2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში "უმცროსი ბორჯღალოსნები", დღეს, 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19:00 საათზე, ჩეხეთში (პრაღა), "მარკეტა რაგბი სთედიუმზე", ნიდერლანდებს ერკინება.

1/4-ფინალში საქართველომ შვეიცარია დიდი ანგარიშით, 86:10 დაამარცხა. ტურნირის პირველ რაუნდში საქართველოს შემდეგ ნიდერლანდებმა, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისურ და ფრანგულ კლუბებში მოთამაშე 8 მორაგბეა, ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა – ბელგია 34:6 დაამარცხა. დანარჩენ 1/4-ფინალებში პორტუგალიამ რუმინეთს 22:15, ხოლო ესპანეთმა ჩეხეთს 25:15 მოუგო.

შვეიცარიასთან მოგებული მატჩის შემდეგ როტაციის პრინციპით სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 მოთამაშე შეიცვალა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს მგეზავმა ბუბა ნოზაძემ, შუამარბმა გიორგი ხაინდრავამ და მთელმა მესამე ხაზმა – ლუკა საღინაძემ, ნიკა აბესაძემ და ანდრო დვალმა.

შერკინების პირველ ხაზში ამჯერად თამაშს გიორგი ძაგანია, შოთა ხელაძე და მათე ღურწკაია იწყებენ, მეორე ხაზში კი დავით ლაგვილავა და მიხეილ შიოშვილი შეწყვილდებიან.

9 ნომრის პოზიციაზე ძირითადშია გიორგი სპანდერაშვილი. ცენტრში ხაინდრავას ნუგი ქევხიშვილი შეუწყვილდება, ფრთებზე ლუკა კეშელავა და ტატო ბურთიკაშვილი დადგებიან, ფულბეკი კი გიორგი ბოლქვაძეა.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი

ჩეხეთი. პრაღა. თასის ნახევარფინალი. 19:00 საქ. დრო

საქართველო – ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (ყოჩები), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 18. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში (არმია), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. სანდრო სესიაშვილი (არმია), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

Rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ზედიზედ მეცხრე ფინალი
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
U18. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია და მერვედ გავიდა ფინალში
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით