საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო.

13 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე საწვრთნელ პროცესს 14 ნოემბერს შეუერთდებიან. ტრავმის გამო შეკრებას გიორგი სიგუა გამოტოვებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს ვალიადოლიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ეროვნულ გუნდში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა ხვალ ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით, მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის".

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის პლეი-ოფამდე".

nakrebi.ge

ტრამვაის მძღოლი
სიგუამ დაადო ვილის))))
გია_544
დამალეთ მაინც ეს კვირკველია და კაშია, ფოტოზე ნუ აყენებთ წინა რიგში. გულშემატკივარს ნუ აღიზიანებთ! ერთმა თავის კარში გაიტანა ბურთი. მეორეს საბედისწერო შეცდომის მერე კლუბმა გოლი გაუშვა. ამას ეძახის საკლუბო პრაქტიკას ეს ფრანგი ხეპრე (აქამდე არ მოიხადა ბოდიში 1:7) !
თენგო
სანიოლმა კაი საქმე გაწია, ამოწია და შემოიკრიბა პერსპექტიული ფეხბურთელები. სხვა ახალი არაფერი გაუკეთებია, ჯერ ერთი კომბინაცია მაგისგან მოხაზული, არ არსებობს, ვერც ტაქტიკა, შეცვლები, საერთოდ ფეხბურთი ვერ ვნახე მაგის ხელში
თაზო
მეც დავფიქრდი სად მოასწრო მეთქი. ალბათ გასახდელში. კლუბი არ უშვებს ფაქტია.
ქ. გ.
გაუშვით სანიოლი. გარსია უკვე საფრანგეთშია.
ტრავმიანი ჯანმრთელი
არველაძე გამახსენდა))) ეჰ,,,,,
მწვრთნელი
არაბიძე დაიმატეთ! არაბიძეეეეეეეეე!
Givi
საოცარია 18 წუთი ითამაშა და გააგდეს ტრავმის მიღება სად მოასწრო?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ