ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მილანს" აკვილანი აინტერესებს

"მილანს" აკვილანი აინტერესებს

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ალბერტო დაადასტურა და ბალოტელი უარყო
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "როსონერის" სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სერიოზულად ფიქრობს ალბერტო აკვილანის გადაბირებაზე.

მოგეხსენებათ, 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი გასულ სეზონში "ლივერპულიდან" "იუვენტუსში" იყო განათხოვრებული და სეზონის ბოლოს ტურინულმა გრანდმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი თქვა, რის შემდეგაც იტალიელი ნახევარმცველი ისევ ინგლისში დაბრუნდა. თუმცა აკვილანი "ლივერპულსაც" აღარ სჭირდება.

ახლა კი ირკვევა, რომ მისით "მილანია" დაინტერესებული. რაკი გალიანიმ ეს ცნობა დაადასტურა, უკვე თამამად შეგვიძლია, დავუჯეროთ ჩვენს იტალიელ კოლეგებს, რომლებიც წერენ, "როსონერიმ" "ლივერპულს" კონკრეტული წინადადებით მიმართაო. იმის გამო, რომ "ლივერპულის" შეფები მზად არიან, აკვილანი პირველსავე მსურველს მიჰყიდონ, წესით, ტრანსფერი არ უნდა გაიწელოს. "მილანში" გადასვლაზე უარს ვერც თავად ფეხბურთელი იტყვის, რადგან გალიანის სიტყვებიდან ჩანს, რომ მილანელები ალბერტოს შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან - ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას კი აკვილანის იტალიის ჩემპიონში კი არა, ვერცერთ ნორმალურ კლუბში ვერ მისცემენ.

"ცხადია, ჩვენ ალბერტოზეც ვფიქრობთ. ის ზუსტად ისეთი ნახევარმცველია, როგორიც "მილანს" შეეფერება. დიდი შანსია, რომ აკვილანი "როსონერიში" იხილოთ," - აცხადებს გალიანი "გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენს იტალიელ კოლეგებთან საუბრისას, "მილანის" ბოსმა უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს "მილანი" მადრიდის "რეალიდან" კაკას დაბრუნებაზე ფიქრობდეს. არადა, იტალიური პრესა ბოლო დროს დღენიადაგ იმაზე წერდა, დიდი შანსია, ბრაზილიელი "მილანში" დაბრუნდესო. შეგახსენებთ, რომ კაკამ მადრიდში წასვლამდე "როსონერიში" ექვსი შესანიშნავი წელი გაატარა და "რეალში" გადასვლამდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

ხოლო მას მერე, რაც "სამეფო გუნდის" ღირსებას იცავს, მისი ვარსკვლავი საერთოდ ვეღარ კიაფობს - კაკა "რეალის" ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება.

კითხვაზე, რატომ არ ფიქრობს კაკას დაბრუნებაზე, გალიანიმ ასეთი პასუხი გასცა: "მან თავის დროზე ყველას გული დაგვწყვიტა, როცა "რეალში" გადასვლა მოისურვა, თუმცა ამის გამო არ განვსჯი. კაკას ყოველთვის სიამოვნებით მივიღებთ, აქ ის ყველას სიგიჟემდე უყვარს. პრობლემა ის არის, რომ ბრაზილიელი ზედმეტად მაღალ ხელფასს ითხოვს. იტალიაში არ არსებობს კლუბი, რომელიც მას ამდენს გადაუხდის!"

ამასთან, გალიანიმ ასევე უარყო მარიო ბალოტელისთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციებიც, რომელთა თანახმად, მანჩესტერში უკმაყოფილო ჭირვეულ თავდამსხმელს იტალიაში დაბრუნება სურს და მზადაა, "მილანის" ფორმა მოირგოს.

გალიანი: "ჩვენ თავდამსხმელზე მეტად ნახევარმცველი გვჭირდება და საინტერესოა, ბალოტელიზე რატომ უნდა ვფიქრობდეთ?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა