გუშინ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მასპინძელთაგან თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, "ნაპოლის" გარემარბმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

Geo Team-ის ცნობით, შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე "კვარამ" თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო.

ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე ორჯერ წაიყვანეს, თავის ძლიერი ტკივილებიც აწუხებდა და იყო დიდი რისკი, რომ შოტლანდიასთან მატჩს გამოტოვებდა, თუმცა ხვიჩამ განაცხადა, რომ 16 ნოემბერს, "დინამო არენაზე" თამაში ნებისმიერ შემთხვევაში სურდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს, ბოლო ტურში, ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

qutaisi
გამოხტა მორიგი გენიოსი. მესიმ და ნეიმარმა ითამაშეს ოლიმპიადა, მაგრამ შესარჩევი არ უთამაშიათ.
Levani
ვა რა დონეას. წავალ ჯირკოს შევჭედავ,კაცი დაჯდება მაინც. აბა შენნაირი რო გამომივიდეს მერე ხო მაგინებენ
ბათუმელა
მორიგი სუპერ ლეაო! ეეჰ რაფა როგორი სასარგებლოდ გამოსაყენებელი გვარი გაქვს ამ საიტის "გენიოსების" დიაგნოზის დასასმელად... კიდევ მომიტევე შენი გვარის აუგად ხსენებისთვის!

საცოდავი ლუზერი. დივნის ექსპერტ
მამუკა
გელა, მწარედ გეწვის? ;)
მამუკა
ბოღმიანი ხელმოცარულების გასაგონად: რუსკი კარაბლ, ... .. ...!
ვა რა დონეა
ოლიმპიადა მოგებული აქვს მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად და ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად.უჭკუების გასაგონად ვამბობ.მაგრამ ეს ხომ კვარადონაა თითქმის მარადონა.
ანი
კვარა შენ და ჩაკვე ხართ ყველაზე მაგრები ნაკრებში❤️❤️
საქართველო უპირველესად
მადლობა ხვიჩა, რომ გუშინ ყველაფერი დადე შენი ქვეყნის ნაკრებისთვის!!!შენ გარდა ეს ბრძოლა ვერავისგან დავინახე!
გიორგი
ხვიჩა ახალი თაობის საყვარელი ფეხბურთელი ხარ!!!!!აი ძველი თაობის ხალხს კი ჩახვეული აქვთ ახალგაზრდულების თამაში და ოლიმპიადა!!!!
ირაკლი
ხვიჩა!ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ხარ ნაკრებში,არ მოუსმინო შენ მოძულეებს,თოთხმეტი გოლი გაქვს უკვე გატანილი ნაკრებში,რომელ მოქმედ ფეხბურთელს აქვს შენზე მეტი გაკეთებული?ან ნაკრებისთვის?ან ქვეყნისთვის?!.გამოაკელით ამ ნაკრებს კვარაცხელია და რასაც მიიღებთ იმით იამაყეთ ქართველებმა!!!!ჩაიციკლნენ ამ არაფრის მომცემ ოლიმპიადაზე,თუ არა და ვინც თამაშობდნენ ახალგაზრდულში გასულიყვნენ მაგ ოლიმპიადაზე ვინმე უშლიდათ??რო გკითხოთ კვარაცხელია არაფერს წარმოადგენს თურმე და ყველა ასაკობრივ ნაკრებში უნდა ეთამაშა,მერე მთავარ ნაკრებში უნდა ეთამაშა,ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო,სერია ა უნდა მოეგო, პლიუს ამას ყველა დაენგრია ყველა ფორუმზე!!!!
სოსო
მართალს ბრძანებთ,მაგრამ რომ არ ეთამაშა,წარმოიდგინეთ,რა ამბავს ატეხდნენ,მისი მოძულენი.ეტყობა მდგომარეობიდანაც მეტ ნაკლებად გამოვიდა და ბრწყინვალედაც ითამაშა.თუ რაღაცა ნარჩენი მოვლენები დარჩა,ესპანეთთან შეიძლება არც გამოიყვანოს.შოტლანდიასთან კი,ბიჭებს გამარჯვება ძალიან უნდოდათ და მანაც თავი გადადო.
Kolo
ჟორაჯან იქნებ გვითხრა შენ რა გაგიკეთებია ჩვენი ქვეყნის სადიდებლად და მერე დადგინდება გაქვს თუ არა ასეთი კომენტარების უფლება?:))))) კი ვხვდებით რასაც აკეთებ შიშველი ხელებით მარა მაინც გაგვიმხილე:))))))))))
გელა
ვინც არ უნდა იყოს მართალს ამბობს შენისთანა ბრმათ მოყვარული გულშემატკივარი არაა და შენსავით სიზმრებს არ ხედავს ფეხბურთი ისეთი თამაშია რაინდებიც თამაშობენ და აფერისტებიც,ჭკვიანებიც და უხეშებიც,ფულის მოყვარულებიც და პატრიოტებიც,ღირსეულებიც და უღისებიც თუ მაგდენს ვერ ფიქრობ ჯობია კომენტარებს ნუ დაწერ
nika
ნუთუ? ეგ ოლიმპიური ვინმეს გადარდებდათ აქამდე? ან შვედეთმა რომ მოიგო 2015-ში, ვინმეს ახსოვდა? თუ ამით მაგარი ქვეყანა გახდა უფრო აფასებენ? ჩვენს ფეხბურთელებზე დაბოღმილების თავშესაფრად იქცა ეგ თემა, თორემ არავის აღელვებს „იი ოლიმპიადა, იი ახალგაზრდული“, ყველა ქვეყანაში მთავარი ნაკრებია ყურადღების ქვეშ. ახალგაზრდული არის ახალგაზრდების წარმოსაჩენად და არა უკვე სახელგანთქმული ფეხბურთელების ბოლომდე გამოსაწურად. კვარაცხელია ისედაც გამოწურეს ნაპოლიში, ბოლოს სამი თვე სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ვერც ითამაშებდა, იმავდროულად კი სხვებსაც მოუსპობდა თავის გამოჩენის შანსს. კრიტიკა მხოლოდ ლაყბობა არაა, გარემოებების ანალიზის უნარსაც საჭიროებს.
nika
ჰო, აბა, იმ გულშემატკივრის ფასი რა არის, ბოლო ოც წელიწადში საუკეთესო ფეხბურთელსა და „კაპიკს“ რომ ერთმანეთის გვერდით მოიხსენიებს?
ჟორა
ჰოლანის თამაში გინახავთ? სწორედაც რომ მარტო ბურთის გატანა ევალება, რასაც მშვენივრად ართმევს თავს. უჭკუო სპალეტი და მაგის მსგავსი მწვრთნელებისთვის ფეხბურთელი, მით უმეტეს თავდამსხმელი რობოტია და წინ და უკან უნდა ირბინოს, რამაც შარშან ხვიჩა და ოსიმენი ისე გადაღალა, წელსაც ვერ ჩადგნენ ფორმაში. ასე, რომ ყველას უნდა ესმოდეს ფეხბურთელი მანქანა არ არის და მოედანზე თავისი საპასუხისმგებლო არეალი უნდა ჰქონდეს მიჩენილი და არა მთელ მოედანზე სირბილი.
ჟორა გაბრიჭიძე
პირადად ასეთი მსხვერპლის გაღება დიდ უჭკუობად მიმაჩნია. მწვრთნელმა და შეგირდმა ის თუ არ იცის, როდისაა თავის და ფეხის გაწირვა საჭირო და როდის არა კაპიკია მათი ფასი.
leqso
მართლაც და ასე შემართებით,რომ ეთამაშა მას და მთელს გუნდს ნორვეგიასთან,იგივე შოტლანდიასთან გასვლაზე და თუნდაც ესპანეთან თბილისში ასე უსახელოდ ნაადრევად არ დავამთავრებდით ციკლს და კარის გამოჯახუნების პრინციპით არ ვიქნებოდით აღტკინებული, ფედერაციის მამებისა და საკუთარი პრესტიჟის გადასარჩენად,რამეთუ ახალი პორცია ნაცარი შეაყარონ თვალში ხალხს და დააჯერონ რომ წარმატებები გვაქვს და წინ მივიწევთ,არადა ერთ წრეზე ვტრიალებთ, შედეგის გარეშე. ისე მართლააა!! ახალგაზრდულში,რომ ეთამაშა ამ ბიჭს შეიძლება ოლიმპიური საგზური მართლაც მოგვეპოვებინა,მაგრამ დასვენება,ქეიფი თუ უქეიფობა მოიმიზეზა და კლუბის და საკუთარი ინტერესები დააყენა წინ, ეს ფაქტია და მას ვერანაირად გააპრავებთ, შედეგი ხომ სახეზეა,როგორც ჩვენთვის ისე ხვიჩასთვის-ახალგაზრდულიმა ხომ დაკარგა ისტორიული შანსი, ეროვნულმა ტრადიციულ მე-4 ადგილი დაიკავა, კლუბშიც ისე ვეღარ ბრწყინავს,როგორც შარშან და გაუნჯობესებული კონტრაქტიც ვერ მიიღო. გუშინდელ თამაშიც ყველაზე მეტი დივიდენტი მან მიიღო,სრული თავისუფლება ქონდა და სხვა არაფერი ევალებოდა გარდა გოლის გატანისა, რაც მშვენივრად გამოუვიდა საკუთარი კარიერისთვის, მგონია,რომ მეორე გოლის შემდეგ ის უნდა შეეცვალათ და ცენტრი გაეძლიერებინათ, მთელი თამაში მორღვეული იყო შენგელიას ფრთა. არც მიქაუტაძე და მითუმეტეს არც კვარა დაცვაში არ მუშაობს და შემტევების გარეშე მოწინააღმდეგის დაპრესინგება,როცა ისინი ბურთს ფლობენ წარმოუდგენელია. პრესინგის გარეშე კი დღემანდელი ფეხბურთი არ არსებობს. მე პირადათ პლეი ოფში რაღაცნაირი შიში მაქვს-საბერძნეთის ნაკრები,მართალია უსახური გუნდია, მაგრამ ძალიან ძნელი მათან აუცილებლად მოგებაზე თამაში, ჩვენთვის უხეხული მეტოქეა დაა ამასთან ძალიან გამოცდილი ასეთ სიტუაციაში. ერთი სიტყვით,როგორც იტყვიან ძაღლი გუნდია...

იმედია ტვინის შერყევა არ აქვს. არ გარისკონ ესპანეთთან ეგ თამაში მაინც განწირულია
გიორგი
ვაჟკაცი ხარ, ხვიჩა. ჯანმრთელობას გისურვებ და წინსვლას.
გიორგი
ვაჟა მასწ.-ს ტყუილად მიმართავ, ეს ის არ არის ვისაც ან ფეხბურთი აინტერესებს, ან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია. შავი პიარი ხვიჩას წინააღმდეგ, მარტო ამისთვის შემოდის აქ ზოგიერთი, ხან ერთი 'სახელით' ხან სხვით.
ვაჟა მასწ.
ხასან პაპა ამ კაცმა ახსნა უკვე თავისი მაშინდელი გადაწყვეტილების მიზეზი და ვცეთ პატივი მის კაცურ გადაწყვეტილებას არ ჯობია?!
ხასანა პაპა
ჯანმრთელობას უსურვებ,ესე შემართებით ამ ზაფხულს ქონოდა სურვილი თამაშის ვინ იცის იქნებ ოლიმპიური საგზური მოგვეპოვა.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია