ევროპის ჩემპიონატი ტყვიისა და სასტენდო სროლაში საქართველოდან მხოლოდ ორი მსროლელი გამოვა
ბელგრადში გუშინ დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ტყვიისა (სპორტული პისტოლეტიდან 25-მეტრიან დისტანციაზე) და სასტენდო სროლაში.

პნევმატურში გაზაფხულზე ჩატარდა იტალიურ ბრეშიაში. ბელგრადში საქართველოდან მხოლოდ ორი მსროლელი გამოვა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. მესტენდურთა ჩემპიონატში მრგვალ სტენდზე მაია გუბიევა ისვრის, სასანგრეზე კი ვაჟთა სრული გუნდით გამოვალთ - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია. სალუქვაძემ, ქადაგიძემ და გუბიევამ მოსამზადებელი შეკრება ბაქოში გაიარეს, ლაკია კი მოსკოვიდან ჩავიდა, რადგან იქ ცხოვრობს.

მესტენდურები უკვე სერბეთში არიან, ტყვიის მსროლელები კი ხვალ გაფრინდებიან. ასპარეზობას ჯერ მესტენდურები დაიწყებენ - ხვალ გუბიევა ისვრის, მერე ტყვიის მსროლელთა ჯერი დადგება და 6-ში ქადაგიძე იასპარეზებს, სალუქვაძე - მეორე დღეს. მესტენდურ ვაჟთა ტრიო კი 12 აგვისტოს დადგება ცეცხლის ხაზზე. ბელგრადში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა. ჩვენგან, ვისაც ჰქონდა მისი მოპოვების შანსი - სალუქვაძეს, მან ადრევე გაინაღდა, დანარჩენებისგან კი ამ ეტაპზე ეს, სამწუხაროდ, გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა