს ხდება!/ მე ამ ფედერაციას ვერასოდეს ვაპატიებ საქართველო-მაკედონის დროს რაც იკადრეს! მაგ თამაშის მერე ფედერაციიდან უნდა გამოგვეყარა სუყველა!

• დათო

სანიოლიმ არა, სანიოლმა. გვარის ორიგინალია Sagnol, ი სახელობითი ბრუნვის სუფიქსია, ქართულის, შესაბამისად ბრუნვისას იკვეცება.

• გიორგი

Sagnol merde

• თენგო

მეკარე გვყავს, ფლანგებზე გვყავს, კვარა გვყავს, აბა ვინ არ გვყავს ხომ ვერ გვეტყვით? სფფ და მწვრთნელი მგონი

• სფფ-ს და მათ ტროლებს

რატომ საუბრობს იაშვილი ფედერაციის სახელით ზოგიერთ მშობელთან ფინანსურ მხარეზე?

• რატი

უფრო: აქ რა მესაქმება? ან საერთოდ რა ხდება? :))))))))))

• ilar10N YouTube

ეს კვირკველია გრიგალავასავით მოუშორებელი გაგვიხდა დაა.. (მაგას მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებ ლესტერზე რომ თქვა უარი!)

• Koko12

სანიოლის წასვლა უნდა დაჩქარდეს, იქნებ გვეშველოს

• Las

ეს კაშია და კვირკველია ისედაც არ უქნიათ ღმერთს და ერთა ლიგის პლეიოფისთვის რო დაიმტვრენ ვის დაყენებას აპირებს? ნაკრებში არ იძახებს სხვას. ალბათ ჩივაძეს და კუდინოვს

• Გიო

ორივე უკანალში გაჩხერილი საგნები ხართ

• დემე

გელაშვილი ძალიან მომწონს, მაგრამ სადაც ივა გამოიძახა, რომელიც თითქმის სულ სკამზე სპეციაში საზონოვის არ გამოძახება რანაირად არის ლოგიკური

• Რაგბის ფანი

საზონოვის ადგილას აყენებს კვირკველიას, რომელიც საქართველოს მეორე ლიგის დონეზეც კი ვერ თამაშობს.

• ჩელენჯერი

იაშვილს ისეთი სახე აქვს გეგონება რამის აზრზეა.

• Zorro

ეს რომ იტყვიან "ბალზეა და ტყემალს ჭამსო" ისეა ამის საქმე... მოაცილეთ ეს უვიცი კაცი საქართველოს ფეხბურთს...

• Garrincha

რა დააშავა საბა საზონოვმა ახსენით და გაგვაგებინეთ. პუტინს უნდა აგინოს მაინცდამაინც დედა რომ ათამაშოთ ნაკრებში?

• გიორგი

მარჯვნივ ჩაფიქრებული ფიქრები: სკოტებთან და ესპანეთთან ნეტავ რისი მოფიქრება შეიძლება?...

• aburjga

ლობჟანიძე თუ ვერ განვითარდება ... რაღა დროს არაბიძის განვითარებაა?

• grisha-s

მესმის ფედერაციის თანამშრომლების შემოსევა მაგრამ ამით ფაქტს ვერ შეცვლით.ისე მაგარი ტეხავს სხვის დაძახილზე სირბილი

• Givi

უკვე დიდი ხანია გავიძახი, რომ ეს კაცი არ არის მაგარი მწვრთნელი და ამაზე აღარც დავწერ, მაგრამ ერთი მაინც თქვას არაბიძის იგნორირებაზე რამე, თან მარჯვენა ფრთა ჩემი აზრით პრობლემურია, ზურიკო მეორე თავდამსხმელად უფრო ეფექტურია ვიდრე გარემარბად და ლობჟანიძე კიდევ რავი საშუალო დონეა და ვეღარ განვითარდება, მანდ უნდა დადგეს არაბიძე!!! თან სტანდარტულები ეხერხება მაგრად, ნეტა ბოლოს ჩვენებმა ჯარიმიდან გოლი როდის გაიტანეს გახსოვთ ვინმეს???

• მწვრთნელი

უკუდო ხარი სხვებს ბუზებს უგერიებდაო! ასეა ამ ორეულის საქმე!

• grisha

ჯერ ერთი ეგ ფაქტი არ არის და შენი პირადი მოსაზრებაა, მეორე კი ისაა, რომ ისე გამოგყავს იაშკა, გეგონება ქართული ფეხბურთისთვის თავდადებული, ჭიპმოჭრილი და ღვაწლმოსილი ფეხბურთელი კი არა ვიღაც დივერსანტი არაკეთლმოსურნე ტიპი იყოს ვისაც ქართული ფეხბურტის დასამარება უნდა.

• კოტე

ძველი ბიჭობა და სპორტი შეუთავსებელია!!!

• Sos

იაშვილი არის ის ვინც სიას უდებს სანიოლს..ერთ ერთ შეხვედრაზე პირდაპირ თქვა..იაშვილის პირადი ინტერესია გველესიანის არ გამოძახება.

• Nodo

ვაკო ყაზაიშვილი სადაა ვილი? კაცს 13 გოლი აქ გატანილი ნაკრებში და ფაქტიურად ნაკრების კარი დაუკერეთ. სირცხვილია

• idki

სანიოლ, გაუდექი რა გარსიას გზას. ასე აჯობებს

• კარგით რა

ბევრს ეწევი ვილი////

• amataki

თანდათან უფროდაუფრო ვრწმუნდები, რომ ეს მორიგი რუდი გარსია გვყავს აკიდული. ერთადერთი რაც ამ კაცის ხეირიანი მახსენდება, მისი გამოყენებული სქემაა 3-4-2-1. ამ მომენტისათვის უტყუარი ფაქტია რომ ამ სქემით ჩვენი ნაკრები მის პოტენციალს საკმაოდ კარგად ავლენს. მაგრამ რად გინდა, სანიოლმაც წაუგარსია და იმის მაგივრად რომ მის წარამატებულ სქემას მიაწვეს, დაიწყო უადგილო,,პრაფესორობა". ადგა და მაინცდამაინც ესპანეთთან მოინდომა 4 მცველით თამაში და შედეგიც ვნახეთ. კვარას ლამის ცენტრფორვადად დაყენებაც რავი, რამდენადაა რელევანტური. რატომ არ უნდა გინდოდეს კვარასა და ჩაკვეს ერთად დაყენება ცენტრფორვარდის უკან, შემტევებად, მუდმივად ფლანგების ცვლით, კრეატივით, დარტყმებით, ასისტებით. ისისნი ერთად ნებისმიერი დაცვისთვის სერიოზული საფრთხე იქნება.ფლანგებიც მადლიზა შახტარმა გაგვიმზადა, ცენტრში ქოჩორაშვილი გაგვიჩნდა, აგერ საზონოვი და გელაშვილი გამოგვიჩნდა დაცვაში. დააყენე ეს ხალხი, გვაღირსე ფეხბურთი, რა უბედურება გვჭირს? ეხალ დაიწყება,

• Jaba

ამ კაცის ლოგიკით არც მიქუტაძე და გელაშვილი უნდა იყვნენ გამოძახებულნი, მაგრამ არიან.

• simartle

რეებს ბოდიალობს ეს სანიოლი. საზონოვი და გაგნიძე არ გამოვიძახე რადგან არ თააშობენ ხშირადო. ამავე დროს ლობჟანიზე არ გამოვიძახე რადგან ხშირად თამაშობს და გადატვირთულიაო. ნაპოლიში ბოლო პერიოდში ხვვიჩა ცენტრიში თამაშობსო... საერთოდ თუ უყურებს ნაპოლის თმაშებს? რა ცენტრში? და ცენტრილია ეს კაცი და მის გუნდიც.

• ინტელექტუალი

დანარჩენები ხომ რას ამბობ, ინტელექტს აფრქვევენ. სურათზეც ეტყობათ რა დღეშიც არიან. უახლოვდებათ წასვლის დღეები.

საერთოდ არაპროფესიონალია ეს კაცი.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!